"მესიზმრება, რომ ყვავილებთან მძინავს"

gurianews.com

კარმიდამო ჩემი

"მესიზმრება, რომ ყვავილებთან მძინავს"

2017 დეკ 3 23:18:19

ლუიზა ფანცულაიას ხონის მუნიციპალიტეტში ყვავილების ენაზე მოსაუბრე ქალბატონს ეძახიან და განსაკუთრებულ პატივს კიდევ იმიტომ სცემენ, რომ ახალგაზრდობის ასაკშივე დაქვრივებულმა წარმოუდგენელი შრომა გასწია, ყოველგვარი დახმარების, პროექტების წერის და "მიშველე-მომეხმარეს" გარეშე, როგორც თვითონ გვიამბობს, საკუთარი მცირე ბიზნესი შექმნა.

დღეს კი არა თუ იმერეთის ამ პატარა ქალაქს, არამედ დასავლეთ და ზოგჯერ აღმოსავლეთ საქართველოდანაც მოსულ ყვავილების ტრფიალთ არჩევანის დიდ გასაქანს აძლევს. უმეტესად მას კერძო პირები სტუმრობენ, საკუთარი კარმიდამოების ორიგინალურად მოწყობის და დიდხანს მოყვავილე მცენარეების შეძენის მსურველები.

ყვავილების ბიზნესზე თავიდან არც უფიქრია _ მხოლოდ საკუთარი კარმიდამოს იმერული კოპწიაობით მორთვაზე ზრუნავდა: _ როგორც ქალების უმეტესობას, მეც ვერ წარმომედგინა ეზო ბაღნარის გარეშე, იმერეთში განსაკუთრებით, სადავ კარმიდამოს პეწს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და გამონაკლისი არც მე ვარ, _ ამბობს ქალბატონი ლუიზა.

ყვავილებით ლუკმა-პურის შოვნაზე ფიქრი მაშინ დაიწყო, როცა ქვეყანა აირია. პოლიტექნიკური ინსტიტუტის კურსდამთავრებულს და შემდეგ ხონის კავშირგაბმულობის სამსახურში დასაქმებულს, როგორ თვითონ ამბობს, ვერც წარმოედგინა, თუ ერთ მშვენიერ დღეს ყველა ნათურა ჩაქრებოდა და საყვარელ პროფესიას სამუდამოდ დაემშვიდობებოდა.

მეუღლესთან ერთად, ყვავილებზე აქცენტით დაიწყო ახალი საქმიანობაზე ფიქრი, თუმცა პირველი ნაბიჯი გადადგა თუ არა, სრულიად ახალგაზრდას მეუღლეც გამოეცალა ხელიდან. ამჯერად შვილებზე ფიქრმა და გასაჭირიდან თავის დაღწევის ინსტიქტმა ყველა ჯებირი გაარღვია _საკუთარ თავსი ძლიერი "მე" აღმოაჩინა და წუწუნის გარეშე საქმეს მარტო ეკვეთა.

თავიდან მრავალწლიან წიწვოვანებს აკალმებდა, რგავდა, რადგან, შედარებით ნაკლები შრომა სჭირდებოდა. მერე სხვადასხვა ყვავილების ჯიშებს და ჯიშთა შორის ფერებსაც შერჩევით მიუდგა.

_ თუ წელს წითელი ან ჭრელი გეორგინა გავყიდე, მომავლისთვის თეთრს და იასამნისფერს ვთესავ, რადგან კლიენტს სულ ერთნაირი ფერები არ სჭირდება. ასე ვახდენ ყველა სახეობის ყვავილის შერჩევას. ყვავილების მოვლა-პატრონობასთან ერთად, ვარჩევ, ვის რომელი ფერის და სახეობის ყვავილი ვაჩუქო, მივყიდო, ვურჩიო, რა სჯობს. ამისთვის ხალხურ თქმულებებში წაკითხულ ჩვეულებებზეც ვაკეთებ აქცენტს, ასევე, სხვადასხვა ქვეყნებში დამკვიდრებულ წესებზეც ვკითხულობ და ვიყენებ. ასეთი პრაქტიკა საკმაოდ ჭრის და მოქმედებს, ქალზე განსაკუთრებით, ვინც ყვავილებს ყველაზე მეტად შეჰხარის. მაგალითად, წავიკითხე, რომ ევროპის ქვეყნებში ქრიზანთემები დააქვთ ძირითადად პანაშვიდებზე და სასაფლაოებზე; მსახიობებს ნაკლებად ჩუქნიან მიხაკს; ქალებმა უნდა ერიდონ წითელი ვარდის ჩუქებას _ ეს მამაკაცის პრეროგატივაა, დასტურ სიყვარულისა და მათ უნდა მიართვან მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს; ასაკოვან ქალბატონებს უყვართ ქოთნის ყვავილები _ ეს მათ განწყობაზე ძალზე დადებითად მოქმედებს; თინეიჯერი გოგონებისთვის უფრო მინდვრის ყვავილების სახეობებია სასურველი და ასე შემდეგ. ეს წესები, რა თქმა უნდა ოფიციალურად არ მაქვს დაწესებული, მაგრამ ვიყენებ და ითვალისწინებენ, ფართო არჩევნის საშუალებას ვაძლევ მომხმარებელს და კლიენტიც საკმაოდ მყავს, თუმცა, შრომაც არ მაკლია, ის კი არა, ხან მესიზმრება, რომ ყვავილებთან მძინავს, _ გვეუბნება ყვავილებზე მზრუნველი ქალბატონი და კითხვაზე, აპირებს თუ არა ბიზნესის გაფართოებას, უარით გვპასუხობს: _ რაც შევძელი, ეს არის, პურის ფული არ მაკლია და არ ვიბრძვი პროექტების წერისა და გრანტებისთვის, საკმაოდ ბევრს არაფერი გამოუვიდა, ვინც სცადა, ვხედავ ირგვლივ. ტყუილად აფრიალებული პროექტებიც მინახავს, ერთჯერადად "გახორციელებული", _ ამბობს ლუიზა ფანცულაია.

