მუშმულა _ საუკეთესო მცენარე, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს

კარმიდამო ჩემი

მუშმულა _ საუკეთესო მცენარე, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს

8 მარ. 2021, 10:09:54

 მუშმულა (იაპონური ზღმარტლი) განთქმულია ნაყოფის ადრე მომწიფებით, ნაყოფი გემრიელი და უხვწვნიანია. იჭმევა ნედლად, შეიძლება გამოვიყენოთ აგრეთვე დასაკონსერვებლად.

ნაყოფი შეიცავს შაქარს 8-დან 12%-მდე, ვიტამინი C _ 1,72 მგ. 100 გრამში.

ადრე შემოსვლის გამო (ივნისი) მის ნაყოფზე მოთხოვნილება ძალზე დიდია.

ნაყოფის უარყოფითი მხარეა თესლის დიდი რაოდენობით შემცველობა და სუსტი ტრანსპორტაბელურობა. ხე მარადმწვანე, დიდი ზომის მუქი მწვანე ფოთლებით და ლამაზი ყვავილების მტევნებითაა შემკობილი, რის გამოც იგი ითვლება საუკეთესო სადეკორაციო მცენარედ. მის ფოთლებს იყენებენ სამკურნალო დანიშნულებითაც.

მუშმულა მიუხედავად მისი მაღალი ყინვაგამძლეობისა, ყვავილობს რა გვიან შემოდგომაზე, ყვავილი და ნაყოფი ხშირად ზიანდება ყინვებისგან.

იაპონური მუშმულა წარმოშობილია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან. ის გავრცელებულია ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში, იაპონიაში, ჰიმალაის მთისწინეთში. იაპონიაში მუშმულა კულტივირებულია ათას წელზე მეტი ხნის წინათ. მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნებისთვის იგი შედარებით ახალი კულტურაა. ევროპაში პირველად ინტროდუცირებული იქნა 1784 წელს. იტალიაში მუშმულა შედარებით გვიან (1913 წ) შემოიტანეს, თუმცა, აქ ეს კულტურა ძალზე პოპულარული გახდა. ამიტომაცაა, რომ რამდენიმე ათეული საუკეთესო ჯიში გამოყვანილია იტალიაში.

საქართველოს სუბტროპიკებში მუშმულა ყვავილობს ნოემბერ-დეკემბერში, ნაყოფს იძლევა მხოლოდ თბილი ზამთრის პირობებში, როდესაც ყინვები მინუს 50C-ზე დაბლა არ იწევს. მისი ყვავილები და ნასკვები ზიანდება მინუს 5-6 გრადუსი ტემპერატურის დროს, ხოლო მცენარე მინუს 14 გრადუსამდე ყინვას უძლებს.

როგორც ნაყოფის მომცემი მცენარე, მისი გაშენება შესაძლებელია შავი ზღვის სანაპირო თბილ ზოლში ციტრუსოვან კულტურებთან ერთად. როგორც დეკორატიული მცენარე იგი ფართოდაა წარმოდგენილი დასავლეთ საქართველოს მთელ რიგ რეგიონებში და აღმოსავლეთ საქართველოშიც კი.

მუშმულა მიეკუთვნება ვარდისებრთა (Rosaceae) ოჯახს, ხე საშუალო სიმაღლისაა 6-9 მეტრამდე, ფოთლები დიდი ზომისაა, მუქი მწვანე ფერის, სქელი, ტყავისებრი. ყვავილები თეთრია, სურნელოვანი, მწარე ნუშის სუნის მქონე, შეკრებილია ფართო საგველად. ნაყოფები ჩამოკიდებულია თავისუფალ მტევნებში, ისინი მრგვალია, ოვალური ან მსხლისებრი ფორმის, ფერით მკრთალი ყვითლიდან ნარინჯისფერამდე; წვნიანი, ოდნავ მჟავე. ნაყოფები მწიფდება მაის-ივნისში. ნაყოფებში ვითარდება 3-5 თესლამდე, გვხვდება ერთ და ათთესლიანი ნაყოფებიც კი, თესლი საკმაოდ დიდია.

იაპონელ მეცნიერს იკედას მიერ აღწერილია 45 ჯიში, რომელთაგან სამრეწველო გაშენებისთვის რეკომენდირებულია ედვანსი, შამპანი, ადრეული წითელი, პრემიერი ტანაკა, ფელასი, კომუნე. აღნიშნული ჯიშები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ნაყოფის ფორმით, გემოთი, შეფერილობით, თესლების შემცველობით, წვნიანობით და სხვა მაჩვენებლებით. სამწუხაროდ, საქართველოში მუშმულას ჯიშობრივი კლასიფიკაცია დაცული არაა, რასაც პერსპექტივაში ჯეროვანი ყურადღება უნდა მიექცეს.

როგორც საუკეთესო ნაყოფიერი და ასევე დეკორატიული მცენარე, უნდა დავიწყოთ უკეთესი ჯიშების შერჩევა და ისე გაშენება.

 როგორ დავგეგმოთ მუშმულას მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია?

