ოქროს ბოლოკი აპოლონისთვის

მწვანე აფთიაქი

ოქროს ბოლოკი აპოლონისთვის

24 მარ. 2011, 07:51:56

ფიქრობენ, რომ ბოლოკის სამშობლო ხმელთაშუა ზღვის სანაპიროა. ძველ საბერძნეთში იგი განსაკუთრებული პატივით სარგებლობდა _ მას ოქროს სინით მიართმევდნენ დელფოსის ტაძარში, ხოლო წმინდა ოქროსგან ჩამოსხმულ ბოლოკის ფიგურებს, უდიდესი თაყვანისცემის ნიშნად, ღმერთ აპოლონს უძღვნიდნენ.

ბოლოკი ორწლოვანი ძირხვენა მცენარეა ჯვაროსანთა ოჯახისა. ყვავილედი _ მტევანი, ნაყოფი _ უხსნადი ჭოტი, დამტვერვა _ ჯვარედინი. ძირხვენა მსხვილია, იწონის 200 გრამიდან 4 კგ-მდე, ფორმით მომრგვალო-მოგრძო-კონუსისებრი; კანი _ თეთრი, შავი, რუხი, ყვითელი, იისფერი ან წითელი. ბოლოკი გავრცელებულია მთელ მსოფლიოში.

ძველ დროში გამორჩეულად მიაჩნდათ ნილოსის ნაპირებზე მოყვანილი ეგვიპტური ბოლოკი. ამ მცენარის გამოსახულება დღემდეა შემორჩენილი ამონ-რას ტაძრის კედლებზე. ნათესების გასანოყიერებლად ეგვიპტელები იყენებდნენ ბუნებრივ აზოტოვან სასუქს, რომელიც ჩამოჰგავდა ამიაკის სილიტრას. სწორედ ამიტომ, ამ ბოლოკის გემო და არომატიც განსაკუთრებული იყო. ბოლოკს უმატებდნენ საკვებში ცნობილი ხეოფსის პირამიდის მშენებლებს.

წარსულში ცნობილი ექიმი დიოსკორიდი ადამიანებს ბოლოკის მიღებას სამკურნალო დანიშნულებით ურჩევდა: საჭმლის მონელების გაძლიერების, მხედველობის გაუმჯობესებისა და ხველის შემსუბუქების მიზნით. პლინიუს უფროსს (ანტიკური საბუნებისმეტყველო ცოდნის ენციკლოპედიის ავტორი, შექმნა "ბუნების ისტორია" 37 წიგნად) კი მიაჩნდა, რომ ბოლოკი შლის ქვებს თირკმელებში, აჩერებს სისხლნარევ ხველას. ძველი იუდეველები ბოლოკს გამოიყენებდნენ იმ მწარე ბალახეულთან ერთად, რომელსაც ჭამდნენ წინასააღდგომო დღეებში. (ბოლოკში აღმოჩენილია ნივთიერება რაფანოლი, რომლის "დამსახურებაცაა" მისი ცხარე გემო). ბოლოკი ცნობილი იყო ძველ ჩინეთსა და იაპონიაში. დღეისთვის მცენარის ჩინური ჯიში "სინლიმეი" (წითელი გული) საოცარ ნუგბარად ითვლება. ყურადღება მიიქცია იაპონურმა ჯიშმა "დაიკონმაც", რომლის ბოლქვის წონა 16 კილოგრამამდე აღწევს.

მოსახლეობაში ბოლოკს "მოსანანიებელ ბოსტნეულსაც" უწოდებდნენ, რადგან ის იყო ძირითადი პროდუქტი, რომელსაც შვიდკვირიანი მარხვის დღეებში გამოიყენებდნენ. თუმცა, ბოლოკი ამშვენებდა სადღესასწაულო სუფრასაც. ეს ბოსტნეული კარგად ინახება და მისი მოხმარება მთელი წლის განმავლობაში შესაძლებელია.

