"ორპინგტონის" მომშენებელი და ფინიკის ჭამისთვის დაჯარიმებული მეურნე

კარმიდამო ჩემი

"ორპინგტონის" მომშენებელი და ფინიკის ჭამისთვის დაჯარიმებული მეურნე

2018 მარ 5 13:52:34

ჩვენი დღევანდელი სტუმარი, მაძიებელი და მოტივირებული ფერმერი, 36 წლის ედუარდ სიხარულიძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბნის მკვიდრია. მისი ინტერესის სფერო იმდენად ფართოა, აღარც ახსოვს, რამდენნაირ საქმეს მოკიდა ხელი, უმეტესი არ გამოუვიდა, მაგრამ ერთხელაც არ შეშინებია მხოლოდ იმიტომ, რომ სჯეროდა, ყველა თუ არა, ერთ-ერთი მაინც იქნებოდა წარმატებული. ინგლისური ჯიშის ქათმის _ "ორპინგტონის" მოშენება ყველაზე ბოლოს სცადა და ყველაზე უკეთესი შედეგი მიიღო.

_ საქართველოში "ორპინგტონის" _ ინგლისური ქათმის ჯიშის, სულ ათი სანაშენეა. გურიაში როგორ არ უნდა ყოფილიყო? მივდექ-მოვდექი და გავიგე, რომ ზესტაფონში ჰყავდათ. 16 დედალი და ერთი მამალი ჩამოვიყვანე. მერე ლაგოდეხშიც შევიძინე. ინტერნეტი ძალიან მეხმარება ამ საქმეში, თორემ ამ მთის წვერზე მცხოვრები ვინ უნდა დამაკვალიანოს? წიწილები სწრაფად დაიზარდნენ. ყველაზე ძალიან იმიტომ დავინტერესდი, რომ ეს არის მეკვერცხულ-მეხორცული ჯიში, მტკიცე იმუნური სისტემით. მესამე წელია, რაც ჩემი, ასე ვთქვათ, "გურული ორპინგტონები" მყავს. საქმე დაიძრა და მიხარია. რაც მთავარია, ამ ჯიშის ქათმის გამოზრდა, როგორც დავრწმუნდი, ძალზე ადვილი აღმოჩნდა _ წიწილებს არანაირი წამლობა ან ზედმეტი სითბო არ სჭირდება. ძალიან ადვილად ეგუებიან გარემოს. ღამის მანძილზე ნათურა ანთია და საკვებს ჭამენ, _ გვიამბობს ედუარდ სიხარულიძე, მისი მეუღლე ქრისტინე ჩხაიძე კი გაკვირვებულია იმით, რომ წიწილებს მხოლოდ წყალს და მოხარშული კვერცხით შეზავებულ სიმინდის ღერღილს აძლევდა და უდანაკარგოდ გაზარდა. ჩვეულებრივი, ჩვენებური ჯიშის შინაური ქათმების წიწილების გამოზრდას კი როგორც წამლების, ისე საკვების ხშირი ცვლა სჭირდებოდა და თავიდან შიშიც ჰქონდა, რომ ინგლისური ჯიშის წიწილები უფრო ჭირვეული იქნებოდნენ.

დღეისთვის სიხარულიძეებს ასამდე ფრთა "ორპინგტონი" _ ინგლისური ჯიშის ქათამი ჰყავთ, რომელიც თავის დროზე დიდ ბრიტანეთში, უელსში, დედოფალ ვირჯინიას პატივსაცემად გამოიყვანეს. საერთაშორისო გამოფენებზე კი უკანასკნელ წლებში ყოველთვის პირველ ადგილს იკავებს.

ედუარდ სიხარულიძის დედა _ მადონა სიხარულიძე შვილის უპირველესი დამხმარეა და საუბრობს იმაზეც, რომ ედუარდმა არა ერთ საქმეში სცადა ბედი. მართალია, ოჯახში ყოველთვის ჰყავდათ ძროხა თუ ღორები, გახსნილი ჰქონდათ ერთ-ერთი საზოგადოებრივი ობიექტიც, თუმცა, მცირე ბიზნესში საქმე არა და არ დაიძრა. ბოლო ცდა წარმატებული აღმოჩნდა და დღეისთვის, ინკუბატორისთვის უკვე გადაცემული აქვთ "ორპინგტონის" ჯიშის ქათმის კვერცხი. კლიენტიც არ აკლიათ _ საოჯახო რვეულში სია თანმიმდევრულად არის ჩამოწერილი.