ახლა, შემოდგომაზე, ყველაზე მეტი გასავალი ოთახის მცენარეებს აქვს, ამიტომ ზრუნვა უკვე ამ მიმართულებით გადააქვს. მინისათბურში უამრავი მოყვავილე თუ სუროს ჯიშის მცენარეს ნახავთ, რომლებიც უკვე ქოთნებშია გამზადებული. ბევრის სახელიც არ იცის, უფრო ბევრის _ კი. მარადმწვანე ხამისაპირისს, ტუიას თუ სეფლერას ძალიან კარგი გასავალი აქვს. ბევრს მუშაობს ვარდების სახეობებზე, რადგან მოთხოვნა დიდია როგორც ხვიარა, ისე ჩვეულებრივ, დაბალ თუ დეკორატიულ ჯიშებზე.

ქალბატონი ლუიზა შერეულად არ ათავსებს ერთწლიან და მრავალწლიან ყვავილოვნებს. შემოდგომის დასაწყისში მრავალწლიანებს: მიხაკებს, ლავანდებს, ლომისპირებს, ხავერდოვანებს თესავს და ადრე გაზაფხულზე ქოთნებში გადააქვს. ბუნების გაღვიძებისთანავე უკვე აყვავებული გააქვს ბაზარზე და კლიენტსაც იზიდვს. ერთწლიანებს კი პირიქით, გაზაფხულზე თესავს ადა მალე უკვე ნერგები ღია გრუნტში გადააქვს. ასეთ ჯიშებს უამრავი მყიდველი ჰყავს, ღია აივნების თუ კარმიდამოებში დასარგავად.

_ ჯანმრთელობას თუ შევთხოვ უფალს, როგორც ჩემთვის, ისე ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც მე ცხოვრებას ამ ყვავილებთან ერთად მილამაზებს. ხედავ, რომ მარტო მე კი არ მიყვარს, ადამიანთა უმრავლესობა ყვავილებს ელოლიავება. რომ არა ისინი, რა ფასი ექნებოდა ჩემს შრომას და თავდადებას? _ ჩვეულებრივი, იმერული თავაზიანობითა და გულღიაობით საუბრობს ქალბატონი ლუიზა, _ ერთი დღეც არ არის ისეთი, ერთი ძირი მცენარე მაინც რომ არ გადავრგო. რომ არ სჭირდებოდეს, ადგილს მაინც მოვუცვლი, ვერ ვისვენებ, თუ ყოველდღე არ შევეხე, რაღაც მიზიდავს და კარგად ვერც აგიხსნით, ეს რა ძალაა...

ლუიზა ფანცულაია 7 ათას კვ.მეტრ საკარმიდამო ნაკვეთს ფლობს, თხილსაც იწევს და სიმინდსაც.

ახლა განსაკუთრებით ზრუნავს ყვავილებისთვის ნოყიერი მიწის შერჩევასა და მომზადებაზე. ძირითადად ცხენისწყლის სილას, ნაკელს და ჩვეულებრივ მიწას იყენებს, რასაც მერე მხოლოდ ბიოსასუქებით ანოყიერებს: _ მაქვს ისეთი ყვავილებიც, სატაცური, ვარდი, არტიშოკი თუ ჟასმინი, რომელიც საკვებადაც გამოიყენება. წავიკითხე, არის ეროვნებები, ვინც იის სალათებს თუ თოვლის დნობის შემდეგ პირველმოყვავილე მცენარეებს მიირთმევს. ასეთი კლიენტი რომ შემხვდეს, ხომ არ მოვატყუებ? _ გვეუბნება ის და უახლოესი მომავლის გეგმებს, ძირითადად, ისეთი მიმართულებით განგრძობაში ხედავს, როგორითაც დღემდე იმუშავა.

