კომში მხედველობისთვის უებარი წამალია

მწვანე აფთიაქი

კომში მხედველობისთვის უებარი წამალია

3 აპრ. 2019, 17:33:54

მხედველობის გასაძლიერებლად და ხველების სამკურნალოდ კომში შეუცვლელია.

ნაყენი ასე უნდა მოამზადოთ: კომშის ორ ფოთოლს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და თავდახურულ ჭურჭელში გააჩერეთ, დაახლოებით, ნახევარი საათით, ოთახის ტემპერატურაზე. შემდეგ, გადაწურეთ და დალიეთ ნახევარი ჭიქა ჭამის წინ, დარჩენილი ნახევარი ჭიქა ნაყენი კი – ჭამის შემდეგ.

კურსი ორი კვირის განმავლობაში ჩაიტარეთ და თავად დარწმუნდებით, რომ ხველაც შეგიჩერდებათ და მხედველობაც გაგიუმჯობესდებათ.

ასევე, ხველების დროს კარგია კომშის გულისა და კურკების ნახარშის სმა. კერძოდ, გაჭერით კომში შუაზე. ამოჭერით დანით გული კურკებიანად. დაასხით ორი ჭიქა ცივი წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ დაახლოებით 10-15 წუთი. დალიეთ ერთი ჩაის ჭიქა დღეში ორჯერ, თბილი, ჭამის შემდეგ – დილით და საღამოს.

წნევის დასაწევად შეგიძლიათ, შემდეგი ნაყენი მოამზადოთ: ოთხ ცალ კომშის ფოთოლს დაასხით ერთი ლიტრი წყალი. ადუღეთ ათი წუთის განმავლობაში. დალიეთ ნაყენი დღეში ორჯერ, ჭამის წინ ან შემდეგ. ეს ნაყენი ასევე კარგია მომატებული პროტრომბინის დროსაც, რადგან ის მის დონეს არეგულირებს.




 ახალი ამბები
  • ხაინდრავა : "არიან კრიმინალები და ამიტომ მოხდა ჩვენს შორის დაპირისპირება"არანაირი არგუმენტი აღარ აქვთ, რომ თავისი სიბეცე, ბოროტება, ქვეყნის მტრობა გაიტანონ და რაც დარჩათ და მოფხიკეს თავის ბნელ სულებში, იმას აქვეყნებენ“, - განაცხადა რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „ქრონიკის“ ეთერში, რითაც ფარული ჩანაწერების თემას გამოეხმაურა. მისი თქმით, სააკაშვილის რეჟიმის ყველაზე დიდი სიმბოლო რესპუბლიკის მოედანზე მდგომი ველოსიპედია, რომელიც არსად მიდის და ზუსტად ასე დგანან ისინიც. „ცდილობენ, რომ ეს ქვეყანაც ადგილზე იყოს, მათი სიმბოლო ეს არის. ისინი არიან კრიმინალები, რისი მოწმეც ვიყავი და ამიტომ მოხდა ჩვენს შორის დაპირისპირება“, - აღნიშნა გოგა ხაინდრავამ. გოგა ხაინდრავას თქმით, 2012 წელს ფარული ჩანაწერების განადგურება ჰუმანური აქტი უფრო იყო, რადგან ამის სრულიად განადგურება შეუძლებელი იყო. „ვერაფერს ვერ იზამ. წარმოიდგინეთ, ვანო მერაბიშვილი ისე წავიდა თავისი კაბინეტიდან რომ ეს ფირები დარჩა და დაავიწყდა?! არა, მან დატოვა და ყველას უთხრა, ხედავთ, რა დევს აქ, ეს ყველაფერი მე მაქვს, მიშას აქვს სადღაც“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ. წყარო: ... ...
  • გორში კაცის ცხედარი იპოვესგორში, სამართალდამცველებმა 21 წლის გ.ნ-ს ცხედარი იპოვეს, რომელსაც 4 თვის განმავლობაში ეძებდნენ. ფორმულას ინფორმაციით, ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში უკვე გადასვენებულია და მას გამოკვლევები უტარდება, რის შემდეგაც გახდება ცნობილი თუ რა გახდა ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების მიზეზი. ინფორმირებული წყარო ყვება, რომ ის გორიჯვარზე ერთ-ერთ ხევში ნახეს და მის ცხედარს ფოთლები ფარავდა. შსს აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ჯერ არ ... ...
  • „კაგებეშნიკურად“ არის დამონტაჟებული" - მდინარაძე ჩანაწერის შესახებდღეს ნოდარ მელაძის „შაბათში“ ბერას, ანზორ ჩუბინიძეს და პრემიერს შორის გამართული საუბარის ჩანაწერი გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბერა ივანიშვილი, პრემიერ ღარიბაშვილთან ერთად, ადამიანების ქუჩური წესებით დასჯას ითხოვს იმის გამო რომ მისი კომენტარები არ მოეწონა. „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული პოლიტსაბჭოს  შემდეგ აღნიშნულ ჩანაწერს „კაგებეშნიკურად“ დამონტაჟებული უწოდა. „შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის 2010 წლის ჩანაწერი,  ვიდრე „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი მოვიდოდა ხელისუფლებაში. სხვადასხვა ჩანაწერებიდან ამოკრეფილია "წითელი პრესის" ფრაზები და „კაგებეშნიკურად“ არის დამონტაჟებული. საინფორმაციო ტერორი მიმდინარეობს ამ მიმართულებით“, _ განაცხადა მდინარაძემ და აღნიშნა, რომ ასეთი ქმედებები,რომელიც საზოგადოებას არასწორ ინფორმაციას აწვდის, ... ...
  • როდის შემოვა საქართველოში ვაქცინა და ვის აცრიან პირველად„ქართული ოცნების“ ოფისში გამართული პოლიტსაბჭოს შემდეგ მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა თვის ბოლოს შემოვა. „ამ თვის ბოლო იქნება მაქსიმალური ვადა,როცა საქართველოში ვაქცინა უნდა შემოვიდეს. საუბარია phizer-ზე, ასტრაზენეკაზე და სხვა მიმართულებითაც მუშაობა. ავტორიზებული ვაქცინა შემოვა საქართველოში და პირველ რიგში მოხდება სამედიცინო პერსონალის აცრა და შემდეგ უკვე გაწერილი გეგმის მიხედვით,რომელიც წარმოაგინა ჯანდაცვის სამინისტრომ“,_ განაცხადა ... ...
  • "ოპოზიციის წარმომადგენლები გარკვეულ კომპრომისულ ნაბიჯებს გადმოდგამენ"„მომდევნო 2-3 დღის განმავლობაში, ოპოზიციის წარმომადგენლები გარკვეულ კომპრომისულ ნაბიჯებს გადმოდგამენ და დააყენებენ საკითხებს, რაც ნამდვილად იქნება კომპრომისული,პრაგმანტული და ამის შესახებ შესაძლებელი იქნება მსჯელობა“,_ აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ ლიდერმა,მამუკა მდინარაძემ ... ...

არქივი