 მუშმულა მრავლდება თესლითა და მყნობით. თესლით გამრავლებისას მცენარე არაერთგვაროვანია და მნიშვნელოვნად განსხვავდება საწყისი ფორმისაგან ნაყოფის ფორმით, სიდიდით და გემოთი. თუმცა, თესლით გამრავლება მეტად იოლი და ხელმისაწვდომია.

თესლით გამრავლებისას არჩევენ მხოლოდ საუკეთესო თვისებების მქონე მცენარეებს და მისგან ამზადებენ თესლს. თესლის დამზადება ხდება ივნისში და მაშინვე თესვას აწარმოებენ წინასწარ მომზადებულ კვლებში, ერთმანეთისგან 7-8 სმ დაცილებით. დათესვიდან 10-15 დღეში თესლები იძლევიან აღმონაცენს და კარგი მოვლის პირობებში (კვება, გასუფთავება, მორწყვა) შემოდგომისთვის აღწევენ 20-30 სმ. სიმაღლეს, რაც სტანდარტულად ითვლება. თუკი ნერგების გამოყვანა მყნობითაა გათვალისწინებული ნათესარის (საძირის) დიამეტრი უნდა იყოს 1-1,5 სმ. მყნობა ტარდება სექტემბერში. კვირტი სამყნობად აიღება გასული წლის ტოტებიდან. დასამყნობი კვირტი უნდა იყოს არანაკლები 3 სმ-ისა, რადგან მუშმულას კანი სქელია. გაზაფხულზე გახარებული ნერგი გადაიჭრება ცერზე. კვირტით მყნობისას მყნობა შეიძლება ჩატარდეს გაპობით. ამ შემთხვევაში საძირის დიამეტრი უნდა იყოს 3-5 სმ. ასეთი წესით მყნობა ტარდება მარტში. დამყნობილ მცენარეს შემოეყრება ფხვიერი ნიადაგი ზედა კვირტამდე, რაც იცავს ნამყენს გამოშრობისგან. მას შემდეგ, როდესაც ნამყენი დაიწყებს ზრდას, ნიადაგს მოაშორებენ. ნარგაობის ან პლანტაციის გასაშენებლად მუშმულას სტანდარტულ ნერგებს რგავენ გაზაფხულზე მარტ-აპრილში, ან შემოდგომაზე _ ოქტომბერში. უკეთესი გახარებისთვის ნერგების გამოყვანა ხდება მიწის კომით კონტეინერებში, ან პოლიეთილენის პარკებში. ნერგების დარგვა მუდმივ ადგილზე შესაძლებელია 6X4 ან 5X4 მეტრზე დაშორებით, რაც შეადგენს 400-500 მცენარეს ერთ ჰექტარზე. ვარჯის ფორმირებისას შტამბს აძლევენ 50-80 სმ-ის სიმაღლეს და ტოვებენ 4-5 ძირითად ტოტს. 2-3 წლის შემდეგ, როდესაც ვარჯი ფორმირდება, აწარმოებენ მსუბუქ გამოხშირვას, გარდა ამისა აშორებენ დაზიანებულ ტოტებს. ნიადაგის დამუშავება და შემდგომი მოვლა მსგავსია სხვა ხეხილოვანი მცენარეებისა. კარგ შედეგს იძლევა თითოეულ ძირზე გაზაფხულზე კომპლექსური მინერალური სასუქით NPK -1 კგ. ერთ ძირზე გამოკვება, ასევე გადამწვარი ნაკელის (15-20 კგ) შეტანა ჩაკეთება. სოკოვანი დაავადებებისგან დასაცავად მიზანშეწონილია მარტ-აპრილში მსხმოიარე ხეების ბორდოს 2 %-იანი ხსნარის შესხურება.

 მუშმულა, როგორც დეკორაციული მცენარე, შესაძლებელია დავრგოთ ინდივიდუალურად ეზოებში, ან ხეივნებში შერეულ ნარგაობასთან ერთად. ასევე, როგორც მარადმწვანე მცენარე შესაძლებელია გამოვიყენოთ კულისებად, ქარებისა და ჰაერის ცივი მასებისგან დასაცავად ლიმონის პლანტაციებში.

ჩვენი მთავარი სათქმელია _ ეს კულტურა უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს. ჩვენს ეზოებში, აგარაკებსა და ხეივნებში მას აუცილებლად უნდა მიუჩინოთ საპატიო ადგილი სხვა კულტურებთან თანაარსებობაში.

