მარტო კაცის დიდი მეურნეობის სავიზიტო ბარათი იხვისა და ბატის ფერმაა

კარმიდამო ჩემი

მარტო კაცის დიდი მეურნეობის სავიზიტო ბარათი იხვისა და ბატის ფერმაა

9 მაი. 2018, 15:50:27

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის მკვიდრი ავთანდილ მოქია, კარგა ხანია, მარტო უძღვება უზარმაზარ საშინაო მეურნეობას.

_ უნდა დაწეროთ? კი, მარა, მაინც არ დაგიჯერებენ. აქ რომ მოდიან, მაშინაც არ სჯერათ, რომ ამ ყველაფერს მარტო ვაკეთებ, მაგრამ მე იმას ვერ ვიჯერებ, რატომ უკვირთ? რა უნდა ამ ყველაფრის გაკეთებას, თუ კაცი ცოცხალი ხარ? _ გვეუბნება მასპინძელი, რომელიც საკუთარი კარმიდამოს ჭიშკართან ახლოს ჩამომდინარე ღელესთან, საგანგებოდ მოწყობილ იხვებისა და ბატების საცურაო აუზებთან მივყავართ. ორივე სახეობის ფრინველთა მრავალრიცხოვან გუნდს თავისი აუზი და სათავსო აქვს. მეფრინველეობაში ბიზნესის დაწყება ორი წლის წინ დაიწყო და უკვე შედეგით კმაყოფილია.

მიუხედავად, საქმიანობის მრავალფეროვნებისა, ავთანდილ მოქიასთვის მთავარი საზრუნავი მაინც იხვის და ბატის ფერმაზე მზრუნველობაა. ამ ფრინველებს ჭირი და დაავადება ნაკლებად ვნებს, ადვილად იზრდება, მათი ხორცი უგემრიელესია და მასზე ბაზარზე დიდი მოთხოვნაა _ ამ ყველაფრის გამო, როგორც თავად ამბობს, გადაწყვიტა მისი ძირითადი საქმიანობა ამ ფრინველებით შემოფარგლულიყო, თუმცა, როგორც მეურნემ, საქმიანობა 30 წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო. ახლა ინკუბატორს დასტრიალებს თავს. მალე უთვალავი იხვისა და ბატის ჭუკი ეყოლება. ბატ "ლინგას" და "პეკინურ იხვს" დიდი მოწონება და გასავალი აქვს. "ინდიუტკების" პოპულარობას ბევრი კლიენტი მიჰყავს ავთანდილ მოქიას მეურნეობაში. როგორც ვთქვით, ორი წელია, რაც იხვისა და ბატის ბიზნესს მიჰყო ხელი. პარალელურად, "სულბატრას" და "ფენიქსის" ჯიშის ქათმები შეიძინა, რომელთაგან ზოგი ეზოში დასეირნობს, ზოგიც კი გალიების გარემოს ამჯობინებს.

_ ახლა მინდა, ერთ-ერთი ბატის სახეობა მოვაშენო, რომლის ღვიძლის წონა 900 გრამია და დელიკატესად ითვლება. თუმცა, ამაზე საუბარი ჯერ არ მინდა _ როცა შედეგი მექნება, მერე გეტყვით... ხშირად მეკითხებიან, მარტო როგორ აკეთებ ამდენ რამესო და შესაძლოა, ესეც არ დაიჯერონ, _ ეცინება ჩვენს მასპინძელს, _ არადა, ბევრი არაფერი სჭირდება ამ ყველაფერს _ უბრალოდ, ცოტა უნდა გაინძრე. შრომისადმი შემოქმედებითი მიდგომა ადამიანს სულის ქსოვილებში აქვს, ყოველ წუთს რაღაც ახალს აღმოაჩენ. მე მაღიზიანებს ხელებდაშვებული ადამიანი _ ყოველი მეათე რომ შეძლებისდაგვარად ირჯებოდეს, ქვეყანას სიზარმაცის სენისგან განკურნება დაეტყობა. გასაჭირი არის, მაგრამ ელოდე მთავრობას და ააფრინე ალალი...

