ალოეს ღვთიური ძალა და სილამაზე

მწვანე აფთიაქი

ალოეს ღვთიური ძალა და სილამაზე

5 მარ. 2018, 13:47:51

ალოეს სიკეთეზე, მის სასწაულებრივად მოქმედ თვისებებზე ადამიანის ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ძველთაგან ცნობილია და საეჭვოც არაფერია ამაში, იმდენად ნაცადი პრაქტიკაა ალოეთი მკურნალობა. თუმცა, ახლა უნდა გიამბობთ კიდევ ერთ, 14 წლის ალოეს შესახებ, რომელმაც აგრონომისა და ფერმერის, აკაკი ღლონტის ოჯახში იყვავილა.

მრავალი წელია, მისი ფოთლებისგან დამზადებულ ნაყენს ოჯახის ყველა წევრი, როგორც ღვთიურ სითხეს, ისე სვამს და ეს საოცარი სილამაზის მქონე ყვავილი სულაც არ აღმოჩნდა "გედის სიმღერა" ალოესთვის, რადგან მისი გაქრობის შემდეგ მცენარე კიდევ უფრო მხნედ გამოიყურება. აშკარაა, გაზაფხული მოახლოებას გრძნობს.

ალოეს უთვალავ სამკურნალო თვისებათა შორის, რომელსაც მთელ მსოფლიოში იცნობენ, ბევრ ადამიანს და დაინტერესებულ პირს გამორჩეულად საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული, საოჯახო პრაქტიკაში დიდი ხნის მანძილზე დანერგილი რეცეპტი გააჩნია, რომელსაც წლების მანძილზე იყენებენ და მხნეობის ელექსირად მიიჩნევენ. ერთ-ერთი მათგანი აკაკი ღლონტიცაა. მის ოჯახში დიდი ხანია, როგორ წესი, ისე მოიხმარენ ალოეს და შავი ღვინის ნაყენს.

_ შვილიშვილები ხუმრობით "კოქტეილსაც" კი ეძახიან და უებარია, როგორ ჩიყვის საწინააღმდეგო, კუჭ-ნაწლავის და სისხლძარღვების გამწმენდი და გრიპთან მებრძოლი საშუალება, ასევე, ზოგადად, მხნეობის შემმატებელი საოცარი თვისება გააჩნია, _ გვეუბნება აკაკი ღლონტი.

ჩვენს მკითხველს ახლა ვთავაზობთ ბატონ აკაკის მიერ მოწოდებულ რეცეპტს, რომელსაც მის ოჯახში, დიდი ხანია, იყენებენ როგორც მაცოცხლებელ ელექსირს და ოჯახის ყველა წევრი სვამს.

საჭირო მასალა და მომზადების წესი: 700 გრამი ნატურალური თაფლი, 250 გრამი ალოეს წვენი, 800 გრამი ნატურალური წითელი ღვინო. დოზები ზუსტად დაიცავით.

დავკრიფოთ ხუთ წელზე მეტი ასაკის ალოეს ფოთლები და 10-15 დღის განმავლობაში დავალაგოთ მშრალ, გრილ ოთახში. მზის სხივი არ უნდა მოხვდეს. შემდეგ, როცა ცოტა შეჭკნება, დავჭრათ, გავატაროთ ხორცსაკეპში და გამოვწუროთ. შემდეგ გავწუროთ მარლაში და კარგად ავურიოთ თაფლსა და ღვინოში. მიღებული ნარევი სითხეც გავწუროთ დოლბანდში და აუცილებლად მოვათავსოთ მინის ჭურჭელში, რომელიც ყოველთვის ბნელ ადგილზე უნდა იდგეს. მიღება შეგიძლიათ დაიწყოთ გაკეთებისთანავე, დღეში ორჯერ ან სამჯერ, უზმოზე და ჭამის წინ, ერთი ან ორი თვის მანძილზე.

თუ საშუალება გექნებათ და ხშირად მოამზადებთ და მიიღებთ ყოველთვის, მით უკეთესი. თქვენ იგრძნობთ მუდმივ მხნეობას, გექნებათ გაძლიერებული იმუნური სისტემა და განსაკუთრებული განწყობა, რაც ჯანმრთელი ადამიანის ძირითადი მახასიათებელია.




