ლავანდი _ ძვირფასზეთოვანი და სურნელოვანი მცენარე

კარმიდამო ჩემი

ლავანდი _ ძვირფასზეთოვანი და სურნელოვანი მცენარე

2018 იან 26 11:12:08

ლავანდი ეთერზეთოვანი მცენარეა, რომელიც ეკუთვნის ტუჩოსანთა ოჯახს და მოიცავს ოცდაათამდე სახეობას. ე. წ. ნამდვილი ლავანდის ყვავილი ღია იასამნისფერს ჩამოგავს და დღეს ხშირად ისმის, რომ 2018 წელს მოდის სამყაროში ლავანდისფერი ერთ-ერთი წამყვანი იქნება. თუმცა, მისი ღირსებებიდან ფერი არ არის გადამწყვეტი.

არის როგორც თეთრი, ისე მოწითალო და სხვა ფერის ჯიშებიც. ნამდვილ ლავანდს _ lavandula vera _ ზოგჯერ სამკურნალოსაც ეძახიან. ასევე, პოპულარულია იტალიური ლავანდიც, _ lavandula spica, მაგრამ ეს უკანასკნელი უფრო ზეთის დაბალი ხარისხით გამოირჩევა და საწარმოო გავრცელება დიდად ვერ ჰპოვა.

ლავანდის საწარმოო ხასიათის პლანტაცია, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, პირველად გაშენდა უკრაინაში, ყირიმის სამხრეთ სანაპიროზე, უცხოეთიდან შემოტანილი თესლის ნერგებით; შემდეგ კრასნოდარის მხარის მთისწინა რაიონებშიც გააშენეს და მალე საქართველოშიც შემოიტანეს.

ლავანდი წარმოადგენს მცირე ზომის მარადმწვანე ბუჩქს; სიმაღლით აღწევს 50-90 სმ-ს; ფესვები მთავარღერძიანი აქვს, ძლიერდატოტვილი, რომელიც ღრმად ვრცელდება ნიადაგში; ღერო დატოტვილია _ დატოტვა იწყება ფესვის ყელიდან და ქვედა ტოტების მიმაგრების დიდი კუთხის გამო ხშირად გართხმულ ფორმას იღებს. ტოტების ქვედა ნაწილი ტიტველია, მონაცრისფრო _ მურა ქერით დაფარული. ახალგაზრდა ზედა ტოტები ოთხკუთხედია, მტრედისფერი, ცვილისებრი ფიფქით დაფარული და უხვად შეფოთლილი. ფოთოლი წვრილი და მჯდომიარეა, კიდემთლიანი, ძლიერ შებუსული, ვერცხლისფერ-თეთრი ფერის. ახალგაზრდა ფოთლები მუქი მწვანე, შედარებით ფართო. ყვავილები პატარა, ორსქესიანი, შეკრებილია თავთუნების სახის ერთწლიანი ყლორტების ბოლოზე. ბუჩქზე მოყვავილე ღეროთა რიცხვი 300-500-მდეა. ყვავილის ფერი ცისფერი, იასამნისფერისკენ გარდამავალია. აქვს აგრეთვე მტრედისფერი და თეთრი ყვავილებიც. ძლიერი და სასიამოვნო სუნი აქვს. ლავანდი ყვავილობს ივნისიდან აგვისტომდე. მრავლდება თესლით და ვეგეტატიურადაც _ კალმით, ტოტების გადაწვენით და ბუჩქების დაყოფით. თესლით გამრავლების შემთხვევაში ადგილი აქვს დათიშვას და მიიღება სიჭრელე პლანტაციაში. ამიტომ ძირითადად მიმართავენ ვეგეტატიურ გამრავლებას. ძირითადად მიღებულია ლავანდის გამრავლება დაფესვიანებული ღეროს კალმებით, დაკალმებით.

ლავანდი საქართველოში, ძირითადად, გაშენებული იყო აფხაზეთში. მისი პლანტაციების გაშენება უმჯობესია შემოდგომაზე, ოქტომბერში, ვიდრე გაზაფხულზე. ერთ ადგილზე ლავანდის პლანტაცია სრულმოსავლიანია, ხოლო 8-10 წლის შემდეგ ბუჩქები სიბერეში შედის, ყვავილების რაოდენობა კი ყვავილედში მცირდება, რაც მოსავალს საგრძნობლად ამცირებს. ამიტომ საჭიროა გადიდდეს ორგანულ-მინერალური სასუქების შესატანი დოზა და ჩატარდეს ბუჩქების მძიმე გასხვლა, ბუჩქის სიმაღლის 2/3 -ით შემცირება.

ლავანდის მოსავლის აღება ხდება იმ მომენტში, როდესაც ყვავილედში ბუტონები 50-55%-ით გაიშლება მზიან დარში, ნამის შეშრობის შემდეგ, 8 საათიდან 17 საათამდე.

ყირიმის ბოტანიკურ ბაღში გამოყვანილია ლავანდის ორი ჯიში: "პრიმა" და "რეკორდი", რომელთა ეთეროვანი ზეთის ხარისხი საუკეთესოა და პარფიუმერიაში მასზე დიდი მოთხოვნაა.

