არტიშოკი

მწვანე აფთიაქი

არტიშოკი

2013 ივნ 6 15:53:43
ბევრმა არც კი იცის, რომ საკუთარ ბაღში დარგული, მეტად ლამაზი, ორიგინალური, ტყვიისფერი, დანაკვთული ფოთლებით და იასამნისფერი ყვავილებით შემკული ლამაზი მცენარე არტიშოკია. მას, 50 საუკუნეა, კაცობრიობა იყენებს, როგორც მეტად სასარგებლო, ვიტამინებით და კალორიებით მდიდარ საკვებ მცენარეს. ის დიდი პოპულარობით სარგებლობდა ძველ ბერძნებსა და რომაელებში.

არტიშოკი (ლათინურად ჩყნარა ცარდუნცულუს) _ ეს არის მრავალწლიანი მცენარე, რომელიც ბუნებრივად იზრდება ევროპასა და აზიაში. სახელი არტიშოკი _ ჩყნარა _ ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც ძაღლი. არტიშოკის თავისებური ფოთლებიდან გამომდინარე, რომელიც ძაღლის კბილებს წააგავს. მიიჩნეოდა, რომ არტიშოკის საჭმელებში გამოყენებით მცირდებოდა ადამიანის ოფლდენადობა, ხელს უწყობდა სუნთქვას, ხოლო არტიშოკიდან გამონაწური (აყვავებამდე) სითხე კარგი იყო თმის ცვენის საწინააღმდეგოდ.

გარდა გემრიელი თვისებებისა, არტიშოკი გამოირჩევა ძალიან კარგი ქიმიური შემადგენლობით. შეიცავს რკინას, კალციუმს, ფოსფორს, ვიტამინებს _ C, B, P, A.

არტიშოკი ასევე წარმოადგენს დიეტურ საკვებს, რომელიც შესაძლოა, მოიხმარონ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულმა ადამიანებმა. უძველესი დროიდან ეს მცენარე გამოიყენება პადაგრისა და სიყვითლისგან გამოჯანმრთელების პროცესის დასაჩქარებლად. არტიშოკი არის ღვიძლისა და თირკმლების ძლიერი გამწმენდი საშუალება. მისი ფოთლებისა და ყუნწის ნახარში გამოიყენება, როგორც ქოლესტერინის დარეგულირების საშუალება. ასევე არეგულირებს შარდმჟავას კონცეტრაციას სისხლში.

ალკოჰოლის ზედმეტი დოზის მიღებისა და მოწამვლის შემთხვევაში, არტიშოკის წვენის მიღება მნიშვნელოვნად ანეიტრალებს ზედმეტი დოზით ალკოჰოლის მიღების შედეგად ორგანიზმში არსებულ მავნე ნივთიერებათა მოქმედებას.

ხალხურ მედიცინაში არტიშოკი ცნობილია, როგორც კარგი ნაღველმდენი საშუალება.

არტიშოკის გამრავლება ხდება, როგორც თესლით, ასევე ნერგის სეგმენტებად დაყოფით. სასურველია პლანტაციის განახლება, ყოველ 4-5 წელიწადში ერთხელ, ვინაიდან ძველ მცენარეებს უმცირდებათ პროდუქციის ხარისხი და მოსავლიანობა.

არტიშოკი ჩვენს სუბტროპიკულ ზონაში იოლად იტანს ზამთრის ყინვებს და ასევე ზამთარში იოლად ინარჩუნებს მიწისზედა ნაწილებს. ადრე გაზაფხულზე კარგად განვითარებულ მცენარეს შეუძლია იმდენი ნერგის მოცემა, რამდენი სეგმენტიც გააჩნია ძირზე.

როცა აშენებენ საწარმოო პლანტაციას და საჭიროა გაცილებით მეტი სარგავი მასალა, ამრავლებენ თესლით. მწიფე ნაყოფი შეიცავს დიდი რაოდენობით თესლს, რომელსაც მარტი-აპრილში თესავენ კარგად განოყიერებულ, ორგანული ნივთიერებით მდიდარ ნიადაგში, რომელიც მოთავსებულია სავეგეტაციო ჭურჭლებში. ყუთებში ჩათესვის შემთხვევაში, აღმონაცენის 2-3 სანტიმეტრის მიღების შემდეგ, ახდენენ მათ ინდივიდუალურად გადაჩითილებას, რომელსაც შესაბამისად რწყავენ. სრულფასოვანი თესლ-ნერგის მიღების შემდეგ, ის მზადაა პლანტაციის გასაშენებლად.

