"შემოდგომის ყვავილებს ჩემში მზე შემოჰყავს!"

gurianews.com

კარმიდამო ჩემი

"შემოდგომის ყვავილებს ჩემში მზე შემოჰყავს!"

2018 იან 16 12:53:23

თითქოს ჩვეულებრივი და მაინც ყველასგან განსხვავებული ქალბატონია ნაზი რუსიეშვილი. თითქოს ჩვეულებრივი და მაინც ყველასგან განსხვავებულია მისი ეზო-კარი, რომელიც უმეტესად შემოდგომის ყვავილებითაა სავსე _ ქრიზანთემების საუცხოო ჯიშები, უმეტესად თეთრად, ყვითლად და შინდისფრად ანათებენ.

ნაზი რუსიეშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში ცხოვრობს და საკუთარი ეზო-კარის მოქარგვის საკუთარი ხელწერა აქვს:

_ მიმოიხედეთ ირგვლივ და რამდენ კარმიდამოს ნახავთ, გაზაფხულზე და ზაფხულში რომ ყვავილებშია ჩაძირული. ვარდების ზეიმი ხომ თითქმის ყველგან არის, თუმცა, დააკვირდით, შემოდგომასა და ზამთრის დასაწყისში როგორ "გაპუტულია" ეზოები. რატომ? იმიტომ, რომ შემოდგომის ყვავილები ნაკლებად აქვთ. ქრიზანთემების ნათებას ნაკლებად დაინახავთ. არადა, რომ იცოდეთ, როგორი მზის ენერგია შემოაქვთ სულში, სახლში. მე ასე ვუდგები ამ საკითხს _ ზამთარი როცა ახლოვდება და დღე ძალიან იკლებს, მზის ნათება მცირდება, ასე მგონია, რომ ეს სასწაული ყვავილები ბუნებას ეხმარება, იგივე მზეს ეხმარება სითბოსა და შუქის გამოსხივებაში. მავსებს მეც და ჩემს სახლსაც, შეხედეთ და დარწმუნდებით, თუ ამინდმა ხელი შეუწყო, დეკემბერსა და იანვარშიც ასე უშურველად კაშკაშებენ. უმეტესადაც ასეა, რადგან აქ ნაკლებად ცივა, ზღვა ახლოა... მოკლედ, შემოდგომის ყვავილებს ჩემში მზე შემოყავს, _ გვეუბნება ის და კალათებად შეკრული ნაირფერი თაიგულების მწკრივს მიუყვება. სურს, დავუჯეროთ, რომ ქრიზანთემა არა მარტო შემოდგომის, არამედ მისი სიმბოლოცაა. უფრო თეთრი და ყვითელი ფერები უყვარს. სინათლესთან და მზესთან რაც ასოცირდება, სიცოცხლეს მმატებსო, ამბობს.

ნაზი რუსეიშვილი გვიამბობს, რომ ქრიზანთემების ორასამდე ჯიში არსებობს და შეუძლებელია, ყველა სახეობა ოჯახში ჰქონდეს. მით უფრო, რომ ის მხოლოდ მოყვარულია. თუმცა, არც ისე დადებითი დამოკიდებულება აქვს ქრიზანთემების სელექციონერების მიმართ.

_ არ მიყვარს ჯუჯა და ოთახის ჯიშები. სითბოსა და ოთახში მოყვავილე მცენარეების მეტი რა არის?! აი, ამათ ვეტრფი _ ნაკვთებიანი კიდეებით, სიმაღლითა და ფერებით გამორჩეულ ეზოს ჯიშებს, დილაუთენია რომ შემომანათებენ კარში გამოსვლისთანავე და დაზამთრებამდე რომ ერთგულად მიმყვებიან. მიყვარს ეს სასწაული მეგობრები და მინდა, ყველამ იზრუნოს, ზამთრისპირს ჰქონდეს კარმიდამოში ასეთი ფერების სიუხვე. მოვლაც არ სჭირდება განსაკუთრებული, _ გვიხსნის ქალბატონი ნაზი ქრიზანთემების ბუნებას და ერთ თავისებურებაზეც ამახვილებს ყურადღებას, _ ვარდივით ამასაც უყვარს გასხვლა და როგორც ზედმეტ სიცივეს, ისე ზედმეტ სითბოს ვერ იტანს.

