საქართველოს სწორუპოვარი და საკაცობრიო მნიშვნელობის დენდროლოგიური ტყე-პარკების შექმნა შეუძლია

კარმიდამო ჩემი

საქართველოს სწორუპოვარი და საკაცობრიო მნიშვნელობის დენდროლოგიური ტყე-პარკების შექმნა შეუძლია

2018 ივლ 5 15:08:59

დენდროლოგია ბოტანიკის ნაწილია, რომელიც მერქნიან მცენარეებს _ ხეებსა და ბუჩქებს შეისწავლის (Dendrol ნიშნავს მერქნიან ხეს, Logos _ მოძღვრებას).

დენდროლოგიური მებაღეობა, განსხვავებით მებაღეობის სხვა დარგებიდან, აწარმოებს მერქნიან მცენარეულ სამყაროში ობიექტურად არსებული სილამაზის ძიებას, ლამაზ მცენარეთა შორის ულამაზესის გამორჩევას, მათი ეთნოგრაფიული ადგილმდებარეობიდან ნებისმიერად გადანაცვლებას, გალამაზებას და გაკეთილშობილებას. იქმნება მხატვრული ოსტატობით ნაირგვარი მნიშვნელობის, ბუნებრივზე უფრო ლამაზი, კოლორიტული ნაწარმოები _ დენდროლოგიური ბაღ-პარკები, რომლებიც ყოველგვარ დასახელებულ ადგილთა მხატვრულ-არქიტექტურული, ესთეტიკური და სანიტარულ-ჰიგიენური კეთილმოწყობის ერთ-ერთ ძირითად საფუძველს წარმოადგენს. დენდროლოგიური პარკების ასეთი შემოქმედება ერის კულტურასაც მოიცავს და ხშირად ხელოვნების განვითარების მარად უჭკნობ ძეგლად რჩება.

ასეთი შემოქმედებითი მუშაობის საილუსტრაციოდ ჩვენს პირობებში შეიძლება დავასახელოთ შავი ზღვის სანაპირო ბაღ-ქალაქები: ბათუმი, სოხუმი და მათი მიდამოები. აღნიშნული ბაღ-ქალაქების ნარგაობანი, რომლებიც ერთდროულად მოიცავენ საკუთრივ საქართველოს, ამიერკავკასიისა და კავკასიის, ჩინეთის და იაპონიის, სამხრეთ აფრიკის, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროების, ინდოეთის და ინდოჩინეთის, ავსტრალიის და ტასმანიის, ახალი ზელანდიისა და ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის და ა. შ. სხვა ქვეყნების ულამაზეს მცენარეებს, როგორც წესი ადამიანთა ძიებისა და შემოქმედების შედეგია, რომელსაც საკმაოდ დიდი მემკვიდრეობა გააჩნია. სწორედ ამიტომ მიუთითებდა არა ერთი ცნობილი ადამიანი, რომ ახალგაზრდობას ბავშვობიდან უნდა განვუვითაროთ ესთეტიკური გრძნობა, რომელიც წყაროა ყოველივე მშვენიერის, დიადის, რადგანაც ესთეტიკურ გრძნობას მოკლებული ადამიანი, ცხოველის დონეზე დგასო _ "ხელოვნება არა მარტო ქმნის ხელოვნების საგანს, არამედ ქმნის ადამიანებსაც, რომლებიც ამ საგნის სილამაზეს და მშვენიერებას გაიგებენ".

ამდენად, ლამაზი დენდროლოგიური პარკების და ბაღების შექმნის მთავარი ამოცანაა, გვქონდეს ლამაზი ბაღნარ-წალკოტები, ლამაზი ქალაქი-ბაღები, ამასთანავე, საზოგადოებამ ეს სილამაზე საფუძვლიანად შეიგრძნოს.

გურიაში, შეკვეთილში მშენებარე დენდროლოგიური პარკის ირგვლივ, ზოგჯერ ისეთი უარყოფითი თვალსაზრისი გამოითქმის, არ შეიძლება ამას გამიზნული ქმედება არ უწოდო.

დენდროლოგიური ბაღ-პარკების წარმოშობას დიდი ხნის ისტორია აქვს. იგი წარმოიშვა აღმოსავლეთის ცხელ და ნახევრად უდაბნო ქვეყნებში _ ბაბილონში, ასურეთსა და ძველ ეგვიპტეში.

პირველი დენდროლოგიური ნარგაობანი მხოლოდ ორ ფუნქციას ასრულებდა _ პირველი და მთავარი მათი ფუნქცია, როგორ წესი, მცხუნვარე მზისგან _ სიცხე-პაპანაქებისგან თავდაცვაში და დაჩრდილვაში მდგომარეობდა. ბუნებრივია, ცხელ ქვეყნებში მცენარეთა ასეთ გამოყენებას, ადამიანისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ექნებოდა.