_ ეზოს შვენის ჩემი "გურული ორპინგტონები". ნახეთ, ჩემს მიერ გაკეთებულ საყვავილეებში და მინდვრის დეკორაციებში როგორ დასეირნობენ. ძალიან მშვიდი შინაური ფრინველებია, მძიმეწონიანები, დადიან წყნარად, ბალახის ნატამალს არ ტოვებენ ეზოში. სხვათა შორის, ამ წონის გამო, ქორს არ შეუძლია მათი წაღება და შიში არ გვაქვს.

ჩვენს ქათმებს საერთოდ ვერ ვამსგავსებ. გარდა იმისა, რომ მამლები დილის ოთხ საათზე ერთად იწყებენ ყივილს და აი, ამ დროიდან ძილი დამფრთხალი გვაქვს. წარმოიდგინეთ, ათი მამალი რომ ერთად დაიწყებს ყივილს და გათენებამდე არ ჩერდება. აი, ეს წესი აქვთ, რითაც ცოტა დისკომფორტს გვიქმნიან, მაგრამ ამ პრიმიტიულ საქათმეებს, მალე თანამედროვე სტანდარტებით გაწყობილ გალია-საქათმეებით შევცვლი, მოშორებითაც გადავიტან, _ სიცილით გვიამბობს ედუარდ სიხარულიძე. იგი ასევე ხუმრობს, ორპინგტონების სწრაფ უნარებზე ზაფხულის პერიოდში, როცა საოცარი სისწრაფით დასდევდნენ და სანსლავდნენ ფაროსანებს.

_ ჩვენც ვაგროვებდით ფაროსანებს და ვუყრიდით, გვაინტერესებდა, მოახდენდა თუ არა ხორცის გემოზე გავლენას, თუმცა, მსგავსი არაფერი მომხდარა, _ გვეუბნება მასპინძელი და უახლოეს მიზნებზე გვესაუბრება _ მალე პეკინური ჯიშის იხვის მოშენებასაც გეგმავს, ოღონდ ჯერ აუზის მოწყობას აპირებს. ხოლო თუ ესეც გამოუვიდა, მერე თურქეთიდან საუკეთესო ჯიშის ინდაურის ჩამოყვანასაც მოახერხებს.

ედუარდ სიხარულიძე მარტო შინაური ფრინველით არ არის დაინტერესებული და როგორც  ვთქვით, არა ერთ საქმეში სცადა ბედი. მშობლებთან და მეუღლესთან ერთად დაგეგმარებულ კარმიდამოში რას არ ნახავთ _ ერთ ვარჯზე გაშენებულ თხილის კულტურა, ციტრუსოვნები, დაფნის კორომები, რასაც აგვირგვინებს სხვადასხვა ხეხილოვნების წრიულ სივრცეში მოქცეული გურული ოდა.

 ეზოს არ აკლია კეთილმოწყობა და ყვავილთა ნაირსახეობები. მასპინძელი ამბობს, რომ აქაურობა აყვავებული გაზაფხულის მომძლავრებისას უნდა ნახოთ და გადასახედიდანაც მთელ ჩოხატაურს უნდა შეავლოთ თვალი, სამოთხეს დაინახავთო. თუმცა, ტუიას ნარგავები, რომელსაც დედა-შვილი მართლაც შვილებივით უვლის, ახლაც საამო სანახავია, თითქოს საპატიო ყარაულში რომ უდგანან მშრომელ მარჯვენას დამორჩილებულ კარმიდამოს.

ედუარდ სიხარულიძეს საუბარში ემჩნევა, რომ გურულის დამახასიათებელი იუმორი არ ღალატობს და თავს გადახდენილ ნამდვილ ამბებს შინაურული ხალისით გვიამბობს:

