"მოგვაშორეთ ტურები"

gurianews.com

კარმიდამო ჩემი

"მოგვაშორეთ ტურები"

2018 სექ 10 13:13:32

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის, ჭანიეთის, მაკვანეთის მკვიდრთაგან არაერთხელ ისმის, რომ მათთან, ასევე სხვა სოფლებშიც, ტურების ნამდვილი შემოსევაა და ამ საქმეს სერიოზულად უნდა მიეხედოს.

აღნიშნული სოფლების მცხოვრებლებმა რედაქციას თხოვნით მომართეს.

"პატივცემულო რედაქცია, ჩვენ "კარმიდამო ჩემის" აქტიური მკითხველები ვართ. მართალია, ჩაის კულტურა უმეტესად ამოიძირკვა, მაგრამ დარჩენილ გაველურებულ ნაწილში, აგრეთვე, სოფლების მიმდებარე ტყეებში უხვად ბინადრობს ტურა. ღამით განუწყვეტელი კივილი ისმის და ვერ დაიძინებ ან მძინარეს გული შეგიქანდება, როცა საშინელ კივილს ჭიშკართან გაიგონებ. ისინი უშიშრად შემოდიან ეზოებში, იტაცებენ შინაურ ფრინველს, გოჭებსაც კი. გთხოვთ, გამოაქვეყნოთ ამის თაობაზე წერილი, რომ რაღაც ფორმით ხელისუფლებამ იზრუნოს პრობლემის მოსაგვარებლად".

ცნობილი მონადირე ენვერ კომახიძე და ბუნების, ფლორისა და ფაუნის ტრფიალი ვოვა სალუქვაძე ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ პრობლემა მართლაც რეალურია, თუმცა, მოგვარებისას გონივრულ მიდგომას საჭიროებს.

_ ოზურგეთში, ამ ორიოდე წლის წინ, ბაზრის ტერიტორიაზე, ტურებმა დაცვის მუშაკები დაკბინეს. ეს ველური ცხოველი ისე გათამამდა, რომ სახლების სიახლოვეს ჯიქურ მიდიან. გარეული კურდღელი რომ თითქმის აღარ არის დღეს, ეს ტურის "დამსახურებაა".

მე ურთიერთობა მაქვს აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებ კოლეგებთან, კერძოდ, დედოფლისწყაროელ მონადირეებთან. მათგან ვიცი, რომ ადგილობრივი საკრებულოს გადაწყვეტილებით, თითოეული ტურის მოკვლაზე მონადირეს 10 ლარით ასაჩუქრებენ. რა თქმა უნდა, ამ ცხოველის ხელაღებით გაჟლეტა არ შეიძლება, თუმცა, გარკვეული ღონისძიება უნდა გატარდეს. კომუნისტების დროს ტურებზე ნადირობდნენ ზამთრის პერიოდში და ტყავს აბარებდნენ. თუ ახლა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ტყავს აბარებენ და თურქეთში გააქვთ, ამითაც შეიძლება სახელმწიფომ თუ კერძო პირმა ხეირი ნახოს. მე, როგორც გურიის სამონადირეო კავშირის "ტყის ძმების" ხელმძღვანელი, ამ საკითხის ირგვლივ ვისაუბრებ ხელისუფლებასთან, _ გვითხრა ენვერ კომახიძემ.

ვოვა სალუქვაძე კი ამბობს, რომ საქმეს პრაგმატული მიდგომა სჭირდება.

_ ამ საკითხისადმი ბრმად მიდგომა არ შეიძლება. როცა ბალანსი დარღვეულია, ადამიანი უნდა ჩაერიოს და დაარეგულიროს. ცუდია, რომ გარეული კურდღელი უკვე აღარაა და ამაში ტურას "ლომის წილი" მიუძღვის. თუმცა, ეკობალანსში ტურა დიდ როლს თამაშობს _ ის მღრღნელებს ანადგურებს და საკუთარი დადებითი ადგილი უჭირავს ბუნებაში. ეკოლოგიურ ბალანსთან მიდგომის ნორმა და სტანდარტი უნდა შემუშავდეს. ეს თემა მნიშვნელოვანია და მოგვარებას ექვემდებარება. მთავარია, ამის ნება იყოს. რჩევა უნდა ვკითხო მეზობელ რეგიონებს, რა ხდება ამ კუთხით და ასე შემდეგ, _ გვითხრა სალუქვაძემ.

