"ვენახის მოგვარ-მოყვარე ვარ და საძირედან ვიწყებ მის განახლებას"

კარმიდამო ჩემი

"ვენახის მოგვარ-მოყვარე ვარ და საძირედან ვიწყებ მის განახლებას"

2019 ოქტ 8 12:56:25

"ქართველი კაცი ვენახის შვილია და ვაზია მისი მშობელი. ბევრი შვილი და ვაზის მოვლა-მოყვანის უცილობელი ცოდნა და სიყვარული განაპირობებდა მისი არსებობის წესს. მე ორივე გამოცდა ჩავაბარე და წუთისოფლად ჩემი მოსვლის აზრს ვამართლებ. ახლა მხოლოდ შვილებისა და ვაზის გარემოცვაში ვგრძნობ საკეთებელი საქმის სურნელს და ეს მუდამ მანიჭებს იმპულსს, მეტად ჩავუღრმავდე ვაზის ფესვების არსს, საძირეს ამოუხსნელ საიდუმლოს _ ატარებდეს მარადიული სიცოცხლის უბერებელ უნარს", _ ასე იწყებს ჩვენთან საუბარს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში მცხოვრები ექვსი შვილის მამა, პროფესიით ინჟინერი და მოწოდებით მევენახე გიორგი ლომჯარია, რომელსაც არც ისე დიდი ხანია _ შვიდი წლის წინ გაუჩნდა გურული ვაზის ჯიშების მყნობის და საუკეთესო ნერგების მოყვანის სურვილი.

გურული ვაზის ჯიშების აღდგენის საქმეს ბოლო პერიოდში ბევრი მიუბრუნდა და კარგად დაეუფლა კიდეც მყნობის ხელოვნებას, თუმცა, გოგი ლომჯარიას მიზანი და სურვილი სხვა ფორმატისა იყო _ აუცილებლად უნდა მოეშენებინა ჯერ ველური საძირეები და თავად დაეწყო დასამყნობი კალმების აჭრა.

მკითხველს შევახსენებთ, რომ გურიაში, ძირითადად, ვინც ამ საქმეს ჩაუღრმავდა, დასამყნობად მაინც აღმოსავლეთ საქართველოში მიაქვთ უნიკალური გურული ვაზის კვირტები და უკვე გამზადებული ჩამოაქვთ უკან და რგავენ.

გიორგი ლომჯარიამ კი მიზნად სწორედ საძირეების მოშენება დაისახა და ამ საქმის, ასე ვთქვათ, პიონერიც გახდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში _ დღეს იგი ბევრი გურული ჯიშის ვაზს საკუთარ ეზოში გამოყვანილ საძირეებზე ამყნობს და ათასობით ნერგი გამოჰყავს.

საქმეს ასე შეუდგა _ ჯერ საკარმიდამო ნაკვეთში სათითაოდ აჭრა "ადესისა" და "ნოვეს" ნარგაობები და მოამზადა გარემო გურული ვაზის ჯიშების გასაშენებლად. შემდეგ იშვიათ ეკზემპლარად ქცეული წიგნი _ "საქართველოს ამპელოგრაფია" მოიძია და თეორიული ცოდნის შეძენას შეუდგა. პარალელურად, ჩაქვში, საცდელ მეურნეობაში, ვაზის მოვლა-მოყვანის საუკეთესო მცოდნესთან, დავით დუმბაძესთან დაიწყო სიარული, როგორც თავად ამბობს, ვაზის "დედოენის" შესასწავლად. სამი თვის შემდეგ საკუთარი თავი დააჯერა, რომ აუცილებელი რაც იყო, ისწავლა, მერე ღელეების და მდინარეების შემოგარენი მოიარა, ველური ვაზი ბევრგან იპოვა და საძირეებად საკუთარ კარმიდამოში დარგო. ახლა მის საკარმიდამოში ათამდე საძირის წვეროები ლამის ცას წვდება. ასე გაჩნდა მის ირგვლივ უტყუარი სამუშაო გარემო.