_ ჩემი საკარმიდამო ნაკვეთი ორი ჰექტარია. ყველა კუთხეში რაღაცის დარგვას ან დათესვას ვცდილობ. ერთხელაც გადავწყვიტე, ფინიკის პალმის დათესვა მეცადა. ოზურგეთში, გამგეობის შენობის წინ დგას ეს საოცარი მცენარე. ის დრო იყო, ნაყოფი მწიფდა. მივედი, სამიოდე მწიფე ნაყოფი მოვკრიფე და შევჭამე, კურკა კი ჯიბეში ჩავიდე. უცებ პატრული მომადგა და აქ რას ჭამო, მკითხეს. არ ვიცი, საიდან დამინახეს ან საეჭვოს რას ვაკეთებდი. ვუთხარი, რა ხილიც იყო და რომ საჭმელად ვარგისი იყო. არ დამიჯერეს. ერთმანეთს უთხრეს, ამას უყურე, "გვეკაიფება" კიდეც, ხედავო? ვუმტკიცე, ეს ფინიკის პალმაა და ნაყოფი იჭმევა,-მეთქი, მაგრამ ვინ დაგიჯერა? ჩავჯექი მანქანაში და გავეცალე. თურმე, სად ხარ? ნასაკირალის მოხვეულებში არ დამეწივნენ? მომდეს შარი, ჩქარა მიდიხარ, წესები დაარღვიეო... მოკლედ, დამაჯარიმეს 50 ლარით. ასე წამამწარეს ოზურგეთში ნაჭამი ფინიკის პალმის ნაყოფი, რომელმაც კბილები ნასაკირალის აღმართებში მომკვეთა. მოკლედ, პატრულის ის თანამშრომლები, როგორც აქცენტზე შევატყვე, აქაურები არ იყვნენ და ეტყობა, არც ფინიკი ჰქონდათ ნაჭამი თუ ნანახი. ნეტავ, მე რამ შემაჭამა? 50 ლარი დამიჯდა სამი ცალი კურკა, რომელიც საცოდავად მედო ჯიბეში. ჩემს კარმიდამოში კი დავთესე, ერთს პატრულის ფინიკი ან პირიქით, ფინიკის პატრული უნდა დავარქვა, მოვიფიქრებ, სანამ წამოიზრდება, _ კვლავ იცინის ედუარდ სიხარულიძე.

სიხარულიძეების სახლ-კარი, სოფლის განაპირას, მაღალ გორზე მდებარეობის გამო, ხშირად არის ქარის სამიზნე. ამიტომ ოჯახის ყველა წევრი მუდამ ფიქრობს, როგორმე დაიცვან თავი.

_ მინდა ადამიანებიც ამყვნენ კარგი საქმის კეთებაში. სამასი ძირი კრიპტომერია ჩამოვიტანე ლანჩხუთიდან და დავრგე არა მარტო ჩემი საკარმიდამოს ირგვლივ, არამედ სოფლის გზის გასწვრივაც ჩავამწკრივე. თუმცა, მოვლასა და პატრონობაში თანამოაზრე არ გამომიჩნდა და ბევრი გახმა. რცხილის ხეივანი კი გვაქვს, თუმცა, ეს მხოლოდ ერთი მხრიდან გვიფარავს, _ გვითხრა ქალბატონმა მადონამ, რომელიც შვილის დაინტერესებით გახარებულია, თუმცა, წუხს იმაზეც, რომ ბევრი შრომა უწევს და ყველანაირად ცდილობს, გვერდში ამოუდგეს.

ედუარდ სიხარულიძე გვეუბნება, რომ მისი მთავარი საზრუნავი ორპინგტონია, თუმცა, ის დაფიქრებულია თხილის დაავადების გამო და აპირებს, ნახევრად მაინც ჩაანაცვლოს კაკლის საუკეთესო ჯიშით _ "იდეალით". რაკი ნერგები გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე, სათესლე მასალა, ის ყოველთვის ცდილობს ამ უკანასკნელით სცადოს ნერგის გამოყვანა. ამიტომ იყიდა ერთი კილოგრამი "იდეალის" ჯიშის კაკლის თესლი და შედეგით კმაყოფილი დარჩა _ ნათესი კარგად გაღვივდა და ამოვიდა. ამიტომ აპირებს, კვლავ დათესოს კაკლის ეს სახეობა და თანდათან გააშენოს.

რაც მთავარია, ჩვენი სტატიის გმირი, ძალიან კმაყოფილია იმით, რომ მრავალი წლის შრომის შემდეგ, სასურველ შედეგს მიაღწია, როგორც შინაური ფრინველის საუცხოო ჯიშის მოშენების, ისე ნერგების გამოყვანის საქმეში, ეს კი მცირე ბიზნესის განვითარების კარგი წინაპირობაა.

წარმატებებს ვუსურვებთ "გურული ორპინგტონის" იდეის ავტორს, ფინიკის ჭამისთვის დაჯარიმებულ ფერმერს და იუმორის გრძნობის კარგ მქონეს, ჩვენს სახასიათო გურული ფრაზით ვემშვიდობებით: "კაი ხვავი გქონოდეს და მეტი ზარალი არ გენახოს, ძამა!"