მეორე ფუნქცია, რომელიც უხსოვარი დროიდან გააჩნდა ნარგაობებს, მათ ფორმათა სილამაზეში მდგომარეობდა. ასეთი სასიცოცხლო მოთხოვნილებებით შეიქმნა ქვეყნად დეკორატიულ-დენდროლოგიური მებაღეობა და იგი ისე მძლავრად შემოიჭრა ადამიანთა ყოფა-ცხოვრებაში, რომ ძველი სპარსელები ხის დარგვას საღვთო საქმიანობად აღიარებდნენ, ლამაზ ბაღ-პარკებს კი სამოთხეს" ანუ "პარადიზებს" უწოდებდნენ, ძველ ბაღებში აწყობდნენ ხელოვნურ მთებს, ნაირგვარი დანიშნულების ფერდობებს, ტერასებსა და კლდეებს, რომლებსაც შესაბამისი არქიტექტურული გაფორმება გააჩნდათ. ზოგი ასეთი ბაღი თავისი სიდიდით მსოფლიო მნიშვნელობის ხელოვნების ძეგლად დარჩა _ მაგალითად, ბაბილონის დაკიდებული ბაღები, რომელიც ძველმა ისტორიკოსმა დიოდორ სიცილიელმა აღწერა.

აგრეთვე, საყოველთაოდ ცნობილია ძველი ეგვიპტური ბაღები. ისინი ჩვენ წელთაღრიცხვამდე 3200-2270 წლებს ეკუთვნის.

განთქმული იყო, აგრეთვე, ძველი იუდეის და არაბეთის ბაღები. ულამაზესი ბაღები არსებობდა პეკინის სამხრეთ და დასავლეთ მხარეს, სადაც თავმოყრილი იყო მერქნიან მცენარეთა 300 სახეობა.

ჩვენს წელთაღრიცხვამდე, მეხუთე-მეოთხე საუკუნეში, ათენში ორი ბაღი იყო ცნობილი. ერთი არსებობდა აკადემიის ახლობლად, სადაც ფილოსოფოსი პლატონი ასწავლიდა, მეორე ლიცეუმთან ახლოს, რომელშიც არისტოტელე მოღვაწეობდა. როგორ ჩანს, იმ დროს ლექციების კითხვა უმთავრესად ბაღში _ ღია ცის ქვეშ მიმდინარეობდა. ამიტომ იმ ბაღებს "პერიპატეტიკი" ეწოდებოდა, რაც ნიშნავს სასეირნოს. რომის ბაღებში ფართოდ იყო წარმოდგენილი მცენარეები: ჭადრები, წიფლები, დაფნა, კვიპაროსი და სხვა. .

აღორძინების ხანაში ბაღ-პარკების მშენებლობა უმაღლეს მწვერვალს აღწევს, რომლის ნიმუშები საბაღე ხელოვნების ძეგლად დარჩა. ასეთი შედევრებიდან განსაკუთრებულ ადგილს იჭერს ფლორენციაში დიდი მასშტაბის პარკი ბაბოლი, რომელიც მეთექვსმეტე საუკუნეში გაშენდა. იტალიური იმდროინდელი ბაღებიდან ხელოვნების საგანძურში რჩებიან: ფარნეზის ბაღები, ვილა ტორნოლია და სხვა.

საფრანგეთში ბაღთმშენებლობის განვითარების მწვერვალს ემთხვევა ლუდოვიკო მეთოთხმეტის მეფობის პერიოდი და ფრანგი არქიტექტორის ლენოტრის მოღვაწეობა. მან შექმნა მსოფლიოში ცნობილი ვერსალის პარკი, რომელიც საბაღე ხელოვნების ძეგლად დარჩა.

საქართველოში წარსულში ბაღ-პარკების შესახებ სპეციალური გამოკვლევები არსებობს. მხოლოდ ზოგიერთი საგულისხმო მასალა მოწმობს, რომ ქართველებს შორეული წარსულიდან, თხუთმეტი საუკუნის წინ, მცენარეული სამყაროს სილამაზის გაგების, შესწავლის და გამოყენების მაღალი მხატვრულ-ესთეტიკური კულტურა ჰქონიათ. აღსანიშნავია, რომ იმდროინდელ საქართველოში, ესთეტიკური მიზნით მოშენებული ნარგაობისთვის, სპეციალური ტერმინი "სამოთხე" შეურქმევიათ. "მოთხვა" ძველ ქართულში სეირნობას, დროს გატარებას ნიშნავდა, ხოლო "სამოთხველი" და "სამოთხე" სასეირნო და დროს გასატარებელ ადგილს ეწოდებოდა.