ლავანდის ეთეროვანი ზეთი გამოყენებულია აგრეთვე ფაიფურისა და კერამიკული ნაწარმის დამზადებისა და ლაქების ფაბრიკაციისთვის. თვით მცენარე ხანგრძლივი ყვავილობისა და ნექტრის უხვი გამოყოფით ხასიათდება და კარგი თაფლოვანი მცენარეა.

ლავანდი ველურადაც არის გავრცელებული საფრანგეთის მშრალ, მთაგორიან ადგილებში, იტალიაში, ესპანეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. ის კულტურაში დაინერგა და ეთეროვანი ზეთის მისაღებად მოჰყავთ ესპანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, ბულგარეთში, არგენტინაში და სხვა.

რომაელები ლავანდს ორი ათასი წლის წინაც იყენებდნენ მშრალი ყვავილების სახით, აგრეთვე, მისგან ამზადებდნენ სურნელოვან წყალს. ლავანდის ყვავილებისგან ღებულობენ ეთეროვან ზეთს, რომელიც გამოიყენება პარფიუმერიაში სუნამოების, საპნისა და სხვა ნაკეთობებისთვის საამო სურნელების მისაცემად. მედიცინაში მას იყენებენ რევმატიზმის, სასუნთქი ორგანოების დაავადებისა და წყლულების სამკურნალოდ. ის ძლიერ ანტისეპტიკური და ანტიტოქსიკურია, რისთვისაც ფართო გამოყენება აქვს სადეზინფექციოდ.

 ცისანა ქაშაკაშვილი,
სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი




 ახალი ამბები
  • ალაფიშვილი: ზურაბიშვილმა სალომემ მსოფლიო რეკორდი დაამყარა _ კონსტიტუცია უკვე დაარღვია"სალომე ზურაბიშვილმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა _ აამოქმედა კონსტიტუცია და პირველი დამრღვევიც თვითონაა", _ ამბობს სამართალმცოდნე ლევან ალაფიშვილი. მისივე თქმით, ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს: "პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა, მთაწმინდის მაჟორიტარის მანდატი აქვს და ახალი კონსტიტუციით ეს არ შეიძლება.  აამოქმედა და პირველივე თვითონ გახდა დამრღვევი პირველივე წამიდან. ესეთი რამ ისტორიას არ ახსოვს _ მსოფლიო რეკორდია", _ აღნიშნა გურია ნიუსთან საუბრისას ლევან ... ...
  • სალომე ზურაბიშვილმა ფიცი დადოსაქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, თელავში, ერეკლე მეფის სასახლეში სახელმწიფო ფიცი დადო. ამის შემდეგ სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა. ასევე გაისროლეს ქვემეხები.  ცერემონიას 1500 სტუმარი ესწრება. მათ შორის არიან მაღალი რანგის სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან, მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები. საქართველოს ისტორიაში პირველად ახალი პრეზიდენტის ფიცის დადებას მისი წინამორბედი ესწრება. დღეიდან ამოქმედდება საქართველოს კონსტიტუციის ახალი ... ...
  • ომბუდსმენი შსს-ს აქციის მონაწილეების კონსტიტუციურ უფლებას ახსენებს და აქციის ორგანიზატორებსაც მიმართავსსაქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს მომიტინგეთა შესაძლებლობა, გადაადგილდნენ თავისუფლად თელავის მიმართულებით, მანიფესტაციის გამართვის მიზნით, _აღნიშნულია ნინო ლომჯარიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ლომჯარიას თქმით, "აღნიშნული წარმოადგენს მათ კონსტიტუციურ უფლებას, რომელიც არ შეიძლება შეიზღუდოს კანონით გაუთვალისწინებელი მიზნებით". "საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აკვირდება მიმდინარე მოვლენებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის შეკრებისა და მანიფესტაციის შეზღუდვის კანონიერების საკითხს. ამავდროულად, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და მოქალაქეებს, არ დაარღვიონ კანონმდებლობა, რათა შეკრება და მანიფესტაცია კონსტიტუციურ ფარგლებში წარიმართოს,"_ წერია განცხადებაში. გურჯაანში მიმდინარე ნაციონალური მოძრაობის აქციაზე დაძაბული ვითარებაა. ნაციონალები პოლიციის კორდონის გარღვევასა და თელავის მიმართულებით გზის გაგრძელებას ცდილობენ. გურჯაანში სამართალდამცველებმა რამდენიმე ადგილას გადაკეტეს გზა ავტობუსებით და საპატრულო პოლიციის მანქანებით. ისინი აქციის მონაწილეებს თელავისკენ გზის გაგრძელების საშუალება არ აძლევდნენ და სხვა მიმართულებით გადაადგილებისკენ მოუწოდებდნენ. თუმცა, ოპოზიცია ალტერნატიულ გზაზე უარს ამბობს. თელავში, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია ერეკლე მეფის სასახლის ეზოში დღეს, 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთს ... ...
  • შსს: აქციის მონაწილეების მიზანი იყო პროვოკაციების მოწყობა, რადგან მათ ხელოვნურად გაამწვავეს პროცესი შინაგან საქმეთა სამინისტრო თელავის მიმართულებით გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი, მამუკა ჭელიძე აცხადებს, რომ უწყებამ გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით დილით გაავრცელა ინფორმაცია. "თელავში, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად ქვეყანაში ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრებისა და დელეგაციების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო შესაბამისი ზომები. თელავის მიმართულებით გადაადგილებისას გარკვეულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჯერ კიდევ დილით გაავრცელა განცხადება. კახეთის მიმართულებთ, სატრანსპორტო საშუალებების მრავალრიცხოვანი ნაკადიდან გამომდინარე, საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს შეთავაზებული ჰქონდათ თელავის მიმართულებით მოძრაობის ალტერნატიული, უსაფრთხო მარშრუტი, რომლითაც ისინი ველისციხის გადასახვევიდან ყვარლის გავლით მშვიდობის ქუჩით შეძლებდნენ თელავში მოხვედრას. მიუხედავად გაფრთხილებისა, ალტერნატიული მარშრუტისა და ტრანსპორტის შეთავაზებისა, საპროტესტო აქციების მონაწილეები არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, გადაუხვიეს შეთავაზებულ მარშრუტს, დაიწყეს ღია დაპირისპირება და ძალადობა პოლიციასთან. აშკარაა რომ აქციის მონაწილეების მიზანი იყო პროვოკაციების მოწყობა, რადგან მათ ხელოვნურად გაამწვავეს პროცესი და დააზიანეს საპოლიციო ტრანსპორტი და ტექნიკა. პოლიციის მიერ შესწავლილი იქნება თითოეული ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები, ასევე გამოიკითხებიან მოწმეები, რის შემდგომაც მოხდება ინციდენტების სამართლებრივი შეფასება და შესაბამისი რეაგირება. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციების ორგანიზატორებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი" _ განაცხადა მამუკა ... ...
  • "ნაციონალური მოძრაობის" აქციის მონაწილეები "იმედის“ გადამღებ ჯგუფს მუშაობის საშუალებას არ აძლევენგურჯაანში, ველისციხესთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის მონაწილეები ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფს მუშაობის საშუალებას არ აძლევენ. აქციის მონაწილეები „იმედის“ გადამღები ჯგუფის მიმართ აგრესიით გამოირჩევიან. „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე მხარდამჭერი პირდაპირი ეთერის დროს „იმედის“ კამერას ხელით შეეხო. მათ ტელეკომპანიის ოპერატორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დასარტყმელად გაიწიეს. აქციის მონაწილეების დამშვიდება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ნადირაძემ სცადა. როგორც მან მომხდარის შეფასებისას განაცხადა, მათ აქციაზე სუს-ის აგენტები არიან შეგზავნილი და პროვოკაციას ისინი ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...