ბოლოკი უხვად შეიცავს ნახშირწყლებს, ცილებს, უჯრედისს, ჩ ვიტამინს და ფერმენტებს, ასევე ცხიმებსა და ნაცარს. იგი ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. ნახშირწყლების აქტიური ცვლის პროცესითაა განპირობებული ბოლოკის წვენის შაქრისდამწევი მოქმედება. იგი ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის რეგულირებას სისხლში და აწესრიგებს ცხიმების წვას; აღვიძებს მადას და აძლიერებს კუჭის წვენის გამოყოფას. ბოლოკის წვენი აქტიურად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. სწორედ ამის გამო, მისი მიღება არაა სასურველი იმ პირთათვის, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ანთებითი პროცესები, კუჭის წყლული. აგრეთვე გულის დაავადებები: მანკი, სტენოკარდია, ინფარქტი, ინფარქტის შემდგომი კარდიოსკლეროზი, მოციმციმე არითმია და სხვა.

ბოლოკის წვენს ან გახეხილ ბოლოკს გამოიყენებენ საფენების სახით სახსრების ტკივილის, მარილების დაგროვების, რადიკულიტის დროს და ჭრილობის შესახორცებლად. ამ უკანასკნელ დანიშნულებას უზრუნველყოფს ძირხვენის შემადგენლობაში არსებული ფიტონციდები და ლიზოციმი _ ფერმენტი, რომელსაც ძალუძს, აქტიურად დაშალოს და გააქროს ზოგიერთი მიკროორგანიზმი.

ბოლოკი აქტიურად გამოიყენება წყალმანკისა და თირკმლის კენჭოვანი დაავადების შემთხვევაში, ასევე ჭიების საწინააღმდეგოდ; კარგი საშუალებაა ბრონქების კატარული ანთებისას, ყივანახველისა და ფილტვის ტუბერკულოზის დროს. თაფლში შერეული ბოლოკის წვენი ითვლება დამამშვიდებელ საშუალებად ხველის, სისხლღებინების, გაძლიერებული მენსტრუაციისას. ბოლოკს გამოიყენებენ მეძუძური დედების რაციონში ლაქტაციის მოსამატებლად.

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა კვებაში ბოლოკის სისტემური გამოყენება შესაძლებელს ხდის აქტიურად და ხარისხიანად შეივსოს ორგანიზმის მარაგი მინერალური მარილებითა და ვიტამინებით, რომლებიც დადებითად მოქმედებენ პირის ღრუს ლორწოვან გარსზე. ერთდროულად მიიღწევა შესამჩნევი შაქარდამწევი ეფექტი ინსულინის მაღალი შემცველობის წყალობით.

თვის ბოლოკიც დიდი ხანია ყველასთვის ნაცნობია _ იგი ბოლოკის ნათესავია. მის სამშობლოდ ჩინეთი ითვლება, ხოლო ევროპაში იგი მოგზაურმა მარკო პოლომ შეიტანა. იტალიელმა სელექციონერებმა მაშინვე ღირსეულად შეაფასეს ბოლოკი და დაიწყეს ახალი ჯიშების გამოყვანა სხვადასხვა შეფერილობით. ბოსტნეული, როგორც დელიკატესი სწრაფად გავრცელდა საფრანგეთში. თვის ბოლოკი მყარად დამკვიდრდა გერმანიის, ჰოლანდიისა და ევროპის სხვა ქვეყნების კულინარიაში.

რუსეთში თვის ბოლოკი პეტრე I-ის ბრძანებით შეიტანეს. თავად იმპერატორი ამ ბოსტნეულით ჰოლანდიასა და ინგლისში ყოფნისას დაინტერესდა. მისი განკარგულებით თვის ბოლოკი საზაფხულო ბაღის მახლობლად გაშენებულ ბოსტნებში მიჰყავდათ და მეფის ოჯახის ყოველდღიურ რაციონში რთავდნენ. პეტრე I-ის სიკვდილის შემდეგ, თვის ბოლოკის მოყვანა თითქმის შეწყდა და მხოლოდ საუკუნის შემდეგ, რუსი სელექციონერების _ ლავშინისა და გრაჩევის აქტიურობის წყალობით განახლდა.