მეჩვიდმეტე საუკუნეში, შარდენის მოწმობით, თბილისში "დროის გასატარებელი ადგილები" და მშვენიერი ბაღები ყოფილა. საუკეთესო ბაღი, რა თქმა უნდა, მეფეს ჰქონია, რომელშიც იმდენად ხეები არ ყოფილა დარგული, რამდენადაც თვალის მოსახიბლად და ბაღის გასამშვენიერებლად, დამაჩრდილებელი და გამაგრილებელი ხეებით ჰქონია სავსე.

მეთვრამეტე საუკუნის დამლევს, "თბილისის ზემო და ქვემო გარეუბნები _ დირსიჭალა, ორთაჭალა, კრწანისი და ვერა მთლიანად ბაღებით იყო მოფენილი, _ აღნიშნავს ვახუშტი ბატონიშვილი.

საქართველოში, ჩვენ დრომდე დარჩენილია დენდროლოგიური პარკები _ წინანდლის, ჭავჭავაძის სასახლის, ზუგდიდის ( დადიანების სასახლის), ქუთაისში და გორაბერეჟოულის (ჩოხატაურში). შედარებით ახალგაზრდა ანასეულის (ოზურგეთი) დენდროლოგიური პარკები, რომლებიც დიდგვაროვანთა სასახლეების საკუთრებას წარმოადგენდნენ, დღესაც ფუნქციონირებენ, როგორც ტურისტების საჩვენებელი ობიექტი.

შემდგომ, დროთა ვითარებაში, ადამიანების პრაქტიკა და აზროვნება ნარგაობებისთვის ახალ მნიშვნელობას იძენს. შესაბამისად, იცვლება მათი მხატვრული ფორმა, მასშტაბი და გამოყენების შინაარსი, რომლის საუკეთესო ნიმუშია შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი, საოცრად გამორჩეული გაშენების სტილით და სილამაზით, რომელიც უკვე ოზურგეთში ჩამოსულ უთვალავ ტურისტს და სტუმარს იზიდავს.

დენდროლოგიური ბაღ-პარკების მნიშვნელობა შემდეგში მდგომარეობს:

მერქნიან მცენარეებს დაჩრდილვის არნახული უნარი გააჩნიათ, რასაც ცხელი ქვეყნებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

 ნარგაობები ჰაერს ასუფთავებს ფიზიკურად. ისინი აღიარებულია დასახლებულ ადგილთა "ფილტვებად", რადგან შთანთქავენ ნახშირორჟანგს და გამოყოფენ ჟანგბადს.

 დადგენილია, რომ გარკვეულ ფართობზე 15% ნარგაობისა ჰაერს 20%-ით ასუფთავებს, 30% ნარგაობისა _ 50%-ით, ხოლო 65% ნარგაობისა ჰაერს ასუფთავებს 95%-ით.

ნარგაობები არსებით გავლენას ახდენს ჰაერის ტემპერატურაზე. მკვლევართა აზრით ნარგაობის მჭიდრო კორომებში, იქვე მდებარე ველებთან შედარებით, ტემპერატურათა სხვაობა 23 გრადუსამდე აღწევს.

 ნარგაობები ამცირებს ჰაერის მოძრაობის სიჩქარეს. დადგენილია, რომ ქარსაფარი ზოლები ქარების მოძრაობის სიჩქარეს ამცირებს მაქსიმალურად ხის სიმაღლის ათჯერად და ოცჯერად მანძილზეც კი.

 ნარგაობები ადიდებს ჰაერის შეფარდებით ტენიანობას, რასაც ადამიანის კეთილდღეობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. გამოანგარიშებულია, რომ 1 ჰა წიფლის კორომი სავეგეტაციო პერიოდში ყოველდღიურად დაახლოებით, 2600 ლიტრ წყალს აორთქლებს დადგენილია აგრეთვე, რომ 100 მცენარე 15 სმ დიამეტრით, დღეში აორთქლებს 5,5 კუბ. მ. წყალს (ფოთლოვნები), წიწვოვნები კი _ 1,4 კუბ. მეტრს.

ნარგაობები ამცირებს ხმაურს. ქუჩებში, სადაც მცენარეები არ არის, ხმაური ხუთჯერ მეტია, ვიდრე ისეთ ქუჩებზე, სადაც ნარგაობაა გაშენებული. მცენარეები იცავს ადამიანებს მავნე მიკრობებისგან და ნაირგვარი დაავადებებისგან. ისინი გამოყოფენ "ფიტონციდებს", რომელსაც აქვს თვისება, დახოცოს სხვა მავნე ორგანიზმები.