ქრიზანთემების მოვლის ხელო­ვ­­ნებას ჩვენი მასპინძელი უმეტესად ტენიანი გრუნტით ახერხებს, რომელიც ზომიერი უნდა იყოს. ხმელი ფოთლების და ზედმეტი კოკრები ამოცლა ხშირად სჭირდება, თუმცა კოკრების დატოვება თუ მოშორება მაინც სურვილზეა დამოკიდებული, რადგან ქრიზანთემა მცირე ზომის ბურთებს მაინც იკეთებს და ყვავილობას არ წყვეტს. მთავარია, ფხვიერი და ნოტიო მიწა ჰქონდეს.

_ შეგიძლიათ, შტამბური ფორმაც მისცეთ, ღეროებს სათითაოდ თუ ავუყვებით და გვერდებზე ყველა კოკორს შემოვაცლით, წვეროზე კი ერთს დავტოვებთ. ის ზომით გაცილებით დიდი გაიზრდება. ეს სურვილზეა დამოკიდებული. მე ასეც ვაკეთებ და პირიქით, გარკვეულ ნაწილს საერთოდ არ ვაცლი კოკრებს. მერე ეს სხვადასხვა ჯიშისა ჰგონიათ, მაგრამ ასე არ არის, _ გვაჩვენებს ქალბატონი ნაზი ასეთი მიდგომით "შექმნილ" დიდი და მცირე ზომის ქრიზანთემების თავთავებს.

ზამთარში, მოგვიანებით, როცა ქრიზანთემები ყვავილობას დაასრულებენ, ძირამდე ჭრის, შემოუბარავს, ცოტა აზოტოვან სასუქსაც აძლევს და ასე ელოდება გაზაფხულს. მოყვარულებს ურჩევს, გადარგვა ადრე გაზაფხულზე, ფესურას ჩაჭრით მოახდინონ. ასე უფრო მრავლდება და გაყოფაც არ ეტყობა. ისე კი ღეროებით _ დაკალმებითაც ახარებს სილანარევ ნიადაგში, ცნობილ მეთოდებს იშველიებს და ასეთი მიდგომით შემოდგომიდან ზამთრის დასაწყისამდე მის კარმიდამოში ქრიზანთემების ფერადი ფარდების სიუხვეა.

ნაზი რუსეიშვილის ერთადერთი ვაჟი მიშიკო კეჭაყმაძე, რომელსაცჩვენი ახალგაზრდული გაზეთის მკითხველები კარგად იცნობენ, შორეულ ამერიკაში სწავლობს და დედა საშობაოდ ელოდება.

_ მინდა, დეკემბრის ასე თბილი დღეები იანვარშიც გაგრძელდეს და სტუმრად ჩამოსულ ჩემს შვილს ქრიზანთემებმა ჩემთან ერთად უმასპინძლონ. ამ ყვავილებს ჩემთვის აცივების ჟამს იმდენი ენერგია მოაქვთ, რომ არა ესენი, სევდა და სიცივე დამაუძლურებდა, _ ასეთი სიტყვებით გვემშვიდობება ქრიზანთემების წრეში მდგარი ქალბატონი და სურს ყველა კარმიდამოში ისევე იყოს გადმოფენილი ქრიზანთემების კალათები, როგორც გაზაფხულზე ვარდების ფარდებითაა მორთული.


