ალოე _ ჯადოსნური მცენარე

მწვანე აფთიაქი

ალოე _ ჯადოსნური მცენარე

2011 დეკ 1 06:45:19
ალოეს მიაწერენ უამრავ უჩვეულო თვისებებს. მაგალითად, ხშირად გაიგონებთ, რომ ალოე აახალგაზრდავებს ადამიანს; მისი წვენი ხელს უწყობს უჯრედების განახლებას, სპობს ბაქტერიებს, აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისება. ალოეს კოსმეტიკაში იყენებენ ანთებითი მოვლენების, კანის გაღიზიანებისა და ფერისმჭამელების სამკურნალოდ. საკმარისია დაღეჭოთ ალოეს პატარა ნაჭერი, რომ კუჭის მოქმედება მოწესრიგებულია.

ალოეს ძველი დროიდან იყენებდნენ ხალხურ მედიცინაში, მაგალითად, ჭლექის სამკურნალოდ ურჩევდნენ ალოეს დაკეპილი ფოთლების ფაფას, რომელსაც დამატებული ჰქონდა თაფლი და ცხოველური ცხიმი. ბრონქიტისა და ხანგრძლივი ხველებისას, ალოეს წვენის, თაფლის, ბატის ქონის ან კარაქის ნაზავზე ცხელი რძის დაყოლებას ურჩევდნენ.

ალოეს წარმატებულად იყენებდნენ ეგვიპტელები, რომაელები, არაბები, ჩინელები და ბერძნები. თანაც არა მარტო სამკურნალოდ, არამედ როგორც კოსმეტიკურ საშუალებას. სილამაზით ცნობილი ეგვიპტის დედოფალი, კლეოპატრა, სახეზე ალოესგან მომზადებულ მალამოს და ნელსაცხებელს ისვამდა.

თანამედროვე მეცნიერება ადასტურებს, რომ ალოე გვევლინება ბუნებრივ კოსმეტიკურ საშუალებად, რომელიც წმენდს კანს და ავიწროებს ფორებს. ალოეს მალამოს გააჩნია დამაწყნარებელი და სამკურნალო თვისებები.

გთავაზობთ "კლეოპატრას მალამოს" დამზადების წესს: 5 გრამი ალოეს ფხვნილი შეურიეთ 40 მლ. გამოხდილ წყალს. დაუმატეთ 20 მლ. ვარდის წყალი და 10 გ. თაფლი. ნარევი დადგით წყლის აბაზანაზე და მასში შეურიეთ 100 გ. ღორის გამდნარი ქონი. მზა მალამო გადაიტანეთ ქილაში და შეინახეთ მაცივარში. დღეში ერთხელ წაისვით, სახის და ყელის კანზე, თხელ ფენად.

ამერიკაში მიაჩნიათ, რომ ალოე თმის ძირებს ამაგრებს და გამელოტების საწინააღმდეგო საშუალებაა.

ალოეს ძალიან უყვარს სინათლე და სითბო. კარგად ხარობს მზიან ოთახში, ფანჯრის თაროზე.

თუ ფოთლების სამკურნალოდ გამოყენება გსურთ, მოჭრამდე 2-3 დღით ადრე, შეწყვიტეთ მცენარის მორწყვა. მოჭრილი ფოთლები, 15-20 დღის განმავლობაში, მაცივარში, 2-4 გრადუსამდე შეინახეთ. ალოეს ექსტრაქტის მოსამზადებლად დააქუცმაცეთ ფოთლები, გაავსეთ ლიტრიანი ქილა, დაასხით წყალი. დააყოვნეთ ერთი თვე მაცივარში. მიიღეთ ერთი ჩაის კოვზი ჭამის დროს ან შემდეგ უწყლოდ.

ადრე ითვლებოდა, რომ სამკურნალო თვისებები მხოლოდ ალოეს სამწლოვან ფოთლებს ჰქონდათ. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ასეთივე ეფექტს ახალი ყლორტებიც იძლევა.