ტურას აქვს, როგორც დადებითი, ასევე, უარყოფითი თვისებები. ის დღე-ღამეში 25-30 მღრღნელს ანადგურებს. ასუფთავებს ბუნებრივ გარემოს _ იკვებება მძორითაც. მართალია, მტაცებელია, მაგრამ, ძირითადად, ავადმყოფ და ბებერ ნადირ-ფრინველებზე ნადირობს. ბინადრობს, ძირითადად, ბუჩქებსა და გაუვალ შამბნარებში, ძეძვიანებში.

ტურას ერთი ძალზე საინტერესო და უცნაური თვისება ახასიათებს _ ბუნებაში თუ 9-10 წელიწადს ცოცხლობს, ტყვეობაში 16 წელიწადს ძლებს. ასევე, ადვილად შინაურდება და პატრონისადმი დიდი ერთგულებით გამოირჩევა. ამბობენ კიდეც, რომ ის არის "გარეული ძაღლი".

"კარმიდამო ჩემი" ტურის შემოჩვევასთან დაკავშირებულ პრობლემის მოგვარებაზე ახლო მომავალშიც ისაუბრებს მკითხველთან.


ნახვა: 145


 ახალი ამბები
  • ბერა ივანიშვილი დაოჯახდა _ ვინ არის მისი რჩეული"და რაც აქამდე იყო ჩემი და შენი, დღეს გახდა ჩვენი" _ ეს ტექსტი და ფოტო ბერა ივანიშვილმა სოციალურ ქსელში რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა, რომელსაც თან ქორწინების ბეჭდის სმაილი ახლდა. ივანიშვილს არ დაუკონკრეტებია, ვინ გახდა მისი რჩეული, თუმცა, როგორც “გურია ნიუსმა” გაარკვია, ის ნანუკა გუდავაძეა. ნანუკა გუდავაძე მოდის ბლოგერია და 14 წლის ასაკში ბიჭოლას სახე ... ...
  • ,,ეკონომიკური კატასტროფა“_ ეკონომისტი მარიხუანის კულტივირების შესახებ კანონპროეტის წინააღმდეგეკონომიკის ექსპერტი, პროფესორი ლია ელიავა მარიხუანის კულტივირების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგია. მისი თქმით, ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკური კატასტროფა ემუქრება. როგორც ელიავა აცხადებს,  გაუგებარია, საქართველოს ხელისუფლება რატომ ინტერესდება მარიხუანის ვაჭრობით მაშინ, როცა განვითარებული ქვეყნების დიდი ნაწილი ნარკოტიკების წარმოებას ებრძვის _აღნიშნულ საკითხზე ელიავა ,,გურია ნიუსთან“ საუბრობს. ,,კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი ნარკოტიკული ნივთიერების არა მარტო ექსპორტის, არამედ მისი წარმოების. თავი რომ დავანებოთ, ერის სიჯანსაღეზე საუბარს ეკონომიკურად ქვეყნისთვის ეს იქნება კატასტროფა. ფაქტობრივად, საქართველოს არა მარტო ეკონომიკა, არამედ მუშახელიც დაკნინდება.  მინდა, გაგახსენოთ ჩინეთის მაგალითი, სადაც ევროპამ შეიტანა დიდი ოდენობით ნარკოტიკი ოპიუმი, რის შემდეგ ჩინეთმა დაიწყო დეგრადირება, ქვეყანა ქვეყანას აღარ გავდა და იყო უღარიბესი გაუბედურებული სახელმწიფო მანამდე, სანამ არ აიკრძალა ყოველგვარი ნარკოტიკის მოხმარება. ნარკოტიკი არის არა მარტო წმინდა სოციალური პრობლემა, არამედ ეს გახდება ეკონომიკური პრობლემაც. ადამიანი, რომელიც არის თრობაში, ის, როგორც მუშაკი, როგორც ეკონომიკური ერთეული არის უვარგისი, შესაბამისად, საქართველო დგას იმ საფრთხის წინაშე, რომ დაკარგოს არა მარტო ის მწირი წარმოება, რაც დღეს გვაქვს, არამედ მომავალშიც ვეღარ განავითაროს თავისი თავი. რატომ კეთდება აქცენტი მარიხუანის ექსპორტზე? ერთადერთი მიზეზის გამო, ეს არის ეროვნული ბანკის ინტერესი, მას მიბმული აქვს ლარის მოცულობა უცხოური ვალუტის მოცულობასთან და გარდა ამისა, უცხოურ ვალუტას ის აკუმულირებს და შეუძლია გაიტანოს საზღვარგარეთ, დააბანდოს ფასიან ქაღალდებში, მეორე ინტერესი ეს არის კომერციული ტიპის ინტერესი. მთავრობა უნდა ხედავდეს, რომ არასწორი ნაბიჯი დაღუპავს ქვეყანას ქართველ მოსახლეობას. უცხო ქვეყნის მაგალითები რომ მოჰყავთ, მათ გააჩნიათ ამ ნარკოტიკების მოხმარების შეზღუდვის მექანიზმები, საქართველოში კი ასეთი მექანიზმები არ არსებობს. ფული, რომელსაც მიიღებს სახელმწიფო, ის არ იქნება საინვესტიციო ფული, ის შეიჭმევა. საქართველო არის ერთი მართვადი ქვეყანა, რომელსაც იმას აკეთებინებენ, რაც უნდათ, ყველა ცივილიზებული ქვეყანა ებრძვის ნარკოტიკების მოყვანას.  