"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

19 ნოე. 2020, 13:51:37

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ცხემლისხიდში იმ ოჯახის წარმომადგენელია, სადაც ჩვენს ქვეყანას, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომების მონაწილე, სამი ომის ვეტერანი ჰყავს. ამ სათვალავით, საქართველოში ეს ოჯახი ერთადერთია. მამა _ ომის ვეტერანი ბადრი მახარაძე, არც ისე დიდი ხანია, რაც გარდაიცვალა. და, _ ომის ვეტერანი ლალი მახარაძე დღეისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს.

_ როცა მამა ასაკში შევიდა, სოფელს დავუბრუნდი. სად არ ვმუშაობდი. ფრუნზეს აკადემიის დამთავრების შემდეგ, დიდხანს ვიმყოფებოდი დიპლომატიურ სამსახურში, თუმცა, ჩემს მამულს, სახლ-კარს არაფერი მირჩევნია. აქ ისეთი მიწა-წყალია, იმდენი ნაშრომი აქვს ჩემს მშობლებს, აქაურობას როგორ შეველევი? ოღონდ ახლებური მიდგომით ვიწყებ. ყველანაირი კულტურა გვაქვს, თუმცა, როცა "ადესა" ავჭერი და ჩხავერი და საკმიელა დავრგე, მამაჩემის განაწყენება მომიხდა. მართლაც ისე ლამაზად ჰქონდა ტალავერი გაკეთებული, სულ ყურება მოგინდებოდა.

ახლა მთავარი საქმე ჩემთვის ვენახია და ერთსაც გეტყვით _ რაც არ უნდა ნადი და მუშახელი დამჭირდეს, ვენახთან სხვას ვერ მივუშვებ! თითოეულმა ლერწმა ჩემს ხელში უნდა გაიაროს. სასწაულია ჩხავერი და საკმიელა. შინ შესვლა არ მინდა... გურულ ჯიშებზე მაქვს ორიენტირი და უნდა მივყვე ბოლომდე, _ გვიამბობს ჩვენი მასპინძელი შოთა მახარაძე, თან ახლადგაშენებულ ვენახის მწკრივებს თუ ტალავერს შორის მიგვიძღვება.

შოთა მახარაძის საკარმიდამო ნაკვეთი სულ ორ ჰექტარ ფართობს მოიცავს და აქ ძალიან კარგად არის წარმოდგენილი შერეული მეურნეობის სრული იერ-სახე.

საკარმიდამოს მარჯვენა მხარე ფეიჰოას და კივის მწკრივებს უჭირავს. მარცხნივაც ფეიჰოას მწკრივია. სახლის მიმდებარედ კი _ ვაშლის, ხურმის, სხვადასხვა ხეხილოვნების ძველი და ახალი ნარგავები. მოშორებით, ერთ ჰექტარ ფართობზე სიმინდის ყანა აქვს.

_ სასწაული მიწაა აქ. შრომას მოგანდომებს. სახლის უკან მდინარე ნატანები ჩამოდის, ეზოში ჭა და ორი წყარო მაქვს. ასევე, მაქვს მთიდან გამოყვანილი წყალი. უფრო ტექნიკური მიზნით ვიყენებ, _ ამბობს 50 წლის მეურნე, რომელმაც, ამ ზაფხულს, მეუღლესთან ერთად, მარტო ბოსტანში სამას კილოგრამზე მეტი კიტრი მოიწია.

შერეული აგროკულტურები ირგვლივ სად არ ჩანს. საბოსტნე ფართობის მიღმაც, სადაც კი ვენახია გაშენებული, ყველა კუთხეში, როგორც თავად ამბობს, "გამორგულია" წიწაკა, "ბულგარული", პომიდორი თუ სხვადასხვა ბოსტნეული.

