"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

კარმიდამო ჩემი

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

17 დეკ. 2020, 11:58:02

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე იზა გაბიტაშვილი გურჯაანში ცხოვრობს.

როგორც თავად გვიამბობს, ყვავილების სილამაზე და სიყვარული ბავშვობის ასაკიდან ასულდგმულებდა, თუმცა, დიდობაში, პროფესიით ბუღალტერს, არც წარმოედგინა, რომ ერთ დიდ, განსხვავებულ, სამოთხის მსგავს ისეთ სამყაროს შექმნიდა, რითაც ყველას ყურადღებას მიიპყრობდა.

იდეა საუცხოო გარემოს შექმნისა, სადაც უმეტესად მარადმწვანე მცენარეიქნებოდა დომინირებული, 12 წლის წინ გაჩნდა.

_ მაშინ ქალაქის ბინაში ვცხოვრობდი. კერძო სახლი შევიძინე, მოზრდილი ეზოთი და რაკი მიწაზე ფეხი დავდგი და ირგვლივ მიმოვიხედე, რაც გონებაში წამოტივტივდა, იყო იმაზე ფიქრი, რომ აქ მალე საუცხოო წალკოტი უნდა აღმოცენებულიყო. როგორ და რანაირად, მთლად ზუსტად არ დამიგეგმავს. პირიქით, ზოგ რაღაცას სტიქიურადაც ვაკეთებდი. როცა "ერთი თავი" საქმე კარგად გამოდის, გინდა, მეორეც მიამატო, თან უკეთესად გაკეთებული. ასე როცა ფიქრობ და სულს და გულს დებ საქმეში, რაღაც "ზემოდანაც" გეხმარება. მე ასე მიმაჩნია, რადგან მოვინდომე და 12 წელიწადში ისეთი ჯადოსნური სამყარო აღმოცენდა ჩემს კარმიდამოში, ხშირად თავად მიჩნდება კითხვა: "ეს მე გავაკეთე? ეს მე შევქმენი?" _ გვიამბობს იზა გაბიტაშვილი.

მის საკარმიდამო ნაკვეთში ჭარბობს დეკორაციები, რაც თავისივე ხელით აქვს ნაკეთები. დეკორატიული ფორმით წარმოდგენილი მცენარეებიც მისივე ხელითაა გაკრეჭილი.

როგორც თავად არა ერთგზის იმეორებს, ყველაზე ძალიან უყვარს მარადმწვანე მცენარეები. ამიტომ, მიუხედავად ყვავილოვანთა და სხვადასხვა ბუჩქოვანთა სიმრავლისა, ყველგან ჭარბობს წიწვოვნები, მარადმწვანე ფოთლოვნებიც ბევრია ირგვლივ.

იზა გაბიტაშვილს, დროების მიხედვით აქვს, ასე ვთქვათ, გაწერილი და ჩაფიქრებული ყვავილების მოვლის განრიგი.

_ თვითნასწავლი მებაღე ვარ, თუმცა, პრაქტიკულმა საქმიანობამ იმდენი მასწავლა, უკვე პროფესიონალებს არ ჩამოვუვარდები. ზამთარში განსაკუთრებით ვფრთხილობ. მარადმწვანეებს მაინცდამაინც, სერიოზული საფრთხე არ ემუქრებათ. ქოთნის ყვავილები შინ შემაქვს. ერთწლოვანთა თესლის აღებას, გვიან შემოდგომაზე ვიწყებ, ძირითადად და ზამთარში ისე ვინახავ სიმშრალესა და დაცულ სათავსში, ერთ მარცვალიც არ მიფუჭდება. მიყვარს გაჩუქებაც. ზოგადად, ზამთარში უფრო მეტ ყურადღებას ვუთმობ ჩემს ბაღს და მის "ბინადრებს", _ ასე სიყვარულით საუბრობს ის თითოეულ ბუჩქსა და ყვავილზე.

ყვავილთა და მარადმწვანეთა სახეობებიდან, იზა გაბიტაშვილის ბაღს ამშვენებს ტუიები, კიპარისები, ლიბოცენდრუსი, არიზონი, უამრავი ერთწლოვანი, ხანგრძლივად მოყვავილე მცენარეები.