არტიშოკის პლანტაციის გასაშენებლად სასურველია, შეირჩეს გრენაჟირებული, განოყიერებული და მზისგან კარგად განათებული ტერიტორია, რომელიც დაცულია ქარების მავნე ზემოქმედებისგან.

საწარმოო პლანტაციაში მცენარეები ირგვება მწკრივში, 50-70 სმ დაშორებით, ხოლო რიგთაშორი 1,2 _ 1,5 მეტრი დაშორებით.

არტიშოკი განვითარებულ ქვეყნებში ითვლება, როგორც საუკეთესო დელიკატესი. ასევე მსოფლიოში ითვლება ერთ-ერთ ძვირადღირებულ პროდუქტად, რაც მას პერსპექტიულ კულტურათა რიგში დამკვიდრებას უქადის.

გურიაში არა ერთ ოჯახში არსებობს ამ მცენარე-ყვავილის ნერგი. ჟურნალისტ მარინე ჩიხლაძეს, ჩემს ოჯახში სტუმრობისას გაუკვირდა და თქვა, რომ ეს მცენარე, დიდი ხანია ეზოში აქვს, როგორც ყვავილი და არ იცოდა მისი, როგორც უნიკალური ბოსტნეულის შესახებ. დროა, გურიაშიც ბევრმა მოაშენოს არტიშოკი, რომლის ბუმიც, დარწმუნებული ვარ, მალე დადგება.

აკაკი ღლონტი,სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრის მთავარი სპეციალისტი