 _ მიწაა აქ საუკეთესო. ნაკელი მხოლოდ სამ წელიწადში ერთხელ შემაქვს. თუმცა, მწირიც რომ იყოს, ორი ჰექტარი ფართობის მოვლა, გლეხმა უნდა შეძლოს. გურია მცირემიწიანი მხარეა. სასოფლო-სამეურნეო ფართობები აქ ცოტაა. ამიტომ მეურნემ წინასწარ უნდა გათვალოს, რა უნდა მოიყვანოს და რამდენი, რომ ჯერ ოჯახის კარგად რჩენა შეძლოს და მერე გასაყიდად მოწეულის რეალიზაციაზე იფიქროს. თუ ერთ კულტურას ამოვიჩემებთ ამ რაოდენობის ფართობზე, დიდ ფულად შემოსავალს ვერც ერთი დასახელების კულტურისგან ვერ მივიღებთ. ამიტომ მე ყველას ვეუბნები და ვურჩევ, რომ მცირემიწიან ფართობში საუკეთესო გამოსავალია შერეული მეურნეობის წარმოება, _ გვეუბნება ბატონი შოთა და ღიად გამოთქვამს სურვილს, რომ საქმის ასე მიდგომა ყველასთვის სავალდებულოდ უნდა იქცეს. გამოთქვამს სინანულსაც, რომ ბევრ ადამიანს შრომა ეზარება.

_ ხან იმდენი ნერგი, ჩითილი გამოვთხარე სხვადასხვა აგროკულტურის, მაგალითად, კიტრის, პომიდვრის, თუ სხვა, წამღებიც არავინ იყო და გადავყარე. ნერგს რომ დარგავ, მიხედვა უნდა. არაა ეს ძნელი. დილით ადრე ორი საათით და საღამოსაც, ასევე, ორი საათით რომ ჩავიდეს ადამიანი მამულში, დამერწმუნეთ, საქმეს საათივით ააწყობს. ვერ გამდიდრდება, ასე დიდ ფულს ვერ იშოვის, მაგრამ სახლში ექნება უმთავრესი სიმდიდრე _ საჭმელ-სასმელი, სტუმრის არ შეეშინდება, ზამთრის და ავადმყოფობის. ეზარებათ ეს. არადა, არავინ არ მოგვცემს მუქთად არაფერს. მიწასთან ერთად უნდა იბრძოლო, მის მხარდამხარ და ეს ფერხული, თუ არ უღალატებ, შედეგს მოგცემს. ღალატია ის, როცა სამ დღეს, ერთ კვირას არ შეივლი ბოსტანში თუ ვენახში და მომდევნო სამ დღეს იმუშავებ _ ასე არ გამოვა. 30 წელია, დაინგრა კომუნისტური წყობილება და ხალხი კიდევ რაღაცეებს იხსენებს, რაღაცაზე ოცნებობს... ვერ ისწავლეს შრომისადმი საგულდაგულო, დაგეგმილი მიდგომა, _ გულწრფელი თხრობითა და შენიშვნებით გამოირჩევა ჩვენი მასპინძელი.

მას უხარია, რომ გურიაში ძალიან საამო ქარმა დაბერა ვაზის გურული ჯიშების მოძიების, მოშენების და განახლების მხრივ. ამის გამო კი მადლიერებას გამოთქვამს ცნობილი ვაზის ტრფიალის, ვაზის გურული ჯიშების მაძიებლის, ანდრო ვაშალომიძის მიმართ.

_ ბატონმა ანდრომ მომცა ჩხავერის და საკმიელას ნერგები. მოვლაც მისებური მასწავლა. ასევე, კივის გასხვლა ცნობილი ფერმერისგან, კაკო ღლონტისგან ვისწავლე. ვიყავი მიჩერებული _ კივმა შვიდ წელიწადს არ გამოისხა. თურმე, შეცდომით ვსხლავდი. მერე ბატონ კაკოს მივმართე, იმავე წელს გამოისხა და ახლაც ხედავთ, როგორი მსხმოიარეა, _ იცინის ბატონი შოთა, _ საკუთარ ამბავს რატომ ვყვები ახლა, იცით? სირცხვილი ის კი არაა, რომ არ იცი და იკითხავ. სიზარმაცეა სირცხვილი და კაცის წამხდენი.