ავთანდილ მოქიას კარმიდამოს მნახველი, პირველ რიგში, აუცილებლად იტყვის, თურმე, მარტო კაცი ჭამაში ბრალი სულაც არ არის და სასწაული თუ გინდა ჩაიდინო, მას უნდა უყურო და მიბაძო. აქ დომინირებს შინაური ფრინველების, იხვებისა და ბატების ფერმა, თუმცა, უხვადაა ფუტკარიც, უთვალავი დეკორატიული თუ ყვავილოვანი მცენარე, ყვავილოვნები, მარადმწვანეთა ნაირ-ნაირი ჯიშები, ვაზის უზარმაზარი ტალავერის წრეები, თხილის და კივის პლანტაციები _ ამ ყველაფერს დამხმარე ხელის გარეშე, ერთი კაცის მარჯვენა სამყაროსავით მართავს. ერთ ადამიანს რა შეუძლია აკეთოს, ავთანდილ მოქიას მაგალითი ერთ ქვეყანას ეყოფა და თაობებსაც ეყოფა სამაგალითოდ.

მიაჩნია, რომ გასაჭირს კაცი არ უნდა შეუშინდეს, სიგლახეს და სიღარიბეს არ უნდა შეეჩვიოს და მადლიერებით იხსენებს მშობლებს და დედაბუნებას _ სუფსის მშობლიურ გარემოს.

_ რატომ არ უნდა იშრომო აქ? მზე და ჰაერი საუცხოო, ნოყიერებით განთქმული სუფსის მიწა. პლასტმასის ჭურჭელი რამ დალია? ჩაყარე ეს დალოცვილი მიწა შიგ და ჩაარჭე ნერგი, ტოტი, მოეფერე მცენარეს და მიწას. აუცილებლად ორმაგად დაგიბრუნდება. ზარმაცს კიდევ უფრო უნდა გაუჭირვო, მარტო სხვისი ყანის გათოხნაზე რომ ფიქრობს, საღამოს 20 ლარს აიღებს და მერე არაყს და "კალბასს" იყიდის, დალევს და მორჩა... _ ასეთი საუბრით დაგვატარებს საკუთარ კარმიდამოში ბატონი ავთო. დრო და დრო კი მაინც იხვებისა და ბატების ფერმისკენ გარბის. დავხედავ და ახლავე მოვალო...

პროფესიით ეკონომისტი, ბავშვობიდანვე შრომაში გაზრდისთვის მშობლებს ემადლიერება. საკუთარ მეურნეობაზე ზრუნვა 30 წლის წინ, კივის პლანტაციის გაშენებით დაიწყო. იხსენებს კივის უხვმოსავლიან წელს, როცა ნაყოფი ვერ გაყიდეს. რა ექნათ, არ იცოდნენ და მერე ოჯახის წევრები რამდენიმე დღის განმავლობაში თლიდნენ. ოთხასი ცალი სამლიტრიანი ქილა კომპოტი გააკეთეს.

_ გადაყრას ასე ვამჯობინეთ. მერე კი, რა არ გავიგე. თურმე, ბადაგივით წვენი მზადდება, არაყი საუცხოო. სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტე, მხოლოდ ისეთი ხეხილი გამეშენებინა, რომლითაც, თუ ვერ გავყიდდი, ნატურალური წვენი ან არაყი მიმეღო, რომ არ დავზარალებულიყავი, _ გვიამბობს ის და საგანგებოდ მომზადებულ კივის ბადაგს, როგორც თვითონ უწოდებს, ჭიქებში ასხამს, გასინჯეთ ეს საოცრებაო.

_ გაჭირვება არის, ხალხს კი სჭირდება დახმარება, მაგრამ ჩვენ ისეთი გარემო გვაქვს, როცა მეტი გზა არ არის, ადამიანმა უნდა იფიქროს, სანამ სხვა დაეხმარება, თავად დაეხმაროს საკუთარ თავს _ სიზარმაცემაც წალეკა ქვეყანა, _ ამბობს ის და ამჯერად ბაღნარად ქცეულ გარემოში კენკროვნების მწკრივებში მიგვიძღვება _ იშვიათი ჯიშის მარწყვი, ჟოლო, მაყვალი... ერთხელ კოოპერატივიც შექმნა "ჟოლო-მარწყვის" სახელით, თუმცა, არ გაამართლა _ წევრები შემოეფანტა. დიდად არ უნერვიულია. შებრუნდა და საქმე მარტომ გააგრძელა. წარმატება მოუტანა მარწყვის გამოსხმული სახით გაყიდვამ. საშუალო ზომის ქოთნებში ჩარგული მარწყვი, ყვავილობის ჟამს კლიენტთა დიდი მოწონებით სარგებლობს. ამიტომ აქცენტი ასე მომზადებაზე გადაიტანა.