სურვილი აქვს, ნებისმიერი ყვავილების ტრფიალს გაუზიაროს, რა გამოცდილებაც გააჩნია. არ ასაიდუმლოებს ყვავილების გახარების წესებს, საკუთარი უნარით და დაკვირვებით მიგნებულს _ ასე უფრო წარმატებული ვიქნები და მჯერა, ჩემს მიმართაც ადამიანთა კეთილგანწყობა მუდამ მოიმატებსო.

უნდა დავუჯეროთ, რადგან საკუთარი ცხოვრების წესით, მისი მონაპოვარი სწორედ ადამიანთა უსაზღვრო კეთილგანწყობაა.


ნახვა: 148


 ახალი ამბები
  • არასამთავრობო ორგანიზაციები ბესო ქათამაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოების წევრები, ყურადღებით ვადევნებთ თვალს ოზურგეთში ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესს და გამოვხატავთ  შეშფოთებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ბესიკ ქათამაძის ცემის ფაქტის გამო, _ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში არჩეულ პირებს საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრიათ, ისინი თავიანთი მოქმედებებით უნდა იყვნენ სამაგალითო და მისაბაძი საზოგადოების დანარჩენი წევრებისთვის. „ამ ფონზე განსაკუთრებით საგანგაშოდ მიგვაჩნია ის ფაქტი, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირს ბრალი აქვს წაყენებული ცემის ან სხვაგვარი ძალადობის გამო. ეს ფაქტი არამხოლოდ ცალკეულ დეპუტატს ან დეპუტატებს უტეხს სახელს, არამედ ზიანს აყენებს მთლიანად საკრებულოს რეპუტაციას. ვიმედოვნებთ, რომ გამოძიება და სასამართლო პროცესი, რომელიც უკვე დაწყებულია, იქნება ეფექტიანი და მოვუწოდებთ მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მიიღოს ქმედითი ზომები მომავალში მსგავსი ფაქტების პრევენციისთვის, რათა საკრებულოს წევრები, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა, დროსა და ენერგიას ხარჯავდნენ არა პირად ანგარიშსწორებებში, არამედ მოსახლეობის პრობლემების მოგვარეობაში“, _ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს  აწერენ: გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი; დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ოზურგეთის ოფისი; ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი „პროგრესის სახლი“ (ყოფილი ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი); მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი MSDC; საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი; სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო; ფენიქსი 2009; ქალები რეგიონის განვითარებისთვის.  ... ...
  • პარლამენტმა დროებით მთავრობას ნდობა გამოუცხადასაქართველოს პარლამენტმა გარდამავალ მთავრობას მხარი დაუჭირა. 99 მომხრე და 6 წინააღმდეგი, დეპუტატების ხმები ასე გადანაწილდა. მამაუკა ბახტაძის მთავრობას ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა. მინისტრთა კაბინეტი შემდეგი შემადგენლობით დაიწყებს მუშაობას:პრემიერმინისტრი - მამუკა ბახტაძეეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - გიორგი ჩერქეზიშვილი ფინანსთა მინისტრი - ნიკოლოზ გაგუა საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - მიხეილ ჩხენკელიგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილითავდაცვის მინისტრი - ლევან იზორიაშინაგან საქმეთა მინისტრი - გიორგი გახარია იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანისასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი - კახა კახიშვილი კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ გიორგაძეოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი - სოზარ სუბარირეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაია ცქიტიშვილიშრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა მინისტრი - დავით სერგეენკოსახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში - ქეთევან ციხელაშვილი. კენჭისყრის დაწყებამდე საპარლამენტო ტრიბუნიდან განცხადებებს კომიტეტების, ფრაქციების, უმცირესობის და უმრავლესობის წარმომადგენლები აკეთებდნენ. რიგგარეშე სესია დღეს მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლით დაიწყო, რის შემდეგაც პროცესი კითხვა- პასუხის რეჟიმში ... ...
  • მოშიმშილე "ნაციონალებს" ვიდეოკამერები დაუმონტაჟესოზურგეთის საკრებულოს მისაღებში ვიდეოკამარები ცოტა ხნის წინ დაამონტაჟეს. როგორც გვითხრეს, ამის მიზეზი მოშიმშილე დეპუტატები არიან: _ გვითხრეს, რომ კამერები ჩვენივე უსაფრთხოებისთვის დააყენეს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა დავით მჟვანაძემ. შეგახსენებთ, რომ დეპუტატები ბესო ქათამაძის ცემაში მონაწილე პირების დასჯის მოთხოვნით მესამე დღეა შიმშილობენ. დღეს მათ ფოთელი კოლეგა დარეჯან ცხვიტარიაც ... ...
  • ოზურგეთელ მოშიმშილე "ნაციონალებს" ფოთელი კოლეგა შეუერთდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოშიმშილე დეპუტატებს დავით მჟავანაძეს და ბესო ქათამაძეს ფოთელი კოლეგა დარეჯან ცხვიტარია შეურთდა. ცხვიტარია იზიარებს მჟავანაძის და ქათამაძის მოთხოვნას და ყველა იმ პირის დასჯას ითხოვს, რომლებმაც ბესო ქათამაძის ცემაში მიიღეს მონაწილეობა. შეგახსენებთ, რომ მჟავანაძე და ქათამაძე მეასამე დღეა შიმშილობენ. მათთან ერთად საკრებულოს წევრი თორნიკე გოგუაძეც შიმშილობდა, თუმცა, ის შეუძლოდ გახდა და როგორც მჟავანაძემ გვითხრა, მოგვიანებით ... ...
  • გაიმართება თუ არა რიგგარეშე სხდომა 21 ივნისს ჯერჯერობით, უცნობია გაიმართება თუ არა 21 ივნისს რიგგარეშე სხდომა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში _ ამის შესახებ კომენტარი “გურია ნიუსთან“ საკრებულოს თამჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ გააკეთა. “18 ივნისს შემოვიდა წერილი საკრებულოში. როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ვამზადებთ პასუხს და  კანონით გათვალისწინებული ვადების დაცვით ეცნობება ფრაქცია “ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს“, _ გვითხრა გიორგი ღურჯუმელიძემ. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესო ქათამაძე ამბობს, საკრებულო გუბერნიასთან გადის კონსულტაციებს, თუ რა პასუხი უნდა გაგვცეს საკრებულომ ჩატარდება თუ არა ხვალ რიგგარეშე სხდომა. “ეს ინფორმაცია არ შეესაბამება  სიმართლეს“, _ ამბობს ჩვენთან საუბრის დროს საკრებულოს თავმჯდომარის ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

