მოვამზადოთ ნესვის სასმელი

კულინარია

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

18 დეკ. 2018, 16:17:28

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო წარმომადგენელია. მისი მოყვანა, ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად დაიწყეს გურიაში. მაგალითად, ოზურგეთის სოფლებში _ მაკვანეთში, ნასაკირალსა და ლიხაურში არაერთ ოჯახში ნესვისა და საზამთროს შესანიშნავი მოსავალი მიიღეს. განსაკუთრებით წლევანდელი ცხელი ზაფხული, როგორც დაინტერესებული მეურნეები ამბობენ, საუკეთესო აღმოჩნდა ამ კულტურების სრულყოფილი ვეგეტაციისთვის.

ნესვის წვენისგან მომზადებული სასმელი ძალზე არომატული და სასიამოვნო გემოთი გამოირჩევა.

დავჭრათ ნესვი კუბიკებად. დვაყაროთ ცოტა შაქარი, კარგად ავურიოთ და დავდგათ ერთი დღის განმავლობაში. შემდეგ გადავწუროთ, დავუმატოთ შაქარი _ ერთ კილოგრამს ნახევარი კილო და 15 წუთის განმავლობაში ვადუღოთ. ნესვს განსაკუთრებული არომატულობა ახასიათებს და ვანილი საჭირო არ არის, თუმცა, ცოტა მიხაკსა და ლიმონის ცედრას თუ დავუმატებთ, საუცხოო გემო ექნება. ასეთი წესით მიღებული სიროფს, თუ სასმელის მოსამზადებლად გვინდა, გემოვნებით დავუმატოთ შინნახადი არაყი ან სააფთიაქო სპირტი; ხოლო ნამცხვრეულის დასანამად შეზავების გარეშე შევინახოთ, ჰერმეტულად დახურული.

საუკეთესოა, ასევე, ნესვის მურაბა, წყლის დამატების გარეშე, საკუთარ წვენში მოდუღებული.

სხვადასხვა ფორმებად დაჭრილ ნესვს, ერთ კილოგრამს, დავაყაროთ 800 გრამი შაქარი და დავდგათ ერთი დღით. მეორე დღეს თავისსავე წვენში ატივტივდება. რამდენჯერმე წამოვადუღოთ, 20 წუთის განმავლობაში. დუღილის დროს ლიმონის ცედრა დავუმატოთ.




 ახალი ამბები
  • დებატები ევროპარლამენტში _ თემა საქართველოში არსებული ვითარება იქნებაევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ დებატები შედგება. მოხსენებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელი წარმოადგენს. შეფასებები გაკეთდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით. ბრიუსელიდან დიალოგის დაწყების აუცილებლობის შესახებ მოწოდებები კვლავ ისმის. ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ ორივე მხარემ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს. უმრავლესობის წარმომადგენლებმა ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრები გამართეს და ოპოზიციასთან დიალოგის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურეს. ევროპარლამენტის პლენარული სესია 8 მარტს გაიხსნა და 11 მარტს ... ...
  • საქართველოში კოვიდგატანილი ადამიანების კვლევა დღეიდან იწყებაპოსტკორონავირუსულ სიმპტომებზე დღეიდან იმ პაციენტებს გამოიკვლევენ, რომელთაც COVID-19 უკვე გადაიტანეს. კვლევების მიზანია, დადგინდეს ვირუსის დამარცხების შემდეგ უმეტესად რა გართულებებს იწვევს ის. უკვე შერჩეულია 500-მდე ადამიანი. კვლევა არის რანდომიზირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ შერჩევითი პრინციპით მოხდა პაციენტების ჩართვა. შერჩეული პაციენტები გადიოდნენ მკურნალობას, როგორც სამედიცინო დაწესებულებაში, ასევე სახლის პირობებში. მათი გამოკვლევა ინფექციური საავადმყოფოს ბაზაზე ... ...
  • როგორია ჭყონდიდის ეპარქიაში დაშავებული მედიის წარმომადგენლების ჯანმრთლების მდგომარეობაჭყონდიდია ეპარქიაში, რეზიდენციის აივნის მოაჯირის ჩამონგრევის შედეგად სულ ექვსი ადამიანი დაშავდა.ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა "ევექსის" კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ხუთი მათგანის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება ერთ დაშავებულს, მისი მდგომორება შედარებით ... ...
  • "ეს ყველას უბედურებაა, ხმა უნდა ავიმაღლოთ" _ "1000 მშობლის მარში" ლანჩხუთშიიმ ქალაქებს შორის, სადაც დღეს 1000 მშობლის მარში გაიმართა, ლანჩხუთიც იყო. ძალადობის წინააღმდეგ ქალთა მოძრაობის იმ 100-დღიანი კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება, რომელიც ქობულეთში 14 წლის გოგონას ტრაგედიის შემდეგ დაიწყო, ქალაქის ცენტრალურ სკვერში გაიმართა. სამწუხაროდ, აქციას რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა, რაც, დიდი ალბათობით, უამინდობამაც განაპირობა. ლანჩხუთში გამართულ "1000 მშობლის მარშს" უფლებადამცველი ლია მუხაშავრიაც ესწრებოდა. როგორც მან აღნიშნა, იგეგმება ხელმოწერების შეგროვება. "გამოვაქვეყნებთ პეტიციას, რომ გავაკეთოთ ხელმოწერები. ეს ყველას უბედურებაა და სანამ ყველას სახლში შესულა ეს უბეხურება, ხმა უნდა ავიმაღლოთ. ჩვენი შვილები უნდა გაიზარდონ თავისუფალი ადამიანები, თავისუფალი ყოველგვარი ძალადობისგან, განსაკუთრებით ყველაზე მძიმე და სასტიკი- სექსუალური ძალადობისგან. ეს მოძრაობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ ერთი დღით, ის ყოველდღიური უნდა გავხადოთ", _ აღნიშნა ლია მუხაშავრიამ და მოქალაქეებს მოუწოდა, რომ შემოუერთდეს ამ მოძრაობას. აქციის მონაწილეთა მოთხოვნებში შედის: შეიცვალოს სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი; შეიქმნას პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს; გახდეს სქესობრივი განათლება ფორმალური განათლების ნაწილი, რითაც ბავშვები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას; გაიზარდოს ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების რაოდენობა; დადგეს ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურებრივი გულგრილობის ... ...
  • დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში _ დაშავებულები არიან მედიის წარმომადგენლებიჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში სასულიერო პირებისა და მიტროპოლიტ სტეფანეს შეხვედრა მიმდინარეობისას დაპირისპირება მოხდა. "კურიერის" ინფორმაციით, სასულიერო პირების შეკრებაზე დაშავდნენ "რუსთავის 2-ის", "ტვ.პირველის","ფორმულას, "პოსტივის" ოპერატორები.  სხეულის დაზიანება მიიღო "ტვ.პირველის" სამეგრელოს ბიუროს ჟურნალისტმა პაპუნა შუშანიამ. "მთავარის არხი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ინციდენტის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს "მთავარი არხის" ჟურნალისტს ემა გოგოხიას. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, საუბრის თემა ორ დიაკვანს ეხებოდა, რომლებსაც ეპარქიის ახალი ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით მღვდელმსახურება აეკრძალათ.  მეუფე სტეფანეს ამ გადაწყვეტილებას სასულიერო პირების ნაწილი და მრევლი ... ...

არქივი