ყურძნის სასარგებლო თვისებები

კარმიდამო ჩემი

ყურძნის სასარგებლო თვისებები

6 დეკ. 2017, 21:17:12

ყურძენი საუკეთესოა არა მარტო გამოსაჯანმრთელებლად, არამედ განსატვირთად, ორგანიზმის საფუძვლიანად გასაწმენდად.

ყურძენი მდიდარია С, A, E და PP და B ჯგუფის ვიტამინებით, მინერალური მარილებით, ხილის მჟავებით, ფოსფორით, კალიუმით, კალციუმით, მაგნიუმით, გოგირდით, თუთიით, სპილენძით, მანგანუმით, რკინით, იოდით... ყველაფერი ეს მას აქცევს ენერგეტიკულ კოქტეილად, რომელიც მატებს ადამიანს ენერგიასა და სილამაზეს.

ყურძენი შეიცავს ანტიოქსიდანტებს - პოლიფენოლებს, მდიდარია  E  ვიტამინით. სწორედ ეს მოლეკულები პასუხს აგებს კანის მდგომარეობაზე, უმკლავდება თავისუფალ რადიკალებს და გვიცავს ადრეული დაბერებისაგან.

მისი რბილობი, ღვინისა და ვაშლის მჟავების წყალობით, საუცხოოდ წმენდს კანს და ასაზრდოებს მას სასიცოცხლო ტენით. დაჭყლიტეთ 3-4 მტევანი და გაიწმინდეთ სახე. წვენი გაიჩერეთ 10-15 წუთი და ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

ყურძნის წიპწის ზეთი აცოცხლებს და ახალისებს დაღლილი სახის კანს. 2-3 წვეთი ზეთი დაამატეთ ღამის მკვებავს და წაისვით სახეზე. ხოლო მისი მიღება, როგორც წამლისა, შეგიძლიათ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

ერთი ჭიქა ყურძნის წვენი ამარაგებს რა ორგანიზმს B ჯგუფის ვიტამინების დღეღამური ნორმით, ხელს უშლის დეპრესიას და ებრძვის სტრესს.

ყურძნით მკურნალობენ ცელულიტს, დამწვრობას, შეშუპებასა და ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას. მისი დახმარებით შეიძლება გაიწმინდოთ თირკმლები, ნაწლავები, ჩაიტაროთ ორგანიზმის საერთო მინერალიზაცია.

პოლიუჯერი მჟავები, რომელსაც ყურძნის წიპწები შეიცავს, ხსნის სისხლძარღვთა კედლებიდან ქოლესტერინის დანალექს.

ყურძენი საუკეთესო "კარდიოლოგია". შეიცავს ბევრ კალიუმს, კალციუმს, გლუკოზას და ამაგრებს გულის კუნთებს.

ყურძენი ძალიან სასარგებლოა გამოფიტული ნერვული სისტემისა და ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დროს, განსაკუთრებით მათთვის, ვინც მისდევს სპორტს, ვარჯიშის დროს უნარჩუნებს სიმხნევეს.

ყურძენი ააქტიურებს ნაწლავების პერისტალტიკას, შველის შეკრულობას. 1,5 კგ ყურძენი გაყავით 5 ულუფად და დღის განმავლობაში ჭამეთ. კენკრის მჟავები, ტანინი და ბალასტური ნივთიერებები კარგად წმენდს ნაწლავებსა და ღვიძლს. 




