რას უნდა მიაქციონ ყურადღება მევენახეებმა თუ ვენახის ბიოწესებით მოვლას გადაწყვეტენ


კარმიდამო ჩემი

რას უნდა მიაქციონ ყურადღება მევენახეებმა თუ ვენახის ბიოწესებით მოვლას გადაწყვეტენ

31 ივლ. 2020, 11:26:15

საქართველო ითვლება კულტურული ვაზის წარმოშობის ერთ–ერთ პირველ ცენტრად, ღვინო კი საქართველოს ერთ-ერთ სიმდიდრეს წარმოადგენს.

გამორჩეული მაღალხარისხოვანი ქართული საღვინე ვაზის ჯიშებია; რქაწითელი, მწვანე, ხიხვი, ქისი, ჩინური, გორული მწვანე, ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა, საფერავი, თავკვერი, შავკაპიტო, ალექსანდროული, მუჯურეთული, ძველშავი, უსახელოური, ოცხანური საფერე, ოჯალეში, ჩხავერი, ალადასტური და სხვა.  თუმცა, თუ მიწა და ვაზი ძლიერი არ იქნება და მევენახემ ვაზის მოვლას რამე დააკლო,  ყურძენი კარგავს იმ ხარისხს და არომატს, რაც უნდა ჰქონდეს.

ბოლო დროს, გარემოს მზარდი დაბინძურებისა და ამისგან გამოწვეული დაავადებების გავრცელების საპასუხოდ, სულ უფრო მოთხოვნადი ხდება არაგენმოდიფიცირებული და ხელოვნური სასუქებითა და პესტიციდებით ნაკლებად მოწამლული პროდუქცია.

ღვინოს შეიძლება ეწოდოს ბიოღვინო, თუ ის მოყვანილია ორგანული მეურნეობით. ანუ არ არის გამოყენებული ქიმიური სასუქები და სხვა შხამ–ქიმიკატები. ასევე, კონტროლდება ღვინის დაყენების პროცესი. ღვინოს არ უნდა ჰქონდეს არანაირი ქიმიური დანამატი. ანუ, ღვინო უნდა იყოს სრულიად ნატურალური.

ცნობილია, რომ შხამ–ქიმიკატები მოსავლიანობას ზრდის, ამიტომ ბევრი უარს ამბობს ორგანულ მეთოდზე, თუმცა, ამას შემდეგ ნიადაგის გამოფიტვა და ნაყოფში მავნე ნივთიერებების დაგროვება მოჰყვება.

რა უნდა გაითვალისწინონ მევენახეებმა, როდესაც ბიოვენახის გაშენებას ან ვენახის ბიოწესებით მოვლას გადაწყვეტენ და რა პრობლემებია დარგის განვითარებაში _ ამის შესახებ „გურია ნიუსთან“ „რუისპირის ბიოდინამიური მევენახეობის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი ალადაშვილი საუბრობს.

ალადაშვილის განმარტებით, ბიომევენახეობა ვენახის მოვლის არჩევის ისეთი გზაა, როდესაც მიწაში არ ხვდება არცერთი ისეთი ნივთიერება, რაც მიკრობიოლოგიურ სიცოცხლეს სპობს.

„ვენახი იწამლება მინიმალური სპილენძის დოზებით და დანარჩენი არის დამატებული ბალახის ნაყენები, რომელიც გამოიყენება მათ სამკურნალოდ.   არ გამოიყენება ისეთი ნივთიერებები, არც გადაჭარბებული და არც მინიმალური დოზებით, რაც ნიადაგში მიკრობიოლოგიურ სიცოცხლეს სპობს. ეგ არის ბიო მიდგომა, ეს იქნება მევენახეობაში, მეფრინველეობაში თუ მებოსტნეობაში“,_ ამბობს ალადაშვილი.

„რუისპირის ბიოდინამიური მევენახეობის“ ხელმძღვანლის თქმით, საზოგადოების ნაწილს უნდა იცოდეს, თუ რამდენად ჯანსაღ პროდუქციას მიირთმევს, შესაბამისად, ბიო ორგანული ბაზრობები მოდურია და საქართველოშიც კულტურა იცვლება.