ალოეს წვენს, პროფილაქტიკური მიზნით, ჯანმრთელი ადამიანებიც იღებენ _ ყოველ დილით, ერთი სუფრის კოვზი ალოესა და ხილის წვენის ნარევს მიირთმევენ. ამის შედეგად უმჯობესდება საჭმლის მონელების პროცესი, ადამიანი უფრო შრომისუნარიანი ხდება.

ალოეს გამოიყენებენ ნაოჭების საწინააღმდეგო საშუალებად _ საჭიროა კვირაში 2-3 ჯერ, 10-10 წუთით გაიკეთოთ ალოეს ახალი ფოთლების წვენში დასველებული საფენები. მშრალი კანის შემთხვევაში, პროცედურის შემდეგ, სახეზე მკვებავი კრემი წაისვით.

ალოეს ნაყენი მზადდება ასე: გარეცხეთ ფოთლები, გახეხეთ პლასტმასის სახეხზე და აქციეთ ფაფად. გააზავეთ წყლით _ ერთი წილი ალოე, 5 წილი წყალი. ერთი საათის შემდეგ, ეს ნაზავი წამოადუღეთ 3 წუთს და შეგრილებული გაწურეთ ორმაგ სტერილურ დოლბანდში. ორგანიზმის გასაჯანსაღებლად ალოეთი მკურნალობა ეფექტურია თავის ტკივილის, კუჭის წყლულის, ნერვების დაბოლოებათა ანთების დროს. მკურნალობის კურსის ჩასატარებლად უნდა მოვამზადოთ ალოეს ღვინო 2-3 წლის მცენარისგან. ფოთლების მოკრეფამდე, 5-10 დღით ადრე, არ მორწყოთ. ფოთლები მოკრიფეთ სიბნელეში ან წითელ სინათლეზე (დღის სინათლე სპობს ზოგიერთ შემადგენელ ნაწილებს), ამავე სინათლეზე გაატარეთ მანქანაში ფოთლები. 250 გრამ ალოეზე დაამატეთ 250 გრამი თაფლი, 350 გრამი ნატურალური ღვინო, აურიეთ ერთმანეთში და ნაზავი ჩაასხით ბოთლში. რაიმე შემოახვიეთ, დღის სინათლე რომ არ მოხვდეს. 5 დღის შემდეგ, შეიძლება მკურნალობის კურსის დაწყება _ დღეში სამჯერ მიიღეთ ჩაის კოვზით, 3-4 კვირის განმავლობაში, ჭამამდე ერთი საათით ადრე. ამის შემდეგ ჩაიტარეთ ახალი კურსი, ოღონდ ერთი სუფრის კოვზი დღეში, 3-4 კვირის განმავლობაში.

თმის ზრდის სტიმულირებისთვის საჭიროა ერთი სადილის კოვზი დაჭრილი ალოეს ფოთლები ვხარშოთ ნახევარ ლიტრ მდუღარე წყალში ათი წუთის განმავლობაში. შემდეგ გავწუროთ და ამ ნახარშში დასველებული ბამბის ტამპონით გავიწმინდოთ თავის კანი კვირაში ორ-სამჯერ. თავის დაბანა აუცილებელი არ არის.

მადის გასაძლიერებლად უნდა დავლიოთ ალოეს ფოთლების ნაყენი ჩაის კოვზით 2-3 ჯერ.

ალოე გამოიყენება ონკოლოგიური ავადმყოფების სამკურნალოდ:

1. 100 გ. ალოეს წვენი შეურიეთ 500 გრამ გარჩეულ ნიგოზს, დაუმატეთ 300 გრ. თაფლი. ნარევი დააყენეთ ბნელ, გრილ ადგილას ერთი თვის განმავლობაში. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი სამჯერ დღეში.