 ახალი ამბები
  • ჩხენკელი - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბრწყინვალე საჩუქარია მთელი ქვეყნისთვის„ჩვენ ვიმყოფებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტში, მინდა საზოგადოებას მივულოცო ისტორიული მოვლენა, რომელიც რამდენიმე დღის წინ შედგა, გაიხსნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტი" - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა. მისი თქმით,  ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბრწყინვალე საჩუქარია ჩვენი ახალგაზრდებისთვის სტუდენტებისთვის, ქართული აკადემიური სივრცისა და მთელი ქვეყნისთვის. საარჩევნო პროგრამის თემატური პრეზენტაცია  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გახსნა, რომელმაც გუნდის სხვა წევრებთან ერთად, საზოგადოებას ზოგადი განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი მასშტაბური პროექტები გააცნო. „დღეს ჩვენ წარვადგენთ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პროგრამას ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვან სტრატეგიულ მიმართულებებზე - ეს გახლავთ განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა. სიმბოლურია, რომ პრეზენტაცია ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტში იმართება. ეს არის უმაღლესი, მსოფლიო სტანდარტის მქონე ჭეშმარიტად ევროპული უნივერისტეტი. ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტის იდეისა და განვითარების კონცეფციის ავტორია ბატონი ბიძინა ივანიშვილი. რომ არა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედება, რომელიც მხოლოდ ქუთაისის უნივერსიტეტში ერთ მილიარდ ევროს შეადგენს, ამ რანგისა და მასშტაბის უნივერსიტეტი საქართველოში ვერ იარსებებდა. შედეგად, ჩვენ გვაქვს უმაღლესი კლასის უნივერისტეტი.  განსაკუთრებულად მინდა გამოვყო, რომ აკადემიური პროგრამები შექმნილია მიუნხენის ტექნიკური უნივერისტეტის აკადემიური პროგრამების ბაზაზე. ყოვეწლიურად უნივერსიტეტში გამოჩნდება ახალი მიმართულებები, ახალი აკადემიური პროგრამები, მაგრამ ფილოსოფია იქნება შენარჩუნებული, ანუ ყოველი ახალი პროგრამა დაფუძნებული იქნება მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უნივერისტეტის აკადემიურ პროგრამაზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტში ქართველ პროფესორებთან ერთად ლექციებს წაიკითხავენ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები. ეს არის გარანტია იმისა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტის კურსდამთავრებულები იქნებიან კონკურენტუნარიანები მსოფლიო ასპარეზზე. ეს უნივერსიტეტი არის ბრწყინვალე საჩუქარი ჩვენი ახალგაზრდებისთვის სტუდენტებისთვის, ქართული აკადემიური სივრცისა და მთელი ქვეყნისთვის." - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. ... ...
  • პენიტენციური სისტემის ყველა თანამშრომელი ამიერიდან კვირაში ერთხელ გაივლის PCR ტესტირებასმიმდინარე წლის 23 ოქტომბრიდან პენიტენციური სისტემის ყველა თანამშრომელი ნაცვლად ორკვირიანი შუალედისა, კვირაში ერთხელ გაივლის PCR ტესტირებას. ამასთან, შუალედში, ყოველ 72 საათში ერთხელ მოცემული პირები ანტიგენ-ანტისხეულზე სწრაფი ტესტით შემოწმდებიან. ახალი სამედიცინო პროტოკოლი კიდევ ერთი პრევენციული ზომაა იმისთვის, რომ პენიტენციურ სისტემაში განთავსებული ბრალდებულ/მსჯავრდებულები გარედან ვირუსის იმპორტისგან იყვნენ დაცულები. შეგახსენებთ, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის მაისის ბოლოდან პენიტენციური სისტემის თანამშრომლები ორ კვირაში ერთხელ გადიან PCR ტესტირებას. ხოლო პენიტენციური დაწესებულებების ის თანამშრომლები, რომლებიც მიმდინარე წლის 29 მარტიდან ყაზარმულ რეჟიმში მუშაობენ, ყაზარმული რეჟიმით დაწესებულებებში შესვლამდე მოწმდებიან PCR ტესტით. ჯამში მაისის ბოლოდან სექტემბრის ჩათვლით პენიტენციურ სისტემაში 13253 PCR ტესტი გაკეთდა. ამიერიდან კი ყველა თანამშრომელისთვის ტესტირების ახალი სისტემა ამოქმედდა. ... ...