ნარგაობები ვიტამინისა და პროვიტამინის წყაროა, რომელთა გარეშე სიცოცხლე არ არსებობს და მათი ნაკლებობა ორგანიზმის ნაირგვარ და ფრიგიტულ დაავადებებს იწვევს. მათ შორის, ადამიანები იმყოფებიან რა მცენარეების გარემოცვაში, უშუალოდ ჰაერიდან ვიტამინს და პროვიტამინს იღებენ.

 ნარგაობათა ფერები ორგანიზმის ნერვული სისტემის გარდაქმნას იწვევს. ბაღ-პარკებში ნაირგვარი ფერის მცენარეთა შეტანით, შესაბამისად იცვლება გარემო და მასთან ადამიანის ორგანიზმის დამოკიდებულება.

კიდევ ბევრი დადებითი, საოცარი თვისებები აქვს მცენარეებს და განსაკუთრებით მერქნიან მცენარეებს, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა. ამიტომ ქართული "სამოთხე", ჩვენი ქვეყნის ბაღ-პარკები ხალხის საკუთრებად უნდა იქცეს, მათი ყოფისა და ცხოვრების სამსახურში უნდა ჩადგეს. ამავე დროს, არსებობს ყველა პირობა იმისა, რომ საქართველოს, რომელსაც ასეთი მდიდარი მემკვიდრეობა და ბუნებრივი პირობები გააჩნია, დენდროლოგიური პარკების, ქალაქ-ბაღების, კურორტ-ბაღების ახალი, სწორუპოვარი, საკაცობრიო მნიშვნელობის ნიმუშები შექმნას. ამის უთვალსაჩინოესი მაგალითი შეკვეთილის დენდროლოგიური პარკია.

ცისანა ქაშაკაშვილი,
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა ასოცირებული დოქტორი