„არის ხალხი, რომელსაც აქვს პრეტენზია იმაზე, თუ რას შეჭამენ და როგორი პირობებით არის მოყვანილი ესა თუ ის პროდუქტი. ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან მოდურია ბიოორგანული იქნება ის თუ ბიოდინამიური,  ბაზრობები. ჩვენ უკვე ევროპული კულტურა გვიყალიბდება.   აქამდე გვქონდა  რუსეთის და ა.შ. თუმცა ავღნიშნავ, რომ რუსეთში და მის წამყვან ქალაქებში ძალიან პოპულარულია ბიოორგანიკა, ბიოდინამიკა და უფრო და უფრო მეტი მოთხოვნები თუ არ წამოვიდა ამ მიდგომით, არ შემცირდება“,_ ამბობს ალადაშვილი.

ბატონი გიორგი ჩვენთან საუბრობს დარგის განვითარების ირგვლივ არსებული პრობლემების შესახებაც.

მისი თქმით, ქვეყანაში სოფლის მეურნეობის დარგში ცნობადობა ნაკლებია.

როგორც გიორგი ალადაშვილი აღნიშნავს, ვაზის გაშენებამდე და ვენახის მოსავლელად ამა თუ იმ გზის არჩევამდე სასურველია, ადამიანებმა ჯერ ისწავლონ თუ რა პირობები სჭირდება ვაზს.

„ზოგადად ვხედავ ცნობადობას და  სწავლა-განათლების არ ქონას ჩვენს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის დარგში.  ჯერ ის უნდა ისწავლონ და იცოდნენ მევენახეებმა თუ  როგორი პირობები სჭირდება ვაზს და შემდეგ უკვე აირჩიონ ბიოდინამიური იქნება ის თუ ჩვეულებრივი მეთოდი.  ამიტომ მნიშვნელოვანია ცნობადობა, სწავლა, რომ კარგად ვიცოდეთ, რა არის მევენახეობა“, _ ამბობს ალადაშვილი.

კითხვაზე _ რას უნდა მიაქციონ ყურადღება მევენახეებმა, როდესაც ბიოვენახის გაშენებას ან ვენახის ბიოწესებით მოვლას გადაწყვეტენ? _ „რუისპირის ბიოდინამიური მევენახეობის“ ხელმძღვანელი გვპასუხობს, რომ მევენახეობის დაწყებამდე სასურველია ცოდნის და პრაქტიკის მიღება. თუ სასწავლებელში ვერ ვერ შეძლეს მისი მიღება, მაშინ რომელიმე ცნობილ მევენახესთან უნდა გაიარონ პრაქტიკა.

„ადამიანები, რომლებიც ახალბედები არიან მევენახეობაში, მინიმუმ ორ-სამ წლიანი პრაქტიკა მაინც უნდა ჰქონდეთ ვენახებში მუშაობის, რომ მათ აიღონ თავიანთ თავზე ვენახის გაშენების პასუხისმგებლობა. ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ სტაჟირებაზე იყვნენ გამოცდილ მევენახეებთან, ხოლო  თუ ბიოვენახხზეა საუბარი, ამ შემთხვევაში _ გამოცდილ ბიომევენახეებთან“, _ გვეუბნება ალადაშვილი.

ვენახის გაშენებამდე კი, ალადაშვილის თქმით, აუცილებელია იმის გათვალისწინება, სად და როგორ პირობებში ვრგავთ ვაზს.

როგორც „რუისპირის ბიოდინამიური მევენახეობის“ ხელმძღვანელი აღნიშნავს, თუ ბიოვენახის გაშენებას და მევენახეობით ბიზნესის დაწყებას  აპირებს ადამიანი, მაშინ ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ სავენახედ სწორი ადგილი შეარჩიოს, სადაც ტექნიკა ადვილად შეძლებს შესვლას. ამის მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ მუშა ხელის მიერ გაკეთებული საქმე ძვირი ჯდება და არ იძლევა ისეთ ხარისხს, როგორც ტექნიკის დახმარებით ვაზის შეწამვლა.

