სტაფილოს სალათი ცერეცოთი


კულინარია

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

15 ივნ. 2020, 14:52:30

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო, სამი ცალი კვერცხი, ორასი გრამი ყველი, ორი კბილი ნიორი, მაიონეზი, პატარა შეკვრა ნედლი ცერეცო.

მომზადება: გავხეხოთ სტაფილო, დავამატოთ გახეხილი მოხარშული კვერცხი, დავახეხოთ ასევე ყველი, ნიორი, მარილი გემოვნებით. ავურიოთ კარგად. ბოლოს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ცერეცო და ავურიოთ მსუბუქად.

 რეცეპტი მოგვაწოდა ჩვენმა მკითხველმა, საუკეთესო კულინარმა მაია ნაკაიძემ




 ახალი ამბები
  • მთავრობამ კორონავირუსის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცადღეს ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მთავრობას წარედგინა კორონავირუსის ვაქცინის ეროვნული გეგმა და შესაბამისად, დამტკიცდა, - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ექიმები ქვეყანაში არსებულ პროცესს წარმატებით მართავენ. „დღეს ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მთავრობას წარედგინა კორონავირუსის ვაქცინის ეროვნული გეგმა და შესაბამისად დამტკიცდა. ჩვენ ვაკვირდებით საქართველოში კორონავირუსის მნიშვნელოვან სტაბილიზაციას. საწოლფონდთან მიმართებაში გვაქვს შემდეგი სურათი: დღეს სტაციონარში მკურნალობას გადის 3,499 ადამიანი. საერთო ჯამში კი კორონავირუსის 10,000-ზე მეტი შემთხვევაა და აღსანიშნავია, რომ ექიმები პროცესს წარმატებით მართავენ“, - განაცხადა ეკატერინე ... ...
  • საქართველოს ორი ახალი ვიცე-პრემიერი ჰყავს - რომელი მინისტრები დანიშნა პრემიერმასა­ქარ­თვე­ლოს ორი ახა­ლი ვიცე-პრე­მი­ე­რი ჰყავს. აღ­ნიშ­ნულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნი და რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნისტრი მაია ცქი­ტიშ­ვი­ლი მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე წა­რად­გი­ნა. „დღეს ჩვენ სხვა­დას­ხვა ფრონტზე გვი­წევს ბრძო­ლა. პირ­ველ რიგ­ში, ეს არის გლო­ბა­ლუ­რი პან­დე­მია და რა თქმა უნდა, ეს არის გლო­ბა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა­ში იყო გა­მო­ყო­ფი­ლი პირ­და­პირ აშ­კა­რა პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი - ეს არის ქვეყ­ნის შემ­დე­გო­მი დე­მოკ­რა­ტი­ზა­ცია, ეკო­ნო­მი­კუ­რი გაძ­ლი­ე­რე­ბა, დე­ო­კუ­პა­ცია და ინ­ტეგ­რა­ცია, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ, ყვე­ლას კარ­გად უნდა გვეს­მო­დეს, რომ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბა ეს გახ­ლავთ ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი აღ­დგე­ნა, პოსტ-კო­ვი­დუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი აღ­დგე­ნა. თუმ­ცა, ჩვე­ნი ძი­რი­თა­დი მიზ­ნის, ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­საღ­წე­ვად, ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა­ში სტრუქ­ტუ­რუ­ლი რე­ფორ­მე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა არის კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ისე­ვე, რო­გორც მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და ყვე­ლა ის რე­ფორ­მა, რო­მე­ლიც ეკო­ნო­მი­კურ სფე­როს ეხე­ბა, მათი ეფექ­ტუ­რო­ბა იქ­ნე­ბა უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. პირ­ველ რიგ­ში იმის­თვის, რომ ჩვენ გა­დავ­ლა­ხოთ გლო­ბა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი და მე­ო­რე რიგ­ში იმის­თვის, რომ 2024 წლის­თვის ქვე­ყა­ნა ეკო­ნო­მი­კუ­რად იყოს მზად ხმა­მა­ღა­ლი და რაც მთა­ვა­რია, დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი გა­ნა­ცხა­დის გა­სა­კე­თე­ბე­ლად ევ­რო­კავ­შირ­ში სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რო­ბის­თვის. ამის­თვის სა­ჭი­როა კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად მუ­შა­ო­ბა. ამი­ტომ დღეს მინ­და წარ­მო­გიდ­გი­ნოთ პირ­ვე­ლი ვიცე-პრე­მი­ე­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი სა­კი­თხე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ეს გახ­ლავთ მაია ცქი­ტიშ­ვი­ლ", _ განაცხადა ... ...