ავთანდილ მოქიას შრომის საკუთარი სტილი აქვს შემუშავებული. უზარმაზარ კარმიდამოში ასობით ცალი, დიდი თუ პატარა ქოთანი დგას. მწკრივებს და რაოდენობას სათვალავი არ აქვს. კითხვაზე, თუ რატომ ამჯობინებს მცენარეების ასე გამოყვანას და მოვლას, გვპასუხობს:

_ წარმოიდგინეთ, ეს ყველაფერი მთელ ფართობზე რომ იყოს დათესილ-დარგული, რამდენი თოხნა და შრომა სჭირდება. ასე კი, ჩემი "ჩქიფით" რომ ჩამოვუვლი და ქოთნებს მიწას გავუფხვიერებ, წამოსული სარეველაც ისპობა და მიწასაც სუნთქვა უადვილდება. სათოხარი და საცელავი სხვაც ბევრი მაქვს, ამიტომ ასე დროს ვიგებ და შრომას ვიადვილებ, შედეგი კი უკეთესი მაქვს. ეს დალოცვილი მიწა, წყალი, მზე და მცენარე სულ რაღაცას გკარნახობს და სიღრმეში მიყავხარ, დაღლას ვერ გრძნობ... _ უსაზღვრო შრომასთან დამოკიდებულებას ასე რომანტიკულად ხსნის ჩვენი მასპინძელი და ძარღვიან და კოჟრებით მოფენილ ხელებს გვიჩვენებს. ამბობს, რომ ბავშვობაშიც ჰქონია კოჟრები. მშობლებს არასდროს უჭირდათ _ მამა ტუნგოს დამზადების საქმეს ხელმძღვანელობდა კომუნისტების დროს, დედა პედაგოგი იყო, თუმცა, სწავლასთან ერთად, სულ შრომას აძალებდნენ. ტყუილად დროს არ აკარგინებდნენ, ახლა კი სხვანაირად ვერც ძლებს.

ყვავილოვან მცენარეებს რაც შეეხება, უთვალავი ვარდის და დეკორატიული ბუჩქების ნაირსახეობებში, წითელი ფერი ჭარბობს. ამბობს, რომ თვითონ ძალიან უყვარს წითელი ფერი, მაგრამ, ზოგადად, წითელი ფერის ყვავილოვნებს ბაზარზე ყველაზე მეტად ეტანებიან. ამიტომაც ამჯობინებს ამ ფერზე სწორებას.

უამრავი ჯიშის ვარდი, გორდეზია, კოწახური, სურნელოვანი ოსმანტუსი, ალიანდრა, ფინიკის პალმა, მარდმწვანეებიდან ურთხელი, ტუიას უამრავი სახეობა, ავოკადო და ბოლო დროს ძალზე პოპულარული გოჯიბერი, რომლის დაკალმებით გამოყვანაზე ახლა საგანგებოდ ზრუნავს.