არ ვიცი, რა მოსდის ამ ხელისუფლებას. ქვეყანა აშკარად იღუპება, გარდა იმისა, რომ ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება, ფასები იზრდება და იმის მაგივრად, რომ ამ საკითხებს მიხედონ, სამარცხვინო ნარკოვაჭრობას ეწევიან“, _ გვითხრა ელიავამ. კანონპროექტის განხილვა, რომელიც ექსპორტზე გატანის მიზნით, მარიხუანის წარმოებას ითვალისწინებს, პარლამენტმა საერო და სასულიერო პირების პროტესტის გამო დროებით შეაჩერა. ჯერჯერობით, უცნობია, როდის დაუბრუნდება პარლამენტი კანონპროექტის ... ...
  • თბილისის მეტროს მოძრავი შემადგენლობები პიკის საათებში სამწუთიანი შუალედით იმოძრავებენახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით, თბილისის მეტროს მოძრავი შემადგენლობები  პიკის საათებში სამწუთიანი შუალედით იმოძრავებენ, _ ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დროის შუალედის შემცირება მეტროს მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში გახდა შესაძლებელი. „პრობლემა იყო ის,  რომ პიკის საათებში მოქალაქეებს 5-6 წუთი ლოდინი უწევდათ, რაც სერიოზულ დისკომფორტსა და პრობლემას წარმოადგენდა. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს მეტროს ვაგონების მთლიან განახლებას,  მეტროს სამი ოთხვაგონიანი ახალი შემადგენლობა დაემატება, რომელიც „ახმეტელის თეატრი“ - „ვარკეთილის“ ხაზზე იმოძრავებს და ერთი სამვაგონიანი შემადგენლობა საბურთალოს ხაზზე. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ პიკის საათებში, როდესაც ყველაზე ბევრი მგზავრი გადაადგილდება, მოცდის ინტერვალი  სამ წუთამდე შევამციროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.  თბილისის მერის თქმით, მომდევნო წლების განმავლობაში, ყოველწლიურად, ოთხი ახალი შემადგენლობის დამატება იგეგმება. „მომდევნო წლების განმავლობაში, ვაპირებთ ახალი შემადგენლობების დამატებას. ასევე, ვგეგმავთ ძველი ვაგონების მოდერნიზებას და გვინდა, რომ მეტრო მგზავრებისთვის ერთ-ერთი კომფორტული საშუალება იყოს.  ტრანსპორტის პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ საზოგადოებრივი  ტრანსპორტი, მაგალითად, ავტობუსების არსებული პარკი, რაც მოძველებულია და მძიმე მდგომარეობაშია, 2019 წლისთვის მთლიანად განახლდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე განმარტებით, მომდევნო წლებში, მეტრო თბილისელებისთვის ერთ-ერთი გამორჩეულად კომფორტული და სწრაფი ტრანსპორტი ... ...
  • “ამბის გამტანიც არ გასულა დღეს ჯუმათიდან?“ _ რომელ სოფელში რა პრობლემები შექმნა სტიქიამოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათში მცხოვრები მაკა ჩხარტიშვილი ამბობს, რომ სოფელში მძიმე მდგომარეობაა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები პრობლემების მოგვარებას გაურბიან. “ამბვის გამტანიც არ გასულა დღეს ჯუმათიდან? სასმელი წყალი და მედიკამენტები მაინც გამოგვიგზავნეთ ვერტმფრენით. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაც წაიღო წყალმა?