"ფსტაზე ფიქრი რეალობად ვაქციე"

კარმიდამო ჩემი

"ფსტაზე ფიქრი რეალობად ვაქციე"

2017 ივლ 7 13:02:04

საქართველოში, ფსტას ჯიშის კაკლის ნერგების გამოყვანით არც ისე დიდი ხანია, რაც დაინტერესდნენ. ის ერთ-ერთი საუკეთესო, ძვირადღირებული კაკლოვანი მცენარეა, რომელიც მთელ მსოფლიოშია გავრცელებული და საქართველოში ასეული წლების წინაც ხარობდა, თურმე, თუმცა, შემდეგ გადაშენებულა.

ჩვენი რესპონდენტი, გიორგი მასურაშვილი 25 წლის ახალგაზრდა კაცია, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვედურეთში ცხოვრობს და ფსტას ჯიშის კაკლის ნერგების გამოყვანით, ხუთი წლის წინ დაინტერესდა.

გიორგი მასურაშვილი თავის ბიოგრაფიას, ბავშვობის წლებიდანვე შრომას უკავშირებს და ამბობს, რომ 90-იან წლებში, როცა 6-7 წლისა იყო, ხედავდა როგორ უჭირდა ყველას, როგორ შრომობდნენ მშობლები საკუთარ საკარმიდამოში და ეხმარებოდა თვითონ. მას შემდეგ მიწასთან ჭიდილი მის სამოტივაციო საქმედ იქცა. განსაკუთრებით კი კაკლოვანი და კენკროვანი მცენარეები იზიდავდა.

_ ძალიან პატარამ დავიწყე მშობლების და ერთადერთი ძმის გვერდით მუშაობა. მიყვარს მიწა, ბუნება, სიახლის ძიება. ფსტას ჯიშის კაკლის შესახებ სწორედ მორიგი ძიების დროს წავიკითხე. ნახევარი კილოგრამი თესლი ვიშოვე და დავთესე. ეს იყო ექსპერიმენტი ჩემი მხრიდან და გამიმართლა, _ გვიამბობს ის.

გიორგიმ პირველი ნერგები დახურულ გრუნტში გამოიყვანა და პარალელურად, გადარგვის შემდეგ, გამუდმებით აკვირდებოდა მცენარის ზრდის ტემპს. ამბობს, რომ თეორიულად ყველაფერი წინასწარ შეისწავლა, მოიძია სხვადასხვა ლიტერატურა, ნახა სულხან საბას ლექსიკონი, სადაც ფსტა განმარტებულია, როგორც საუცხოო კაკლოვანი ჯიში და საქართველოში კარგად გავრცელებული მცენარე, რომელიც შემდეგ გადაშენდა.

დღეისთვის გიორგი მასურაშვილს ფსტას ჯიშის კაკლის ნერგები კონტეინერში გამოჰყავს და მისი გადარგვა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.

 შეიძლება თუ არა ფსტას ჯიშის კაკლის გაშენება დასავლეთ საქართველოში? ამ კითხვაზე გიორგის საკუთარი მოსაზრება აქვს: _ მიუხედავად იმისა, რომ მცენარის შესახებ ყველა ლიტერატურაში მინიშნებულია, როგორც გაუდაბნოებული ადგილების მოყვარული კაკლოვანი და ვერ ეგუება ნესტიან გარემოს, თიხნარ ნიადაგებს, მაინც შესაძლებელია ფსტა გაშენდეს დასავლეთ საქართველოში, _ ამბობს იგი და ამის მაგალითებიც უკვე აქვს _ მისგან შეძენილი ნერგები დარგეს ფოთში, ხულოში, სამეგრელოს რეგიონშიც და შედეგით ყველა კმაყოფილია.