  • პოლიციამ ქობულეთში მომხდარი ინკასატორის გაძარცვის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირიშინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ ქობულეთში მომხდარი, ინკასატორის გაძარცვის ფაქტი გახსნეს. ძარცვის ბრალდებით დაკავებულია 1986 წელს დაბადებული გ.მ. დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ ქობულეთში, "საქართველოს ბანკის" სერვისცენტრის მიმდებარედ, თავს დაესხა შპს "დაირექტ დებიტ ჯორჯიას" ინკასატორს, რომელსაც ამავე კომპანიის კუთვნილი ფული - 55 000-მდე ლარი ძალადობის გამოყენებით გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა გ.მ. ქობულეთში დააკავეს. პოლიციამ, მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნაძარცვი თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ძარცვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით ... ...
  • მთავრობის მკაცრი რეკომენდაცია მოსახლეობასგარე სივრცეში, იქ, სადაც თავშეყრას აქვს ადგილი, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია, მაგალითად რიგებში, გაჩერებებზე და ა.შ, პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა არის მკაცრად რეკომენდირებული მთავრობის მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა პრემიერ-მინისტრთან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციები. „საქართველოში ფიქსირდება ინფიცირების შემთხვევების ზრდა, ისევე, როგორც მსოფლიოში და ეს ზრდა გაგრძელდება. ხაზი გაესვა მსოფლიო პრაქტიკაზე დაყრდნობით პირბადის ტარებას და დისტანციის დაცვას, რასაც კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ინფიცირების შემთხვევების მატების შენელებაში. გუშინ მკაცრი რეკომენდაცია გავეცით საქართველოს სამ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, გარე სივრცეებში პირბადის ტარების შესახებ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ეს რეკომენდაცია შეასრულონ. ამ მხრივ პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება, რისთვისაც მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მოქალაქეებს. თუმცა, არის შეუსრულებლობის შემთხვევებიც, ამიტომ, იმისთვის, რომ ინფიცირების გავრცელების შენელება მოხდეს, მაქსიმალურად უნდა ვატაროთ პირბადე არა მხოლოდ დახურულ, არამედ ღია სივრცეებში", - განაცხადა ნათია ... ...
  • გამყრელიძე - უმორჩილესად გთხოვთ, დავემორჩილოთ დაწესებულ რეგულაციებსის რეგულაციები, რაც დაწესებულია სახელმწიფოს მიერ უმორჩილესად გთხოვთ, დავემორჩილოთ, იმიტომ, რომ სხვანაირად პანდემია უკან არ იხევს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, უწყებათაშორისი საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით,  პანდემია კიდევ დიდხანს იქნება და მოქალაქეებს მოუწევთ მასთან ერთად ცხოვრება,  შესაბამისი რეგულაციების დაცვით. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, სამუშაო შეხვედრაზე მსოფლიოში, რეგიონში და საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილეს. „სამუშაო შეხვედრაზე განვიხილეთ ეპიდსიტუაცია მსოფლიოში, რეგიონში და საქართველოში. ეპიდსიტუაცია გლობალურად დაძაბულია და კიდევ და კიდევ უფრო იძაბება მთელს მსოფლიოში. განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში, ევროპაში. მსოფლიოში უკვე გადააჭარბა 42 მილონ ინფიცირებულს და დღევანდელი დილით იყო ანტირეკორდი - 490 000 ახალი შემთხვევა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაახლოებით 200 000 ახალი შემთხვევა გახლავთ ევროპის რეგიონში. ანუ ევროპის რეგიონი ერთ-ერთი ყველაზე მზარდია ახალ შემთხვევათა თვალსაზრისით.  საქართველოში დღევანდელი დილის მონაცემებით გვაქვს 1941 შემთხვევა. კვლავ ცხელ წერტილებად რჩება სამი რეგიონი - აჭარა, სადაც 320 შემთხვევა იყო, ზრდა გვაქვს თბილისში - 1034 ახალი შემთხვევა, ასევე იმერეთში, 258 შემთხვევა, მნიშვნელოვნად წამოიწია ასევე ქვემო ქართლში 107 შემთხვევა. ეს უკავშირდება ისევ და ისევ დიდ შეკრებებს. იყო საქორწილო სუფრა და ამან გამოიწვია ეპიდ-აფეთქვება ერთ-ერთ სოფელში და შესაბამისად მისი გავრცელება სასწავლო დაწესებულებებში", - განაცხადა ამირან ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...