_ გოჯიბერის შესახებ, ალბათ, ყველას გსმენიათ. განსაკუთრებით, ქალბატონებს. მე ახლა კონკრეტული კულტურის, გოჯიბერის გამოყვანაზე ვმუშაობ. ვიცი, გამომივა, რადგან ჯერ არ მქონია შემთხვევა, რაიმე ახალი სახეობა მეყიდოს, დამეკალმებინოს ან დამეთესოს და შედეგი არ მიმეღოს. ამას რაიმე ჯადო არ სჭირდება. მონდომება, მზრუნველობა და ყურადღებაა მთავარი. მცენარეს, ფრინველს თუ ცხოველს თუ ისე მოუვლი, როგორც ადამიანი საკუთარ შვილს დასტრიალებ დაბადების დღიდან, შედეგს რა დაუდგება წინ? _ გვეუბნება თანამედროვე შრომის გმირი ავთანდილ მოქია და დამშვიდობებისას გულუხვად გვთავაზობს, რომელი ყვავილის სახეობა მოგწონთ, დაადეთ ხელი და ნერგს ახლავე მოგართმევთო. საჩუქრისთვის მადლობას ვუხდით, თუმცა პასუხს არ აგვიანებს _ საჩუქარი ჩემთვის ის არის, ამას რომ გაახარებთ, მერე სხვასაც გაუნაწილებთ, იცოდეთ, ჩემი გული ამას იგრძნობსო.

ავთანდილ მოქიას, უეჭველია, შრომის, როგორც დასაწყისში გვითხრა, სულის ქსოვილებში არსებობამ მისცა უნარი და ძალა ასეთი შედეგით გაეკვირვებინა ყველა.

წარმატებას ვუსურვებთ თავდადებულ მეურნეს!

 




