როგორ ვუმკურნალოთ კოჟრებს

მწვანე აფთიაქი

როგორ ვუმკურნალოთ კოჟრებს

2014 იან 28 14:23:18

გთავაზობთ ძველისძველ და ნაცად ხალხურ სამკურნალო რამდენიმე ხერხს მის წინააღმდეგ.


მკურნალობა ლიმონით


დაძინებამდე ფეხი ცივ წყალში ჩაყავით ხუთი-შვიდი წუთის განმავლობაში. შემდეგ საგულდაგულოდ გაიმშრალეთ ქუსლები, თითებშუა ადგილები. კოჟრებზე დაიდეთ ზომაზე გამოჭრილი ლიმონის ქერქი, რომელსაც ოდნავ რბილობიც უნდა ახლდეს. ლიმონის ნაჭერიც შეიძლება, საშუალო სისქის, კურკაგამოცლილი. შემდეგ შეიხვიეთ დოლბანდით ან რბილი, სუფთა ქსოვილით და დაწექით. დილით მოიხსენით. ასე გაიმეორეთ ხუთი დღის განმავლობაში. კოჟრები აუცილებლად მოგძვრებათ.


მკურნალობა ნივრითა და ძმრის ესენციით
ერთი კბილი ნიორი დანაყეთ ან წვრილად გახეხეთ. დაამატეთ ერთი ჩაის კოვზი ძმრის ესენცია და ცოტა პურის ფქვილი. მოზილეთ თხელი მასა. შემდეგ ცივ წყალში დაბანილ და გამშრალებულ ფეხზე, კოჟრების ადგილზე ლეიკოპლასტირი დავიდოთ, რომელიც ამოჭრილი იქნება მრგვალად იმ ადგილზე, სადაც კოჟრია. დავადოთ კოჟრს ეს მასა თხლად და ზემოდან ისევ ლეიკოპლასტირი დავაკრათ. შევიხვიოთ მსუბუქად და მეორე დილით მოვიხსნათ. ეს პროცედურა გავიმეოროთ ხუთი დღის განმავლობაში. შედეგს აუცილებლად მიიღებთ.


ფეხის ტერფებზე ნახეთქების მოსარჩენად
კოჟრებზე გაცილებით მტკივნეულია ქუსლებზე ნახეთქების არსებობა, სიწითლე და ბებერები. ხალხურ მედიცინაში ამის ერთ-ერთი კარგი საწინააღმდეგო საშუალებაა ჭინჭარი, რომელიც ჩვენს ეზოებსა თუ ტყის განაპირა ადგილებში უხვადაა და შემოდგომის მიწურულსაც შეიძლება მისი დაკრეფა. გამოიყენება როგორც ნედლი, ისე ხმელი სახით. გავითვალისწინოთ, რომ ფოთლებს თესლი არ შეჰყვეს.


ავიღოთ ორი სუფრის კოვზი, დაჭრილი და დაქუცმაცებული ჭინჭრის ფოთლები. დავასხათ ერთი ლიტრი ადუღებული წყალი. ცოტა ხანს გავაჩეროთ და შემდეგ, როცა ფეხი წყლის სიცხელეს გაუძლებს, ჩავდოთ შიგ, 20 წუთის განმავლობაში გავაჩეროთ. შემდეგ გავიმშრალოთ. მეორე დღეს კი ჭინჭრის ლოსიონით შევიზილოთ ფეხის ტერფები, რომელიც ასე მზადდება: ორი სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ და დაფქულ ჭინჭრის ფოთოლს წამოვადუღებთ ერთ ჩაის ჭიქა ზეითუნის ზეთთან. გავაცივოთ და შევიზილოთ მტკივან და გაუხეშებულ ადგილებში. ასე გავიმეოროთ მონაცვლეობით ხუთი დღის მანძილზე. ბებერები აუცილებლად მოგირჩებათ. რა შეეხება დოზას, თქვენს სურვილზეა დამოკიდებული. შეგიძლიათ, გაზარდოთ.


ფეხზე მყესის დაჭიმვის საწინააღმდეგო მკურნალობა


ხშირია მყესის დაჭიმვის შემთხვევა ფეხზე, ხან შრომის დროს, ხანაც _ უნებლიეთ. ამ დროს პირველი ქმედითი ხალხური საშუალებაა წვრილად დაჭრილ ხახვში არეული შაქრის ფხვნილი. ეს ნარევი სქელ ფენად დადეთ ოთხკუთხა ქსოვილზე, მერე დაიდეთ მტკივან ადგილზე და კარგად შეიხვიეთ დოლბანდით. ასე გაიმეორეთ სამ-ოთხი დღის განმავლობაში. თუ გაცილებით მძიმე ფორმაა, ექიმს უნდა მიმართოთ.