შერეულ მეურნეობაზე ორიენტირებული შოთა მახარაძე ამბობს, რომ ჯერ, მუშაობის დაწყებამდე, მობილიზება უნდა მოახდინოს ადამიანმა. თუ მიწა მწირია, უნდა გამოკვებო. გურიაში, უმეტესად მოკირიანება სჭირდება ნიადაგს. ამის გარეშე არ გამოვა. შემდეგ კი, უღალატო შრომის პირობებში, შედეგი თავისით დადგება.

მას ახლა გადაწყვეტილი აქვს, შინაური პირუტყვიც მოაშენოს. დაიწყო ძროხებისა და ღორების მოსათავსებელი ზომიერი სადგომების მოწყობა. ამბობს, რომ პირველ ეტაპზე ხუთი მსხვილფეხა რქოსნის და ამდენივე ღორის მოყვანას აპირებს. შინაური პირუტყვის მოშენების იდეა, როგორც თავად ამბობს, მის მეუღლეს, მანანა მახარაძეს ეკუთვნის.

_ მარტო მრავალწლოვანი ხეხილოვნების, ვენახის და აგროკულტურების იმედად ვერ ვიქნები _ შინაური ფრინველი და პირუტყვი აუცილებლად უნდა მოვაშენოთ. ჩემმა მეუღლემ ჩემზე ადრე მიიღო ეს გადაწყვეტილება. ამ საქმეს მარტო ვწვდებით. ნადი ხანდახან გვჭირდება. მაგალითად, სიმინდის ტეხვის დროს. მერე კი, როცა მეურნეობას მოვაძლიერებ და ეს მალე იქნება, რამდენიმე ადამიანის, ჩემი თანასოფლელების დასაქმებასაც შევძლებ. ვიცნობ მუყაით ადამიანებს და შერჩევა არ გამიჭირდება. ესაა, ყველამ უნდა იშრომოს და სოფელი ფეხზე დადგება. საზღვარგარეთ რომ ვიყავი, ბევრ ქართველ უსაქმურს ვნახულობდი. "რა გავაკეთო, იქ რომ დავბრუნდე?"_ ამბობდნენ ისინი. დამერწმუნეთ, ვინც აქ არაფერს არ აკეთებს, ის უცხოეთშიც ტყუილად დაყიალობს. ვინმე იქაური შეძლებული ქართველის ან სხვა ნაცნობების იმედად. როგორ ვაკეთებ მე? თბილისშიც მაქვს სახლი, თუმცა აქ, ამ გარემოში სიცოცხლეც გაცილებით მწყურია და შრომაც. ასეთია ჩემი აზრი და მინდა, ყველა ავიყოლიო, ვინც დამიჯერებს და ამყვება, _ თავის საფიქრალს კვლავ გულწრფელად გვიამბობს ბატონი შოთა.

მას ორი შვილი ჰყავს, რომლებმაც უმაღლესი განათლება უკვე მიიღეს. გოგონა თბილისში მუშაობს, ვაჟი _ ნიკა უცხოეთშია და მალე სოფელში დაბრუნებას აპირებს.

_ მინდა, ჩემს ვაჟს მზადყოფნაში დავხვდე. მეურნეობა უნდა გავაძლიეროთ... _ ამბობს ის და მეტად ტრაგიკულ რეპრესიების ამბებს იხსენებს, რაც მის ბებია-ბაბუებს და ბიძებს ხვდათ წილად:

_  ყველა კატორღაში გაასახლეს. დახვრიტეს...მამაჩემი პატარაობიდან მამიდებმა გაზარდეს. მერე დაბრუნებულა აქ, ტრიალ, გავერანებულ ფართობზე და მაინც ფერფლისგან აღუდგენია ყველაფერი... მინდა, კვალში გავყვე მშობლების თავგანწირული შრომისა და ბრძოლის ტრადიციას. მიწის სიყვარული მაცოცხლებს და მინდა, ჩემს შთამომავლობასაც ეს ასულდგმულებდეს...