ალოეს სამკურნალო თვისებები

შესაძლოა, ალოეს დადებითი თვისებების შესახებ...

როგორ აღვიდგინოთ მხედველობა ნივრის დახმარებით

დროთა განმავლობაში, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა...

რატომ არ უნდა აადუღოთ წყალი ხელმეორედ

ფილმის ყურებაში ისე გაერთეთ, რომ...

"უთვალავ საქმეთაგან, სახარების გადაწერაა შვება"

ჩვენი სტატიის გმირი მრავალმხრივი ნიჭით...

როგორ ვებრძოლოთ პირუტყვის კანქვეშა ბორას

ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით, მსხვილფეხა რქოსანი...

მეფუტკრის კალენდარი _ მაისი და ივნისი

მაისის შუა რიცხვებიდან დგება დიდი...

ქართული ზამბახი დედამიწის ზურგზე ერთადერთია

ქართული ზამბახის ყვავილის წარმტაცი სილამაზე,...

მოვამზადოთ ჭინჭრის წუნწუხი

გაზაფხულზე ჩვენს ბოსტნებში, უამრავ სამუშაოსთან...

კენკროვნების კერკი

სხვადასხვა კენკროვნების, ასევე, კურკოვანებისგანაც მოვამზადოთ...

როგორ ავიცილოთ თავიდან გრიპი და ვირუსები

საზოგადოებისთვის გრიპი და გავრცელებული ვირუსები...

მარტო კაცის დიდი მეურნეობის სავიზიტო ბარათი იხვისა და ბატის ფერმაა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის მკვიდრი...
ზაფრანი

ლურჯი ადამიანი

კალიფორნიელი პოლ კარასონი გალურჯდა მას...

დედამიწის ზედაპირზე ოქროს გაჩენის საიდუმლო

ამერიკელი  მეცნიერების აზრით, ოქრო დედამიწის...

„თამამი და ჭირვეული“ ზოდიაქოს ნიშნები

არსებობობენ ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ არ...

ფეხით სიარული ტვინის მუშაობას აუმჯობესებს

ამერიკელი მკვლევარების ჯგუფმა ჰაილენდსის უნივერსიტეტიდან...

რომელია თქვენი ფერი ზოდიაქოს მიხედვით

ვერძი ზოდიაქოს ამ ნიშანს შეესაბამება...

რა მუსიკას უსმენენ ნიჭიერი ბავშვები

ბრიტანელი მეცნიერების კვლევის შედეგად დადგინდა,...