რაც შეეხება ვარდებს, ქალბატონი იზა, მათზე განსაკუთრებით მოწიწებით საუბრობს:

_ იცით, რამდენი სახეობის ვარდია ჩემს ბაღში? ორასზე მეტი... ყველა საუკეთესოა და თითოეულთან სეზონზე, სულ ცოტა, ორასჯერ მივდივარ. მთელ ეზოში, ყველგან არის ვარდები მიმობნეული. ასე ყოველ კუთხეში ყვავილის არც ერთი სახეობა არ მაქვს დარგული. ვარდი მაინც სხვაა _ თავისი ხიბლი აქვს. ვფიქრობ, რომ უბრალოდ, ფოტოსაც რომ დავდებ სოციალურ ქსელში, ჩემი ულამაზესი ბაღისას, სხვა თუ არაფერი, წამიერად მაინც პოზიტიურ განწყობას ვუქმნი ადამიანებს. ესეც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს, განწყობას მმატებს, ენერგიას მიორკეცებს. მე ასეთი განცდა მაქვს. ზოგადად ადამიანი, თუ მიწაზე ფეხს დგამს და აქვს თუნდაც მცირე მიწის ნაკვეთი, ყვავილის ადგილი მუდამ უნდა გამოძებნოს. ის სიცოცხლეს ახანგრძლივებს, ადამიანს მშვიდს, მოსიყვარულეს ხდის _ დამიჯერეთ, _ გვარწმუნებს ყვავილთმსახური ქალბატონი და გვაჩვენებს სხვადასხვა სიგელებს, დიპლომებს, რომელიც არა ერთ კონკურსში მონაწილეობის შემდეგ მიიღო.

ყველაზე ძალიან კი 2019 წელს გამართულ, ლამაზი ეზოების კონკურსში გამარჯვებამ გაახარა.

_ თბილისის საკრებულოში მოხდა გამარჯვებულების გამოვლენა და შვედეთის ელჩმა დამაჯილდოვა. ეს დღე არ დამავიწყდება. მართალია, მე არასდროს მიკეთებია ეს საქმე იმ ფიქრით და მიზნით , რომ ოდესმე ვინმეს ჯილდო მოეცა. ეს თავისთავად მოხდა და რა თქმა უნდა, სიხარული გულმა ძლივს დაიტია, _ გვეუბნება ქალბატონი იზა და აღნიშნავს, რომ უკვე ყვავილების გარეშე, დილა და საღამო ვერ წარმოუდგენია.

რას ურჩევს ის ჩვენს მკითხველებს, ნებისმიერ ადამიანს, ვისაც საკუთარი საკარმიდამო ნაკვეთი აქვს?

"მოაშენეთ ყვავილები, რასაც დიდი დრო და ბევრი ფული არ სჭირდება. ჩვენ მიწაზე, აქაურ პირობებში უამრავი მცენარე ტოტით და ფოთლითაც კი ხარობს და ფესვიანდება. საბოლოოდ კი ეს მოგიტანთ უზარმაზარ პოზიტივს, რომელიც დანარჩენ სხვა საქმეს მეტი ძალისხმევით გაგაკეთებინებთ!"

ქალბატონ იზასთვის ეს სხვა საქმე დეკორაციული ნივთების საკუთარი ფანტაზიით შექმნილი ფორმებით კეთებაა, მწვანილეულის ბოსტანია, სადაც ყველაფერი მოჰყავს.

რაც შეეხება შრომის პირობებს და სამუშაო იარაღებს, ჩვენი რესპონდენტი ფერადი სამყაროდან, ამბობს, რომ ყველაფერ ამას სასხლავი მაკრატლით, პატარა საკრეჭი მანქანით, ძირითადად კი და ხელით სამუშაო სასოფლო-სამეურნეო იარაღებით ახერხებს.

_ თუმცა, მნახველებს ჰგონიათ, რომ აქ მთელი ბრიგადა უახლესი ტექნიკის დახმარებით მუშაობს! _ ეღიმება ქალბატონ იზას.

კვლავაც დაუღალავ შრომას, საკუთარი თავისა და სხვათათვის უდიდესი სიხარულის მინიჭებას ვუსურვებთ, იზა გაბიტაშვილს. მისი შრომის მიზანიც ხომ ეს არის!