თავისი კვებითი და სამკურნალო თვისებებით თვის ბოლოკი ძალიან ჰგავს ბოლოკს. ისიც მდიდარია ცილებით, ნახშირწყლებით, ორგანული მჟავებით, ფერმენტებით, უჯრედესით, ვიტამინებით; კალიუმის, კალციუმის, მაგნიუმის, რკინის მარილებით.

თვის ბოლოკის წვენი ააქტიურებს საჭმლის მონელებას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, რაც განსაკუთრებით ნაჩვენებია პოდაგრისის, სიმსუქნის, შაქრიანი დიაბეტის თანმხლები სიმსუქნის დროს. თვის ბოლოკის ფოთლებისა და ძირხვენის წვენი სტაფილოს წვენთან შერეული (1:2) აღადგენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის ტონუსს, აწესრიგებს ნაწლავის ფუნქციას.

თუ სოფელში ცხოვრობთ, ბოსტანში ბოლოკის მოყვანა სირთულეს არ წარმოადგენს; თუ მრავალსართულიანი სახლის ბინადარი ხართ, გამოსავალი აქაც შეიძლება მოიძებნოს: მოაწყვეთ აივანზე ყუთებში ან ფანჯრის რაფებზე ქოთნებში იმპროვიზებული "ბოსტანი." მოყვარულებს უდიდესი სიამოვნებას მოგანიჭებთ თქვენი ხელით მოვლილი ბოსტნეული, თანაც ძალიან სასარგებლო. ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ თვის ბოლოკი ძალიან სწრაფად იძლევა მოსავალს, თქვენ მთელი წლის განმავლობაში შეგიძლიათ ისიამოვნოთ ქორფა ბოსტნეულით.

გთავაზობთ ბოლოკითა და თვის ბოლოკით მომზადებული რამდენიმე კერძის რეცეპტს:

ბოლოკი და სტაფილო ნაღებით

ბოლოკი და სტაფილო გახეხეთ მსხვილ სახეხზე. მოაფრქვიეთ მარილი, მოასხით ნაღები, კარგად აურიეთ. მორთეთ სტაფილოსა და ბოლოკის "ყვავილებით", გააფორმეთ მწვანილით.

ბოლოკის სალათი პომიდვრით

გახეხილი ბოლოკი კარგად გაწურეთ. წვენი გადაღვარეთ. დარჩენილ მასას მოაფრქვიეთ მარილი, დაუმატეთ დაჭრილი პომიდორი, მწვანე ხახვი, მოასხით ნაღები, ფრთხილად აურიეთ, მოაყარეთ ხაჭო.

ბოლოკი პომიდვრის "ქოთნებში"

შეარჩიეთ ერთნაირი ზომის საღი პომიდვრები. თავები მოაჭერით და შიგთავსი ამოაცალეთ. მოამზადეთ ფარში: წვრილად დაჭერით პომიდვრის დაწურული რბილობი, შეურიეთ გახეხილი ბოლოკი და დაჭრილი მოხარშული კვერცხი. დაამატეთ ნაღები, შავი წიწაკა, მარილი და აურიეთ. ამ ფარშით ამოავსეთ "ქოთნები", დაახურეთ მოჭრილი "ქუდები". ამ კერძთან ერთად კარგი იქნება მიირთვათ ლუდი ან ბურახი.

სალათი "საგაზაფხულო"

აიღეთ 500 გრ. თვის ბოლოკი, 500 გრ. კიტრი, 4 ც. მოხარშული კვერცხი, თითო პატარა კონა მწვანე ხახვი, ცერეცო და ოხრახუში, 300 გრ. მაღალი ცხიმიანობის ნაღები, ნახევარი ლიმონის წვენი, ზღვის მარილი, ახალდაფქული შავი წიწაკა.

მომზადება: დაჭერით თვის ბოლოკი, კიტრი და კვერცხი რგოლებად. დაკეპეთ მწვანილი. ნაღები, ლიმონის წვენი, მარილი, წიწაკა, მწვანილი აურიეთ, მოასხურეთ სალათს და ისევ ფრთხილად აურიეთ.

