რომელი მცენარეა ფშატი?


კარმიდამო ჩემი

რომელი მცენარეა ფშატი?

15 ივნ. 2020, 15:03:01

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს, თუ როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან ფშატი, შტოში და ცირცელი. არის თუ არა ფშატი დასავლეთ საქართველოში გავრცელებული?

ჩვენ ამ საკითხზე მივმართეთ საქართველოს უნივერსიტეტის, ჩაის და სუბტროპიკული კულტურების ინსტიტუტის აკადემიურ დოქტორს, ცისანა ქაშაკაშვილს.

_ ჩვენში გავრცელებულია კენკროვანი ფშატი, რომელსაც შეცდომით უწოდებენ ხან შტოშს, ხან _ ცირცელს. ამის მიზეზი ზოგჯერ სოციალური ქსელებიცაა, სადაც მკითხაობის დონეზე ხდება ამა თუ იმ მცენარისთვის სახელის მიკუთვნება. ასეთ დროს სარწმუნო და მეცნიერულად დადასტურებულ წყაროს _ ბოტანიკის ლექსიკონს უნდა მივმართოთ და არ ვიხელმძღვანელოთ ვარაუდებით, _ გვითხრა ცისანა ქაშაკაშვილმა.

_ ფშატი ფართოდ გავრცელებული კულტურაა, როგორც დასავლეთ, ისე, აღმოსავლეთ საქართველოში. იგი ვერცხლისფერი-მოთეთრო ფოთლებიანი ბუჩქი ან დაბალი ხეა, ფშატისებრთა ოჯახიდან, რომელიც შეიცავს ფშატის 60-70-მდე სახეობას.

ფშატის სიმაღლე 3-5 მეტრია და ხასიათდება გადაშლილი ვარჯით. ამიტომ მას ქოლგისებრსაც უწოდებენ. ფოთოლი ორივე ან მარტო ქვედა მხრიდან ვერცხლისფერი თეთრია, რომლებიც ტოტებზე მორიგეობით არის განლაგებული. ფოთლის სიგრძე 3-7 სმ-ია, სიგანე კი 0,4-1,5 სმ, ფორმით ლანცეტაა. ახალგაზრდა ყლორტები მთლიანად მოვერცხლისფრო ქერცლებით არის დაფარული. ორსქესიანი მოყვითალო ყვავილები, 1-3 ცალის რაოდენობით ჯგუფებადაა განლაგებული ფოთლის უბეებში, მცირე რაოდენობით. ივითარებს მარტო მამრობით ყვავილებსაც. ჰყვავის მაის-ივნისში. ნაყოფი მწიფდება სექტემბრის ბოლოს, ოქტომბერშიც.

მშრალხორცოვანი ნაყოფიერთესლიანი, კურკიანია, მოწითალო ფერის, თეთრი წინწკლებით, რომლებიც სრული სიმწიფეში ქრება. უხვადმოყვავილე და უხვმსხმოიარეა ყოველწლიურად. არ ახასიათებს მეწლეობა.

ფშატი სინათლისა და სითბოს მოყვარული მცენარეა. საქართველოში ის უფრო ჭალებში ხარობს და სახელიც აქედან დაერქვა _ "ჭალა ფშატა". იზრდება როგორც ნესტიან, ისე მშრალ ადგილებში. კარგად იტანს წყლით დროებით დატბორვას, ასევე ნიადაგის დამლაშებას.

მრავლდება გენერაციულად (თესლით), დაკალმებითაც და ფესვის ნაბარტყით.

ფშატის ხმელ ნაყოფს თესლებს აცლიან, რბილობს ფქვავენ და მისი ფქვილით პურის ფქვილს ამდიდრებენ, რადგან შემკვრელი თვისებები გააჩნია.

ნაყოფისგან იხდება არაყი.

ხალხურ მედიცინაში ფშატის ხმელ ნაყოფს კუჭის აშლილობის დროს იყენებენ, როგორც შემკვრელ საშუალებას.

მცენარის ტოტებს სდის წებოვანი წვენი (გუმფისი), რომელიც გამოიყენება წებოს და ლაქ-საღებავების დასამზადებლად. აგრეთვე, საქსოვ წარმოებაში. ფოთლებსა და ქერქს ტყავის გასათრიმლავადაც იყენებენ. ფშატის მუქი ყავისფერი მერქანი საკმაოდ ძვირფასია და მისგან მექანიკურ ინსტრუმენტებს ამზადებენ.