„ვაზს ნებისმიერ ადგილას შეიძლება ისეთი პირობა შევუქმნათ, რომ გაიხაროს. პიროვნება თვითონ უნდა იყოს ჩამოყალიბებული, თუ რისთვის აშენებს ვენახს. თუ წმინდა ბიზნესის მიზნით აშენებს, მაშინ უნდა იცოდეს, რომ უნდა შეარჩიოს სწორი ადგილი, სადაც მაქსიმალურად შევა ტექნიკა. იმიტომ, რომ ბიომევენახეობაში თუ ჩვენ არ გვაქვს საშუალება რომ ტექნიკა გამოვიყენოთ, ხელით გაკეთებული საქმე არ გამოდის. ფინანსურად ძალიან ძვირია და მეორე კიდევ, ვერ მიაღწევს იმ შედეგს, რა შედეგიც შეიძლება დაიდოს იმ პერიოდში, როცა ძალიან უჭირს ვაზს. მოვლის თვალსაზრისით, თუ ახალბედაა და ფიქრობს, რომ ბიოვენახი უნდა გააშენოს, აუცილებლად უნდა აირჩიოს ისეთი ადგილი, სადაც ტექნიკა ადილად შევა“, _ ამბობს ალადაშვილი.




 ახალი ამბები
  • თოვლი უკანავაშისოფელი უკანავა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის თემში შედის. ეს სოფელი ერთ-ერთი მაღალმთიანი ოზურგეთში. ეს ფოტოები "გურია ნიუსის" მეგობარმა და უკანავას მცხოვრებმა თამუნა შავაძემ ... ...
  • მთავრობამ კორონავირუსის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცადღეს ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მთავრობას წარედგინა კორონავირუსის ვაქცინის ეროვნული გეგმა და შესაბამისად, დამტკიცდა, - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ექიმები ქვეყანაში არსებულ პროცესს წარმატებით მართავენ. „დღეს ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მთავრობას წარედგინა კორონავირუსის ვაქცინის ეროვნული გეგმა და შესაბამისად დამტკიცდა. ჩვენ ვაკვირდებით საქართველოში კორონავირუსის მნიშვნელოვან სტაბილიზაციას. საწოლფონდთან მიმართებაში გვაქვს შემდეგი სურათი: დღეს სტაციონარში მკურნალობას გადის 3,499 ადამიანი. საერთო ჯამში კი კორონავირუსის 10,000-ზე მეტი შემთხვევაა და აღსანიშნავია, რომ ექიმები პროცესს წარმატებით მართავენ“, - განაცხადა ეკატერინე ... ...
  • საქართველოს ორი ახალი ვიცე-პრემიერი ჰყავს - რომელი მინისტრები დანიშნა პრემიერმასა­ქარ­თვე­ლოს ორი ახა­ლი ვიცე-პრე­მი­ე­რი ჰყავს. აღ­ნიშ­ნულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნი და რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნისტრი მაია ცქი­ტიშ­ვი­ლი მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე წა­რად­გი­ნა. „დღეს ჩვენ სხვა­დას­ხვა ფრონტზე გვი­წევს ბრძო­ლა. პირ­ველ რიგ­ში, ეს არის გლო­ბა­ლუ­რი პან­დე­მია და რა თქმა უნდა, ეს არის გლო­ბა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა­ში იყო გა­მო­ყო­ფი­ლი პირ­და­პირ აშ­კა­რა პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი - ეს არის ქვეყ­ნის შემ­დე­გო­მი დე­მოკ­რა­ტი­ზა­ცია, ეკო­ნო­მი­კუ­რი გაძ­ლი­ე­რე­ბა, დე­ო­კუ­პა­ცია და ინ­ტეგ­რა­ცია, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ, ყვე­ლას კარ­გად უნდა გვეს­მო­დეს, რომ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბა ეს გახ­ლავთ ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი აღ­დგე­ნა, პოსტ-კო­ვი­დუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი აღ­დგე­ნა. თუმ­ცა, ჩვე­ნი ძი­რი­თა­დი მიზ­ნის, ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­საღ­წე­ვად, ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა­ში სტრუქ­ტუ­რუ­ლი რე­ფორ­მე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა არის კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ისე­ვე, რო­გორც მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და ყვე­ლა ის რე­ფორ­მა, რო­მე­ლიც ეკო­ნო­მი­კურ სფე­როს ეხე­ბა, მათი ეფექ­ტუ­რო­ბა იქ­ნე­ბა უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. პირ­ველ რიგ­ში იმის­თვის, რომ ჩვენ გა­დავ­ლა­ხოთ გლო­ბა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი და მე­ო­რე რიგ­ში იმის­თვის, რომ 2024 წლის­თვის ქვე­ყა­ნა ეკო­ნო­მი­კუ­რად იყოს მზად ხმა­მა­ღა­ლი და რაც მთა­ვა­რია, დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი გა­ნა­ცხა­დის გა­სა­კე­თე­ბე­ლად ევ­რო­კავ­შირ­ში სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რო­ბის­თვის. ამის­თვის სა­ჭი­როა კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად მუ­შა­ო­ბა. ამი­ტომ დღეს მინ­და წარ­მო­გიდ­გი­ნოთ პირ­ვე­ლი ვიცე-პრე­მი­ე­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი სა­კი­თხე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ეს გახ­ლავთ მაია ცქი­ტიშ­ვი­ლ", _ განაცხადა ... ...
  • "ბახმაროს მიდამოში -14 -19 გრადუსი იქნება"- რას პროგნოზირებენ გურიაშიგურიაში, ღამის საათებში ძლიერ ყინვას ელოდებიან. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა. „თოვა დღესაც შენარჩუნდება, მაგრამ თანდათან შესუსტდება. შავი ზღვის ჩრდილო- დასავლეთიდან შემოდის ცივი ჰაერის მასები, რომლებიც გურიასა და აჭარაში იწვევს თოვას. დღის ბოლოს გამოიდარებს. ღამით ველოდებით ყინვის გაძლიერებას. გზები შესაძლებელია მოიყინოს. დაბლობში ყინვა იქნება -2, -4 გრადუსი, მგორიან რაიონებში მოსალოდნელია -5, -7 გრადუსი ყინვა, მაღალ მთაში -10, -15, ბახმაროს მიდამოებში და გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ცოტა მეტი, -14, -19 გრადუსი დაფიქსირდება. ყინვის შედეგად მოსალოდნელია დაზიანდეს ციტრუსოვნები თუ დაკრეფილი არ არის ან თუ ლიმონს აქვს ახალი წამონაზარდი, მოიყინოს“,_ გვითხრა გვაზავამ. გვაზავას ინფორმაციითვე, გურიაში ხვალიდან გამოიდარებს და ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი. „ხვალიდან უნალექო ამინდი იქნება. ტემპერატურა მოიმატებს, შემდეგ დღეებში ყინვა თანდათან შესუსტდება. შაბათ- კვირას +13, +14 გრადუსი იქნება დაბლობში, მთაში +8, +10 გრადუსი და მაღალ მთაში +4, + 9 გრადუსი სითბო“,_ გვითხრა ... ...
  • ეკატერინე ტიკარაძე შეზღუდვების შემსუბუქების შესახებჯანდაცვის მინისტრის თქმით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო შეზღუდვების შემსუბუქებაზე კვირის განმავლობაში იმსჯელებს. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ამასთან დაკავშირებით საბჭოს ფორმატში ვმსჯელობთ ეკონომიკურ გუნდთან ერთად. ამ კვირაში მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს და შემდეგ უკვე საბჭოს გადაწყვეტილების ფორმატში გავაცნობთ საზოგადოებას“, - განაცხადა ტიკარაძემ. ცნობილია, რომ პირველი თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....