მართლაც სულის შემძვრელია ექიმი ბაბუის და მთელი საგვარეულოს წარმომადგენლობის დახვრეტა-გაციმბირების ისტორია. ამ ოჯახის შვილებმა თავადაც გმირობით განაგრძეს ცხოვრება _ როგორც დასაწყისში ვთქვით, ქვეყანას ერთი ოჯახიდან სამი ვეტერანი ჰყავს, რასაც _ გმირობის გაუხმოვანებელ ისტორიას, ჩვენ სხვა კონტექსტით, მალე მივუბრუნდებით...

 ახლა კი წარმატებას და დასახული მიზნების გახორციელებას ვუსურვებთ თავდადებულ მეურნეს, რომელიც გვპირდება, რომ უახლოეს ხუთ წელიწადში ეყოლება 15 ძროხა მაინც, ამდენივე ღორი, მოიწევს დიდი რაოდენობით ყურძენს, კიტრს, თხილს, ციტრუსოვანს და მრავალნაირ აგროკულტურას.




 ახალი ამბები
  • გურიაში ეროვნული პარკი დაარსდებაგურიაში ეროვნული პარკი დაარსდება. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. „გურიის მთიანი ლანდშაფტის უნიკალური ბუნების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), შვედეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, იწყებს პროექტს გურიის ეროვნული პარკის დაარსებისთვის. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად, ამ ეტაპისთვის დაგეგმილია სხვადასხვა სახის კვლევის ჩატარება ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მიერ. ახალი პროექტი მიზნად ისახავს გურიის ტყის ლანდშაფტებში არსებული გამოწვევების, კერძოდ ადამიანის ზემოქმედებით მიღებული ზიანის შეჩერებას, ბიომრავალფეროვნების დაცვასა და ეკოსისტემის შენარჩუნებას, როგორც ადგილობრივი, ასევე ფართო საზოგადოების კეთილდღეობისთვის. გურიის ეროვნული პარკის შექმნა ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების მოზიდვას დაცულ ტერიტორიებზე, ადგილობრივ მოსახლეობას კი დამატებითი ეკონომიკური სარგებლის გაჩენის შესაძლებლობას მისცემს. გურიაში შენარჩუნებული უძველესი ტყეები და სავარგულები აღიარებულია ეკორეგიონის ბიომრავალფეროვნების ძირითად არეალად (KBA). ამავდროულად, ეს ლანდშაფტები „კავკასიის ეკორეგიონის კონსერვაციის გეგმის (ECP)” ნაწილია. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) წლებია თანამშრომლობს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან და დიდი წვლილი შეაქვს დაცული ტერიტორიების ქსელის განვითარებასა და გაფართოებაში“,_ წერია ... ...
  • დახურული ბაგა-ბაღები და აღსაზრდელთა განაწყენებული მშობლები1 მარტიდან საბავშვო ბაგა- ბაღებში სწავლის პროცესი განახლდა. მათთვის  გაიცა განსაკუთრებული რეკომენდაციები, რომლის დაცვა, როგორც პერსონალს, ასევე, მშობელს და ბავშვსაც მოუწევს. ამის მიუხედავად არსებობენ ბაღის აღსაზრდელები, რომლებიც 1 მარტს მაინც სახლში დარჩნენ. თბილისის მასშტაბით, 8 საბავშვო ბაღმა ვერ მოახერხა სწავლის განახლება, რადგან პერსონალს კორონა ვირუსი დაუდასტურდა. „სწავლის პროცესის დაწყებამდე წინასწარ გაიტესტა პერსონალი. თბილისი მასშტაბით 8 ბაღში გამოვლინდა ინფიცირების შემთხვევები და ეს ბაღები არ გახსნილა.  პერსონალის საიზოლაციო 12-დღიანი  ვადა რომ გავა, შემდეგ შეძლებს ბაღები სრულად ფუნქციონირებას. პერსონალი ორ კვირაში ერთხელ გაივლიან ტესტირებას, რაც მუდმივი პროცესი იქნება“, _  განმარტა ჩვენთან საუბრისას ბაგა-ბაღების სააგენტოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა. აღსაზრდელების მშობლებს იმ პერიოდში, როცა ბაგა-ბაღები სასწავლო-სააღმზრდელო  პროცესი შეჩერებული  იყო ურიგდებოდათ არამალფუჭებადი, დაფასოებული პროდუქცია, რომელიც ამ ეტაპზე დახურული ბაღების შემთხვევაში, აღარ დაურიგდებათ. როგორც ბაგა-ბაღების სააგენტოს პრესსამსახურში გვითხრეს, თითო ბაღის დონეზე ვერ გადაწყდება  პროდუქტების გაცემის პროექტი, რადგან ბაღის კვება და პროდუქტების პაკეტის გაცემა სხვადასხვა  პრინციპით ხორციელდება. აქედან გამომდინარე, ბაგა-ბაღები პროდუქტებს აღარ გასცემს. ჩვენ დაგვიკავშირდა თბილისის ერთ-ერთი ბაღის აღსაზრდელის მშობელი. მისი თქმით, ბაღში დაფიქსირდა კორონავირუსი და არ განუახლებია სწავლის პროცესი, რაც ძალიან ცუდად მოქმედებს მისი  5 წლის შვილზე. „ბავშვს აქვს დეპრესია, არის საშინლად განერვიულებული. უნდა ბავშვებთან კონტაქტი, თამაში. მე და მამამისი ვცდილობთ ვეთამაშოთ, მაგრამ ბავშვებთან თამაშის დროს ივსება. ჩამორჩენაზე აღარაფერს ვამბობ. ბაღის ყოველდღიურობა და რეჟიმი აკლია. მითხრეს სავარაუდოდ, ორ კვირაში აღდგება სწავლა ჩვენს ბაღში. რა საჭირო იყო ერთი ადამიანის გამო ბაღის მთლიანად დახურვა, ვერ ვხვდები“, _ გვითხრა აღელვებულმა მშობელმა. სპეციალისტების განმარტებით, ამ ეტაპზე, მიზანშეწონილია, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეჩერდეს იმ ბაღებში, სადაც კორონავირუსის შემთხვევებია გამოვლენილი. მათი თქმით, დაწესებულებებში ჩატარდება დეზინფექცია, მოსამსახურე პერსონალს ჩაუტარდება კოვიდტესტირება და ფუნქციონირებას გააგრძელებს იმ შემთხვევაში, თუ არ გამოვლინდება ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა და რეგულაციების ყველა სტანდარტი დაცული ... ...
  • შორიდან აქვს ნასროლიო, თავს არ მოიკლავდა - დაღუპული ჯარისკაცის დედის პირველი კომენტარი19 წლის ჯარისკაცის, ჯონი ძინძიბაძის დედა დარწმუნებულია, რომ მის შვილს სიცოცხლე თვითმკვლელობით არ დაუსრულებია და გამოძიების მუხლის შეცვლას მოითხოვს. ვაზიანის მეოთხე ბაზაზე, გაურკვეველ ვითარებაში დაღუპულ სამხედროს  სულ ცოტა ხანში გადაასვენებენ, მანამდე კი მისი ოჯახის წევრები მომხდარის იმ ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავენ, რომლის შესახებაც თავდაცვის უწყება და გარდაცვლილის ძმა ტრაგედიის პირველივე წუთებიდან საუბრობდნენ.  "თავს ეგ არ მოიკლავდა, იმდენად ბედნიერი იყო. დამირეკა გუშინწინ, რომ ახალი გოგო გაიცნო. ანი ჰქვია, კარგი ადამიანი, წესიერი გოგოო. მინდა რომ სახლში მოვიყვანო და გაგაცნოთო, ბედნიერი იყო... ერთი სული ჰქონდა, როდის მოვიდოდა. ჯარიდან გამოსვლას აპირებდა და მოყვანას", - ამბობს დაღუპული ჯარისკაცის და.  "დაამთავრა ჯარი და ვაზიანში გადავიდა, ამდენი ხანი არ მეცალა და ახლა გავიცანი კარგი გოგო და გაგაცნობო. მიდიოდა და მოდიოდა ჭკვიანად. არაფერი დაუშავებია. შორიდან აქვს ნასროლიო..." - ამბობს დაღუპული ჯარისკაცის დედა.  შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ გვიან ღამით, მე-4 ბრიგადის ტერიტორიაზე ჯარისკაცმა თავი მოიკლა.  წყარო: ... ...