ზაურ გაბრიჩიძე,
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

ნიკა გუნთაძე, მაგისტრანტი





 ახალი ამბები
  • NCDC: იმ პირებისთვის, ვინც „ფაიზერის“ პირველი დოზა მიიღო, ვაქცინის მეორე დოზა დარეზერვებულია „ფაიზერის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია წარმატებით გაიარა 8000-ზე მეტმა ადამიანმა, რომელთაც ამ ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიღებული აქვს“,_ ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გარკვეული ტექნიკური შეზღუდვები დაკავშირებულია 30.04-3.05-ის პერიოდში ვაქცინაციის შეჩერებასთან, სააღდგომო არდადეგების გამო. ყველა იმ პირისთვის, ვინც მიიღო პფაიზერის ვაქცინის პირველი დოზა, დარეზერვებულია ვაქცინის მეორე ... ...
  • "მთელი სოფელი გლოვობს" _ 17 წლის გოგო ქამრით ჩამომხრჩვალი იპოვესსაზარელი ტრაგედია მოხდა გორში, სოფელ მეჯვრისხევში. ადგილობრივების ინფორმაციით, 17 წლის გოგო ქამრით ჩამომხრჩვალი, საკუთარ სახლში ნახეს. "მთელი სოფელი გლოვობს. უპატიოსნესი გოგო იყო. რა მოხდა, არ ვიცით", _ აცხადებენ ადგილობრივები. სუიციდის ფაქტს ადასტურებს "გურია ნიუსთან" მერის წარმომადგენელი მეჯვრისხევში _ გიორგი ნარიკაშვილის თქმით, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა: "უცნობია მიზეზი. მიმდინარეობს გამოძიება", _  ამბობს ... ...
  • როდის აღდგება წყლის მიწოდება ხიდისთავშიჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ხიდისთავის თემს წყალი უკვე რამდენიმე დღეა არ მიეწოდება. „სარემონტო სამუშაობია, გადართვები მიმდინარეობს.  ამიტომ დავცალეთ ცენტრალური მილი. დღეს გავავსებთ ბასეინს და ხვალ დილიდან იქნება წყალი“,_ გვითხრა მერის წარმომადგენელმა ხიდისთავის თემში, ზურა მათითაიშვილმა. ამავე თემაზე: რატომ არ მიეწოდება წყალი ... ...
  • ვარლამ გოლეთიანი კერძო საკუთრების წინააღმდეგ?„მიწის საკითხი არის ჩვენთვის წითელი ხაზი. მიწასთან დაკავშირებით პრობლემა გვაქვს რამდენიმე მიმართულებით. 381 ჰექტარი სამუდამო მფლობელობაშია თურქული კომპანიისთვის და აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია ჩვენი კოლექტიური რესურსის ასე გასხვისება კერძო პირზე“ - „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანის ამ პოზიციამ საზოგადოების სხვადასხვა წრეებში აზრთასხვადასხვაობა გამოიწვია. როგორც გოლეთიანი ამბობს, მიუღებელია, როდესაც  ისეთი დიდი ტერიტორია, როგორიცაა მაგალითად, ხეობა კერძო პირის ხელში გადადის. გოლეთიანი უკვე მერამდენედ და ხაზგასმით ამბობს, რომ მისი ეს პოზიცია უშუალოდ თურქულ კომპანიას არ ეხებას: „ქართველი კერძო პირიც რომ იყოს, იგივენაირად პრობლემა გვაქვს ამაზე. არ შეიძლება, როდესაც გეოგრაფიული არეალი დიდი ტერიტორია, ხეობა გადადის რომელიმე კერძო პირის ხელში, ეს არის მიუღებელი“, – ამბობს გოლეთიანი. გოლეთიანის თქმით, სტრატეგიული ობიექტები თუკი აშენდება ქვეყანაში,  სახელმწიფომ უნდა ააშენოს და მფლობელი იყოს ქართული საზოგადოება. კიდევ ერთი საინტერესო გზავნილი რომელიც ვარლამ გოლეთიანს ეკუთვნის და რომელიც მან ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემის ეთერში განაცხადა ჰესის მშენებლობის პირობებს ეხება. „თუკი ამ პირობებით, როგორც არის სხვაგან, განვითარებად ქვეყნებში, მოხდებოდა გადაცემა, მაგალითად, 30-წლიანი სარგებლობის უფლებით ააშენებდა კომპანია „ენკა“ ნამახვანში პირობითად რომ ვთქვათ, ჰიდროელექტროსადგურს და შემდეგ დაუბრუნებდა ჰიდროელექტოსადგურს სახელმწიფოს, ბუნებრივია, ამ ნაწილში კითხვა აღარ გვექნებოდა“, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა. ... ...
  • რას განიხილავენ ოპოზიციის ლიდერები "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ცოტა ხნის წინ "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში, ოპოზიციის ერთობლივი შეხვედრა დაიწყო. როგორც ოპოზიციის ლიდერებმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს,  შეხვედრაზე განიხილავენ 15 მაისს დაგეგმილ აქციასა და სამოქმედო გეგმას. განსახილველი თემა აქციის გარდა, ასევე არის „ქართული ოცნების“ ნაბიჯი - კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებული წინადადების ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...

ბადრიჯნის უხორცო ჩანახი

ერთი კილოგრამი (ან რამდენიც გსურთ)...

უნაბი _ ძვირფასი ხეხილოვანი და სამკურნალო მცენარე

უნაბის ნაყოფი გემოთი და გარეგნობით...

მუშმულა _ საუკეთესო მცენარე, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს

 მუშმულა (იაპონური ზღმარტლი) განთქმულია ნაყოფის...

ჩავატაროთ თხილის "ცისფერი წამლობა"

ჩვენი მკითხველები აქტიურად გვეხმაურებიან და...

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...