თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

კულინარია

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

2018 დეკ 18 16:16:27

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური პროდუქტებია. ამჯერად თაფლის ღვინოზე ვისაუბრებთ. ის არის ორგვარი: მაგარი, რომელიც 12 გრადუსს ზევითაა და რბილი, რომლის სიმაგრე 12 გრადუსამდეა.

ღვინო შეიძლება იყოს მშრალი, რომელშიც შაქარი 0,5-1,0 პროცენტამდეა და ნახევრად მშრალი ან ტკბილი. თუ შაქრის შემცველობა 1 პროცენტზე მეტია, ნახშირმჟავას შემცველობის მიხედვით არჩევენ ჩვეულებრივ შუშხუნას, შეფერილობით ღია ნათელი ფერისას და მუქი ფერისას.

თაფლის ღვინოს, როგორც მას ძველ საქართველოში ეძახდნენ _ "თაფლუჭას", ჩვენში ორნაირი წესით ამზადებდნენ და ახლაც ასეა შესაძლებელი.

პირველი _ აუდუღებლად, როდესაც ღვინოს იღებენ, პირდაპირ გადადუღებულ წყალში თაფლის გახსნით და თაფლის ხსნარის ადუღებით. აუდუღებლად თაფლის ღვინის დამზადების დროს, თაფლის შემადგენელი ძვირფასი ნივთიერება დაუშლელად გადადის ღვინის შემადგენლობაში, რაც ძალზე სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის.

თაფლის მაგარი ღვინის დასამზადებლად იღებენ ერთ წილ წყალს და ერთ ან ორ წილ თაფლს, ხოლო რბილი სუფრის თაფლის ღვინის დასამზადებლად სამ წილ წყალს და ერთ წილ თაფლს.

რბილი სუფრის ღვინის მოსამზადებლად სამი ლიტრი წყალი და ერთი წილი თაფლის ხსნარი 30 გრადუსზე უნდა ვადუღოთ. როცა გაცივდება, სითხის მცირე ნაწილი ავიღოთ, ავურიოთ საფუარი _ თანამედროვე დედო მადუღარა ან ლუდის საფუარი სჯობს. მერე შევურიოთ მასას. მოვათავსოთ ასადუღებლად სპეციალურ ბალონში, ავზში. სახურავი მჭიდროდ არ უნდა დავახუროთ. უმჯობესია, ვიხმაროთ ისეთი კულტურული საფუარები, რომლებსაც ყურძნის ან კენკროვანი ღვინის დასამზადებლად იყენებენ. მასა შეიძლება, ქვევრშიც მოვათავსოთ. დუღილისთვის საჭიროა სითბო, 20 გრადუსს ზემოთ. დუღილი როცა იწყება, ისმის ნელი, ხის ფოთლების ცვენის მსგავსი ხმაური. როცა დუღილი დასრულება, ღვინო უნდა გადავწუროთ. ძირითადად, ეს არის სამკურნალო სითხე და მისით თრობა არაა სასურველი.

დამზადებული ღვინო შევინახოთ +10 გრადუს ტემპერატურაზე. რაც უფრო დიდხანს შევინახავთ, მისი გემოვნება და ბუკეტი თანდათან გაუმჯობესება. უმეტესად თაფლუჭა სადესერტოდ უნდა გამოვიყენოთ _ ის სუფრის ნამდვილი მშვენებაა.




 ახალი ამბები
  • მუშების დაშავებასთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებსდღეს, ზესტაფონში, სს „საქართველოს რკინიგზის“ დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოს საწყობში, მოხდა  უბედური შემთხვევა და სამუშაოს შესრულების დროს, მარაგი ნაწილების ჩამოშლის შედეგად,  სხეულის დაზიანება მიიღო რკინიგზის ორმა თანამშრომელმა - სახელოსნოს მჭედელმა მიხეილ ბებიაშვილმა და ხელოვნური ნაგებობების ბრიგადირმა მერაბ ნებიერიძემ. დაშავებულებს გაეწიათ  სასწრაფო სამედიცინო დახმარება და გადაიყვანეს  საავადმყოფოში.   სს „საქართველოს რკინიგზა“ მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო. უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა, ამასთან ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, რის შედეგადაც დადგინდება შემთხვევის გამომწვევი მიზეზები.  სს „საქართველოს რკინიგზა“ მაქსიმალურ დახმარებას აღმოუჩენს უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებულებსა და მათ ოჯახებს.  (R)       ... ...
  • უბედური შემთხვევა თბილისში _ მაღაზიაში ამწე შევარდაცოტა ხნის წინ, უბედური შემთხვევა მოხდა თბილისში. გურამიშვილის გამზირზე მსუბუქი ავტომობილი და ამწე ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების გამო ამწე ერთ-ერთი მაღაზიაში შევარდა. ინციდენტის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. მათგან ორი მცირეწლოვანია. ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 271-ე მუხლით ... ...
  • წვიმა და სეტყვა _უახლოესი დღეების პროგნოზიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-31 მაისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. 27-28 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +23, +28, ხოლო 29-31 მაისს +28, +31 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი ... ...
  • 9 წლის გოგოს მკვლელობა _ იაგო ნებიერიძეს უვადო პატიმრობა შეეფარდასასამართლომ 9 წლის გოგოს მკვლელობისა და მის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს უვადო პატიმრობა შეუფარდა.გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 2018 წლის 25 ოქტომბერს სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობა და არასრულწლოვანთან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას ... ...
  • პატრიარქის ფონდი გაქურდეს პატრიარქის ფონდი გაქურდეს, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარზე კომენტარი ფონდიდან არ გაკეთებულა. ამ დროისთვის უცნობია რა ნივთებია წაღებული ფონდის ოფისიდან. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

ნივთების ისტორიიდან - ტუნიკა

ახლა უკვე ძნელია იმის თქმა,...

როდის ხდება წყლის დალევა ორგანიზმისთვის მავნებელი

არ შეიძლება ნებისმიერი სითხის სულმოუთქმელად...

ნუ დანებდებით

ვის არ უჩხუბია და უკამათია......

ნაბახუსევზე მარილიანი ყავა სასარგებლოა

ნებისმიერ ადამიანს ხშირად ერთი პრობლემა...

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...