 ახალი ამბები
  • „რაღაც ნაწილში მეც გავღარიბდი“- გახარია„რაღაც ნაწილში მეც გავღარიბდი“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ქონებრივ დეკლარაციის შესახებ დასმულ  კითხვას, როდესაც ჟურნალისტმა პრემიერს მიმართა, რომ მის საბანკო ანგარიშზე ას ლარამდე თანხაა, თუმცა დეკლარაციაში 2015 წლამდე მიწის ნაკვეთები და ბინაც იყო. „ქონებრივი დეკლარაცია არის უკიდურესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც დეტალურად არის შევსებული. ყველაფერი დაცული - რაღაც გავყიდე, რაღაც ნაწილში მეც ვღარიბდები, ყველა მაღალი თანამდებობის პირი უნდა მიეჩვიოს იმას, რომ სახელმწიფოს სამსახურში რომ მოდის, უბრალოდ, შემოსავალი აკლდება. ახლა გინდათ მოგიყვეთ, წინა ცხოვრებაში რამდენი იყო ჩემი შემოსავალი?!“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ. გაღარიბდით თუ არა 2015 წლის შემდეგ-  ამ შეკითხვაზე გიორგი გახარიამ დადებითი პასუხი გასცა. „ამისთვის მე ყოველთვის მზად ვიყავი იმიტომ, რომ ჩემს ქვეყანას ვემსახურები“,_ თქვა გახარიამ. პრემიერის თქმით, არავინ უარყოფს, რომ მოსახლეობას უჭირს, განსაკუთრებით ამ პანდემიის ... ...
  • თბილისში დააკავეს კაცი, რომელიც სახლიდან უმისამართოდ ისროდავარკეთილში სპეცოპერაცია დასრულდა. დაკავებულია კაცი, რომელიც საცხოვრებელ კორპუსში, თავის საცხოვრებელ ბინაში იყო გამაგრებული და უმისამართოდ ისროდა. არსებული ინფორმაციით, კაცი ნასვამი იყო და ასევე მას წარსულში ოჯახის წევრების მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. ... ...
  • საიდან მიიღებს საქართველო პირველ ტურისტებსსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დაასახელა, თუ საიდან მიიღებს საქართველო პირველ ტურისტებს. „მოგახსენებთ საიდანაც ვიწყებთ და გვაქს რეალური შანსი პირველი ტურისტები მივიღოთ: ეს არის ისრაელი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩეხეთი, უნგრეთი, საბერძნეთი, ავსტრია. ჩვენი ძირითადი ამოცანაა ინფექციის და ეპიდემიის გავრცელების მართვაში ეს ნელ-ნელა გადავთარგმნოთ კონკრეტულ ეკონომიკურ შედეგში და ეს შედეგი არის ჩამოსული ტურისტის რაოდენობა. აქ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული - მე ვარ თქვენზე დამოკიდებული ამ წესებს როგორ დაიცავთ, და თქვენ ხართ მთავრობაზე დამოკიდებული, ჩვენ რა რაოდენობით და როგორ სუფთა (კოვიდის თვალსაზრისით) ქვეყნებიდან ჩამოვიყვანთ ტურისტებს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა იმერეთის რეგიონის ტურიზმის წარმომადგენლებთან ... ...
  • როდისთვის დასრულდება საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა ლანჩხუთშილანჩხუთში,  სოფელ გვიმბალაურში, სადაც  საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს და სამუშაოების დასრულება შემოდგომისთვის იგეგმება,  ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან  და ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად. პროექტის შესაბამისად, ადგილზე მოეწყობა ადმინისტრაციული საცხოვრებელი შენობა და სტანდარტული ზომის საფეხბურთო მოედანი განათებით. აკადემიის გუნდებთან ერთად, აქ არსებული საფეხბურთო ინფრასტრუქტურით საფეხბურთო სკოლებისა და სამოყვარულო ფეხბურთის გუნდებს შეეძლებათ ისარგებლონ. სტუმრობისას როგორც სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ აღნიშნა, ეს აკადემია გურიისა და აჭარის რეგიონს მოიცავს, სადაც 13-დან 14 წლამდე მოზარდებს საშუალება ექნებათ ივარჯონ და ... ...
  • მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ვინ არის ოლივია ანტონი, დაინტერესდნენ - არჩილ კაიკაციშვილიმინდა მივმართო შინაგან საქმეთა მინისტრს, რომლის უწყებაც შესანიშნავად მუშაობს არასრულწლოვანთა რეფორმის პროცესში, დაინტერესდეს, ვინ არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ოლივია ანტონი, რომლიც, საქართველოს სამართალდამცავ ორგანოების წარმოებაში არსებულ არაერთ საქმეში ფიგურირებს, წარდგენილია უტყუარი მტკიცებულებები და არც ერთ დავაზე, კანონის გასაკვირადაც, შედეგი არ ჩანს. ბუნებრივია, ასეთ დროს კონკრეტული საქმის მწარმოებელი ჩინოსანის პასუხისმგებლობაა, გამოირიცხოს ეჭვები, კავშირები, სისტემის შიგნით შესაძლო მფარველები და საქმეზე დადგეს ჭეშმარიტება - ასე ეხმაურება ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი გამოცემა „პრაიმთაიმში“ უცნობი ავტორის მიერ 2020 წლის 3 ივნისს გამოქვეყნებულ მასალას, სათაურით: „თბილისში დედა 5 წლის შვილს ეძებს - ამბობს, რომ ბავშვი მამამ გაიტაცა“. არჩილ კაიკაციშვილი, იმ არასრულწლოვანის კანონიერ ინტერესებს