_ როცა მცენარით დავინტერესდი, რა თქმა უნდა, ჯერ ვაკვირდებოდი, როგორი ნიადაგს ეგუება და რაკი მშრალი გარემო უყვარს, სწორედ იმაზე დავიწყე ფიქრი, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა ტენიან რაიონებშიც მისი გახარება. დღეისთვის უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი დაკვირვება ამართლებს და დასავლეთ საქართველოში, სადაც კი ჩემგან ნერგები წაიღეს ან მიაქვთ, ფსტამ ძალიან კარგად გაიხარა. სუბტროპიკულ ზონაში, სადაც შეირჩევა უფრო დამრეცი ადგილები და ქვიშიანი ნიადაგი და გავამდიდრებთ მას ორგანული ნაკელით, ფსტა ჩვეულებრივად ხარობს. რა თქმა უნდა, პერსპექტიული გარემო აღმოსავლეთ საქართველოში, მშრალი ჰავის პირობებში აქვს, _ გვეუბნება ახალგაზრდა ფერმერი და ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ რაკი აღმოსავლეთ საქართველო უპრობლემო მხარეა ფსტას გასაშენებლად, ყურადღება დასავლეთ საქართველოზეც აქვს გადატანილი. ეხმიანება ყველა კლიენტს, ვინც დასავლეთ საქართველოდან ყიდულობს ფსტას ნერგს და ეკითხება, რა მდგომარეობაშია მცენარე დარგვის შემდეგ. რაკი საწყისი სვლა კარგად გამოუვიდა, დაინტერესებულია, ეს საქმე სერიოზულ ბიზნესად აქციოს, საქართველოში ყველგან გაშენდეს ფსტა და რაც მთავარია, ის იქცეს ჩვენი ხალხის ეკონომიკის გაძლიერების საშუალებად.

_ გიორგი, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, ამ კაკლოვანმა კულტურამ ჩვენს ქვეყანას სერიოზული ეკონომიკური სიძლიერე შესძინოს?

_ მთავარია, ფსტას ჰქონდეს გამტარი, მშრალი ნიადაგი. გრუნტში წყალი არ უნდა დაგროვდეს. არც უწყლობით უნდა გამოიფიტოს მიწა. მინდა, რომ დადგეს დრო, როცა საქართველოშიც ისე ღონივრად მოხდება ფსტას სამრეწველო წარმოება, როგორც ეს დღეს მრავალ ქვეყანაში ხდება. თუ იქ სამრეწველო მიზნით აწარმოებენ და აქვს სერიოზული ფასი, ჩვენ შრომა და სიახლის ძიება რატომ უნდა დაგვეზაროს? მით უფრო, საქართველოში ეს კაკლოვანი კულტურა ოდითგან ყოფილა და მერე გადაშენებულა. არანაირ განსაკუთრებულ მზრუნველობას ის არ ითხოვს _ უნდა აკონტროლო ნიადაგი. ისე კი, მაღალმთიანი ზონა, სადაც ტენიანობაც დაბალია, ფსტასთვის მისწრებაა და მცენარე იქ უკვე თავს ლაღად გრძნობს. ვიმეორებ, მეტი პერსპექტივა აქვს აღმოსავლეთ საქართველოში, თუმცა, ნურც დასავლეთის მცხოვრებნი ჩაიქნევენ ხელს. უკვე გითხარით, გვაქვს საიმედო მაგალითი.

_ ფსტას ფასის და შემცველობის შესახებ რას გვეტყვით?

_ ერთი კილოგრამი ფსტა 60 ლარამდე ღირს. მისი კომერციული დანიშნულება მთელ მსოფლიოში უდიდესია. ცოტა მეტი ყურადღება უნდა, ვიდრე თხილს და ჩვენებურ კაკალს. სამაგიეროდ, ბევრად უკეთესია შემცველობით, ნაყოფის ხარისხით. ფასიც ამიტომაა მაღალი. თუ ერთ ჰექტარ ფართობზე 2 ტონამდე თხილი მოგვყავს, ფსტა 8 ტონამდე შეიძლება, მოვიყვანოთ. ერთი ძირი ისხამს, სულ ცოტა, 20 კილოგრამ ნაყოფს. ჰექტარზე ირგვება 400 ძირი ხე. შესაბამისად, მარტივად დავთვალოთ და ვხედავთ, რამდენ ტონას მივიღებთ.