 ახალი ამბები
  • "ამასაც მოვესწარით _ ცერცვის და ყველის ფასი თითქმის გათანაბრდა!"ოზურგეთში, წინასააღდგომო ბაზრობა, გასულ წლებთან შედარებით, მეტი სიძვირით გამოირჩევა. აღდგომამდე ერთი კვირით ადრე, სხვადასხვა პროდუქტზე თუ ცოცხალ შინაურ ფრინველსა და ცხოველზე ფასები უკვე დილიდან საღამომდეც კი იცვლება და მაღლა იწევს. აგრარულ ბაზარში, სადაც შინაური ფრინველით და ცხოველით მოვაჭრეთათვის სპეციალური ფართია გამოყოფილი, გამყიდველთა უკმაყოფილება პიკს აღწევს. კითხვაზე, თუ რატომ და ვისზე ბრაზობენ ისინი, გამყიდველი ქალბატონები ამბობენ, რომ სოფლებიდან მოსული მეურნე ადამიანები ძალიან ძვირად ყიდიან კვერცხს, რძის ნაწარმს, შინაურ ფრინველს თუ ცხოველს, თვით ცერცვსაც კი. _ ასეთი რამ გაგიგიათ? დღეს, დილით ერთი კილოგრამი ცერცვი 5 ლარი ღირდა. ყველი კი _ 6 ლარი. შუადღისკენ ყველის ფასი კიდევ აიწია ერთი ლარით. ცერცვის ფასიც მოიმატებს, ალბათ. ამასაც მოვესწარით, ცერცვის და ყველის ფასი, თითქმის, გათანაბრდა. ასეთი არაფერი გვახსოვს, _ ამბობენ ისინი. ოზურგეთის ბაზარში ახლა ინდაურს, რომელიც ათ კილოგრამს იწონის, ას ლარს აფასებენ. ახალი ქათამი _ 25 ლარი, ხოლო შედარებით დიდი, რასაც ძველ დედალს ეძახიან _ 35-40 ლარი ღირს. ერთი კილოგრამი ყველი აქამდე ექვსი ლარი ღირდა, 19 აპრილისთვის კი უკვე შვიდი ლარი გახდა და ვარაუდობენ, რომ აღდგომამდე დარჩენილ ერთ კვირაში საკმაოდ მოიმატებს. ერთი კილოგრამი ცოცხალი გოჭის ფასი 9-10 ლარია. ხორცი 15 ლარი ღირს. ყველაზე აუცილებელი სააღდგომო ატრიბუტის _ კვერცხის ფასი 50 თეთრია. _ შინაური, სახლის ქათმის კვერცხის ფასი აუცილებლად მოიმატებს აღდგომამდე, რადგან შარშან ამ დროს ჩაბარება 35 თეთრი ღირდა. ახლა კი უკვე 45 თეთრად ვიბარებთ და რა აზრი აქვს 50 თეთრად გაყიდვას? შემთხვევით ორი ცალი რომ გაგიტყდეს, უკვე ზარალში ვარდები. ასეთი სიძვირე სოფლის ქათამსა და კვერცხზე, ბოლო წლებში არ მახსოვს, _ გვეუბნება ბაზარში მოვაჭრე თამუნა კინწურაშვილი. ბაზარში კი ყოველდღე ხალხმრავლობაა _ ადამიანები წინასწარ ყიდულობენ სადღესასწაულო სანოვაგეს და ცდილობენ, ცოტა უფრო იაფად შეიძინონ ესა თუ ის პროდუქტი. ამბობენ, რომ სოფლის ქათმის თუ კვერცხის ფასი იმიტომ კი არ აწეულა, რომ ზოგადად, ფასების ზრდა ხდება, არამედ, რაც დრო გადის, მით უფრო ცოტა ადამიანი მისდევს შინა მეურნეობას. წარსულში წარმატებული აგრონომი, ამჟამად პენსიონერი ელდარ თავაძე "გურია ნიუსთან" საუბრობს: _ რაც დრო გადის, სოფელში უფრო და უფრო ნაკლებ ოჯახს ჰყავს შინაური ცხოველი, ფრინველი. წელს, სამასკომლიან სოფელში ბევრს არ დაუთესავს სიმინდი. ეს უკუსვლის სტატისტიკა საგანგაშოა. ბუნებრივია, ფასების ზრდაც აქედან გამომდინარე ხდება და არა იმიტომ, რომ გლეხის შრომას ფასი დაედო. ყველას რომ ჰყავდეს შინ ფრინველი, ცხოველი, ჰქონდეს კვერცხი, რძე, ყველი, იქნება სიძვირე? ჯობს, იაფი იყოს და ყველას ჰქონდეს. მე რომ მკითხო, ხელისუფლება უნდა სწავლობდეს ამ სტატისტიკას. დავცინით კომუნისტებს, მაგრამ მათ ასეთი რამ ყურადღების მიღმა არ რჩებოდათ. ერთსაც გირჩევთ, თუ არ მიწყენთ _ შეისწავლეთ ჟურნალისტებმა რამდენიმე სოფელი, გააკეთეთ სტატისტიკა. ნახავთ, რაოდენ ნელა, მაგრამ შესამჩნევად, თავს ანებებს ხალხი შინამეურნეობას, ყანას... სულ თუ ვიწუწუნეთ, სხვა არაფერს გაგვიკეთებს. რის საშუალებაც არის, ბევრი იმასაც არ აკეთებს. სიმინდი როგორ არ უნდა დათესო? ერთი ტარო 200 მარცვალს გაძლევს. მოსავალი რომ მიიღო, 10-15 დღე მუშაობა სჭირდება. არ გვინდა? მომავალ აღდგომას სამი ლარი ეღირება კილოგრამი ფქვილი, ქათამი კი, ალბათ, _ 40-50 ლარი, საყანე ფართობები აქვს ხალხს და უმრავლესობამ ტყედ გაუშვა, _ გვითხრა ელდარ თავაძემ და კიდევ ერთხელ შეგვახსენა, თუ მომავალი წლის აღდგომამდე ფასები ისევ გაიზარდა, ეს ქვეყნის უკუსვლას ნიშნავს. რაც შეეხება ბოსტნეულს, ოზურგეთის ბაზარში მწვანილეული შედარებით იაფია. თუმცა, აგრარული კულტურებიდან, ცერცვის შემდეგ, კომბოსტოს ფასია მაღალი _ ერთი კილოგრამი ორი ლარი ღირს, რაზეც, ასევე, გაკვირვებით საუბრობენ გამყიდველები და ამბობენ, რომ მსგავსი ფასი ბოლო წლების განმავლობაში არ ახსოვთ. ძვირია, ასევე, ბადრიჯანი _ ერთი კილოგრამი ოთხი ლარი ღირს, იგივე ფასი აქვს ბულგარულ წიწაკას. რაც შეეხება კვერცხის საღებავს, ბუნებრივი ენდრო, პატარა კონა ერთი ლარი ღირს. დაქუცმაცებული სახით კი ერთ ჭიქასაც ერთ ლარად ... ...