დაღამებიდან გათენებამდე ამპელოგრაფიის სახელმძღვანელოსთან იჯდა:

_ ამ წიგნში ჩახედვის გარეშე ტყუილი თამაშია, შეეხო ვაზს, მის მყნობასა და გამრავლებაზე იფიქრო, შეიმეცნო, რომ ვენახის სამშობლოს შვილი ხარ. აქ დეტალურად არის აღწერილი, როგორ აკვირდებოდნენ საქართველოს ყველა კუთხეში გაშენებულ საცდელ ნაკვეთებზე ვაზის სვლას ფესვიდან ჭიგომდე, ჭიგოდან ცისკენ... ვაზის ჯიშების თავისებურებაზე, მის ბოტანიკურ აღწერილობაზე ვაზის კვლევის მეცნიერებმა აქ ჩადეს თითოეული მტევნის, თითოეული მარცვლის ზომაზე, ფოთლების ძარღვების რაოდენობაზეც კი უტყუარი ინფორმაცია. ინტერნეტ სივრცეს როგორ ვენდობი?! ათასი სისულელე წერია! ვაზის ქართული გასხვლის მეთოდიც კი არსებობდა. ცხრილებში უზუსტესად არის მითითებული თითოეული ჯიშის მოვლა-მოყვანის დეტალები _ მაგალითად, "ჯანის" ჯიში მაღალ შტამბზე გაცილებით მაღალმოსავლიანია, _ გვეუბნება ჩვენი რესპონდენტი.

გიორგი ლომჯარია ნებისმიერი ჯიშის ვაზის თავისებურებას ეცნობა, თუმცა, მხოლოდ გურული ჯიშების: ჭუმუტას, საკმიელას, ბათუმურას, ჯანის, კამურის, საკმიელას, ჩხავერის ნერგების მყნობასა და საუკეთესო ნერგების მიღებაზე მუშაობს.

დღევანდელ გურიაში გიორგი ლომჯარია იმ იშვიათ მევენახე კაცს წარმოადგენს, რომელიც, ასე ვთქვათ, ვაზის საძირის ფილოსოფიას დაეუფლა და ურთულეს საქმეს ყოველდღიურად უღრმავდება. ის ახლა მაინც კუსტარულ პირობებში მუშაობს და საკუთარი ხელით აშენებულ სათბურში, სადაც მხოლოდ მინიმალური პირობებია საუკეთესო შედეგის მისაღებად, თუმცა, სასწაულს ახდენს და ასეთ პირობებში მიღებული ნერგების ოთხმოცი პროცენტი გადარჩენილი და საუკეთესო ხარისხისაა.

ნერგების ყიდვის მსურველების რიცხვი ისე გაიზარდა, რომ ვერ ახერხებს ყველას დაკმაყოფილებას. საქმე, რომელიც ნულიდან დაიწყო, რაც საძირის მოშენებას გულისხმობს, ახლა ასეთ პრინციპს ექვემდებარება: საძირე კალმების აღება, დამყნა, სპეციალურ პარაფინში ამოვლება, სტრატიფიკაციის პროცესი, შემდეგ ისევ პარაფინში ამოვლება, პოლიეთილენისგან შეკერილი პარკებში საგანგებოდ შემზადებული მიწა-ნაკელის ჩაყრა, ჩარგვა და სათბურში მოთავსება, რომელსაც ხან შეშის ღუმელით, ხანაც _ ბუნებრივი აირით ათბობს, თუმცა, ვაზის ნერგებთან ლამის ძინავს და დაუჯერებელ შედეგს იღებს _ თითქმის ყველა ნერგი გახარებული ამოაქვს.