ლეილა ნიკოლაიშვილი




 ახალი ამბები
  • მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ვინ არის ოლივია ანტონი, დაინტერესდნენ - არჩილ კაიკაციშვილიმინდა მივმართო შინაგან საქმეთა მინისტრს, რომლის უწყებაც შესანიშნავად მუშაობს არასრულწლოვანთა რეფორმის პროცესში, დაინტერესდეს, ვინ არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ოლივია ანტონი, რომლიც, საქართველოს სამართალდამცავ ორგანოების წარმოებაში არსებულ არაერთ საქმეში ფიგურირებს, წარდგენილია უტყუარი მტკიცებულებები და არც ერთ დავაზე, კანონის გასაკვირადაც, შედეგი არ ჩანს. ბუნებრივია, ასეთ დროს კონკრეტული საქმის მწარმოებელი ჩინოსანის პასუხისმგებლობაა, გამოირიცხოს ეჭვები, კავშირები, სისტემის შიგნით შესაძლო მფარველები და საქმეზე დადგეს ჭეშმარიტება - ასე ეხმაურება ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი გამოცემა „პრაიმთაიმში“ უცნობი ავტორის მიერ 2020 წლის 3 ივნისს გამოქვეყნებულ მასალას, სათაურით: „თბილისში დედა 5 წლის შვილს ეძებს - ამბობს, რომ ბავშვი მამამ გაიტაცა“. არჩილ კაიკაციშვილი, იმ არასრულწლოვანის კანონიერ ინტერესებს წარმოადგენს საქართველოში, რომლის ქვეყნიდან გაყვანას, ევროკავშირისა და ჩეხეთის რესპუბლიკის მოქალაქე მეუღლისგან ოლივია ანტონი ითხოვს. „სააგენტონზე, 3 ივნისს, ოლივია ანტონის ადვოკატმა, ლოლა კურკუმულმა, რომელიც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მართლმსაჯულებისა და სასამართლო რეფორმის კომიტეტს ხელმძღვანელობს, პროფესიულად, ჩემდა სამწუხაროდ, არაერთი მცდარი და უსაფუძვლო ინფორმაცია გაავრცელა. ეს მას არ ეკადრება, რადგანაც კლიენტის საუკეთესო ინტერესების დაცვა, არ ნიშნავს კლიენტის იმ ქმედებების გამართლებას, რომლის უწესობაზეც საქმეში სხვადასხვა მტკიცებულებაა. საოჯახო დავა, რომელსაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა ამჟამად განიხილავს, მრავალწახნაგოვანია. ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, სხდომა დახურულია და მხარეებს არ გვაქვს შესაძლებლობა, დეტალურად ვისაუბროთ მტკიცებულებებზე. ლოლა კურკუმულის შეფასებები, რომ ბავშვის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად ითვლება კვიპროსის რესპუბლიკა, სადავოა და არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც აღნიშნულს დაამტკიცებს. მამამ შვილი დედის ინფორმირების საფუძველზე გამოამგზავრა კვიპროსიდან საქართველოში, 2018 წლის დეკემბერში და არა - გაიტაცა, როგორც ამას კოლეგა ამტკიცებს, ჩვენ კი გვაქვს აღნიშნულის შესახებ უტყუარი მასალა. საქმის მასალებით დგინდება, რომ მეუღლეებს სწორედ ბავშვის აღზრდის საკითხების გამოც, ურთიერთობები ნამდვილად გაუფუჭდათ, შემდეგ ოლივია ანტონის მიმართ მეუღლემ შეაჩერა ფინანსური უზრუნველყოფა, მოითხოვა განქორწინება, რის გამოც, ოლივია ანტონმა გადაწყვიტა შურისძიება - საქართველოში, განქორწინების დავის წამოწყების პარალელურად, კვიპროსის პოლიციაში შეიტანა საჩივარი ბავშვის გაუჩინარებასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს პირდაპირი მტკიცებულება. ამჟამად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული დროებითი განკარგულების პირობებში, რომელიც გასაჩივრებულია და მამა მოითხოვს ახალი წესით მშობლების შვილთან ურთიერთობის ჩამოყალიბებას, ბავშვი არ გამოთქვამდა სურვილს დედასთან ხშირი კონტაქტი არსებულიყო. დროებითი გადაწყვეტილების აღსრულებას პრობლემა არ ჰქონია, არსებობდა ობიექტური მიზეზები მისი შეუსრულებლობის ცალკეული ეპიზოდების გამო“ - აცხადებს არჩილ კაიკაციშვილი. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ლოლა კურკუმული არ საუბრობს იმ საფრთხეზე, რომელიც დაკავშირებულია ევროკავშირის მოქალაქის საქართველოდან არალეგალური გზით გაყვანის საფრთხეზე. მაშინ, როდესაც ლოლა კურკუმული საუბრობდა დედის მხრიდან ბავშვის „ქუჩა-ქუჩა“ ძებნის გარემოებაზე და ცდილობდა საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ საზოგადოებაში თანაგრძობის გამოწვევას, სინამდვილეში, არასრულწლოვანი დედასთან იმყოფებოდა. რაც შეეხება გამოცემას, მასალის გამოქვეყნების მომენტისთვის, არასრულწლოვანს „არავინ ეძებდა“, ვინაიდან სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა,  დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების მხრიდან 2020 წლის 2 ივნისს განხორციელდა შეთანხმებული ოპერაცია, რამაც გამოიწვია ბავშვის ერთი კანონიერი მშობლიდან მეორე კანონერ მშობელზე, ბავშვის ნების საწინააღმდეგოდ, გადაცემა და წართმევა. ამასთან, გამოცემა „პრაიმთაიმმა“ უარი თქვა არჩილ კაიკაციშვილის იმ შეფასების გამოქვეყნებაზე, რომელიც შეეხებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი მიმართვას. გამოცემამ 5 ივნისს კვლავ გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბავშვი დედასთან ერთად, ნათესავის აგარაკზე იმყოფება. მასალაში თავის აზრს გამოთქვამს სოციალური მუშაკი ნინო იობაშვილი, რომელიც არაერთ უკანონო ქმედებაშია მხილებული და ღიად ლობირებს ოლივია ანტონის ინტერესებს. ბავშვს მის მიმართ არ გააჩნია ნდობა. 2020 წლის 5 თებერვალს, არასრულწლოვანმა ნინო იობაშვილს საცხოვრებელ მისამართზე ღიად განუცხადა უნდობლობა და სახლიდან გააძევა, 2019 წლის ნოემბერში კი, ნინო იობაშვილმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში დაკითხვის დროს აღიარა, რომ ბავშვის მიმართ ფსიქოლოგიურად იძალადა და შემთხვევას უწოდა „ემოციური გადაცდომა“. ასევე, საქმეში წარმოდგენილია პოლიციის განყოფილებაში სოციალური მუშაკის მხრიდან ბავშვზე ზემოქმედების აღწერაც, რომელიც ფსიქოლოგმა აღწერა. ყველა მხილებაზე ჯანდაცვის უწყების მაკონტროლებელი ორგანოები საეჭვოდ ... ...
  • საქართველოს უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ცხელი და უნალექო ამინდიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 ივნისიდან 9 ივნისამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. (მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს.) ჰაერის ტემპერატურა 7-8 ივნისს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +32, +37 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +27, +32 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსი ... ...
  • რაში უსწრებს საქართველო ამერიკას კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტების რაოდენობამ ბოლო 6 წელიწადში გაორმაგდა და შინამეურნეობის 82% შეადგინა. მათივე ინფომაციით, საქართველო ფიქსირებული ინტერნეტის პენეტრაციის საერთო წილით ამერიკის შეერთებულ შტატებს უსწრებს. “2019 წლის მონაცემებით, ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე აბონენტების რაოდენობა კვლავ დინამიურად მზარდია. 2019 წელს ფიქსირებული ინტერნეტის პენეტრაციამ - 80.8% შეადგინა და აბონენტების რაოდენობა 73 ათასით გაიზარდა. 2013 წელს ინტერნეტთან წვდომა მხოლოდ 42%-ს ჰქონდა, დღეს ეს რიცხვი გაორმაგებულია. 2019 წელს საქართველოში ფიქსირებულ ინტერნეტთან წვდომა 896 ათას ოჯახს ჰქონდა, 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 914 ათასამდე გაიზარდა და 82% შეადგინა. მნიშვნელოვანია, რომ ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) ბოლო ანგარიშის მიხედვით, საქართველო ფიქსირებული ინტერნეტის პენეტრაციის საერთო წილით,  ევროპის მოწინავე ქვეყნების რიგებშია, ამერიკას კი ამავე პარამეტრით უსწრებს”,_ ნათქვამია ... ...