 




 ახალი ამბები
  • ალაფიშვილი: ზურაბიშვილმა სალომემ მსოფლიო რეკორდი დაამყარა _ კონსტიტუცია უკვე დაარღვია"სალომე ზურაბიშვილმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა _ აამოქმედა კონსტიტუცია და პირველი დამრღვევიც თვითონაა", _ ამბობს სამართალმცოდნე ლევან ალაფიშვილი. მისივე თქმით, ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს: "პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა, მთაწმინდის მაჟორიტარის მანდატი აქვს და ახალი კონსტიტუციით ეს არ შეიძლება.  აამოქმედა და პირველივე თვითონ გახდა დამრღვევი პირველივე წამიდან. ესეთი რამ ისტორიას არ ახსოვს _ მსოფლიო რეკორდია", _ აღნიშნა გურია ნიუსთან საუბრისას ლევან ... ...
  • სალომე ზურაბიშვილმა ფიცი დადოსაქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, თელავში, ერეკლე მეფის სასახლეში სახელმწიფო ფიცი დადო. ამის შემდეგ სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა. ასევე გაისროლეს ქვემეხები.  ცერემონიას 1500 სტუმარი ესწრება. მათ შორის არიან მაღალი რანგის სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან, მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები. საქართველოს ისტორიაში პირველად ახალი პრეზიდენტის ფიცის დადებას მისი წინამორბედი ესწრება. დღეიდან ამოქმედდება საქართველოს კონსტიტუციის ახალი ... ...
  • ომბუდსმენი შსს-ს აქციის მონაწილეების კონსტიტუციურ უფლებას ახსენებს და აქციის ორგანიზატორებსაც მიმართავსსაქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს მომიტინგეთა შესაძლებლობა, გადაადგილდნენ თავისუფლად თელავის მიმართულებით, მანიფესტაციის გამართვის მიზნით, _აღნიშნულია ნინო ლომჯარიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ლომჯარიას თქმით, "აღნიშნული წარმოადგენს მათ კონსტიტუციურ უფლებას, რომელიც არ შეიძლება შეიზღუდოს კანონით გაუთვალისწინებელი მიზნებით". "საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აკვირდება მიმდინარე მოვლენებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის შეკრებისა და მანიფესტაციის შეზღუდვის კანონიერების საკითხს. ამავდროულად, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და მოქალაქეებს, არ დაარღვიონ კანონმდებლობა, რათა შეკრება და მანიფესტაცია კონსტიტუციურ ფარგლებში წარიმართოს,"_ წერია განცხადებაში. გურჯაანში მიმდინარე ნაციონალური მოძრაობის აქციაზე დაძაბული ვითარებაა. ნაციონალები პოლიციის კორდონის გარღვევასა და თელავის მიმართულებით გზის გაგრძელებას ცდილობენ. გურჯაანში სამართალდამცველებმა რამდენიმე ადგილას გადაკეტეს გზა ავტობუსებით და საპატრულო პოლიციის მანქანებით. ისინი აქციის მონაწილეებს თელავისკენ გზის გაგრძელების საშუალება არ აძლევდნენ და სხვა მიმართულებით გადაადგილებისკენ მოუწოდებდნენ. თუმცა, ოპოზიცია ალტერნატიულ გზაზე უარს ამბობს. თელავში, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია ერეკლე მეფის სასახლის ეზოში დღეს, 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთს ... ...
  • შსს: აქციის მონაწილეების მიზანი იყო პროვოკაციების მოწყობა, რადგან მათ ხელოვნურად გაამწვავეს პროცესი შინაგან საქმეთა სამინისტრო თელავის მიმართულებით გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი, მამუკა ჭელიძე აცხადებს, რომ უწყებამ გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით დილით გაავრცელა ინფორმაცია. "თელავში, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად ქვეყანაში ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრებისა და დელეგაციების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო შესაბამისი ზომები. თელავის მიმართულებით გადაადგილებისას გარკვეულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჯერ კიდევ დილით გაავრცელა განცხადება. კახეთის მიმართულებთ, სატრანსპორტო საშუალებების მრავალრიცხოვანი ნაკადიდან გამომდინარე, საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს შეთავაზებული ჰქონდათ თელავის მიმართულებით მოძრაობის ალტერნატიული, უსაფრთხო მარშრუტი, რომლითაც ისინი ველისციხის გადასახვევიდან ყვარლის გავლით მშვიდობის ქუჩით შეძლებდნენ თელავში მოხვედრას. მიუხედავად გაფრთხილებისა, ალტერნატიული მარშრუტისა და ტრანსპორტის შეთავაზებისა, საპროტესტო აქციების მონაწილეები არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, გადაუხვიეს შეთავაზებულ მარშრუტს, დაიწყეს ღია დაპირისპირება და ძალადობა პოლიციასთან. აშკარაა რომ აქციის მონაწილეების მიზანი იყო პროვოკაციების მოწყობა, რადგან მათ ხელოვნურად გაამწვავეს პროცესი და დააზიანეს საპოლიციო ტრანსპორტი და ტექნიკა. პოლიციის მიერ შესწავლილი იქნება თითოეული ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები, ასევე გამოიკითხებიან მოწმეები, რის შემდგომაც მოხდება ინციდენტების სამართლებრივი შეფასება და შესაბამისი რეაგირება. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციების ორგანიზატორებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი" _ განაცხადა მამუკა ... ...
  • "ნაციონალური მოძრაობის" აქციის მონაწილეები "იმედის“ გადამღებ ჯგუფს მუშაობის საშუალებას არ აძლევენგურჯაანში, ველისციხესთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის მონაწილეები ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფს მუშაობის საშუალებას არ აძლევენ. აქციის მონაწილეები „იმედის“ გადამღები ჯგუფის მიმართ აგრესიით გამოირჩევიან. „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე მხარდამჭერი პირდაპირი ეთერის დროს „იმედის“ კამერას ხელით შეეხო. მათ ტელეკომპანიის ოპერატორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დასარტყმელად გაიწიეს. აქციის მონაწილეების დამშვიდება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ნადირაძემ სცადა. როგორც მან მომხდარის შეფასებისას განაცხადა, მათ აქციაზე სუს-ის აგენტები არიან შეგზავნილი და პროვოკაციას ისინი ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...