_ საძირეებზე დამყნილი ვაზის ოთხმოცი პროცენტის გადარჩენა ზეშედეგია. "საქართველოს ამპელოგრაფიაში" დევს ინფორმაცია, რომ სამოცი-სამოცდარვა პროცენტის გადარჩენა საუკეთესო შედეგია. მე ახლა ათასობით ნამყენი გამომყავს. ჩემნაირი ოცი კაციც რომ მუშაობდეს, ვერ აუთავდება კლიენტს, ისე დაინტერესდა ხალხი გურული ჯიშების გაშენებით. ყველგან დავდივარ, გურული სოფლების შემოვლას უპრობლემოდ ვახერხებ. ბუკისციხეში ვნახე "ბროლას" ჯიში, აჭარულია, სამი სანტიმეტრი სიგრძის ყუნწი აქვს. საკმიელა საოცრებაა. დაკარგულ ჯიშებს _ "თეთრიშას", "საკმიელას" "სხილათუბანს" და "ბროლას" განსაკუთრებით დავფოფინებ.

უდიდესი მნიშვნელობა აქვს საძირის აღებას  _ აუცილებლად გვიან შემოდგომაზე უნდა მოხდეს, თბილ ამინდში, როცა ფოთლები მთლიანად დაცვენილი აქვს მცენარეს, _ ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

გიორგი ლომჯარიას გამორჩეული ხელწერა ხშირად პრიმიტიულ ელემენტებსაც შეიცავს, თუმცა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ყველაფერი ერთად ამართლებს. მაგალითად, არასდროს არ იყენებს სტიმულატორებს და ყოველთვის ორგანული სასუქით, ძირითადად, ნაკელით შეზავებული მიწითა და სილით ამზადებს საკოშტე მასას. ჰყავს შინაური პირუტყვი და ჯერჯერობით, საკუთარ საკარმიდამოში გაშენებული ჩხავერის ზვარი უხვად აქვს განოყიერებული. მსხმოიარობაც იშვიათია.

_ საქართველოში კი არა, მგონი, ქვეყნიერებაზე არ არსებობს გურულ ჯიშებზე უკეთესი ვაზის სახეობები. საოცრებაა _ ზღვის დონიდან ოთხას, რვაას, ათას ოთხას მეტრ სიმაღლეზეც კი მსხმოიარობის საუკეთესო ხარისხი და რაოდენობა გააჩნია ნებისმიერ მათგანს. ეს ჩემი აზრია და ვერავინ შემიცვლის. ვინც ჩაუღრმავდება ვაზის სიდიადეს, ის უეჭველად იგრძნობს მისი ფესვიდან მოყოლებულ ქართულობას. სასწაულია! გაუსაძლისი შრომა სჭირდება საძირედან დაწყებულ ვაზის "ანატომიას" _ თითებიც შეიწირა, ლამის, პატარა "ჯაყვის" ბასრმა პირმა, მაგრამ არა უშავს _ სისხლი აღარ მდის უკვე. ეტყობა, ვაზის ფოთლების უცნაური ძარღვები შესისხლხორცდა ჩემს ხელებში. ვენახის მოგვარ-მოყვარე ვარ და საძირედან ვიწყებ მის განახლებას, ამიტომ სიძნელეები მოსულა, _ ჩვენი რესპონდენტის ამ მცირე ხუმრობაში იდუმალი სიმართლეც უნდა იდოს.

წინ დიდი და საინტერესო მიზნებია _ გიორგი ლომჯარიამ აუცილებლად უნდა გააუმჯობესოს სასათბურე პირობები. მის მცირე ბიზნესს უდიდესი სამომავლო პერსპექტივა გააჩნია, რის უტყუარი გარანტიც თავად არის, თუმცა, მას აუცილებლად სჭირდება სახელმწიფოსგან ყურადღება და საგრანტო პროგრამებში ჩართვა, რაც ხშირად უთანასწორო პირობებში ვლინდება ხოლმე.

_ ახლა მთავარია, გაშენების გარდა, ყველამ ისწავლოს ვაზის მყნობა _ საძირესთან დამოკიდებულება საშვილიშვილო საქმის განმტკიცებას გულისხმობს. ვაზია ჩვენი სამშობლო _ მომძლავრდა გენის ძახილი და ხალხიც დაინტერესდა, თუმცა, მეტი ცოდნის მიღებაა საჭირო.