_ გიორგი, ფსტას ირგვლივ საუბარი დაუსრულებლად შეიძლება, რადგან ის ინოვაციურ სახეს იძენს, თუმცა, დავიწყებული ძველია. ჩვენი მკითხველისთვის, საინტერესოა, მდედრობით და მამრობითი ნერგების შესახებ გვითხრათ.

_ ფსტას 400-მდე ჯიში არსებობს. თუ აქედან კონკრეტულად რომელიმე ერთი ჯიში გსურს გაამრავლო, მაშინ დამყნილი ნერგი უნდა დავრგოთ შემდეგი კომბინაციით _ ერთი მამრობითი 10 მდედრობით ძირთან. მე ვცადე დამყნობა ახალი ნერგიდან და გახმა. ვფიქრობ, კვირტის აღება საჭიროა ზრდასრული მცენარიდან. დღეისთვის მე მაქვს ორი სხვადასხვა ჯიშის ფსტა, რომლის ყვავილობის დრო ემთხვევა ერთმანეთს და პრობლემა არ არის. თუ ერთი ჯიშის თესლ-ნერგს გამოიყვან და ცალკე დარგავ, ამ შემთხვევაში ზოგი მოისხამს, ზოგი _ არა.

_ საძირე თუ სჭირდება მყნობისას?

_ კი, არის სპეციალური საძირე _ საკმიელას ხე, რომელზეც შესაძლებელია დამყნა.

_ როგორია ფსტას ყინვაგამძლეობა და სიცოცხლისუნარიანობა რა ასაკს უახლოვდება?

_ ამ მხრივ ის უნიკალური მცენარეა. ყველა სახის ლიტერატურაში მიუთითებენ, რომ ფსტა 500 წლამდე ასაკსაც კი აღწევს. უძლებს მინუს 20 გრადუს ტემპერატურას და მეტსაც. ამავე დროს საპირისპირო თვისებაც აქვს _ საოცრად გვალვაგამძლეა. იზრდება 10 მეტრამდე.

_ დღეისთვის მიღწეული შედეგი რამდენად გაკმაყოფილებთ _ ამ ეტაპზე მეტს ელოდი თუ პირიქით?

_ მიმაჩნია, რომ ბავშვობის ასაკში დასახული მიზანი, ავისრულე, ინოვაციური სვლა შედგა და ფსტაზე ფიქრი რეალობად ვაქციე. კმაყოფილი ვარ იმით, რასაც დღემდე მივაღწიე. ნერგებზე მოთხოვნა იზრდება. კმაყოფილი მაშინ ვიქნები, როცა სრულფასოვანი ბიზნესი მექნება და ამაშიც დარწმუნებული ვარ. მე ბავშვობიდან ჩემი სახსრებით დავიწყე ეს საქმიანობა და ხშირად, როცა თანატოლები თამაშობდნენ, მე ნერგებს ველოლიავებოდი. საბოლოოდ უნდა გამომივიდეს ის, რაც ჩაფიქრებული მაქვს.

წარმატებებს ვუსურვებთ გიორგი მასურაშვილს, ახალგაზრდა კაცს, რომელიც ჯერ კიდევ არასრულწლოვანი ასაკიდან შეეჭიდა ინოვაციურ იდეას, წარმატებას მიაღწია და დღეს მეტი შემართებით იბრძვის, ახალი წარმატებების მისაღწევად.




