ლობიოს რაგუ ბასკურად

კულინარია

ლობიოს რაგუ ბასკურად

2018 ოქტ 16 15:44:49

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო და მრავალფეროვანია. ესპანეთის სხვადასხვა კუთხეში დახვეწილ, ადგილობრივი ინგრედიენტებით შეზავებულ არაჩვეულებრივ კერძებს შეხვდებით, მაგრამ დღეს ძალიან მარტივ და გემრიელ, ამასთან ხელმისაწვდომ რეცეპტს შემოგთავაზებთ, რომელიც ბასკური სამზარეულოს მნიშვნელოვანი ელემენტებით _ ლობიოთი და შებოლილი ძეხვით, ლორითაა წარმოდგენილი.

ბასკეთის იბერიის და საქართველოს ურთიერთობაზე  ბევრი რამ თქმულა და დღევანდელი ჩვენი რეცეპტიც ძალიან ჰგავს რაჭული ლორისა და ლობიოს  არაჩვეულებრივ "მეგობრობას". თუ ამ რეცეპტისთვის შეძლებთ და რაჭული ლორის ნაჭერს "მოიპოვებთ", ნახავთ, რომ უგემრიელეს შედეგს მიიღებთ!

მასალა: შავი ლობიო _ 400 გრამი; შებოლილი ძეხვი _ 200 გრამი; შებოლილი ლორი _ 200 გრამი; 1 თავი ხახვი; 1 ცალი ტკბილი მწვანე ბულგარული წიწაკა; 1 ცალი დაფნის ფოთოლი; ცოტა მშრალი ორეგონო; დაფქული შავი პილპილი; 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი; გემოვნებით _ მარილი, მწვანე პიტნა.

მომზადება: მოვხარშოთ ლობიო. საქმე გაგვიადვილდება თუ კონსერვირებულ მოხარშულ ლობიოს შევიძენთ. თითქმის მზა ლობიოში, ერთი საათის დუღილის შემდეგ, ჩავყაროთ წვრილ კუბებად დაჭრილი შებოლილი ძეხვი და კიდევ ერთი საათი ვხარშოთ. ლორი წვრილად დავჭრათ და შევწვათ ტაფაზე მცენარეულ ზეთში. დავაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ბულგარული წიწაკა, დაფნის ფოთოლი, ორეგონო და ვშუშოთ დაახლოებით 10 წუთი. ჩავუშვათ ეს მასა ლობიოში, მოვაყაროთ მარილი, პილპილი. ვადუღოთ კიდევ 45 წუთი.

ეს კერძი მეორე დღეს კიდევ უფრო გემრიელია. სუფრასთან მიტანისას, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანე პიტნის ფოთლები. ამ კერძს უხდება პური ბაგეტი.