  • "ჰაერში გამოკიდებული ვასო"ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში (დვაბზუ, ძიმითი, ლაითური და მერია) დღემდე არ არის დანიშნული მერის წარმომადგენელი. "გურია ნიუსი" ამის შესახებ რამდენჯერმე წერდა, რასაც თან ახლდა მერიიდან არაერთხელ მიღებული პასუხი, რომ უახლოეს მომავალში დაინიშნებოდა, თუმცა, დღემდე არც ერთ ამ სოფელში წარმომადგენელი დანიშნული არ არის. ახლახან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამართულ ღია კარის დღეზე, სოფელ დვაბზუს მცხოვრებმა ლია ღლონტმა ღიად განაცხადა, რომ სოფელში არ ნიშნავენ წარმომადგენელს და თუ ეს საკითხი მალე არ გადაწყდება, საპროტესტო აქციას მოაწყობენ და გზას გადაკეტავენ. _ რატომ არ დაინიშნა დღემდე დვაბზუში მერის წარმომადგენელი?! რა დავაშავეთ?! მოვალეობას ასრულებს ვასო ღლონტი _ არ გვინდა ეს ჰაერში გამოკიდებული ვასო. ჩვენ გვჭირდება ადგილზე გამგებელი, წარმომადგენელი, რომელსაც ვეტყვით ჩვენს გასაჭირს, მოგვისმენს და აქ არ ვიქნებით ყოველ წუთს სარბენი. დროზე დაგვინიშნონ დვაბზუში წარმომადგენელი, თორემ მოვაწყობთ საპროტესტო აქციას და გადავკეტავთ გზას, _ თქვა მაშინ სოფელ დვაბზუს მკვიდრმა ლიკა ღლონტმა. "გურია ნიუსი" ვასო ღლონტს ესაუბრა, რომელიც ახლა სოფელ დვაბზუში წარმომადგენლის ფუნქციას ითავსებს. _ ბატონო ვასო, თქვენ წინააღმდეგ თანასოფლელებმა პროტესტი გამოთქვეს. "გურია ნიუსთან" კერძო საუბარში ისინი ამბობენ, რომ ხშირად ხართ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ:  "შვიდჯერ მარტო მძღოლის მართვის მოწმობა ჩამოართვეს. ასევე, არ აქვს უმაღლესი განათლება და ამიტომ, როგორც მუნიციპალიტეტის მერის ფავორიტმა, ვერ შეძლო წარმომადგენელი გამხდარიყო", _ ეს თქვენი თანასოფლელების სიტყვებია. რას იტყვით ამ ბრალდების შესახებ? _ დვაბზუს გამგეობაში კარი სულ ღიაა. ვინც მოდის, ყველას პასუხს ვცემ და ვეხმარები. ვინც მაგას ამბობს, არის ვიღაცისგან დაქოქილი, დააპროგრამეს და ათქმევინეს რაღაც. თუ დვაბზუს მოსახლეობა იტყვის, რომ მე არ ვუნდივარ, იმ დღესვე წავალ. ყველაზე ძალიან მე მინდა, რომ დაინიშნოს წარმომადგენელი. ორი კაცი უფრო მეტ საქმეს არ ვიზამთ?! _ უმაღლესი განათლება გაქვთ? _ მე ჩავაბარე, რა გამოცდაც იყო ჩასაბარებელი _ საკონკურსო და ვმუშაობ აგერ. შეთავსებით რომ ვარ, საქმე მეტი მაქვს საკეთებელი. პირადული თემაა, როცა ვიღაც ამბობს, რომ თითქოს, მე ვარ რამეში დამნაშავე. _ მართვის მოწმობა მართლა შვიდჯერ ჩამოგართვეს? _ მაგათ უყურებთ? მე აქ ყველას პატივს ვცემ. მარტო დვაბზუში კი არ არის დაუნიშნავი წარმომადგენელი, სხვა სოფლებშიც არის და ნელ-ნელა შეივსება ყველგან... მარტში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, სადაც მერიის სამსახურების ანგარიშები მოისმინეს, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა გიორგი ინწკირველმა აღნიშნა, რომ რამდენიმე სოფელში არ არის დანიშნული წარმომადგენელი: "ვფიქრობთ, ვსაუბრობთ, არის შეხვედრები, რომ დაინიშნონ..." _ თქვა მაშინ გოგი ინწკირველმა, რის პასუხადაც საკრებულოს აპარატის თანამშრომელმა გივი ყაზაიშვილმა ჩაილაპარაკა _ "ფიქრი მერის უფლებამოსილების გასვლამდე..." კითხვაზე, თუ როდის დაინიშნება დვაბზუში, ლაითურში, ძიმითსა და მერიაში მერის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურიდან, წინა პასუხების მსგავსი პასუხი მივიღეთ: "ახლო მომავალში დაიწყება საკონკურსო პროცედურა აღნიშნულ ოთხ სოფელში მერის წარმომადგენელთა ... ...