ბროწეული _ გახდომის საუკეთესო საშუალება

ბროწეული, არა მარტო დეპრესიისა და...

შეიძლება თუ არა ცხოველის წლოვანების ზუსტად დადგენა

იშვიათია, ალბათ, ადამიანი, რომელიც ვერ...

მანჭკვალას გამოყენება ძველებური და განახლებული მეთოდით

როგორც ვიცით, სოკოები უმდაბლესი უქლოროფილო...

როგორ დავამზადოთ კივისა და ფეიჰოას ჩირი შინაურ პირობებში

ზოგადად, ჩირის დამზადება ჩვენში ხალხური...

ნიადაგში სასუქების შეტანის სამი წესით უნდა ვიმოქმედოთ

სხვადასხვა აგრარული კულტურების მოსავლიანობა საგრძნობლად...

დეკორატიული მანდარინი _ ოფისებისა და საოჯახო სივრცეების სეზონური მშვენება

დეკორატიულ ციტრუსოვნებშიც არსებობს სხვადასხვა ფორმისა...

მოვამზადოთ "ნარჩენების ჭრელი მჟავე"

უამრავი სახეობის მჟავეულებთან შედარებით, ჩვენ...

მექსიკური ტორტილია და ბურიტო

მექსიკური სამზარეულოს ძირითადი ელემენტები _...

ფრანგული სალათა

საჭირო მასალა: ორი ცალი მოხარშული...
ზაფრანი

10 რეალური მოსალოდნელი კატაკლიზმა დედამიწაზე

ახალი ოკეანე აფარის სამკუთხედი (იგივე...

საბედისწერო რიცხვი და ასტროლოგია

მაინც რატომ ეშინიათ ადამიანებს ასე...

როგორ ვიშოვნოთ ფული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ადამიანების უმრავლესობა ოდითგანვე დაეძებდა გზებს...

ანტარქტიდაზე ოდესღაც პალმები და ბაობაბებიც ხარობდნენ

ანტარქტიდაზე ოდესღაც პალმები და ბაობაბებიც...

სკოლაში მალე რობოტებიც ივლიან

ავსტრალიაში სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილებზე მალე...

ნივთიერებები, რომლებიც ოქროზე ძვირი ღირს

ალბათ  ვერ დაასახელებთ მეტალ კალიფორნიუმ-252-ის...