ფშატის ფესვებზე არსებულ კოჟრებში ცხოვრობს კოჟრის ბაქტერიები, რომლებიც ახდენენ ატმოსფეროს თავისუფალი აზოტისფიქსაციას, ნიადაგს აზოტით ამდიდრებენ, თვით მცენარე კი ჰაერს ეფექტურად წმენდს მავნე გაზებისგან.

ფშატის მოხსენიება, რომ ის არის  "შტოში", "აპლიპიხა" თუ "ცირცელი", არასწორია. ბოტანიკოსების მიერ დამტკიცებულია, რომ დასავლეთ საქართველოს რეგიონში გავრცელებული ეს სახეობა არის "ჭალა-ფშატა", _ გვითხრა ცისანა ქაშაკაშვილმა.




 ახალი ამბები
  • "ბახმაროს მიდამოში -14 -19 გრადუსი იქნება"- რას პროგნოზირებენ გურიაშიგურიაში, ღამის საათებში ძლიერ ყინვას ელოდებიან. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა. „თოვა დღესაც შენარჩუნდება, მაგრამ თანდათან შესუსტდება. შავი ზღვის ჩრდილო დასავლეთიდან უფრო სამხრეთ დასავლეთიდან შემოდის ცივი ჰაერის მასები, რომლებიც გურიასა და აჭარაში იწვევს თოვას. დღის ბოლოს გამოიდარებს. ღამით ველოდებით ყინვის გაძლიერებას. გზები შესაძლებელია მოიყინოს. დაბლობში ყინვა იქნება -2, -4 გრადუსი, მგორიან რაიონებში მოსალოდნელია -5, -7 გრადუსი ყინვა, მაღალ მთაში -10, -15, ბახმაროს მიდამოებში და გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ცოტა მეტი, -14, -19 გრადუსი დაფიქსირდება. ყინვის შედეგად მოსალოდნელია დაზიანდეს ციტრუსოვნები თუ დაკრეფილი არ არის ან თუ ლიმონს აქვს ახალი წამონაზარდი, მოიყინოს“,_ გვითხრა გვაზავამ. გვაზავას ინფორმაციითვე, გურიაში ხვალიდან გამოიდარებს და ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი. „ხვალიდან უნალექო ამინდი იქნება. ტემპერატურა მოიმატებს, შემდეგ დღეებში ყინვა თანდათან შესუსტდება. შაბათ- კვირას +13, +14 გრადუსი იქნება დაბლობში, მთაში +8, +10 გრადუსი და მაღალ მთაში +4, + 9 გრადუსი სითბო“,_ გვითხრა ... ...
  • ეკატერინე ტიკარაძე შეზღუდვების შემსუბუქების შესახებჯანდაცვის მინისტრის თქმით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო შეზღუდვების შემსუბუქებაზე კვირის განმავლობაში იმსჯელებს. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ამასთან დაკავშირებით საბჭოს ფორმატში ვმსჯელობთ ეკონომიკურ გუნდთან ერთად. ამ კვირაში მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს და შემდეგ უკვე საბჭოს გადაწყვეტილების ფორმატში გავაცნობთ საზოგადოებას“, - განაცხადა ტიკარაძემ. ცნობილია, რომ პირველი თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები ... ...
  • გიორგი გახარია: საქართველო მზადაა, ვაქცინაცია უახლოეს პერიოდში დაიწყოს„საქართველო მზადაა, ვაქცინაცია უახლოეს პერიოდში დაიწყოს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. „მოგეხსენებათ, წინა მთავრობის სხდომაზე, ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო დავალება ვაქცინაცის გეგმასთან დაკავშირებით მუშაობის დასრულებაზე და დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ამ გეგმის დამტკიცების თაობაზე. ეს სამუშაო ჯგუფი 15 დეკემბერს შეიქმნა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა ყველა დაინტერესებულმა მხარემ მიიღო - საერთაშორისო პარტნიორებმა, დარგის სპეციალისტებმა, ეპიდემიოლოგებმა, სახალხო დამცველმა და დღეს ჩვენ უნდა დამატკიცოთ ეს გეგმა, რომლის საბოლოო მიზანია, 2021 წლის ბოლომდე საქართველოში მინიმუმ აცრილი უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების 60%, თუმცა ამ ძირითად მიზანთან ერთად ძალზედ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ტექნიკურ ნაწილს, მათ შორის იმ მიზნობრივ ჯგუფებს, რომლებიც ეტაპობრივად უნდა აიცრან. პირველ ეტაპზე, აიცრებიან ის მიზნობრივი ჯგუფები, რომლებიც ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან: სამედიცინო სფეროს თანამშრომლები, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულების ბენეფიციარები, ჩვენი ხანდაზმულები 75 წელს ზემოთ და შემდგომ უკვე 60-დან 75 წლამდე ყველა მოქალაქე. ამ გეგმის შემუშავებას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. მოგეხსენებათ, საქართველო ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად ჩOVAX-ის პლატფორმაშია გაწევრიანებული, რომელიც გულისხმობს ვაქცინის მოწოდებას და საქართველომ უკვე განაცხადა ამ პლატფორმაზე თავისი მიზანი, რომ უახლოეს მომავალში მოწოდებული იყოს მილიონნახევარი ვაქცინა. ჩვენ უკვე გადავრიცხეთ ეს ფინანსური რესურსი და მთავარი მიზანია, ტექნიკურ დონეზე ჯანდაცვის სისტემა იყოს მზად ამ მოცულობის ვაქცინაციის ჩასატარებლად ერთის წლის განმავლობაში. თუმცა მთავრობა აგრძელებს მოლაპარაკებას ორმხრივ რეჟიმში მწარმოებელ კომპანიებთან, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოში შემოვა მხოლოდ ის ვაქცინა, რომელიც ჯანმოს მიერ არის ავტორიზებული. ეს არის პრინციპული პოზიცია ჩვენი და ჩვენი ევროპელი პარტნიორების და ეს არის ზრუნვა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე“, - აღნიშნა გიორგი ... ...
  • გურიაში თოვლს „მასპინძლობს“ მანდარინი: „ეს საცოდაობა არაა? დააბრალეთ ახლა ხალხს!“„გურია ნიუსი“ დილიდანვე  უკავშირდება გურიის (ოზურგეთის) სოფლების  მცხოვრებლებს, ვისაც  მანდარინი მოუკრეფავი დარჩა. უფრო სწორად, არ მოკრიფეს იმის გამო, რომ ფიქრობდნენ,  მაინც დაულპებოდათ. ფაქტობრივად, ბევრს ეზარალა გასული წლის მოსავლის დიდი ნაწილი. _ასე გვეზარალა გაჭირვებით მოვლილი, შეწამლული ციტრუსოვანები. ეს საცოდაობაა. დააბრალეთ ახლა ხალხს, _ გვეხმიანებიან მეურნეები  კონჭკათიდან, ნატანებიდან, მერიიდან. _ კონკრეტული მფლობელის ბრალი ისაა, რომ ხეზე მაინც არ უნდა დატოვოს ნაყოფი, რომ ტოტები არ ჩამოხლიჩოს თოვლმა. _ ვიცით, გენაცვალე, მაგრამ, ადამიანი სულ იმედით  ცოცხლობს. არ მოვკრიფეთ იმიტომ, რომ იქნებ, გაგრძელდეს კარგი ამინდი-თქო. მოკრეფილი უფრო ადრე გაფუჭდებოდა, _ გვპასუხობენ გაბრაზებული მოქალაქეები. დღეს, როგორც ვიცით, სოფლის მეურნეობის საკითხებზე, პარლამენტში ანგარიშის მოსმენაა. გურიაში არსებული მდგომარეობის შესახებ, რომ ხალხი დიდი ხანია,  ითხოვს,  აშენდეს ერთი ქარხანა მაინც;  რომ ქარხანა, რომელიც არსებობს ნატანებში,  დიდი ხანია,  დაკეტილია,  _  ამ და კიდევ სხვა მწვავე პრობლემებზე, „გურია ნიუსი“  მალე ... ...
  • ფოტორეპორტაჟი დათოვლილი ჭაჭიეთიდანგურიაში უკვე რამდენიმე დღეა თოვს.  „გურია ნიუსი“ გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს დათოვლილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....