ნახვა: 167


 ახალი ამბები
  • "აქაურობა ბაყაყებითა და კოღოებით აივსება""გურია ნიუსს" დახმარების თხოვნით ლანჩხუთში, თბილისის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რამდენიმე მობინადრე დაუკავშირდა. როგორც ისინი ამბობენ, მათ ადგილობრივი ხელისუფლებას კორპუსის შიდა ეზოს მოასფალტების თხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა, შედეგი ამ დრომდე არ დამდგარა. "უკვე წლებია, რაც პრობლემის მოგვარებას ვითხოვთ, წინა ხელისუფლების დროსაც და მერეც, არა ერთხელ მივმართეთ დახმარების თხოვნით მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას,  მაგრამ აქამდე არანაირი შედეგი არ გვაქვს. აქ არსებულ პრობლემას მარტო მოხრეშვა  ნამდვილად არ შველის.  იყო დაპირება, რომ 2017 წელს აქ გახორციელდებოდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ასფალტს დააგებდნენ, მაგრამ ეს დაპირებაც დაპირებად დარჩა _ ხრეში დაიყარა მხოლოდ. ბოლოს და ბოლოს როდის ჩაგვთვლიან ყურადღების ღირსად და ამ კორპუსის 50-ზე მე ოჯახსაც მოგვხედავენ?!" _ ამბობენ თბილისის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მობინადრეები. მათივე თქმით, ეზოში მდგომარეობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაუარესდა, რაც მთავარ ქუჩაზე ღია სანიაღვრე არხი გაკეთდა: "ჩვენი ეზოს მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც თბილისის ქუჩაზე გამავალი სანიაღვრე არხის მშენებლობა დასრულდა. საქმე ისაა, რომ ცენტრალურ ქუჩაზე გაკეთდა ღია ტიპის სანიაღვრე არხი, რომელიც გაცილებით მაღალია, ვიდრე ჩვენი ეზო და, ბუნებრივია, არხი ეზოში დამდგარ წყალს ვეღარ ატარებს. ამის გამო ყოველი გაწვიმებისას კორპუსის მობინადრეებს დიდი პრობლემა გვექმნება, ისეთი წყალი დგება ყველგან, რომ ნავია საჭირო ეზოს გადასაცურად. ეზოში დამდგარი წყალი ბოლოს სახლის სარდაფში ჩადის. გამოეთხრება ერთ დღეს ძირი ამხელა კორპუსს და ამდენი ოჯახი უსახლკაროდ დარჩება. შეიძლება ასეთი უყურადღებობა?!" _ ამბობენ ადგილობრივები და დასძენენ, რომ თანახმა არიან არსებული პრობლემა კორპუსის ამხანაგობასთან ერთად თანადაფინანსებით მოგვარდეს. მათივე თქმით, კორპუსის მობინადრეთა მდგომარეობა ზაფხულის თვეებში გაუსაძლისი ხდება: "ახლა ზაფხული მოდის და აქაურობა ბაყაყებითა და კოღოებით აივსება. შეგვჭამს, იმდენი კოღო იქნება. სხვაგან თუ იგება ასფალტი, საინტერესოა, ჩვენ რით ვერ მივიქციოთ ხელისუფლების ყურადღება, წლების განმავლობაში ასეთ გაუსაძლის ყოფაში რომ გვამყოფებენ?!" მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ლევან ჩხაიძე "გურია ნიუსთან" საუბარში ადასტურებს, რომ 2017 წელს მართლაც იყო საუბრები, რომ აღნიშნული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შიდა ეზოში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გახორციელებულიყო, თუმცა, საბოლოოდ, ეს ვერ მოხერხდა. ჩხაიძე ამ ეტაპზე ვერც იმას აკონკრეტებს, თუ როდის მოხდება აღნიშნული ტერიტორიის მოასფალტება: "ამ სახლის მობინადრეთა მოთხოვნები ჩვენთვის ცნობილია. იყო საუბარი, რომ აქ ინფრასტრუქტურული სამუშაოები გასულ წელს გახორციელებულიყო, მაგრამ მაშინ ვერ მოხერხდა. ტყუილი დაპირება რომ არ გამოვიდეს, გეტყვით, ჯერჯერობით, არც მიმდინარე წლის ინფრასტრუქტურულ პროექტებშია გათვალისწინებული ამ ტერიტორიაზე სამუშაოების შესრულება", _ ამბობს ... ...
  • ყაჩაღობა ხუდადოვზე _ შსს-მ ერთი პირი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული ო.ჯ., ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე, „საქართველოს ფოსტის“ კუთვნილ სავაჭრო ჯიხურში შეიჭრა, 6200 ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ... ...
  • „ბედუკაძე პატიმრებს აშიშვლებდა და კარცერში ტოვებდა“ - ციხის ყოფილი თანამშრომლები ალაპარაკდნენციხის ყოფილი თანამშრომელები ლადო ბედუკაძეს ხელს ადებენ და ჩვენებებში ყვებიან, რომ პატიმართა დამამცირებელი მოპყრობის ბრძანებას ბედუკაძე პირადად გასცემდა. სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულების ყოფილი თანამშრომელი, ამჟამად ბრალდებული დავით აბდუშელიშვილი 6 თვეა, პატიმრების წამებისა და მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის ბრალდებითაა დაკავებული. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს, თუმცა, მიიჩნევს, რომ განსასჯელის სკამზე მისი ყოფილი უშუალო უფროსი, ციხის იმდროინდელი ცვლის მორიგე-ინსპექტორი, ვლადიმერ ბედუკაძეც უნდა იჯდეს. დავით აბდუშელიშვილის ადვოკატის ინფორმაციით, 9-ტომიან საქმეში ციხის სკანდალური კადრების ავტორის წინააღმდეგ არაერთი მტკიცებულებაა. ბევრ დოკუმენტთან ერთად კი არსებობს მამხილებელი ჩვენებებიც, სადაც ბედუკაძის არაადამიანურ მოპყრობებზეა საუბარი. მანანა აფხაძის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უშუალოდ იყო შემსწრე, როგორ აშიშვლებდა მისი უფროსი ბედუკაძე პატიმრებს და ტანისამოსის და პირადი ჰიგიენის ნივთების გარეშე, კარცერში დღეების განმავლობაში ტოვებდა. მანანა აფხაძის ინფორმაციით, ბრალდებულ აბდუშელიშვილის გარდა, ვლადიმერ ბედუკაძის დანაშაულებს სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულებიდან ამოღებული დოკუმენტებიც ამხელს. მაგალითად, პატიმრების კარცერში განაწილების აღმრიცხველი ჟურნალი, სადაც ბედუკაძის მორიგეობის დღეებში დასჯილი მსჯავრდებულების რაოდენობა მითითებული არ არის. აფხაძის აზრით, ბედუკაძე მონაცემებს განზრახ მალავდა. დავით აბდუშელიშვილის ადვოკატი ეჭვობს, რომ გამოძიება განზრახ მალავს ბედუკაძის წინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარ მტკიცებულებას - ციხის შიდა სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს. მანანა აფხაძე დარწმუნებულია, რომ ბედუკაძეს ხელისუფლების წარმომადგენლები მფარველობენ. არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვლადიმერ ბედუკაძესთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, მის მფარველობას კი პროკურატურა უარყოფს. საქმის პროკურორი ამტკიცებს, რომ კონკრეტული პატიმრების წამების საქმეზე ის ადამიანები მისცეს პასუხისგებაში, ვის მიმართაც მტკიცებულება ჰქონდათ. წყარო: ... ...
  • "ჩვენ უკან არ დავიხევთ" _ კლუბი "ბასიანი" განცხადებას ავრცელებსკლუბი ბასიანის დამფუძნებლები განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბასიანი თავისუფლებისთვის ბრძოლას აგრძელებს. "გავერთიანდეთ BASSIANI / HOROOM-ის გადასარჩენად. www.bassiani.com/donate -ის საშუალებით გთხოვთ შემოუერთდეთ შემოწირულობას, იმისთვის, რომ დაეხმაროთ BASSIANI / HOROOM გუნდს, რომ შევინარჩუნოთ სივრცე და დავიწყოთ სამართლებრივი დავები სახელმწიფოს მხრიდან წარმოებული ჩაგვრის წინააღმდეგ. მსოფლიოს საცეკვაო კულტურის ერთ-ერთი აღიარებული კლუბი BASSIANI დახურვის საფრთხის წინაშეა. 12 მაისს, შავ პარასკევს საცეკვაო მოედანზე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით მომარჯვებული სპეცდანიშნულების რაზმი შეიჭრა, გამორთეს მუსიკა, ადგილზე მყოფი კლუბის თანამშრომლები და მოცეკვავეები გარეთ გამოყარეს და კლუბი გაურკვეველი ვადით დახურეს. ოფიციალური ვერსიით მიზანი კლუბსა და ნარკორეალიზატორებს შორის კავშირის გამოვლენა გახლდათ. მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე ნარკორეალიზატორები უკვე გამოვლენილი და დაკავებული ყავდათ, ყველა მათგანი კლუბის გარეთ, ქალაქის სხვადასხვა უბნებში. სპეცრაზმის შეჭრას კლუბში მოქალაქეების მყისიერი პროტესტი მოჰყვა. ასეულობით მხარდამჭერი ჯერ კლუბის გარე შესასვლელთან შეიკრიბა. აგორებული პროტესტი პოლიციამ იმავე ღამეს დაარბია, რასაც წინააღმდეგობრივი ტალღის გაძლიერება და მისი ქალაქის მთავარ გამზირზე გადანაცვლება მოჰყვა. მომდევნო დღეს ათასობით ადამიანისგან შემდგარი საპროტესტო ტალღა უმკაცრესად მოითხოვდა შსს მინისტრისა და პრემიერ მინისტრის გადადგომას, საქმის გამოძიებასა და კლუბის დაბრუნებას. იმავე დღეს თბილისის ყველა კლუბი პროტესტის ნიშნად დაიხურა. კლუბებში მოწვეულმა მუსიკოსებმა, მათ შორის Giegling-ის გუნდმა მუსიკით ქალაქის ცენტრში გადმოინაცვლა და მთავარი გამზირი რამდენიმე ათასიანი საყოველთაო რეივის კერად აქცია. თბილისში გამართულმა ქართულმა მასშტაბურმა რეივმა, რომელშიც 10 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა მსოფლიო მედიისა და მუსიკალური სცენის ყურადღების ცენტრში გადაინაცვლა. კლუბს უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადეს მსოფლიოს საცეკვაო სცენამ, სხვადასხვა კლუბებმა, კავშირებმა, ორგანიზაციებმა და მედია საშუალებებმა, არტისტებმა, პროდიუსერებმა და რეივერებმა მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან, რისთვისაც უღრმეს მადლობას ვუხდით მათ. წარმოქმნილი საპროტესტო ტალღის გათვალისწინებით, შს მინისტრმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში და დადო საგამოძიებო მოკვლევის, დამნაშავეთა გამოვლენის, უმკაცრესი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე მუშაობის განახლებისა და კლუბის დაბრუნების პირობა. გამართული მოლაპარაკებების მიუხედავად, არცერთი დათქმული პირობა არ შესრულებულა. ჩვენ უკვე პირველ პარასკევს შევხვდით BASSIANI-ს გარეშე, კლუბი კვლავ დახურულია. BASSIANI-ის მუზარადის უკან გაბრაზებული, ახალი იდეებისთვის მებრძოლი ადამიანი დგას, რომელიც საკუთარი თავისუფლების მოსაპოვებლად უკან არ დაიხევს. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბრძოლას უსამართლო სისტემისა და უთანასწორო გარემოს წინააღმდეგ. უღრმესი მადლობა ჩვენს თანამოაზრეებს უპირობო სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის. იდეებისა და ღირებულებებისთვის მიმდინარე ამ ბრძოლაში ჩვენ მხოლოდ ჩვენი სიმართლისა და თანამებრძოლების მხარდაჭერის იმედი გვაქვს, _ აღნიშნულია ... ...
  • 33 წლის ახალგაზრდა მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალაახალგაზრდა მამაკაცი მეხის დაცემის შედეგად დაიღუპა. შემთხვევა ახალციხის მუნიციპალიტეტში სოფელ ანში მოხდა. გარდაცვლილი 33 წლის იყო. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. როგორც სოფლის მცხოვრებლები აცხადებენ, ახალგაზრდა კაცს მეხი მაშინ დაეცა, როდესაც საქონელს ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