წარმოადგენს საქართველოში, რომლის ქვეყნიდან გაყვანას, ევროკავშირისა და ჩეხეთის რესპუბლიკის მოქალაქე მეუღლისგან ოლივია ანტონი ითხოვს. „სააგენტონზე, 3 ივნისს, ოლივია ანტონის ადვოკატმა, ლოლა კურკუმულმა, რომელიც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მართლმსაჯულებისა და სასამართლო რეფორმის კომიტეტს ხელმძღვანელობს, პროფესიულად, ჩემდა სამწუხაროდ, არაერთი მცდარი და უსაფუძვლო ინფორმაცია გაავრცელა. ეს მას არ ეკადრება, რადგანაც კლიენტის საუკეთესო ინტერესების დაცვა, არ ნიშნავს კლიენტის იმ ქმედებების გამართლებას, რომლის უწესობაზეც საქმეში სხვადასხვა მტკიცებულებაა. საოჯახო დავა, რომელსაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა ამჟამად განიხილავს, მრავალწახნაგოვანია. ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, სხდომა დახურულია და მხარეებს არ გვაქვს შესაძლებლობა, დეტალურად ვისაუბროთ მტკიცებულებებზე. ლოლა კურკუმულის შეფასებები, რომ ბავშვის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად ითვლება კვიპროსის რესპუბლიკა, სადავოა და არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც აღნიშნულს დაამტკიცებს. მამამ შვილი დედის ინფორმირების საფუძველზე გამოამგზავრა კვიპროსიდან საქართველოში, 2018 წლის დეკემბერში და არა - გაიტაცა, როგორც ამას კოლეგა ამტკიცებს, ჩვენ კი გვაქვს აღნიშნულის შესახებ უტყუარი მასალა. საქმის მასალებით დგინდება, რომ მეუღლეებს სწორედ ბავშვის აღზრდის საკითხების გამოც, ურთიერთობები ნამდვილად გაუფუჭდათ, შემდეგ ოლივია ანტონის მიმართ მეუღლემ შეაჩერა ფინანსური უზრუნველყოფა, მოითხოვა განქორწინება, რის გამოც, ოლივია ანტონმა გადაწყვიტა შურისძიება - საქართველოში, განქორწინების დავის წამოწყების პარალელურად, კვიპროსის პოლიციაში შეიტანა საჩივარი ბავშვის გაუჩინარებასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს პირდაპირი მტკიცებულება. ამჟამად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული დროებითი განკარგულების პირობებში, რომელიც გასაჩივრებულია და მამა მოითხოვს ახალი წესით მშობლების შვილთან ურთიერთობის ჩამოყალიბებას, ბავშვი არ გამოთქვამდა სურვილს დედასთან ხშირი კონტაქტი არსებულიყო. დროებითი გადაწყვეტილების აღსრულებას პრობლემა არ ჰქონია, არსებობდა ობიექტური მიზეზები მისი შეუსრულებლობის ცალკეული ეპიზოდების გამო“ - აცხადებს არჩილ კაიკაციშვილი. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ლოლა კურკუმული არ საუბრობს იმ საფრთხეზე, რომელიც დაკავშირებულია ევროკავშირის მოქალაქის საქართველოდან არალეგალური გზით გაყვანის საფრთხეზე. მაშინ, როდესაც ლოლა კურკუმული საუბრობდა დედის მხრიდან ბავშვის „ქუჩა-ქუჩა“ ძებნის გარემოებაზე და ცდილობდა საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ საზოგადოებაში თანაგრძობის გამოწვევას, სინამდვილეში, არასრულწლოვანი დედასთან იმყოფებოდა. რაც შეეხება გამოცემას, მასალის გამოქვეყნების მომენტისთვის, არასრულწლოვანს „არავინ ეძებდა“, ვინაიდან სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა,  დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების მხრიდან 2020 წლის 2 ივნისს განხორციელდა შეთანხმებული ოპერაცია, რამაც გამოიწვია ბავშვის ერთი კანონიერი მშობლიდან მეორე კანონერ მშობელზე, ბავშვის ნების საწინააღმდეგოდ, გადაცემა და წართმევა. ამასთან, გამოცემა „პრაიმთაიმმა“ უარი თქვა არჩილ კაიკაციშვილის იმ შეფასების გამოქვეყნებაზე, რომელიც შეეხებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი მიმართვას. გამოცემამ 5 ივნისს კვლავ გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბავშვი დედასთან ერთად, ნათესავის აგარაკზე იმყოფება. მასალაში თავის აზრს გამოთქვამს სოციალური მუშაკი ნინო იობაშვილი, რომელიც არაერთ უკანონო ქმედებაშია მხილებული და ღიად ლობირებს ოლივია ანტონის ინტერესებს. ბავშვს მის მიმართ არ გააჩნია ნდობა. 2020 წლის 5 თებერვალს, არასრულწლოვანმა ნინო იობაშვილს საცხოვრებელ მისამართზე ღიად განუცხადა უნდობლობა და სახლიდან გააძევა, 2019 წლის ნოემბერში კი, ნინო იობაშვილმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში დაკითხვის დროს აღიარა, რომ ბავშვის მიმართ ფსიქოლოგიურად იძალადა და შემთხვევას უწოდა „ემოციური გადაცდომა“. ასევე, საქმეში წარმოდგენილია პოლიციის განყოფილებაში სოციალური მუშაკის მხრიდან ბავშვზე ზემოქმედების აღწერაც, რომელიც ფსიქოლოგმა აღწერა. ყველა მხილებაზე ჯანდაცვის უწყების მაკონტროლებელი ორგანოები საეჭვოდ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...