ნებისმიერი ქართველი კაცი სწრაფად სწავლობს ღვინის დაყენებას. სისხლში გვაქვს და იმიტომ. თუმცა, საფუძვლიანად უნდა მოვიძიოთ და განვაახლოთ უძველესი ჯიშები. უკეთეს საქმეს ვერ წამოვიწყებთ ჩვენი ეკონომიკის გასაძლიერებლად.

მინდა, ყველა დაინტერესდეს საძირე ველური ვაზის გაშენებით, პირველ რიგში, ეს უნდა დაისახოს მიზნად ვენახის მოყვარემ. შენი ხელით დამყნობილს და გაშენებულს რაიმე თუ ჯობს, აგერ, ნახეთ, _ გვეუბნება ის და კიდევ ერთხელ მიგვიძღვება ჩხავერის ზვარში, სადაც მტევნებისგან დაზნექილან ჭიგოები. აქ ჩასვლა წესად აქვს ქცეული, საღამო ხანსაც უნდა მიეფეროს ექვსი შვილის მამა, შვილივით ნაზარდს...

ულევ წარმატებას ვუსურვებთ გიორგი ლომჯარიას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ჩვენი დროის პიონერს ვაზის საფუძვლიანი მყნობის საქმეში.




 ახალი ამბები
  • დაირღვა თუ არა 7 წლის ბავშვის უფლებები _ დიდი გამოხმაურება სოციალურ ქსელშიდღეს დიდი აჟიოტატი მოყვა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს და ფოტოს, სადაც შვიდი წლის გოგონა არის გადაღებული. “გული მაქვს გახეთქვაზე. 7 წლის გოგოს აცვია პენუარი, უჩანს საცვალი და ცეკვავს დაახლოებით, ისე, როგორც სტრიპტიზ ბარში ცეკვავენ; ანუ არის ჰიპერსექსუალიზირებული, დასწავლილი მოძრაობებით, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მიმართულია სექსუალური ლტოლვის აღძვრაზე. ამ ვიდეოებს აქვს ათასობით ნახვა, ზოგი ბოროტად იყენებს და ზოგი რატომღაც ვერ ხვდება, რომ ბავშვი არ შეიძლება წარმოვაჩინოთ სექსუალურ ობიექტად.“ - წერს სოციალურ ქსელში ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია. ის ასევე აღნიშნავს: განათლების სამინისტროს საღათას ძილით სძინავს საპატრიარქოს და ვასაძისებრთა შიშით, სქესობრივი უმეცრება და პედოფილია კი ყვავის ქვეყანაში. ბოლო 6 თვეში 28 პირს შეეფარდა პატიმრობა არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილ ქმედებაზე. შსს-ს უკვე მივმართე და გარკვეული ნაბიჯები უკვე დაგეგმილი აქვთ. შეიბრალეთ თქვენი ქალიშვილები, ნუ წაართმევთ ბავშვობას, ქალობას ისედაც მოესწრება, ნუ აქცევთ პატარა გოგონებს პედოფილების სამიზნედ. ბავშვის სექს-ობიექტად გადაქცევა არის საზიანო და ძალიან საშიში პრაქტიკა. სოციალურ ქსელში ამ თემას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც გაირკვა, გოგონა ოზურგეთიდან არის. მისი ახლობელი კი ფეისბუქზე შემდეგი სახის კომენტარს წერს. მ.ც.-ძე: არ შემიძლია ამ თემას არ გამოვეხმაურო. დავიწყებ იქიდან, რომ ეს ბავშვი, არის ულამაზესი და უნიჭიერესი. 6 წლის ასაკში ცდილობს მიაღწიოს წარმატების მწვერავლებს და ჩვენ რას ვაკეთებთ? _ ბავშვს ყოველგვარ იმედს და ხალისს ვუკლავთ, ჩვენი ბოღმით, მერე რა რომ გამოპრანჭულია, თქვენი შვილები მსგავს კონკურსში რომ გამოდიოდნენ, არ გამოპრანჭავდით ? თქვენ არ იპრანჭებოდით ბავშვობაში? ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, არის ბავშვი. როგორ შეიძლება მსგავსი სიტყვები ჩემმამდე მართლა არაღწევს. მიუხედავად იმისა, რომ არვიცნობ ამ ულამაზეს პატარას, მინდა ვუსურვო უამრავი წარმატება ცხოვრებაში და ვურჩიო, რომ არავის ლაპარაკს ყურადღება არ მიაქციოს და ისწრაფოს თავისი მიზნებისა და ოცნებების ასრულებისთვის. #არაბულინგს. (ამის შემდეგ გოგონას მშობლებს მიმართავს) საუკეთესო მშობლები ხართ თქვენს შვილს ასე რომ უვლით და ხელს უწყობთ წარმატების მიღწევაში. "ეს ჩემი შვილია, 7 წლის. არავის არაფერს ვუმტკიცებ, მაგრამ უმაკიაჟოადაც ბრილიანტი მყავს. აი, თქვენ კი თქვენს ნაკლს ვერ ხედავთ და სხვას აკრიტიკებთ. ჩემი შვილის ჩაცმა-გამოპრანჭვას თქვენ ნამდვილად არ შეგეკითხებით. თქვენ მაგაზე არ იდარდოთ, თქვენს თავს მიხედეთ. ის კი ნამდვილად ვიცი, თქვენნაირ სულით მახინჯ ადამიანად ნამდვილად არ აღვზრდი. მადლობა ყურადღებისათვის," - ეს კი 7 წლის გოგონას დედის კომენტარია, რომელიც ასევე ფეისბუქით ვრცელდება. სოციალურ ქსელში ფსიქოლოგმა, მაია ცირამუამ და ბავშვთა უფლებადამცველმა, ანი აბაშიძემ შემდეგი სახის პოსტები გაავრცელეს, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ. მაია ცირამუა: ბავშვი არ არის ინსტრუმენტი, თოჯინა, სათამაშო .... ბავშვი არ შეიძლება გამოპრანჭოს მშობელმა, გაუკეთოს მაკიაჟი, რაც ყველაზე შემზარავია "გაასექსუალუროს" და მერე ფბ-ზე გამოჭიმოს მისი ვიდეო, რომელსაც 150 000 ზე მეტი ნახვა აქვს - ანუ კარგი მასალაა ცუდად დაინტერესებული ადამიანებისთვის. ბავშვის ასეთ საფრთხეში ჩაგდება არ შეიძლება, სულ რომ გალიაში გამოკეტოთ და დაცული გყავდეთ - აზიანებთ, სერიზოულად აზიანებთ მის ფსიქიკას და ამას გარდა ნორმად აქცევთ ბავშვის სექსუალიზაციას. ასეთ მშობელს სოციალურმა სამსახურმა უნდა გააგებინოს საკუთარი ფუნქცია, სულ რომ მდიდარი და გავლენიანი იყოს, სოციალურ სამსახურს აქვს უფლებამოსილება ეს გააკეთოს, რადგან ბავშვის ინტერესი არის უპირატესი. P.S. არ მკითხოთ რა მოხდა, მაშინ მომიწევს ლინკების მოცემა და გავრცელება იმისი, რაც პირიქით უნდა შეიზღუდოს ამ სივრცეში. რაც მოხდა მიწერია ისედაც. ანა აბაშიძე: პატარა გოგონასთან დაკავშირებულ ვიდეო და ფოტო მასალებთან დაკავშირებით, ჩემი შეფასებით:1. მოხდა ბავშვისთვის სექსუალიზება; 2. ბავშვი ჩააყენეს მისთვის სრულიად შეუსაბამო და შეუფერებელ როლში და ამით მას მიაწოდეს მისთვის არასასურველი და ასაკის გათვალისიწინებით დაუშვებული სექსუალური შინაარსის ინფორმაცია; 3. ბავშვის საშუალებით მოხდა ბავშვთა ქორწინების რომანტიზება/ნორმალიზების ხელშემწყობი ქცევა; 4. შესაძლოა ბავშვი გახდეს ონლაინ და ოფლაინ პედოფილების სამიზნე; 5. შესაძლოა ბავშვი გახდეს ბულინგის სამიზნე 6. მსგავსი ქცევა არ ეხმარება ბავშვის ფსიქო-ემოციურ, კოგნიტურ და ფიზიკურ განვითარებას, უფრო აზიანებს მას. ახლა რა უნდა მოხდეს, მნიშნელობა არ აქვს განზრახ თუ გაუფრთხილებლობით მოხდა ეს, შსს-მ, სოც სამსახურმა, მანდატურის სამსახურმა და სხვა დაკავშირებულმა უწყებებმა უნდა შეიმუშაონ ერთობლივი განცხადება აუხსნან და გააფრთხილონ მშობლები ამ რისკებზე და მოუწოდონ მასალის აღება დაუყოვნებლივ. ეს არის აუცილებელი პრევენციული ქცევა. თუ განმეორდება მსგავსი რამ უკვე უწყებების უშუალო ჩარევის საფუძველი გახდება. გვახსოვდეს, ბავშვს ვაზიანებთ გააზრებულად თუ გაუაზრებლად, შედეგეს არ ცვლის ამიტომ ყველა თანაბრად ყურადღებით უნდა იყოს.