 ახალი ამბები
  • "შეგვძლებია ერთმანეთის სიყვარულიც, გატანაც, თავგანწირვაც" _ გიორგი კვირიკაშვილი შეგვძლებია ერთმანეთის სიყვარულიც, გატანაც, გაჭირვებულის დახმარებაც, თავგანწირვაც, _ ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წერს. "მსურს გამოვხატო აღტაცება, პატივისცემა და დიდი მადლიერება საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანების მიმართ, თავდადების, პროფესიონალური ბრწყინვალების და მოქალაქეობრივი ტვირთის უზადოდ ტარებისთვის. განსაკუთრებულად იმ ადამიანებს მადლობა, ვინც სწორი და დროული მიმართულება მისცეს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის რეაგირებას ამ ურთულეს გამოწვევაზე, რომელსაც ბევრმა, გაცილებით უკეთ დაფინანსებულმა სისტემამ, სამწუხაროდ, ვერ გაართვა თავი. ქედს ვიხრი თქვენს წინაშე. მინდა ასევე მადლიერება გამოვხატო პოლიციელების, მესაზღვრეების, სამხედროების, ტრასპორტის თუ სავაჭრო სფეროში მომუშავე, და სხვა უამრავი ადამიანის მიმართ, ვინც სიცოცხლის რისკის ფასად აგრძელებს ურთულეს პირობებში მუშაობას და ქვეყნის სამსახურს. ასევე მინდა ვთქვა, რომ მთავრობა აკეთებს შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს, რათა მძიმე შედეგები თავიდან იქნას აცილებული. ასეთ დროს ჩნდება სურვილი, რომ ერთი რიგითი მოქალაქის და ჯარისკაცის პოზიციიდან, შესაძლოა არა უაზრო, მაგრამ უკონტექსტო და სიტუაციისთვის უადგილო კრიტიკით, მინიმუმ ხელი არ შეუშალო იმას, რამაც ქვეყანა მინიმალური დანაკარგებით და რაც შეიძლება მალე უნდა გამოიყვანოს ამ მდგომარეობიდან. ერთი კია, შორეულ ისტორიას რომ არ დავესესხო, 9 აპრილიდან მოყოლებული, ჩვენი ქვეყნის ბოლო 31 წლისთვის თვალის გადავლებითაც ცხადი ხდება, რომ შეგვძლებია ერთმანეთის სიყვარულიც, გატანაც, გაჭირვებულის დახმარებაც, თავგანწირვაც, დაუფასებელი პროფესიონალიც ბევრი გვყოლია, უბრალოდ ერთი რამ გვაქვს მეც და ყველასაც გასაკეთებელი, რომ მომავალში ყველაფერი ეს მოვახერხოთ მანამდე, სანამ ასე მოიღრუბლება, რომ ერთხელაც გვიანი აღარ იყოს",-წერს ... ...
  • ერთი გარდაცვლილი და ორი დაშავებული_ ავტოსაგზაო შემთხვევა გორშიერთი ადამიანი გარდაიცვალა და ორი დაშავდა გორში, სოფელ კარალეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. დაშავებულები გორში, კლინიკა "გორმედში" გადაიყვანეს. როგორც "გურია ნიუსს" კლინიკაში განუცხადეს,ერთი პაციენტი უკვე ბინაზე გაეწერა, ხოლო მეორე, 18 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი,ჯერჯერობით,უცნობია. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • ყველა ასაკის პენსიის მიმღებ პირს აპრილის თვის პენსია წინასწარ ჩაერიცხებასაქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და „ლიბერთი ბანკთან“ აქტიური თანამშრომლობით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში უკლებლივ ყველა ასაკის პენსიის მიმღებ პირზე აპრილის თვის პენსიები წინასწარ ჩაირიცხება, შესაბამისი თანხა მთავრობამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკვე გამოყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ასევე ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოხდება პენსიების განსხვავებული წესით გაცემა. კერძოდ, პენსიის თანხის ნაღდი ფულით მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ „ლიბერთი ბანკის“ მიერ წინასწარ გაცხადებული გრაფიკით. ხოლო, თანხის ჩარიცხვისთანავე, ანუ 28 მარტიდან, ბარათზე დარიცხული პენსიის გამოყენებას პენსიონერები შეძლებენ სავაჭრო ობიექტებში - აფთიაქში, მაღაზიაში ან კომუნალური გადასახადების გადახდისას. პენსიის ნაღდი ფულით მიღებაზე დადგენილი გრაფიკის სანახავად