“ _ ამბობს ჩხარტიშვილი. როგორც სოფელში გვითხრეს, ორშაბათს მოსულმა უხვმა ნალექმა ჯუმათის ტერიტორიულ ერთეულში გზის სავალი ნაწილი დააზიანა, რის გამოც შეწყვეტილია მოძრაობა. ასევე, დაზიანდა ერთ-ერთი ქვესადგური, რომლის გამო შუქი არ მიეწოდება ადგილობრივებს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის უფროსის, ეკატერინე მგელაძის თქმით, სოფელ ჯუმათში წყალმიმღები არის დაზიანებული სათავე ნაგებობაზე, ასევე, მოჭარბებული ნალექის გამო გზა არის ამორტიზებული, ელოდებიან წყლის ნაკადის დაწევას, რის შემდეგაც დაიწყება გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების კომპანია  შპს “სატისი“ დაიწყებს წყალმიმღების აღდგენას. მისივე თქმით, ენერგოპრო ჯორჯიას წარმომადგენლებს დაწყებული აქვთ ქვესადგურზე არსებული პრობლემების მოგვარება.  თუ რა ზარალი მიაყენა 17 სექტემბერს, ორშაბათს უხვმა ნალექმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს, ჯერჯერობით, უცნობია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ შექმნილია სპეციალური შტაბი და მიმდინარეობს ზარალის აღწერა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, განსაკუთრებით დაზარალდა შრომის თემში ორმეთის, ხრიალეთის, ვაკისა და ოხოჯურის უნბნები. ხიდების დაზიანების შედეგად გარესამყაროს მოწყდა რამდენიმე ოჯახი, მოთხრილია ხეები, ელექტროგადამცემი ბოძები, დაღვარულია გზები და ჩამოწოლილია მეწყერი. დაბა ურეკში მდინარე კუჩხას ადიდების შედეგად დაიტბორა წერეთლის, მესხისა და დუმბაძის ქუჩები. ადგილობრივებს დაეტბორათ საცხოვრებელი სახლები. კონჭკათის ტერიტორიულ ერთეულში მოთხრილია ხეები, დაღვარულია გზები, რამდენიმე ადგილას განვითარდა მეწყრული პროცესი. მერიაში ჩამოწვა მეწყერი, დაიღვარა გზები გოგორეთისა და ნაღობილევის უბნებში. ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულში მე-13, მე-6 და წითელსხივისა და ჯაფარეულის უბნებში დაიღვარა გზები, რის გამოც, ტრანსპორტით გადაადგილება შეუძლებელია. სოფელ ოზურგეთში ცხომელიძეების და თოხაძეების უბანში მწყობრიდან გამოვიდა სანიაღვრე არხები. დაიტბორა რამდენიმე უბანი. თხინვალის ტერიტორიულ ერთეულში დაიღვარა გზები და მწყობრიდან გამოვიდა სანიაღვრე არხები. ბოხვაურის ადმინისტრაციულ ერთეულში მოშლილია ჯებირები, დატბორილია ჩაის ფაბრიკისა და სკოლის მიმდებარე ტერიტორია. ბაილეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ჭანიეთურის უბანში დაზიანდა ხიდი და საუბნო გზები. დაბა ნარუჯაში დაზიანდა ადმინისტრაციული შენობის კიბის საყრდენი ნაწილი, სანიაღვრე არხების მწყობრიდან გამოსვლის შედეგად დაიტბორა გზები და რამდენიმე მოსახლის საცხოვრებელი ... ...
  • ,,პატრიოტთა ალიანსი“ იშლება _ ფრაქციის წევრები საპარლამენტო თანამდებობებს ვეღარ დაიკავებენპატრიოტთა ალიანსი იშლება, ფრაქციიდან წასვლის გადაწყვეტილება ნატო ჩხეიძემ მიიღო. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, ფრაქცია გაუქმებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ მასში 6-ზე ნაკლები წევრი დარჩა, ფრაქციის დატოვების შესახებ განაცხადის წარდგენიდან მე-7 დღეს. იმ შემთხვევაში, თუ ,,პატრიოტთა ალიანსი“ ფრაქციას ვერ შეინარჩუნებს ფრაქციის წევრი ირმა ინაშვილი აღარ დაიკავებს ვიცე-სპიკერის თანამდებობას. ამასთან, ,,პატრიოტთა ალიანსის“ წევრები აღარ იქნებიან ბიუროს  შემადგენლობაში და კომიტეტებში  ვეღარ დაიკავებენ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა, ,,ქართული ოცნებიდან“ გარიცხული დეპუტატი ,,პატრიოტთა ალიანსს“ შეუერთდეს, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია დეპუტატმა არ დაადასტურა. მისი თქმით, შემოთავაზების შემთხვევაში ,,პატრიოტთა ალიანსში“ გადასვლას არ აპირებს. ჯერჯერობით, ნატო ჩხეიძე ფრაქციიდან წასვლის მოტივებზე არ ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