“ "პალიტრავიდეოსთან" შსს პრესსამსახურში გავრცელებულ კადრებზე შემდეგი სახის კომენტარი გაკეთდა. „გავრცელებული ინფორმაცია არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, თუმცა ცნობიერების ამაღლება მსგავსი ვიდეოების საფრთხეებთან და ბავშვის განვითარების რისკებთან დაკავშირებით საჭიროებს განზოგადებას და ხანგრძლივვადიან მულტიდისციპლინურ მუშაობას, რომელშიც ჩართული უნდა იყოს როგორც სახელმწიფო უწყებები, ისე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.ამ მიზნით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი გეგმავს ქეის-კონფერენციას შესაბამისი უწყებების ჩართულობითა და ... ...
  • ბოლნისში ქმარმა ცოლი მოკლაბოლნისში ქმარმა ცოლი მოკლა. შემთხვევა სოფელ ტალავერში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა ქალი ქამრით გაგუდა. წყვილს 3 არასრულწოვანი შვილი ჰყავს. როგორც შსს-ში აცხადებენ, დანაშაულში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. უწყების ინფორმაცით, სისხლის სამართლის საქმე 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ- ქვეპუნქტითაა ... ...
  • თეთრიწყაროში დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართება18 ოქტომბერს, თეთრიწყაროში დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართება.    ფორუმი, რომელიც სამუსიკო სკოლის დარბაზში, 11 საათსა და 30 წუთზე დაიწყება,  მიზნად ისახავს ადგილობრივი სამუშაოს მაძიებლების პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კერძო კომპანიებთან დაკავშირებას. ღონისძიებაში მონაწილეობას სოფლის განვითარების პროექტების წარმომადგენლები მიიღებენ.  ფორუმის ფარგლებში, სამუშაოს მაძიებლები დამსაქმებლების მიერ შეთავაზებულ ვაკანსიებს ადგილზე გაეცნობიან და პროფესიული მომზადების კურსების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ. თავის მხრივ, დამსაქმებლებს  საშუალება ექნებათ არსებულ ვაკანსიებზე მოიძიონ შესაბამისი კადრები. გარდა ამისა, სხვადასხვა სფეროში მომუშავე წარმატებული ადამიანები, ფორუმის მონაწილეებს თავიანთ ისტორიებს გაუზიარებენ, თუ როგორ შეიძლება  გახდე კონკურენტუნარიანი შრომის ბაზარზე. RDFG კი,  ღონისძიების მიმდინარეობისას, ფორუმის მონაწილეთათვის პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსების 30 უფასო ვაუჩერებს გაათამაშებს. გამარჯვებულებს  შესაძლებლობა ექნებათ, მათი ინტერესების შესაბამისი, პროფესიული მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი კურსი თავად შეარჩიონ. სოციალური მომსახურების სააგენტომ ფორუმის