 ახალი ამბები
  • კონფლიქტის დროს მშობლებს 8 თვის ბავშვი შემოაკვდათ - საზარელი ტრაგედია გურჯაანშიგურჯაანში, მშობლებს კონფლიქტის დროს, 8 თვის ბავშვი შემოაკვდათ, _ ინფორმაციას "გურჯაანის" ტელევიზია ავრცელებს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ახლობლების ინფორმაციით, ცოლ-ქმარს შორის ჩხუბი ხშირად ხდებოდა. ამჯერად, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, უცნობია. ბავშვის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. მშობლები კი პოლიციის რაიონულ განყოფილებაში დაკითხვაზე ... ...
  • ჭყონდიდის ეპარქიაში დაშავებული ერთ-ერთი ჟურნალისტი თბილისში გადაიყვანესჭყონდიდის ეპარქიაში  დაშავებული ერთ-ერთი ჟურნალისტი თბილისში გადაიყვანეს, _ ამის შესახებ ჟურნალისტებს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში განუცხადეს. "მარტვილიდან კატასტროფის სამსახურმა გადმოიყვანა ორი პაციენტი, რომელებსაც  ჩაუტარდათ კვლევები. კვლევების საფუძველზე დაესვათ დიაგნოზი პაციენტებს _ ერთს აქვს წელის მეოთხე მალის კომპრესიული მოტეხილობა, შესაბამისად, სჭირდება სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაყვანა. მეორე პაციენტს აღენიშნება მარცხენა წვივის მედიალური გოჯის მოტეხილობა. პაციენტმა უარი განაცხადა მომსახურებაზე და თავისი სურვილით გაეწერა ბინაზე", _ განაცხადა  მორიგე ექიმმა ლევან ქობალიამ. რაც შეეხება სხვა დაშავებულებს, მათი ჯანმრთელობის  მდგომარეობა  ამ დროისთვის სტაბილურია  და ისინი მკურნალობას ბინაზე გააგრძელებენ. ცნობისთვის, გუშინ ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი  ინციდენტის შედეგად, მედიის რამდენიმე წარმომადგენელი ... ...
  • "სანამ ნიკა მელია არ გამოვა, არანაირ ფორმატში მოლაპარაკების განხილვაც კი არ შეიძლება"სანამ ნიკა მელია არ გამოვა, არანაირ ფორმატში მოლაპარაკების განხილვაც კი  არ შეიძლება, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. კემულარიას თქმით, მოლაპარაკების მაგიდასთან, პირველ რიგში, ნიკა მელია უნდა იჯდეს. „სანამ ოპოზიცია   იმაზე მსჯელობს,  ღარიბაშვილთან დავსხდეთ თუ არა სასაუბროდ,  მე მიმაჩნია, რომ სანამ ნიკა მელია არ გამოვა, არანაირ ფორმატში მოლაპარაკების განხილვაც კი  არ შეიძლება. რადგან იმ მაგიდასთან პირველი სწორედ მელია უნდა იჯდეს! სხვა შემთხვევაში ეს იქნება შერჩენა და მორიგი გაუაზრებელი კომპრომისი. მითუმეტეს, ოპოზიცია  უკვე იმდენჯერ წავიდა კომპრომისზე, რომ „ოცნების“ ხელისუფლებისთვის დაუსჯელობის სინდრომი ჩვეულებრივი ამბავი გახდა. თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ იმდენად ამოწურა როგორც ფინანსური, ისე მატერიალური რესურსი, ოპოზიცია საერთოდ რომ არ არსებობდეს,   „ოცნება“ ხელისუფლებაში მაინც ვერ დარჩება, მათ საქართველოს მოსახლეობისთვის   შესათავაზებელიც კი აღარაფერი აქვთ, _ განაცხადა დავით ... ...
  • დებატები ევროპარლამენტში _ თემა საქართველოში არსებული ვითარება იქნებაევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ დებატები შედგება. მოხსენებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელი წარმოადგენს. შეფასებები გაკეთდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით. ბრიუსელიდან დიალოგის დაწყების აუცილებლობის შესახებ მოწოდებები კვლავ ისმის. ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ ორივე მხარემ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს. უმრავლესობის წარმომადგენლებმა ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრები გამართეს და ოპოზიციასთან დიალოგის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურეს. ევროპარლამენტის პლენარული სესია 8 მარტს გაიხსნა და 11 მარტს ... ...
  • საქართველოში კოვიდგატანილი ადამიანების კვლევა დღეიდან იწყებაპოსტკორონავირუსულ სიმპტომებზე დღეიდან იმ პაციენტებს გამოიკვლევენ, რომელთაც COVID-19 უკვე გადაიტანეს. კვლევების მიზანია, დადგინდეს ვირუსის დამარცხების შემდეგ უმეტესად რა გართულებებს იწვევს ის. უკვე შერჩეულია 500-მდე ადამიანი. კვლევა არის რანდომიზირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ შერჩევითი პრინციპით მოხდა პაციენტების ჩართვა. შერჩეული პაციენტები გადიოდნენ მკურნალობას, როგორც სამედიცინო დაწესებულებაში, ასევე სახლის პირობებში. მათი გამოკვლევა ინფექციური საავადმყოფოს ბაზაზე ... ...

არქივი