მარტო კაცის დიდი მეურნეობის სავიზიტო ბარათი იხვისა და ბატის ფერმაა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის მკვიდრი...

ევკალიპტი _"ტყეების ალმასი" და მისი ისტორია საქართველოში

ევკალიპტის კულტურას საქართველოში საუკუნეზე ცოტა...

როგორ გადავრგოთ და გავახაროთ ჟოლო

კენკროვანი კულტურები დღეს განსაკუთრებული პოპულარობით...

როგორ გამოვხადოთ თაფლის არაყი

საქართველოში მეფუტკრეობის განვითარების მრავალსაუკუნოვან გზაზე...

მაისში განსაკუთრებით ვიზრუნოთ შეწამვლით სამუშაოებზე

აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში, თვის...

როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი

იმუნიტეტი ეს არის ორგანიზმის დამცველობითი...

ბროკოლი გულს დაავადებებისგან იცავს

ორთქლზე მომზადებული კომბოსტო ბროკოლი გულის...

ეთნოგრაფიული ნივთების კოლექციონერის მიზნები და გულისტკივილი

დღეს საქართველოში მრავალი ეთნოგრაფიული მუზეუმი...

როდის დავთესოთ და როგორ მოვუაროთ ბოსტნეულს ღია გრუნტში

მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში...

შინაური პირუტყვის პროფილაქტიკა საგაზაფხულოდ

გამოზამთრებულ შინაურ პირუტყვს, მსხვილფეხა თუ...

თხილის პირველი საგაზაფხულო წამლობის პრინციპი

ვაგრძელებთ რჩევების მიცემას იმ ადამიანებისთვის...
ზაფრანი

საინტერესო ფაქტები შინაური ცხოველების შესახებ

ძველ ეგვიპტეში ცხოველების თაყვანისცემა ცხოვრების...

ქალის ფიგურის ექვსი ტიპი

ცოტა ხნის წინ ამერიკელებმა თავიანთი...

უიღბლო ადამიანების საერთო მახასიათებლები

სრულყოფილებისაკენ სწრაფვა თითქოს ამაში ცუდი...

როგორი იქნება მსოფლიო ასი წლის შემდეგ

ცოტა ხნის წინ ვესტმინსტერის უნივერსიტეტის...

ახალი აღმოჩენა ეგვიპტეში

ჩეხმა არქეოლოგებმა ეგვიპტეში, ქაიროს სამხრეთით,...

უცნობი დედამიწა

პლანეტის ოქროს მარაგის 99% დედამიწის...