  • ვაქცინის მოწოდების საკითხები - ჯანდაცვის მინისტრი კელი დეგნანს შეხვდაCOVID-19-ის ვაქცინის მოწოდების საკითხზე ჯანდაცვის მინისტრმა დღეს აშშ-ს ელჩთან საქართველოში, კელი დეგნანთან შეხვედრისას ისაუბრა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, კელი დეგნანმა და მინისტრმა იმ ღონისძიებებზე საუბრეს, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინის დროულად მიღების კუთხით ახორციელებს. "მნიშვნელოვანია ინფექციის გავრცელების დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნება. საქართველომ კარგად იმუშავა ინფექციის გავრცელების შემცირების კუთხით, დიდი მოცულობის ტესტირებით და სიფრთხილის ზომებით. ახლა ის ნაბიჯები, რასაც მთავრობა დგამს ეკონომიკის გახსნის კუთხით, ეკონომიკური სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ყველა დიდ ძალისხმევას ვდებთ, რომ მივიღოთ ვაქცინა ჩვენი მოსახლეობის ასაცრელად და ყველა ქვეყანა გარკვეულ სიძნელეებს აწყდება, რომ ვაქცინის საკმარისი რაოდენობა მიიღოს. საბედნიეროდ, ნელ-ნელა ახალი ვაქცინებიც შემოდის. სულ ახლახანს გამოჩნდა ჯონსონ-ჯონსონის ვაქცინა და იმედი გვაქვს, რომ უფრო მეტი ვაქცინის მოწოდება გახდება შესაძლებელი საქართველოსთვის, ბოსნიის, მოლდივის, უკრაინისთვის, იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ თავიანთი მოსახლეობისთვის საკმარისი რაოდენობის ვაქცინა მიიღონ“, - განაცხადა საქართველოში აშშ-ს ელჩმა კელი ... ...
  • "ამ საქმეს ბოლომდე მივაწვები"_ თამარ ბაჩალიაშვილის დედაგაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი, დღეს, 4 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. მისი გამოკითხვაზე დაბარება მოწმე, მარიამ შარაშენიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც ბაჩალიაშვილს გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე მასთან მიმოწერა ჰქონდა. თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ შარაშენიძის და მისი შვილის ურთიერთობის შესახებ არაფერი იცოდა და ასევე, უცნობია არის თუ არა მათი Facebook-ზე მიმოწერის ე.წ. სქრინები ნამდვილი. "უნდათ, გამომიყვანონ მდგომარეობიდან, რომ შევეშვა ამ საქმეს. მეკითხებოდნენ, ადვოკატებთან ერთად რას აკეთებდი, ადვოკატი რას გირჩევდაო. ახლოვდება სტრასბურგი და ბოლომდე მივაწვები ამ საქმეს",- თქვა თეონა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...

გავიხსენოთ "ძველებური" ნამცხვრები

ბოლო დროს, სოციალურ ქსელში, არაერთხელ...

თებერვლის ძირითადი სამუშაოები საკარმიდამო ნაკვეთებში

თებერვლიდან, საკარმიდამო ნაკვეთებში, ხეხილოვანთა ბაღებში,...

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...