 ახალი ამბები
  • "თავისუფლება ვაჟა ექიმს" _ საოკუპაციო ხაზთან ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი აქციას მართავს"სოხუმი და ცხინვალი საქართველოა", "სამშობლოს სიყვარული დანაშაული არ არის", "თავისუფლება ვაჟა ექიმს"- ამ მოწოდებებით საოკუპაციო ხაზთან, დუშეთის რაიონის სოფელ ოძისში ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ. მათთან ერთად ადგილზე იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, თეთრ ხალათებში ჩაცმული ექიმები, პოლიტიკური პარტიების ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები. შეგახსენებთ, რომ დღეს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და ოძისამდე საავტომობილო მსვლელობით გადმოინაცვლეს. "გურია ნიუსი" უმოკლეს დროში შემოგტავაზებთ ინფორმაციას საოკუპაციო ... ...
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელი კარები ჩაკეტესოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელი კარები ჩაკეტეს. შენობაში განთავსებულია მაჟორიტარი-დეპუტატის არჩილ თალაკვაძის ბიურო, სადაც ალეკო ელისაშვილის აქცია უნდა დაიწყოს. ელისაშვილმა და მისმა გუნდმა უკვე ერთი აქცია ჩოხატაურის ბაზარში გამართეს. "ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები" _ ასე ქვია ელისაშვილის მიერ ორგანიზებულ აქციას, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ... ...
  • "მთელი მისი ნარატივი იყო, დეპუტატი მდიდარია და რაიონი ღარიბიო" _ ნინო წილოსანი ელისაშვილზესამოქალაქო მოძრაობის ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ჩოხატაურის მოსახლეობასთან შეხვედრას ჩოხატაური-ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმიანება. "დღეს ბატონი ალეკო ელისაშვილი ესტუმრა ჩოხტაურს. მთელი მისი ნარატივი იყო დეპუტატი მდიდარია და რაიონი ღარიბიო. - ვერც ერთ შემთხვევას ვერ ასახელებს რაიონიდან რამე წამეღოს, პირიქით მიტანის უამრავი, მაგრამ ეს ხომ მას არ აინტერესებს.- არც მასავით ლაპარაკით გამდიდრებულა ჩემი ოჯახი. სხვები ქარხნებს ჯართად რომ ჭრიდნენ მამაჩემი თავისი ჯანმრთელობის ფასად ვაგონმშენებლობას ანვითარებდა და მთავრობების რეკეტს უმკლვადებოდა. - რაიონი რომ ღარიბია, ალეკო ელისაშვილმა ეხლა დაგუგლა, მე ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავ და ვებრძვი ამას. და ჩემი მუშაობა თუ უნდა შეაფასოს, შეადაროს რა იყო რაიონში და რა არის ეხლა - სკოლები, ბაღები, გაზიფიცირება, გზები, რეაბილიტირებული ერისთავის სახლი, ახალი პროფსასწავლებლის მშენებლობა, ბავშვთა საფეხბურთო აკადემია , ლანჩხუთში 10 სოფლის წყალმომარაგება, დაკმაყოფილებული ეკომიგრანტები და ა.შშემიძლია მივაწოდო მართლა თუ აინტერესებს.კომუნისტები მსგავსი ანტისიმდიდრის ნარატივს რომ ავითარებდნენ და გააკულაკეს ხალხი, იმიტომ არის რომ დღემდე ვერ დავდექით ფეხზე!! მასე გააგრძელე, ბატონო ალეკო, შორს წახვალ და ზედ მიიყოლებ ვინც დაგიჯერებს, _ წერს ... ...
  • "არ გავჩერდებით, სანამ სისხლს არ გავუშრობთ ამ წურბელა მთავრობას" _ ალეკო ელისაშვილიჩოხატაურის ბაზარში სამოქალაქო მოძრაობის წევრები ამ წუთებში მართავენ კამპანიას "ვამხილოთ გურული ფეოდალები". ისინი ბაზარში მყოფ ადამიანებს ესაუბრებიამნ პროპორციული საარჩევნო სისტემის მნიშვნელობის შესახებ და თანამდებობაზე მყოფ დეპუტატებს _ არჩილ თალაკვაძესა და ნინო წილოსანს ადანაშაულებენ, რომ ისინი ხალხზე არ ზრუნავენ.  როგორც სამოქალაქო მოძრაობის ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა "გურია ნიუსთან" განაცხადა, არ გაჩერდებიან, სანამ მიზანს არ მიაღწევენ. "ისინი მდიდრდებიან ხალხის ხარჯზე! არ გავჩერდებით, სანამ სისხლს არ გავუშრობთ ამ წურბელა მთავრობას", _ გვითხრა ელისაშვილმა. ამ წუთებში სამოქალაქო მოძრაობის ჩოხატაურელ მოსახლეობასთან შეხვედრა დაპირისპირების ფონზე ... ...
  • "ეს გააკეთა მერმა და არა წილოსანმა" - დაპირისპირება ჩოხატაურის ბაზარშიალეკო ელისაშვილის და მისი გუნდის შეხვედრა ჩოხატაურის ბაზარში დაპირისპირების ფონზე ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე მსმელი ქალები მსოფლიოში

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...