მოქალაქეებმა უნდა შეამოწმონ ვებ-გვერდი www.myliberty.ge, ან დარეკონ მობილური ტელეფონიდან ნომერზე - 032 208; ხოლო ქალაქის ნომრიდან - 208. საქართველოს მთავრობა მიმართავს თხოვნით პენსიონერებს, გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას და მაქსიმალურად მოერიდონ ფულის გამოსატანად ბანკის რიგში დგომას, რამდენადაც პლასტიკური ბარათით გადახდა დღეს ფაქტობრივად ყველა მომსახურების მიღებისას შესაძლებელია. იმ შემთხვევაში კი, თუ მათ პენსიის თანხის ნაღდი ფულის სახით მიღების სურვილი აქვთ, რიგში დგომისას აუცილებლად უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია. რამდენიმე დღის წინ „ლიბერთი“ ბანკმა, საკუთარი ინიციატივითა და რესურსით, 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის აპრილის თვის პენსიების წინასწარ გასაცემად 100 მილიონი ლარი გამოყო. ამ ინიციატივის მიზანი იყო, ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფში შემავალი, 70 წელს გადაცილებული ადამიანების დაცვა ვირუსით გამოწვეული მომატებული საფრთხეებისგან, კერძოდ, მათთვის ბანკში მისვლის საჭიროების შემცირება და პენსიის აღებისას მოქალაქეების ნაკადების მაქსიმალურად გადანაწილება. საქართველოს მთავრობა „ლიბერთი ბანკს“ მადლობას უხდის ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით მიღებული ძალიან დროული და სწორი ... ...
  • თბილისში მსუბუქი ავტომობილი ავტობუსს დაეჯახაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, გურამიშვილის გამზირზე. თვითმხილვების თქმით, ავტომობილის მძღოლმა, რომელიც შესახვევიდან გამოდიოდა, ავტობუსი ვერ დაინახა და დაეჯახა. როგორც „გურია ნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ განუცხადა, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, უწყებამ კანონდამრღვევი ... ...
  • მსოფლიო ბანკმა საქართველოს 45 მილიონი ევრო გამოუყომსოფლიო ბანკი საქართველოში ინკლუზიური ეკონომიკურ ზრდას მხარს უჭერს. როგორც მსოფლიო ბანკის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ ეკონომიკური მენეჯმენტისა და კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკისთვის ქვეყანას 45 მილიონი ევრო გამოუყო. მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს რეფორმებს, რომლებიც გამოიწვევს სამუშაო ადგილების შექმნას და უფრო მეტ ეკონომიკურ ინკლუზიურობას. ყურადღება გამახვილებულია: საჯარო რესურსების გამოყენების ეფექტურობის გაუმჯობესებაზე, კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე, უფრო კონკურენტული ბაზრების პოპულარიზაციაზე, ფინანსური სექტორის დივერსიფიკაციაზე, მასწავლებლის ანაზღაურების გაუმჯობესებასა და ინვესტიციების ხელშეწყობის გაძლიერებაზე. ეს პროექტი ხელს უწყობს ქვეყნის გადაწყვეტილებას, შეინარჩუნოს სტაბილური მაკრო-ფისკალური გარემო და განახორციელოს სტრუქტურული რეფორმები, ეკონომიკური მართვის გაუმჯობესება და კონკურენტუნარიანობის ამაღლება კი დაეხმარება საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებაში, მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებასა და ასევე COVID-19-ის პანდემიის დასრულების შემდეგ ეკონომიკის სწრაფ აღდგენაში," - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში, სებასტიან მოლინეუსმა. მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ "განვითარების პოლიტიკის ღონისძიებები" შესაბამისობაშია საქართველოს მთავრობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების 2020 წლის სტრატეგიასთან და ასევე, მსოფლიო ბანკის საქართველოსთან თანამშრომლობის 2019-2022 წლების ჩარჩო ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...