  • "ბახმაროს მიდამოში -14 -19 გრადუსი იქნება"- რას პროგნოზირებენ გურიაშიგურიაში, ღამის საათებში ძლიერ ყინვას ელოდებიან. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა. „თოვა დღესაც შენარჩუნდება, მაგრამ თანდათან შესუსტდება. შავი ზღვის ჩრდილო- დასავლეთიდან შემოდის ცივი ჰაერის მასები, რომლებიც გურიასა და აჭარაში იწვევს თოვას. დღის ბოლოს გამოიდარებს. ღამით ველოდებით ყინვის გაძლიერებას. გზები შესაძლებელია მოიყინოს. დაბლობში ყინვა იქნება -2, -4 გრადუსი, მგორიან რაიონებში მოსალოდნელია -5, -7 გრადუსი ყინვა, მაღალ მთაში -10, -15, ბახმაროს მიდამოებში და გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ცოტა მეტი, -14, -19 გრადუსი დაფიქსირდება. ყინვის შედეგად მოსალოდნელია დაზიანდეს ციტრუსოვნები თუ დაკრეფილი არ არის ან თუ ლიმონს აქვს ახალი წამონაზარდი, მოიყინოს“,_ გვითხრა გვაზავამ. გვაზავას ინფორმაციითვე, გურიაში ხვალიდან გამოიდარებს და ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი. „ხვალიდან უნალექო ამინდი იქნება. ტემპერატურა მოიმატებს, შემდეგ დღეებში ყინვა თანდათან შესუსტდება. შაბათ- კვირას +13, +14 გრადუსი იქნება დაბლობში, მთაში +8, +10 გრადუსი და მაღალ მთაში +4, + 9 გრადუსი სითბო“,_ გვითხრა ... ...
  • ეკატერინე ტიკარაძე შეზღუდვების შემსუბუქების შესახებჯანდაცვის მინისტრის თქმით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო შეზღუდვების შემსუბუქებაზე კვირის განმავლობაში იმსჯელებს. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ამასთან დაკავშირებით საბჭოს ფორმატში ვმსჯელობთ ეკონომიკურ გუნდთან ერთად. ამ კვირაში მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს და შემდეგ უკვე საბჭოს გადაწყვეტილების ფორმატში გავაცნობთ საზოგადოებას“, - განაცხადა ტიკარაძემ. ცნობილია, რომ პირველი თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები ... ...
  • გიორგი გახარია: საქართველო მზადაა, ვაქცინაცია უახლოეს პერიოდში დაიწყოს„საქართველო მზადაა, ვაქცინაცია უახლოეს პერიოდში დაიწყოს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. „მოგეხსენებათ, წინა მთავრობის სხდომაზე, ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო დავალება ვაქცინაცის გეგმასთან დაკავშირებით მუშაობის დასრულებაზე და დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ამ გეგმის დამტკიცების თაობაზე. ეს სამუშაო ჯგუფი 15 დეკემბერს შეიქმნა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა ყველა დაინტერესებულმა მხარემ მიიღო - საერთაშორისო პარტნიორებმა, დარგის სპეციალისტებმა, ეპიდემიოლოგებმა, სახალხო დამცველმა და დღეს ჩვენ უნდა დამატკიცოთ ეს გეგმა, რომლის საბოლოო მიზანია, 2021 წლის ბოლომდე საქართველოში მინიმუმ აცრილი უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების 60%, თუმცა ამ ძირითად მიზანთან ერთად ძალზედ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ტექნიკურ ნაწილს, მათ შორის იმ მიზნობრივ ჯგუფებს, რომლებიც ეტაპობრივად უნდა აიცრან. პირველ ეტაპზე, აიცრებიან ის მიზნობრივი ჯგუფები, რომლებიც ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან: სამედიცინო სფეროს თანამშრომლები, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულების ბენეფიციარები, ჩვენი ხანდაზმულები 75 წელს ზემოთ და შემდგომ უკვე 60-დან 75 წლამდე ყველა მოქალაქე. ამ გეგმის შემუშავებას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. მოგეხსენებათ, საქართველო ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად ჩOVAX-ის პლატფორმაშია გაწევრიანებული, რომელიც გულისხმობს ვაქცინის მოწოდებას და საქართველომ უკვე განაცხადა ამ პლატფორმაზე თავისი მიზანი, რომ უახლოეს მომავალში მოწოდებული იყოს მილიონნახევარი ვაქცინა. ჩვენ უკვე გადავრიცხეთ ეს ფინანსური რესურსი და მთავარი მიზანია, ტექნიკურ დონეზე ჯანდაცვის სისტემა იყოს მზად ამ მოცულობის ვაქცინაციის ჩასატარებლად ერთის წლის განმავლობაში. თუმცა მთავრობა აგრძელებს მოლაპარაკებას ორმხრივ რეჟიმში მწარმოებელ კომპანიებთან, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოში შემოვა მხოლოდ ის ვაქცინა, რომელიც ჯანმოს მიერ არის ავტორიზებული. ეს არის პრინციპული პოზიცია ჩვენი და ჩვენი ევროპელი პარტნიორების და ეს არის ზრუნვა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე“, - აღნიშნა გიორგი ... ...

არქივი