გამართვის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინება worknet-ზე დარეგისტრირებულ რეგიონში მცხოვრებ, 26 000-მდე, სამუშაოს მაძიებელს წინასწარ გაუგზავნა. ღონისძიებაზე მონაწილეობისთვის სამუშაოს მაძიებელმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს (სარეგისტრაციო ლინკი - http://apps.ssa.gov.ge:4000/ ). ღონისძიების მსვლელობისას სამუშაო მაძიებლებს ინდივიდუალურ კონსულტაციებს  გაუწევენ და საჭიროების შემთხვევაში, worknet.gov.ge-ზეც დაარეგისტრირებენ.  ასევე, ფორუმზე სააგენტოს წარმომადგენლები როგორც სამუშაოს მაძიებლებს, ასევე დამსაქმებლებს ქვეყანაში დასაქმების ხელშემწყობი პროგრამებისა და სერვისების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ... ...
  • ჩოხატაურში სამუსიკო სკოლა გაიხსნა (R)ჩოხატაურში სამუსიკო სკოლა გაიხსნა. რეაბილიტირებული სკოლა დღეს გურიის მხარის რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, ჩოხატაურის მერმა ირაკლი კუჭავამ და საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძემ, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გახსნეს. მოსწავლეებმა სკოლის გახსნა საზეიმოდ აღნიშნეს. შესრულდა სხვადასხვა მუსიკალური ნომერი. ა(ა)იპ სამუსიკო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. გაფართოვდა საკონცერტო დარბაზი და მოეწყო შენობის თბოიზოლაცია. პროექტი, რომლის ღირებულებამ 277 988 ლარი შეადგინა, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. ... ...
  • ინგა გრიგოლია TV პირველის დირექტორი გახდატელეკომპანია პირველის მფლობელის, ვატო წერეთელის განცხადებით, დღეიდან ტელევიზიას ჟურნალისტი ინგა გრიგოლია უხელმძღვანელებს. მანამდე ამ თანამდებობას პაატა კაკაურიძე იკავებდა. დღეიდან ტელეკომპანია ,,პირველს,, ინგა გრიგოლია უხელმძღვანელებს. გადავდივართ განვითარების ახალ ეტაპზე , რომელსაც სათავეში ახალი დირექტორი ჩაუდგება, დიდი გეგმებით და მთელი გუნდის ერთიანი ძალისხმევით .ინგა ,,პირველზე,, იმ დროს მოვიდა, როცა აქ პირველი აგური იდებოდა და ჩვენი ტელევიზიის ყველა თანამშრომელთან ერთად,, მთელი ენერგია ჩადო ჩვენი ტელევიზიის განვითარებაში. უკვე დღეიდან ,,რეაქციასთან " ერთად ის მთელი არხის ახალ ეტაპზე გადასვლის პროცესს ჩაუდგება სათავეში. მჯერა, ეს ახალი ეტაპი კიდევ უფრო წარმატებული გამოგვივა. ინგა გრიგოლია, წარმატებებს გისურვებ! _ წერს ვატო წერეთელი ფეისბუქის საკუთარ ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...
ზაფრანი

ჰოლივუდელების საყვარელი წიგნები

ბრიუს უილისის რჩეული წიგნია, ჰეროდოტეს...

ყველაზე მომხიბლავი ქერა მსახიობები

ქერა თუ შავთმიანი? სხვადასხვა გამოკვლევებით...

ერთ დროს უსახლკარო ვარსკვლავები

თინეიჯერულ ასაკში ჯიმ ქერი ოჯახთან...

კოკა-კოლას სასარგებლო თვისება

დღესდღეობით თითქმის ყველამ იცის კოკა-კოლას...

რატომ უნდა დადოთ საწოლთან გაჭრილი ლიმონი

ლიმონი ვიტამინი C-ს წყაროა. გარდა...

სიზმრის ახსნა

კბილის გატეხვა ან ამოღება -...