მექსიკური ტორტილია და ბურიტო

კულინარია

მექსიკური ტორტილია და ბურიტო

10 დეკ. 2018, 09:47:09

მექსიკური სამზარეულოს ძირითადი ელემენტები _ სიმინდის ფქვილი და ლობიო ყველაზე "ახლობელია" გურული სამზარეულოსთვის.

სიმინდის ლავაში _ ტორტილია, მექსიკელებისთვის პურს ცვლის და ძირითადი კერძები ტორტილიას გადახვევის ტექნიკით განსხვავდებიან ხშირ შემთხვევაში: ბურიტო ტორტილიაში იხვევა, ენჩილიადა ტორტილიას კონვერტში ჩადებული შიგთავსია; ჩიმიჩანგი _ ტორტილიას მილაკებში" ჩადებული შიგთავსი; უევოსი _ ტორტილიაზე შემწვარი ერბოკვერცხი.

ტორტილიას პურის ნაცვლად ატანენ სხვადასხვა სალათს და მრავალფეროვან საწებლებს, ტკბილ დესერტებს.

აცხობენ მხოლოდ სიმინდის ფქვილის, პურის ფქვილის ან შერეულ ტორტილიებს მარტივი ინგრედიენტებით: 400 გრამი პურის და მჭადის ფქვილის ნარევი; სუფრის (წვრილი) მარილი ნახევარი ჩაის კოვზი, ერბო ან ზეითუნის ზეთი 3 სუფრის კოვზი, 250-300 მლ ლიტრი წყალი.

ჯამში კარგად ავურიოთ ფქვილი და მარილი, ჩავასხათ ცხიმი და ნელ-ნელა დავამატოთ წყალი. მოვზილოთ რბილი ცომი. გადავიტანოთ ფიცარზე და ვზილოთ, სანამ ცომი ხელს არ მოშორდება. დააფარეთ ხელსახოცი და 30 წუთით დაასვენეთ ცომი.

ფიცარს მოაყარეთ ფქვილი, დაყევით ცომი ბურთულებად და გააბრტყელეთ ძალიან თხელ წრეებად. გახურებულ ტაფაზე, რომელიც არ იკრავს, გამოაცხვეთ ორივე მხრიდან უცხიმოდ. გამომცხვარი ტორტილიები 2-3 დღე კარგად ინახება მაცივარში, გამოყენების წინ კი უნდა შეათბოთ.

ბურიტო

მასალა: 500 გრ ძროხის ხორცის ფარში; 1 ქილა მოხარშული ხმელი ლობიო; 200 გრ პომიდვრის სოუსი; 150 გრ მაგარი ყველი; 1 თავი ხახვი; 1-2 კბილი ნიორი; თუ ცხარე გსურთ _ 1 ცალი წიწაკა ჩილი; თითო პატარა კონა ქინძი და ოხრახუში; მარილი, შესაწვავად _ ზეთი, 5 ცალი ტორტილია.

მომზადება: წვრილად დავჭრათ ხახვი და ნიორი, მოვშუშოთ დარბილებამდე, დავუმატოთ ფარში და შეყავისფერებამდე ვწვათ; დაწრეტილი ლობიო ჩავაყაროთ და ამოვურიოთ; დავასხათ პომიდვრის სოუსი, დავაყაროთ ალყად დაჭრილი წიწაკა, პილპილი, მარილი. 5-7 წუთი ვშუშოთ. ჩამოვდგათ ცეცხლიდან და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.

ტორტილიაზე დავდოთ მზა ფარში კიდეზე, მოვაყაროთ მსხვილად დახეხილი ყველი და გადავახვიოთ, თან კიდეები შევუკეცოთ, როგორც "ბლინჩიკს".

თუ ბურიტოს წინასწარ ვამზადებთ, სუფრასთან მიტანამდე გრილზე ან უცხიმო ტაფაზე შეათბეთ.