 ახალი ამბები
  • საქართველოს პრეზიდენტს მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადაეცასაქართველოს პრეზიდენტს იერუსალიმის პატრიარქმა, მისმა უნეტარესობამ თეოფილე მესამემ იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო- მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადასცა, _ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო საქართველოს პრეზიდენტს იერუსალიმის პატრიარქმა დღეს რეზიდენციაში გამართულ შეხვედრისას გადასცა. პრეზიდენტმა და პატრიარქმა იმსჯელეს ასევე ქართველი მეცნიერების შესახებ და გადაწყდა, რომ ქართველ მეცნიერებს იერუსალიმის ეკლესიაში დაცულ ხელნაწერებზე და ხელოვნების ნიმუშებზე კვლევების ჩატარების შესაძლებლობა მიეცემათ და მათ საქმიანობას პატრონაჟს საქართველოს პრეზიდენტი გაუწევს. აღნიშნული საკითხის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა დახმარება იერუსალიმის პატრიარქს, მის უნეტარესობა თეოფილე მესამეს სთხოვა, რომლისგანაც საკითხის მოგვარების თანხმობა მიიღო. სალომე ზურაბიშვილს იერუსალიმის პატრიარქი პირადად წარუძღვა მაცხოვრის საფლავის ეკლესიაში, სადაც სიწმინდეები მოილოცეს. საქართველოს პრეზიდენტმა იერუსალიმის პატრიარქს ფოკის მონასტერში დაწერილი ღვთისმშობლის ხატი ... ...
  • მღვდელმონაზონს, რომელმაც სასულიერო იერარქები მამათმავლობაში ამხილა, მსახურება აუკრძალესმღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმსახურება აეკრძალა. ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოში ბრიფინგი გაიმართება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებაში, რომელიც 20 იანვრით თარიღდება, წერია, რომ ანდრია სარია გაფრთხილების მიუხედავად, მედიით საპატრიარქოსა და ეკლესიის იერარქთა მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა.  „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქთა და საქართველოს საპატრიარქოს მიმართ მასმედიის საშუალებით კვლავ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და დაუსაბუთებელი ბრალდებების გამო მღვდელმონაზონ ანდრიას (სარია) აეკრძალოს მღვდელმოქმედება და მიეცეს დრო სინანულისთვის“, - წერია ბრძანებაში.  მღვდელმონაზონი ანდრია სარია ჭყონდიდის ეპარქიიდან 2019 წლის 13 დეკემბერს გაათავისუფლეს. მაშინ ეს გადაწყვეტილება მას ახალმა მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა გააცნო. ეპარქიიდან გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე ანდრია სარიამ გამოაქვეყნა ეროვნული არქივიდან 1982 წელს ამოღებული წერილი, რომელშიც საუბარია მამათმავლობის პრობლემაზე, კერძოდ კი, მაშინდელი 5 მოქმედი ეპისკოპოსი მიმართავს პატრიარქს და ამ ცოდვით შეპყრობილ 3 ეპისკოპოსსა და 1 დაბალ სასულიერო იერარქს ამხელს. წყარო: ... ...
  • აპატურაი: ნატო რუსეთთან ყოველთვის წამოჭრის საქართველოს საკითხს„ნატო რუსეთთან კომუნიკაციის დროს ყოველთვის წამოჭრის საქართველოს საკითხს და მეზობლების მიმართ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას დაგმობს, “- ეს განცხადება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.  დღეს ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დაწყებამდე ჯეიმს აპატურაიმ ქრონიკასთან“ საუბარში განაცხადა, რომ დღის წესრიგშია ორი საკითხია: წლიური ეროვნული პროგრამის შეფასება და ოკუპირებული ტერიტორიები.  „ნატოს წევრი ქვეყნები პოზიტიურად აფასებენ სამშვიდობო ინიციატივებს და ხედავენ საქართველოს ხელისუფლების მცდელობას. ეს პოზიტიურადაა შეფასებული. ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის მარტივი. სეპარატისტები და რუსული მხარე ართულებენ სიტუაციას. გრძელდება ბორდერიზაცია. გადასასვლელები დაკეტილია სექტემბრის შემდეგ და მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციაა ადგილზე,“- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.  მისი თქმით, ნატოში რუსეთთან მიმართებით პოზიცია არ შეცვლილა: „ორგანიზაცია აჩვენებს ერთიანობას ამ საკითხზე. ჩვენ გვაქვს ძალიან მტკიცე სტრატეგია, რომელიც მოიცავს თავდაცვის გაძლიერებას და მეორეს მხრივ ვცდილობთ გვქონდეს დიალოგი, რომელიც არსებითი ხასიათის შედეგებს მოიტანს.“ ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და მისი მაღალი სტანდარტით ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრა:  „საქართველო ყოველთვის იყო მოწინავე სახელმწიფო დემოკრატიულ რეფორმებში და აჩვენებდა, რომ პოლიტიკური სისტემის ტრანსფორმაციას ქვეყანა მიჰყავს ახლოს დასავლურ ღირებულებებთან, ნატოს წევრ ქვეყნებთან. ამიტომაც ამ არჩევნებს ასე ყურადღებით აკვირდებიან ნატოს წევრი სახელმწიფოები. ეს ქართული არჩევნებია, მაგრამ აქვს ფართო რეზონანსი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის. ამიტომ საჭიროა ყველაზე მაღალი სტანდარტის ჩვენება,“- განაცხადა ... ...
  • ბათუმში სამი ტყუპი დაიბადაჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ სამი ტყუპი დაიბადა. აღნიშნულ სიახლეს ტვ25 ავრცელებს. საკეისრო კვეთის შედეგად სამყაროს 2 გოგო და 1 ვაჟი მოევლინა. ახალშობილები ამ დროისთვის  ინკუბატორში არიან მოთავსებულები და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ერთი  გოგონას წონა 2,500 გრ შეადგენს და 45 სმ-ია. მეორე  გოგონა 1,70 გრამია და მისი სიგრძე 44 სმ შეადგენს. რაც შეეხება ვაჟს - იგი 44 სმ-ია და 1,800 გრამს იწონის. ... ...
  • თავის არეში მიღებული ტრავმის შედეგად 20 წლის ბიჭი დაიღუპათავის არეში მიღებული ტრავმის შედეგად ახალგაზრდა ბიჭი დაიღუპა. შემთხვევა თბილისში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მას ერთ-ერთი სუპერმარკეტის მიმდებარედ ურთიერთშელაპარაკების შემდეგ თავში ქვა ჩაარტყეს. 20 წლის მათე ჯომიდავა ხეჩინაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 30 დეკემბრიდან მკურნალობდა. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. გარდაცვლილი გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრია. ის თბილისში სწავლობდა და პარალელურად მუშაობდა. ... ...

არქივი

ზაფრანი

ქალი, მამაკაცი... ასტროლოგია

ვერძი თუ ვერძს უყვარხართ, წუთით...

რამდენჯერ უნდა გათხოვდეს ქალი

პირველი ქორწინება 18-20 წლის ასაკში...

„საშიში ვარსკვლავები“

ამერიკულმა ინტერნეტ უსაფრთხოების კომპანია McAfee-მ...

დილით დასვენებულმა რომ გაიღვიძოთ

ორგანიზმი ძილის დროს ახალგაზრდავდება, დუნდება...

ფინანსური სტაბილურობა და ასტროლოგია

გთავაზობთ იმ ნიშნების ჩამონათვალს, რომლებიც...

როგორ დავგეგმოთ წარმატებული კვირა

ვედურ ასტროლოგიაში არსებობს კონკრეტული რჩევები...