 ახალი ამბები
  • ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება - რა ხდება პარლამენტთანპოლიტიკური დიალოგის განახლების მიუხედავად, ოპოზიცია პიკეტირებასა და აქციებს მაინც აპირებს. საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე პიკეტირებისას, მას შემდეგ, რაც ერთერთმა აქტივისტმა გზის გადაკეტვა სცადა, ის სამართალდამცველებმა დააკავეს. "ხელი გამიშვით, თქვენ პოლიცია არ უნდა გერქვათ, თქვენ ხართ ოდეპე, ივანიშვილის რეჟიმი კი მაინც დაემხობა", - დაიყვირა აქტივისტმა, ენმ-ის წევრმა ცესიკ გაზდელიანმა, სანამ მანქანაში ჩასვამდნენ. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ წუთებში კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს, რასაც წინ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, პროტესტი მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ძირითადი მოთხოვნები არ ... ...
  • შარლ მიშელი 2 კვირიან ვადას ასახელებს შარლ მიშელი 2 კვირიან ვადას ასახელებს, როდესაც ბრიუსელში ასოცირების საბჭოზე მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ანგარიშს ჩაიბარებს, თუ რა შედეგი მოჰყვება ოპოზიციისა და  ხელისუფლების დიალოგს. "ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია გადაიჭრას პოლიტიკური კრიზისი. პოლიტიკური პარტიებსა და მთავრობას შორის უნდა გაიმართოს მოლაპარაკებები და ყველა მონაწილემ უნდა იზრუნოს დიალოგის გაძლიერებაზე. ჩვენ განვაგრძობთ მხარდაჭერას ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტისთვის, რომ ეს დიალოგი დარჩეს ძალაში. მოლაპარაკებებს არ აქვს ალტერნატივა", _ ამბობს შარლ ... ...
  • ვადა დაახლოებით 2 კვირა დაინიშნა - ხაზარაძე "მთავარია, პროცესი დაიძრა და ამ პროცესს კონკრეტული ვადები ახლავს. ვადა დაახლოებით 2 კვირა დაინიშნა. 2 კვირაში არის შეხვედრა ბრიუსელში და იმ დღისთვის, ჩვენ უნდა მოვახერხოთ რომ ეს შეთანხმებები ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ გადაწყდეს. საუბარი ყველა საკითხზე იყო, გაიცვალა აზრები დ შევთანხმდით რომ წარსულზე არ უნდა იყოს საუბარი. პროცესი სხვა კატეგორიაში გადავიდა და იმედი მაქვს, რომ თუ ხელისუფლება იქნება გონივრული და მოქნილი, გამოსავალს ვნახავთ,"- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას შეხვედრის დასრულების შემდეგ „ლელოს" ლიდერმა მამუკა ... ...
  • გავცვალეთ პოზიციები - პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრა დასრულდახელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე დასრულდა. მხარეებს შორის დიალოგი ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით შედგა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციონერმა ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ შეთანხმების მიღწევაზე ჯერ საუბარი ნაადრევია. „გავცვალეთ პოზიციები და ვუთხარით მთავრობის ხელმძღვანელს, რომ არსებულ ვითარებაში გამოსავალია ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება“,_ განაცხადა ... ...
  • "ვიბრძოლოთ მამა-პაპების დანატოვარი მიწისთვის"- ჩოხატაურში აქცია იგეგმებახვალ, ჩოხატაურში მერიის შენობასთან სუფსის ხეობის გადასარჩენად საპროტესტო აქციის ჩატარებაა დაგეგმილი. ინფორმაციას ამის შესახებ გოგი ტრაპაიძე სურების საინციატივო ჯგუფის სახელით ავრცელებს. „ყველას ვისაც გული გიძგერთ და სიყვარული ,სითბო გაგაჩნიათ სუფსის ულამაზესი ხეობის მიმართ, მოგიწოდებთ შევიკრიბოთ 2021 წლის 2 მარტს 11 სთ 30წთ-ზე ჩოხატაურში მერიის შენობასთან მშვიდობიან გამაფრთხილებელ აქციაზე. საქმე ეხება ზემოსურებში ათეულობით ჰექტარი მიწის ნაკვეთის “სუფსა-ენერჯი ჯორჯიაზე”გადაცემას 49-წლით ჰესების მშენებლობისთვის.   მოგიწოდებთ ყველა სურებელს და სურებიდან წასულს, ყველას ვისაც შეხება აქვს სურების ხეობასთან დავდგეთ ერთად, ვიბრძოლოთ ჩვენი მამა-პაპების დანატოვარი მიწისთვის. ხეობაში არ უნდა განმეორდეს “ნამახვანი -2”. ვითარება საგანგაშოა,საქმე სასწორზე დევს. უნდა ვიბრძოლოთ თორემ მერე გვიან იქნება. გელოდებით ყველას სუფსის ხეობა საფრთხეშია!“_ წერია ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...

გავიხსენოთ "ძველებური" ნამცხვრები

ბოლო დროს, სოციალურ ქსელში, არაერთხელ...

თებერვლის ძირითადი სამუშაოები საკარმიდამო ნაკვეთებში

თებერვლიდან, საკარმიდამო ნაკვეთებში, ხეხილოვანთა ბაღებში,...

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...