ბროწეული _ გახდომის საუკეთესო საშუალება

ბროწეული, არა მარტო დეპრესიისა და...

შეიძლება თუ არა ცხოველის წლოვანების ზუსტად დადგენა

იშვიათია, ალბათ, ადამიანი, რომელიც ვერ...

მანჭკვალას გამოყენება ძველებური და განახლებული მეთოდით

როგორც ვიცით, სოკოები უმდაბლესი უქლოროფილო...

როგორ დავამზადოთ კივისა და ფეიჰოას ჩირი შინაურ პირობებში

ზოგადად, ჩირის დამზადება ჩვენში ხალხური...

ნიადაგში სასუქების შეტანის სამი წესით უნდა ვიმოქმედოთ

სხვადასხვა აგრარული კულტურების მოსავლიანობა საგრძნობლად...

დეკორატიული მანდარინი _ ოფისებისა და საოჯახო სივრცეების სეზონური მშვენება

დეკორატიულ ციტრუსოვნებშიც არსებობს სხვადასხვა ფორმისა...

მოვამზადოთ "ნარჩენების ჭრელი მჟავე"

უამრავი სახეობის მჟავეულებთან შედარებით, ჩვენ...

მექსიკური ტორტილია და ბურიტო

მექსიკური სამზარეულოს ძირითადი ელემენტები _...

ფრანგული სალათა

საჭირო მასალა: ორი ცალი მოხარშული...
ზაფრანი

10 რეალური მოსალოდნელი კატაკლიზმა დედამიწაზე

ახალი ოკეანე აფარის სამკუთხედი (იგივე...

საბედისწერო რიცხვი და ასტროლოგია

მაინც რატომ ეშინიათ ადამიანებს ასე...

როგორ ვიშოვნოთ ფული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ადამიანების უმრავლესობა ოდითგანვე დაეძებდა გზებს...

ანტარქტიდაზე ოდესღაც პალმები და ბაობაბებიც ხარობდნენ

ანტარქტიდაზე ოდესღაც პალმები და ბაობაბებიც...

სკოლაში მალე რობოტებიც ივლიან

ავსტრალიაში სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილებზე მალე...

ნივთიერებები, რომლებიც ოქროზე ძვირი ღირს

ალბათ  ვერ დაასახელებთ მეტალ კალიფორნიუმ-252-ის...