საოცარი შინდი

მწვანე აფთიაქი

საოცარი შინდი

2016 იან 29 13:57:44

შინდი ჩვენში ყველგან არის გავრცელებული და მისი ერთ-ერთი თვისება, რაც ბევრისთვის უცნობია და დაუჯერებელიც _ ყველაზე ადრიანი ყვავილობაა ზამთრის პერიოდიდანვე, ვიდრე დანარჩენი ხეხილოვანი კულტურებისა თუ ყვავილოვანი მცენარეებისა.

შინდი ლამის შემოდგომიდანვე იწყებს ყვავილობას, მისი ყვავილის კვირტები დეკემბერშივე დაბერილია და თუ ზამთრის პერიოდში გვსურს,  ჩვენს ოთახში მზისფერი ყვავილი აფრქვევდეს დადებით ენერგიას,  შინდის ტოტი სასხლავი მაკრატლით ფრთხილად მოვჭრათ და ჩავდოთ ოთახის  ტემპერატურის წყლიან ლარნაკში _ ოთხ დღეში ის ყვითლად გადაიპენტება.

რაც შეეხება შინდის ნაყოფს, მართალია, შინდის მურაბა სხვა მურაბებთან შედარებით მომდევნო პოზიციას იკავებს,  თუმცა  სიროფი საუკეთესო საშუალებაა გაცივების დროს, ხველებისას. თუ ორი სუფრის კოვზ შინდის მურაბის სიროფს დავაყრით ერთი ჩაის კოვზ სოდას, ავურევთ კარგად და დღეში სამჯერ,  ჭამის წინ,  მივიღებთ ჩაის კოვზით, ხველა შეგვიჩერდება.

ზოგადად, შინდის მცენარე, ნაყოფით დაწყებული და ფესვით დამთავრებული, ყველანაირად სასარგებლოა _ მერქანი ძვირფასი სარეწი საშუალებაა, კურკის ნახარში ავიტამინოზს შველის,  ქერქის ნახარში კი შარდმდენი ეფექტით გამოირჩევა.




 ახალი ამბები
  • ონი პირველი პირების გარეშე _ მერმა და მისმა მოადგილემ თანამდებობები დატოვესონის მერმა და მისმა პირველმა მოადგილემ თანამდებობები დატოვეს. ინფორმაციის გადამოწმებას "გურია ნიუსი" თავად ემზარ საბანაძესთან და დიმიტრი საყვარელიძესთან შეეცადა, თუმცა, არცერთი მათგანი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ამის შემდეგ ჩვენ დავუკავშირდით მერის მოდგილეს, ეკა მაისურაძეს, რომელიც ინფორმაციას არ ფლობდა, მიზეზად არასამუშაო დღე დაასახელა. მოგვიანებით, სულ რამდენიმე წუთში, მაისურაძე თავად დაგვიკავშირდა და ინფორმაცია დაგვიდასტურა, თუმცა, მან სხვა დეტალებზე საუბარი არ ... ...
  • იშრომეთ და საკვები მოიმარაგეთ - მეუფე იოსები იშრომეთ და საკვები მოიმარაგეთ, _ ამის შესახებ შემოქმედელმა მიტროპოლიტმა საკვირაო წირვაზე განაცხადა. მეუფე იოსების ქადაგების ნაწილს სოციალურ ქსელში ბარბარე ჭკუასელი აქვეყნებს  მძიმე ზამთარი გველის, ვფიქრობ, დიდი შიმშილობა იქნება. აქედან გამომდინარე, მოსახლეობას ვთავაზობ, გამოიყენოს ეპარქიის კუთვნილი მიწები, დათესოს და საკვები მოიყვანოს. ეკლესიას აქედან ერთი გრამიც არ უნდა. თქვენ შექმნით კოოპერატივები, იშრომეთ და საკვები მოიმარაგეთ, _ განაცხადა ... ...
  • საირმის საკარანტინო ზონა მოქალაქეების მორიგმა ჯგუფმა დატოვაიმერეთში მდებარე საირმის საკარანტინო ზონა დღეს მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვა. სასტუმროს დატოვებამდე მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს. ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. DMO Imeret-ის ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი ამბობს, რომ ყველა პირს სასტუმროდან გასვლისას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და ისინი ჯანმრთელები არიან. სასტუმრო საკარანტინო ზონაში მომდევნო ნაკადის მისაღებად მზად ... ...
  • "თანხას ორ ოჯახზე გადავანაწილებ" _ ზუგდიდის საკრებულოს წევრი ხელფასზე უარს ამბობსზუგდიდის საკრებულოს წევრი, სალომე ფაცაცია კუთვნილ ხელფასზე უარს ამბობს. როგორც იგი სოციალურ ქსელში წერს, ეს თანხა 2 ოჯახზე გადანაწილდება. "მე არ ვარ თანამდებობის პირი, მე ვარ საკრებულოს რიგითი წევრი, ჩემი საკრებულოს წევრის ხარჯის ანაზღაურება თვეში შეადგენს 397 ლარს! მე ვალდებული ვარ, ჩემი უბნელების, ჩემი მეზობლების, ჩემი მეგობრების წინაშე. დიდი თანხაა არაა, მაგრამ მე უარს ვამბობ ამ თანხაზე მანამ, სანამ არ გაუმჯობესდება საქართველოში ვითარება. 397 ლარს ორ ოჯახზე გადავანაწილებ და თითო ოჯახს 198.50 ლარს პირდაპირ ჩავურიცხავ ანგარიშზე", _ წერს ... ...
  • საჩხერის მერის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა საჩხერის მერის მეუღლეს კორონავურუსი დაუდგინდა. ინფორმაცია "გურია ნიუსს" ბენიამენ ფალავანდიშვილმა დაუდატურა. "გუშინ დაუდასტურდა. ამ დროისთვის იგი ბოქსირებულ პალატაშია გადაყვანილი. ჩემი მეუღლე არის ინფექციონისტი და შესაბამისად, ყველა ინფიცირებულთან ჰქონდა შეხება", _ ამბობს ... ...

არქივი