 ახალი ამბები
  • "წაგვიღო წყალმა" _ ჩოხატაურში დუმბაძის ქუჩის #24-ში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენუამინდობამ პრობლემები შექმნა ჩოხატაურში. როგორც "გურია ნიუსს" დუმბაძის 24-ში მდებარე მარავალბინიანი საცხოვრებელი სახლიდან შეატყობინეს, ადიდებული მდინარე ორპირა კალაპოტიდან გადმოვიდა და საცხოვრებელი სახლის ქვეშ მიედინება. "თუ ჰყავს ვინმე პატრონი რაიონს, მოგვხედონ. რამდენჯერ მივმართეთ განცხადებით, მაგრამ შედეგი არაფერმა გამოიღო. მოვლენ, გადახედავენ-გადმოხედავენ, წავლენ. ვფიქრობთ, ეს იმიტომ ხდება, რომ კორპუსის მცხოვრებლებს ოპოზიციონერებად მოგვიაზრებენ, რატომ ესეც არ ვიცით, მაგრამ რა უბედურებაა პოლიტიკური შეხედულების მიხედვით ადამიანების დაყოფა. თუ ოპოზიციონერები ვართ, ამიტომ უნდა წაგვიღოს წყალმა და დაგვეხრჩონ ბავშვები. ვინმემ მოგვხედოს, _ ამბობს "გურია ნიუსთან" ბინის ერთ-ერთი მცხოვრები. პრობლემაზე სასაუბროდ "გურია ნიუსი" მუნიციპალიტეტის მერს, ირაკლი კუჭავას დაუკავშირდა. კუჭავას თქმით, აბსურდია ბრალდება, რომ პოლიტიკური შეხედულების გამო არ ეხმარებიან ვინმეს. "მაგ ტერიტორიაზე გაკეთებულია დიდი პროექტი, მოწესრიგდება ორპირას ნაპირები და მოეწყობა ბულვარი, მაგრამ ეს წელს ვერ განხორციელდება. ასეთ დროს უნდა დარეკონ მერიაში, ჩვენი კომისია გავა ადგილზე, დასურათდება მდგომარეობა და მოვითხოვთ სტიქიის სალიკვიდაციო ხარჯებში. ამ შემთხვევაში ახლავე გავლენ ჩვენი სპეციალისტები შემთხვევის ადგილზე. ხოლო რაც შეეხება პოზიცია-ოპოზიციად ადამიანთა დაყოფას და ამ ნიშნით დახმარებას, ეს არის აბსურდი. არასოდეს გაგვირჩევია ადამიანები. შეგიძლიათ თუნდაც მაგ ქუჩაზე იკითხოთ, რამდენჯერ დავხმარებივართ იმ ადამიანებს, მათი ოჯახის წევრებს, თითონ რომ მოიაზრებენ თავს ოპოზიციონერებად, _ გვითხრა მუნიციპალიტეტის ... ...
  • “მაგნიტში“ მომხადარ ქურდობის ფაქტზე ერთი პირია მხილებულიდღეს ქალაქ ოზურგეთში სუპერმარკეტების ქსელის მაღაზია გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს. მხილებულია ერთი პირი. მიმდინარეობს ინტესიური საგამოძიებო მოქმედებები. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, მოპარულია 5 ბოთლი ალკოჰოლური ... ...
  • რაჭაში სტიქიამ ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა„ონის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა სოფელ გლოლაში საავტომობილო გზის ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა", _ აღიშულ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო უწყება ავრცელებს. უწყებისვე ცნობით, შემთხვევის ადგილას დილიდან ოპერატიულად დაიწყო აღდგენითი და პრევენციული ... ...
  • როდიდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობათბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში გაანახლებს. მერის განცხადებით, ტრანსპორტის ამუშავებისთვის აუცილებელია მითითების მიღება, თუ როგორი უნდა იყოს წესები ეპიდემიის დროს. „ზუსტი თარიღი უცნობია.  ჩვენ არ გვაქვს ეს ინფორმაცია. დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც პირადად მე დავსვი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების საკითხი, რადგან ძალიან დიდი მოთხოვნაა საზოგადოებაში. ველოდებით მითითებებს, ჯერ არანაირი მითითება არ არის ჩვენთან შემოსული. თუ როგორ უნდა იყოს წესები საზოგადოებრივ ტრანსპორტის მუშაობის დროს, ხალხმა როგორი წესებით უნდა ისარგებლოს ავტობუსით, მეტროთი, მიკროავტობუსით მგზავრობის დროს და ა.შ.“_ თქვა კალაძემ ... ...
  • საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება. ამის მიზეზი ეპიდვითარება და ხალხმრავლობის თავიდან აცილებაა. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით,  საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სახელმწიფო უწყებები სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებებით აღნიშნავენ. პრემიერ-მინისტრი კი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე. „26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია. მოგეხსენებათ, ბოლო წლების განმავლობაში 26 მაისი გახდა მასშტაბური საერთო სახალხო ზეიმი, რომელშიც ათასობით ჩვენი მოქალაქე მონაწილეობდა. წელს, მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა განსხვავებული ფორმატით გვიწევს. ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, წელს 26 მაისის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება. სახელმწიფო უწყებები დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ფორმით აღნიშნავენ. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე“, _  განაცხადა ... ...

არქივი




რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?