  • როგორ უნდა მოიქცნენ თურქეთში სამკურნალოდ წასვლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისაქართველოში თურქეთის საელჩო თურქეთში სამკურნალოდ წასვლის მსურველი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში სამედიცინო მომსახურების მისაღებად თურქეთში წამსვლელ პაციენტებთან დაკავშირებით მიღებული ახალი რეგულაციის თანახმად, მათ უნდა მიმართონ ს.ს. საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს“ (USHAŞ). „ისინი უნდა დარეგისტრირდნენ პაციენტების მონიტორინგის სისტემაში, მისამართზე: “http://covid19st.ushas.com.tr”. სისტემაში თავად პაციენტმა, მისმა ახლობელმა, საავადმყოფომ ამ საშუამავლო ორგანიზაციამ უნდა გახსნას მომხმარებლის ანგარიში. რეგისტრაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოცემულია USHAŞ-ის ვებგვერდზე:http://www.ushas.com.tr. USHAŞ-ი თავად დაუკავშირდება და მიაწვდის საჭირო ინფორმაციას იმ პაციენტებს, რომლებიც დაიშვებიან თურქეთში სამკურნალოდ. ჩვეულებრივად, თურქეთში სამკურნალოდ წამსვლელმა პაციენტებმა უნდა მიმართონ თურქეთის ყველაზე ახლომდებარე წარმომადგენლობას და აიღონ სამკურნალო-მიზნობრივი ვიზა. კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში კი, თუ სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით თურქეთში წამსვლელი საქართველოს მოქალაქეები სასაზვრო-გამშვებ პუნქტებზე წარადგენენ USHAŞ-ის მოსაწვევ წერილს, ისინი გამონაკლისის სახით, ვიზის გარეშე, დაიშვებიან თურქეთის ტერიტორიაზე. ერთ პაციენტთან ერთად დაიშვება არა უმეტეს 2 პირისა. უცხოელმა პაციენტებსა და თანმხლებ პირებს თურქეთში ჩამოსასვლელად შეუძლიათ ისარგებლონ სტამბოლის აეროპორტით, სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტით, სტამბოლის საბიჰა გოქჩენის სახელობის აეროპორტით, ანკარის ესენბოღას აეროპორტით, ანტალიის აეროპორტით, საავტომობილო გზით, კერძოდ, სარფის, ქაფიქულეს, ჰაბურის სასაზღვრო-გამშვები პუნქტებით. აეროპორტში და საზღვარზე პაციენტებსა და მათ თანმხლებ პირებს გაუკეთდებათ ფასიანი კოვიდ-19-ის „პი სი არ“ (PCR) ტესტი ან მოხდება ტესტის მასალის აღება. აღნიშნული რეგულაციის შესახებ ეცნობათ საქართველოს უწყებებს“, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ... ...
  • იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცვლილების ნებისმიერ მცდელობასსაქართველოში იაპონიის საელჩო განცხადებას ავრცელებს  ცხინვალის რეგიონთან/სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებით.  „იაპონია ხელახლა ადასტურებს მის თანმიმდევრულ პოზიციას, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთის საკითხის გადაწყვეტა მოხდეს მშვიდობიანი გზით, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების სრული დაცვით და საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების პატივისცემით, რაც უმნიშვნელოვანესია საქართველოსა და სრულიად სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისათვის. იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცვლილების ნებისმიერ მცდელობას“,_ წერია ... ...

არქივი


ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?