2. 150 გ. ალოეს წვენი, 100 გ. მარწყვის ფოთლების წვენი, 350 გ. ნატურალური წითელი ღვინო, 150 გ. ნეკერჩხლის წვენი შეურიეთ ერთმანეთში და დადგით ბნელ, გრილ ადგილას ორი კვირით. მიიღეთ 30 გ. ყოველი ჭამის წინ, ნახევარი საათით ადრე.

ალოე გამოიყენება ასევე ტუბერკულოზის სამკურნალოდ, ღრძილების ანთების, ასთმის, ფილტვების ანთების სამკურნალოდ. ალოეს მიღება არ არის რეკომენდირებული, როცა გაწუხებთ ღვიძლი, თირკმელი, ნაღვლის ბუშტი. ასევე, მისი მიღება არ შეიძლება ორსულობის დროს, რადგან შესაძლებელია, ნაადრევი მშობიარობა გამოიწვიოს. სწრაფად გახდომის მსურველები, რომლებიც ალოეს წვენს სვამენ, შეიძლება დაავადდნენ კუჭის წყლულით.




 ახალი ამბები
  • საპენსიო სქემაში 900 ათასზე მეტი ადამიანი არის ჩართული (R)საპენსიო სქემაში პირველი იანვრიდან დღემდე 923,258 ადამიანი გაწევრიანდა, საიდანაც 746,829 კერძოზე, ხოლო საჯარო სექტორზე 215,676 მოდის. აღსანიშნავია, რომ სისტემაში 59,379 ათასი კერძო ორგანიზაციაა ჩართული. ფონდის ღირებულება 409,507,840-ლარია. შენატანებზე დამატებით  დარიცხული სარგებელი 11,163,782 ლარს შეადგენს. ამ დროისთვის კომპანიების მიერ შენატანების დეპოზიტურ მოცულობებთან ერთად ფონდის მთლიანი ღირებულება 455,177,604 ლარს შეადგენს. ფონდის ერთეულის ღირებულება საწყისი 10 ლარიდან, 10.48 ლარამდე გაიზარდა, რაც 4.8%-იან ზრდას წარმოადგენს. ფონდის მონაწილეთა რაოდენობა ბოლო თვეებში საშუალოდ დღეში 500-700 მონაწილით იზრდება, ხოლო გასულთა რიცხვი უმნიშვნელოა. ... ...
  • დაგროვებითი პენსიის რეფორმა საქართველოს ეკონომიკას გააძლიერებს - ლევან სურგულაძე (R),,დაგროვებითი პენსიის რეფორმა ღირსეული სიბერის უზრუნველყოფასთან ერთად, უმნიშვნელოვანეს და უპრეცედენტო ეკონომიკურ გავლენას იქონიებს. პირველად საქართველოში იქმნება მასშტაბური გრძელვადიანი, მოქნილი და იაფი საინვესტიციო კაპიტალის ბაზა, რომელიც კაპიტალის ბაზრის განვითარებას მკვეთრად შეუწყობს ხელს.“ - აცხადებს საპენსიო სააგენტოს დირექტორი. ლევან სურგულაძის განმარტებით, ეს არის ალტერნატიული გრძელვადიანი რესურსი, რომლის დიდი ნაწილითაც სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტების საშუალებით დაფინანსდება ადგილობრივი ბიზნესი, შეიქმნება ახალ სამუშაო ადგილები. ,,ჩვენი შეფასებით საპენსიო რეფორმის შედეგად შექმნილი მასშტაბური საინვესტიციო კაპიტალის ბაზა და ამის შედეგად განვითარებული კაპიტალის ბაზარი გრძელვადიან პერიოდში, 3-4%-ით დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას. გაიზრდება შემოსავლები და შემცირდება სიღარიბე. სახელმწიფოს გაეზრდება შემოსავლები, რაც მათ შორის, საშუალებას მისცემს უფრო მეტი სახსრები მიმართოს სოციალურ პროექტებზე და საბაზისო სოციალური პენსიების უფრო სწრაფ ზრდაზე. ეს ასევე ხელს შეუწყობს განვითარებულ ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე უცხოური პორტფელური ინვესტიციების შემოსვლას, პირდაპირ ინვესტიციებთან ... ...