საშემოდგომო თესვის დაწყება და ნიადაგის გაფხვიერების თავისებურება

აგვისტოს მიწურულს და სექტემბრის დასაწყისში,...

"მოგვაშორეთ ტურები"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის, ჭანიეთის,...

"ჩაი გავანადგურეთ, თხილის ხარისხი კატასტროფულად დაეცა... სადაა გამოსავალი?"

მსოფლიოში მეჩაიეობის დარგში ჩამოყალიბებული დადებითი...

ჩინური კუნგ პაო

ჩინური სამზარეულოს ნამდვილი შედევრია "გუმბაო"....

როგორ წარმოიშობა "უავტორო" ხანძრები

მსოფლიომ "უავტორო" ხანძრების მთელი სერიები...

საწებელი _ მარტივად და გემრიელად

გვიან ზაფხულში და შემოდგომის დასაწყისიდანვე,...

როგორ ვებრძოლოთ ფესვის კიბოს

ფესვის ბაქტერიული კიბო ბევრი კულტურული...

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...
ზაფრანი

გიგანტების სამარხი

უკვე დიდი ხანია, რაც დედამიწაზე...

მეცნიერებმა მზეზე შავი ხვრელი აღმოაჩინეს

ამერიკელმა მეცნიერებმა მზეზე შავი ხვრელი...

რა არის სიყვარული

ჯონ ლი თავის წიგნიში "The...

მეცნიერული აღმოჩენა _ მუშაობა საზიანოა!

ადამიანები, რაც უფრო მეტს მუშაობენ,...

რამდენიმე თავსატეხი, რომელსაც მეცნიერება ვერ ხსნის

მზის ირგვლივ ტემპერატურა რამდენიმე მილიონით...

ქალთა საუკეთესო გამოგონებები

ხელსაწყო-ასტროლიაბია _ ის განსაზღვრავს ციური...