  • „მამუკა ბახტაძისა და კობახიძის შეცვლა გარდაუვალია“_ ვაჟა ბერიძე „ცვლილებების განხორციელება რომ აუცილებელია, აღნიშნულს შესახებ თავად ბიძინა ივანიშვილიც საპრეზიდენტო  არჩევნების პირველი ტურის შემდეგ საუბრობდა. მან დაპირება მისცა საზოგადოებას იმის შესახებ, რომ არა მარტო ყველაფერს საკუთარ სახელს დაარქმევდა, არამედ პირდაპირ მნიშვნელოვან საკადრო გადაადგილებებს განახორციელებდა. აღნიშნულს, ჯერჯერობით, ვერ ვხედავთ, არადა, კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ხელისუფლების ყველა შტო, როგორც საკანონმდებლო, აღმასრულებელი, ისე სასამართლო  დასუსტდა. აქედან გამომდინარე, პირველი პირების დონზე საკადრო ცვლილებების განხორციელება სასიცოცხლოდ აუცილებელია. განსაკუთრებით ვგულისხმობ პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომლებიც პოზიტივზე მეტად, ნეგატივთან ასოცირდებიან“, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან“ პოლიტიკის ექსპერტმა ვაჟა ბერიძემ. მისივე განცხადებით, თანამდებობიდან მამუკა ბახტაძისა და ირაკლი კობახიძის გადაყენება გარდაუვალია. ექსპერტის აზრით, ერთადერთი კანდიდატი, რომელიც, შესაძლოა, პრემიერის თანამდებობაზე მოიაზრებოდეს, შს მინისტრი გიორგი გახარიაა. „პიროვნულად მამუკა ბახტაძისა და ირაკლი კობახიძის პროფესიონალიზმს, ინტელექტსა და გაწეულ საქმიანობას ვხედავ, მაგრამ მათი შეცვლა გარდაუვალია. პრემიერის პოსტზე გამოუცდელი პოლიტიკოსი არ უნდა დანიშნო, რაც საზოგადოების აბუჩად აგდებასა და აღნიშნული პიროვნების დაღუპვას ნიშნავს. პარლამენტის თავმჯდომარე პრინციპული და თანმიმდევრული ადამიანია, მაგრამ მას პოლიტიკური ადეკვატურობა აკლია. ამ ადამიანებისთვის უმჯობესია, რომ სხვა ადამიანებს თავის გამოჩენის საშუალება მისცენ. ერთადერთი კანდიდატი, რომელიც პრემიერად უნდა განვიხილოთ, ეს არის გიორგი გახარია, რომელსაც ბევრი შეცდომა დააშვებინეს, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, თავი ყოველთვის ღირსეულად უჭირავს“, _ აღნიშნა ბერიძემ. ჩვენ, ასევე, ექსპერტს ვკითხეთ, პოლიტიკაში, დაახლოებით, ორი თვის წინ დაბრუნებულმა  ირაკლი ღარიბაშვილმა, ამ დრომდე შეძლო თუ არა „ქართულ ოცნებაში“ არსებული მწვავე შიდაპარტიული პროცესების დალაგება. ექსპერტი მიიჩნევს, რომ მისმა დაბრუნებამ შიდაპარტიულ ცხოვრებაში არსებითი ძვრები ვერ მოახდინა. „პოლიტიკაში ღარიბაშვილის დაბრუნება კარგია, მაგრამ მისმა დაბრუნებამ შიდაპარტიულ ცხოვრებაში არსებითი ძვრები ვერ მოახდინა, რაც ძალიან სამწუხაროა. ამ ფონზე, საზოგადოების წარმომადგენლები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დავფიქრდებით და „ქართულ ოცნებას“ ან გავუშვებთ ხელისუფლებიდან ან თუ აზრი ექნება, კვლავ ხელისუფლებაში დავტოვებთ“_ აღნიშნა ... ...
  • სპეციალური პენიტენციური სამსახური, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღებას იწყებს (R) სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულების/მსჯავდებულებისთვის, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღებას იწყებს. პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 25-26 აპრილს დილის 9:00 საათიდან დაიწყება და 20:00 საათამდე გაგრძელდება. ხოლო შაბათს, 27 აპრილს, ამანათების მიღება 09:00 საათიდან 15:00 საათამდე იქნება შესაძლებელი. სპეციალური პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს, რისთვისაც მსჯავრდებულების/ბრალდებულების ახლობლებმა თან უნდა იქონიონ ID ბარათი, პასპორტი ან მართვის მოწმობა, რომელზეც მოქალაქის პირადი ნომერი არის დატანილი. ამანათის შეგზავნის უფლება აქვს მხოლოდ სრულწლოვან პირს. ასევე, ამანათის შიგთავსის განსაზღვრის მიზნებისათვის, სპეციალური პენიტენციური სამსახური შეახსენებს პატიმართა ოჯახებსა და ახლობლებს, რომ წელს, ყველა პატიმრისათვის „გუდვილი“-ს მიერ გადაცემული იქნება სააღდგომო პასკა და წითელი კვერცხები. „გუდვილი“-ს მიერ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში მოცემული ძღვენის შეტანა დაიწყება მიმდინარე კვირის შაბათ დღეს. ... ...