 ახალი ამბები
  • "ლელო საქართველოსთვის“ ოზურგეთში ოფისი გახსნადღეს პოლიტიკურმა გაერთიანებამ "ლელო საქართველოსთვის" ოზურგეთში ოფისი გახსნა. ,,ლელო პირდაპირ კავშირშია გურიასთან. ეს იქნება ერთ- ერთი ყველაზე შეკრული გუნდი. ჩვენ შევძლებთ სიღატაკის დაძლევას, უამრავ სამუშაო ადგილის შექმნას. ახლა ვნახე ადამიანი, რომელსაც ყავს ათსულიანი ოჯახი. ოჯახიდან 9 წასულია საზღვარგარეთ. ასეთ რამეზე ძალიან უნდა გავბრაზდეთ. ასეთი რამ უნდა აღმოვფხვრათ ჩვენს ქვეყანაში. მრავალი წლის განმავლობაში ჩვენ შეგვიქმნია უამრავი სამუშაო ადგილი. ჩვენ ვიცით, როგორ მოვიზიდოთ კაპიტალი ჩვენს ქვეყანაში,"- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ შეხვედრაზე გააჟღერეს, რომ 6 თვეში “ლელო საქართველოსთვის“ ყველა რაიონულ ცენტრში ექნებათ ოფისები. შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ ადგილობრივ ორგანიზაციას  კახა სიორიძე ... ...
  • საქართველოს საელჩო კორეაში მოქალაქეებს აფრთხილებსსაქართველოს საელჩო კორეაში მოქალაქეებს მოუწოდებს გაითვალისწინონ და დაემორჩილონ ადგილსამყოფელი ქვეყნის მიერ მიღებულ რეკომენდაციებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „კორეის რესპუბლიკაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ. ბოლო პერიოდში, კერძოდ გასული ორი დღის განმავლობაში, ადგილსამყოფელი ქვეყანაში საგრძნობლად მოიმატა კორონა ვირუსით (COVID-19) დაინფიცირებულ ადამიანთა რიცხვმა. შესაბამისად, კორეის რესპუბლიკის ხელისუფლებამ, ა.წ. 23 თებერვალს, შექმნილ ვითარებას მიანიჭა სიფრთხილის უმაღლესი დონე. ქალაქი დეგუ (Daegu) და გეონგბუკის პროვინცია (Gyeongbuk Province) გამოცხადდა სპეციალურ დაკვირვების ზონებად, რაც გულისხმობს აღნიშნული მიმართულებით გადაადგილების შეზღუდვას, მგზავრობისგან თავის შეკავებას და განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში, ამ რეგიონებისთვის განკუთვნილი უსაფრთხოების ზომების დაცვას. ყოველივე ხსენებულიდან გამომდინარე, საქართველოს საელჩო მოუწოდებს კორეის რესპუბლიკაში მცხოვრებ, სასწავლო, ტურისტული, საქმიანი და სამედიცინო მიზნით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს: გაითვალისწინონ და დაემორჩილონ ადგილსამყოფელი ქვეყნის მიერ მიღებულ რეკომენდაციებს; თავი შეიკავონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან; დაიცვან უსაფრთხოების და ჰიგიენის ზომები. კორონავირუსთან დაკავშირებით, ოფიციალური ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ შემდეგ მისამართებზე: კორეის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი: http://ncov.mohw.go.kr/en/ http://www.cdc.go.kr/ http://www.cdc.go.kr/contents.es?mid=a30103000000 ცხელი ხაზი: 1339 ქ. სეულის მერია: http://www.seoul.go.kr/main/index.jsp http://www.swsgc.co.kr/ ტურიზმის ეროვნული სააგენტო: https://english.visitkorea.or.kr/enu/AKR/FU_EN_15.jsp… საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: საელჩო: 02 792-7118 საკონსულო სამსახური: 010 5103-1703“ – წერია ... ...
  • არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ კორპუსში იარაღი იპოვესარჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ კორპუსთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. როგორც შსს-ში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელ კორპუსში აღმოჩენილია, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც იპოვა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა. "პირველადი გამოძიებით რაც დასტურდება, პირველ და მეორე სართულებს შორის ნაპოვნია, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი. იარაღი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა აღმოაჩინა და გვაცნობა, რასაც მოჰყვა მყისიერი რეაგირება სამართალდამცავების მიერ. გამოძიება დაიწყო თბილისის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით", - განუცხადეს "რუსთავი 2-ს" შსს-ში. ... ...
  • პედაგოგს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად 11 ბავშვი გადაარჩინა მემორიალს უდგამენქობულეთში მემორიალს უდგამენ პედაგოგს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად 11 ბავშვი გადაარჩინა. ინფორმაციას „აჭარის ტელევიზია“ ავრცელებს. მარინა კონცელიძე 2017 წლიდან საბავშვო ბაღში მუშაობდა. 2019 წლის 5 აპრილს უბედური შემთხვევა მოხდა: მასწავლბელს ბავშვები ჰყავდა ეზოში გაყვანილი, რა დროსაც ბაღთან მყოფი ავტომობილი დაგორდა და სააღმზრდელო დაწესებულებისკენ დაიძრა. დაგორებული მანქანა საბავშო ბაღის ჭიშკარს დაეჯახა. მარინა კონცელიძე ბავშვებს გადაეფარა და ისინი საფრთხეს განარიდა. შემთხვევის შედეგად მარინა კონცელიძე სასიკვდილოდ დაზიანდა და რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა. ქობულეთის მერიამ მადლიერების ნიშნად გადაწყვიტა, მარინა კონცელიძეს მემორიალი გაუხსნას. მემორიალი ციხისძირის საბავშვო ბაღის მიმდებარედ არსებულ სკვერში დაიდგმება. ... ...
  • მცირეწლოვანი ბავშვი მეორე სართულიდან გადმოვარდამცირეწლოვანი ბავშვი ბორჯომში მეორე სართულიდან გადმოვარდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ  ბორჯომის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. დაშავებული ბორჯომის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. მას ბავშვს კომპიუტერული კვევა უტარდება. ... ...

არქივი

ზაფრანი

15 შეცდომა რეცხვის დროს, რომელიც სარეცხს და მანქანას აზიანებს

ხშირად ვამბობთ, რომ ტანსაცმელს აფუჭებს...

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...