  • მუნის ორი შემთხვევა თბილისში მდებარე ბაგა-ბაღშითბილისის 74-ე ბაგა-ბაღში მუნის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ბაღის ადმინისტრაციას აღსაზრდელების მშობლებმა აცნობეს. ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, შემთხვევის გამო ბაგა-ბაღში სადიზენფექციო სამუშაოები ჩატარდა, ხოლო სასწავლო პროცესი არ ... ...
  • "მარტო პირჯვრის წერა ისწავლეს ქრისტესგან“ _ დღეს ბესიკ ხარანაულის დაბადების დღეა"ხალხმა მარტო პირჯვრის წერა ისწავლა ქრისტესგან, სხვა ყველაფერი, რაც ძნელია, მას შეატოვა", _ ამ ფრაზის ავტორი, მწერალი და პოეტი ბესიკ ხარანაული დღეს იუბილარია, მას 80 წელი შეუსრულდა. ბესიკ ხარანაული დაიბადა თიანეთში 1939 წლის 11 ნოემბერს. მისი წინაპრები მაღაროსკარის თემის სოფელ კუჭეჭადან (ფშავი) გადასულან ივრის ხეობაში, კერძოდ, თიანეთში. 1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. მისი ლექსები თარგმნილია ფრანგულ, გერმანულ, რუსულ, ჩეხურ, უნგრულ, ბულგარულ, აზერბაიჯანულ და სხვა ენებზე, რაც გვიდასტურებს, რომ ამ ავტორის მაღალმხატვრულ პოეზიას თავისი თაყვანისმცემლები ჰყავს უცხოეთშიც. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1954 წელს, ლექსების პირველი კრებული გამოიცა 1968 წელს. მიღებული აქვს: რუსთაველის პრემია; ილია ჭავჭავაძის პრემია; 1993 წელი — სახელმწიფო პრემია; 2004 წელი — ლიტერატურული პრემია „საბა" საუკეთესო პოეტური კრებულისთვის „წიგნი ამბა ბესარიონისა"; 2012 წელი — ლიტერატურული პრემია „გალა" წიგნისათვის „ლექსები, პოემები“. 2011 წელს იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში. გამოყენებულია ვიკიპედიას ... ...
  • "გაიცანით _ აკინი!"სოციალურ ქსელ ფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებელი სოფიო კუბლაშვილი ახლახან დაბადებული ხბოს ფოტოს აქვეყნებს. როგორც ის  ამბობს, ხბოს აკინი დაარქვა და ამით სურს გამოხატოს სოლიდარობა და მხარდაჭერა რეჟისორ ლევან აკინის და ფილმის _ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შემოქმედებითი ჯგუფის მიმართ. „გაიცანით _ აკინი! დღეს შუაღამით იგემა თავისუფლება. იქიდან ველოდებოდით ყოველ საათში, რაც კინოთეატრ „ამირანში“ სპეციალური დაცვით იმართებოდა სეანსები. ჩვენმა ოჯახმა ასე გამოვხატეთ სოლიდარობა და მხარდაჭერა ფილმის შემოქმედებითი ჯგუფისადმი და დაბადებამდე ორი დღით ადრე ვუწოდეთ სახელი აკინი ხბოს, შესახსენებლად, რომ ევროპისკენ გზა „აკინზე“ გადის!“ _ წერს კუბლაშვილი.     ... ...

არქივი

ზაფრანი

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...

ინტერნეტის უარყოფა ადამიანის ორგანიზმზე მოქმედებს

ინტერნეტის ქსელიდან მკვეთრი გამოსვლა იწვევს...

რა გვიშლის ხელს დაძინებაში

არ გძინავთ კარგად და ეს...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?