  • მანანა ქოჩლაძე: “ჰიდროენერგეტიკული ობიექტები ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ“ „ძირითადი პრობლემა, რაც ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით არსებობს, ეს არის მშენებლობის სწორად დაგეგმვის არარსებობა. დღეს საქართველოს თითქმის ყველა მდინარეზე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა ისეა დაგეგმილი, რომ მათი სიმძლავრეები ხელოვნურად არის განსაზღვრული. ქვეყანაში არსებული ჰიდროენერგეტიკული ობიექტები ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ“,_ აღნიშნავს “გურია ნიუსთან“ “მწვანე ალტერნატივის“ თავმჯდომარე მანანა ქოჩლაძე. რაც შეეხება ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, ქოჩლაძე აცხადებს,  რომ პირველ ეტაპზე მდინარის წლის დინება კარგად უნდა იქნას შესწავლილი, რის შემდეგ შესაძლებელია, სწორად გავთვალოთ გარკვეულ ადგილზე რამდენი მეგავატიანი ჰესის მშენებლობა არის შესაძლებელი. „საქართველოში ჰესის მშენებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იყოს დასაშვები, თუ ის მდინარის ეკოსისტემას არ დააზიანებს. ჯერ მდინარის წლის დინება კარგად უნდა იქნას შესწავლილი, რის შემდეგ შესაძლებელია, სწორად გავთვალოთ, გარკვეულ ადგილზე რამდენი მეგავატიანი სადგურის მშენებლობა არის შესაძლებელი. საქართველოში პირიქით ხდება, ჯერ ინვესტორი კონკრეტული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ მემორანდუმს აფორმებს, რის შემდეგ გარემოზე ზემოქმედების შეფასებების შესწავლა მიმდინარეობს, რაც დიდი პრობლემაა“. მისივე განცხადებით, აუცილებელია საქართველოში შეიქმნას ენერგეტიკის განვითარების გეგმა, რომელშიც აისახება ენერგეტიკის მხრივ  ქვეყანაში რა მოთხოვნილებები არსებობს. “აუცილებელია მოხდეს ენერგეტიკის განვითარების გეგმის შედგენა, რომელშიც მთლიანად აისახება საქართველოში ენერგეტიკის მხრივ რა მოთხოვნილებები არსებობს. ქვეყანაში ენერგეტიკის მოხმარება იზრდება, მაგრამ რის ხარჯზე?! ეს მაინც ხომ უნდა ვიცოდეთ?! სამინისტროს წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ენერგეტიკის განვითარების სტრატეგია არსებობს. ეს სტრატეგია 2016 წლის სექტემბერშია გამოქვეყნებული, რომელშიც ამ დრომდე ერთი სიტყვაც არ შეცვლილა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აღნიშნული დამტკიცებული არ არის“, _ ამბობს ქოჩლაძე. “მწვანე ალტერნატივის“ თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ საქართველოში არსებული სტანდარტის მიხედვით, ჰესის მშენებლობის შემდეგ, მდინარეში 10% წყლის დარჩენა საკმარისია იმისთვის, რომ მდინარემ იფუნქციონიროს, რაც კრიტიკას ვერ უძლებს. „შესაბამისი სტრუქტურები გარკვეული ჰესის გარემოზე ზემოქმედების გეგმას შედგენის პროცესში მარტივად ამბობენ, რომ  მდინარეში 10% წყლის დარჩენა საკმარისია იმისთვის, რომ მდინარემ იფუნქციონიროს, რაც კრიტიკას ვერ უძლებს. უფრო მეტიც, ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული სტანდარტის მიხედვით, თუ მდინარეში 30% ზე ნაკლებ წყალი დარჩება, ეს აპრიორი მათთვის არაობიექტური სტანდარტია. შესაბამისად, ამ მხრივ საქართველოში დიდი პრობლემა არსებობს“,_ აცხადებს ქოჩლაძე. ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...

ნუ ეხუმრებით გაციებას!

გაციება სიცივის დადგომისთანავე ვლინდება. ბევრი...
ზაფრანი

თამაში თუ რეალობა...

ქალს შეუძლია, თავის შესახებ ყველაფერი...

„სასწრაფო” დიეტა

თუ გსურთ, მოკლე დროში კილოგრამების...

რაში ხარჯავს ქალი ყველაზე მეტ დროს ფუჭად?

რაში ხარჯავს ქალი ყველაზე მეტ...

სვით მაყვლის ფოთლების ჩაი

მაყვალი სამკურნალო მცენარეა. სამკურნალოდ გამოიყენება...

რა მოსწონთ ქალებს მამაკაცებში ცეკვის დროს

ცოტა ხნის წინ ბრიტანელმა სწავლულებმა...