სემინარი ფერმერთათვის: „ თხილის დარგვისას საზიანოა აზოტოვანი სასუქის გამოყენება“

კარმიდამო ჩემი

სემინარი ფერმერთათვის: „ თხილის დარგვისას საზიანოა აზოტოვანი სასუქის გამოყენება“

2018 მარ 21 22:03:18

დღეს, თხილის მოვლა-მოყვანის და გამოკვების თემაზე,   გურული ფერმერებისთვის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში, კომპანია „კარტლისის“ ქუთაისის წარმომადგენლობამ  სემინარი ჩაატარა.

 გურულმა ფერმერებმა მოისმინეს საინტერესო საუბარი თხილის გაშენების შესახებ.  მათი  დაინტერესება გამოიწვია  აგროქიმიკოსის, ნიადაგმცოდნე  ნინო მუმლაძის მითითებებმა, რომ დარგვის დროს  თხილის ნერგისთვის არ შეიძლება აზოტოვანი სასუქი, რასაც აქამდე ბევრი იყენებდა.

ფერმერებმა დასვეს კითხვები, რომელი სასუქია უმჯობესი.  

_ ყოველთვის უმჯობესია ფოსფორი და კალიუმის კომბინირებული  სასუქი, რაც მცენარეს ვეგეტაციის ამ პერიოდში, ანუ დარგვისთანავე და  მომდევნო ეტაპზე    განსაკუთრებით უხდება. აზოტოვანი  სასუქი ფესვთა სისტემას წვავს. თავი და თავი ყველაფრის კი არის მიწის ანალიზის ჩატარება, - თქვა ნინო მუმლაძემ.

მან   განმარტა, რომ ძირითადად, ყველა ფერმერმა მიწის ანალიზით უნდა დაიწყოს. ისაუბრა იმაზე, რომ განსაკუთრებით უვარგისია თხილისთვის  მძიმე თიხნარი და მჟავე ნიადაგები.  ჩაის ნამყოფ ტერიტორიებზე, დროთა გამავლობაში, თხილის კულტურა  სუსტდება და ავადდება. განსაკუთრებით ეხება ეს გურიას, სადაც წითელმიწა და მჟავე  ნიადაგებია.  თუ სერიოზულად არ მოვეკიდეთ ნიადაგის ანალიზის საკითხს, თუ  ზედაპირი არ მოკირიანდა, გამოფიტული ნიადაგი მცენარისთვის  საფრთხეს წარმოადგენს.

ფერმერებს დაურიგდათ  ლიფლეტები, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი თხილის დაცვის სქემები. ასევე  მითითებულია  თანამედროვე ტექნოლოგიების  დანერგვის და გამოყენების  შესახებ   სოფლის მეურნეობაში.

გურულმა ფერმერებმა კმაყოფილება გამოთქვეს სემინარი გამო.

_ ეს იყო ძალიან საინტერესო და სასარგებლო შეხვედრა. აუცილებელია ფერმერთა უფრო ფართო აუდიტორია საკუთარი სურვილით იკრიბებოდეს ასეთ შეხვედრებზე. მოწვევის შემთხვევაში კი აუცილებლად უნდა მოვიდნენ. გამოცდილმა ფერმერმაც კი, რამდენმა არ იცის, რომ  დარგვის  დროს,  აზოტოვანი სასუქი ნორჩი მცენარისთვის დაუშვებელია,  _ თქვა ცნობილმა ფერმერმა, წარმატებულმა მეწარმემ, სოფელ ბახვის მკვიდრმა დავით თენიეშვილმა.




 ახალი ამბები
  • მუშების დაშავებასთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებსდღეს, ზესტაფონში, სს „საქართველოს რკინიგზის“ დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოს საწყობში, მოხდა  უბედური შემთხვევა და სამუშაოს შესრულების დროს, მარაგი ნაწილების ჩამოშლის შედეგად,  სხეულის დაზიანება მიიღო რკინიგზის ორმა თანამშრომელმა - სახელოსნოს მჭედელმა მიხეილ ბებიაშვილმა და ხელოვნური ნაგებობების ბრიგადირმა მერაბ ნებიერიძემ. დაშავებულებს გაეწიათ  სასწრაფო სამედიცინო დახმარება და გადაიყვანეს  საავადმყოფოში.   სს „საქართველოს რკინიგზა“ მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო. უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა, ამასთან ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, რის შედეგადაც დადგინდება შემთხვევის გამომწვევი მიზეზები.  სს „საქართველოს რკინიგზა“ მაქსიმალურ დახმარებას აღმოუჩენს უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებულებსა და მათ ოჯახებს.  (R)       ... ...
  • უბედური შემთხვევა თბილისში _ მაღაზიაში ამწე შევარდაცოტა ხნის წინ, უბედური შემთხვევა მოხდა თბილისში. გურამიშვილის გამზირზე მსუბუქი ავტომობილი და ამწე ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების გამო ამწე ერთ-ერთი მაღაზიაში შევარდა. ინციდენტის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. მათგან ორი მცირეწლოვანია. ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 271-ე მუხლით ... ...
  • წვიმა და სეტყვა _უახლოესი დღეების პროგნოზიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-31 მაისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. 27-28 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +23, +28, ხოლო 29-31 მაისს +28, +31 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი ... ...
  • 9 წლის გოგოს მკვლელობა _ იაგო ნებიერიძეს უვადო პატიმრობა შეეფარდასასამართლომ 9 წლის გოგოს მკვლელობისა და მის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს უვადო პატიმრობა შეუფარდა.გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 2018 წლის 25 ოქტომბერს სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობა და არასრულწლოვანთან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას ... ...
  • პატრიარქის ფონდი გაქურდეს პატრიარქის ფონდი გაქურდეს, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარზე კომენტარი ფონდიდან არ გაკეთებულა. ამ დროისთვის უცნობია რა ნივთებია წაღებული ფონდის ოფისიდან. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. წყარო: ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...
ზაფრანი

ნივთების ისტორიიდან - ტუნიკა

ახლა უკვე ძნელია იმის თქმა,...

როდის ხდება წყლის დალევა ორგანიზმისთვის მავნებელი

არ შეიძლება ნებისმიერი სითხის სულმოუთქმელად...

ნუ დანებდებით

ვის არ უჩხუბია და უკამათია......

ნაბახუსევზე მარილიანი ყავა სასარგებლოა

ნებისმიერ ადამიანს ხშირად ერთი პრობლემა...

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...