უნაბი _ ძვირფასი ხეხილოვანი და სამკურნალო მცენარე

კარმიდამო ჩემი

უნაბი _ ძვირფასი ხეხილოვანი და სამკურნალო მცენარე

8 მარ. 2021, 10:10:51

უნაბის ნაყოფი გემოთი და გარეგნობით მოგვაგონებს ფინიკს, რის გამოც მას ჩინურ ფინიკსაც უწოდებენ. უნაბის შემადგენლობაში 20-28%-მდე შაქარია, ხოლო მშრალ ნაყოფში შაქარი 63-64%-მდე იზრდება. გარდა შაქრებისა, ნაყოფი შეიცავს ადამიანისთვის სასარგებლო ვიტამინებს და მთრმილავ ნივთიერებებს. როგორც ნედლი, ისე, შემჭკნარი ნაყოფი გამოიყენება საკონდიტრო, საკონსერვო მრეწველობაში. მცენარის მწვანედ შეფერილი ლამაზი ვარჯი, მუქი ყავისფერი პრიალა ნაყოფებით საუკეთესო დეკორაციულ ფუნქციასაც ასრულებს.

უნაბი გამოყენება, როგორც სამკურნალო საშუალება ფილტვების დაავადების, ასთმისა და შარდის ბუშტის ანთების წინააღმდეგ. უნაბის სიროფი იხმარება ყელის სიმშრალისა და კატარული ხველების დროს. უნაბის ნაყოფის რეგულარულად გამოყენება ადამიანს იცავს ჰიპერტონული დაავადებისგან.

უნაბის წარმოშობის პირველ კერად მიჩნეულია ჩინეთი, ავღანეთი და ბალკანეთის ნახევარკუნძული. სამრეწველო მნიშვნელობით უნაბი გავრცელებულია: ავღანეთში, ირანში, კალიფორნიაში, იტალიაში, საფრანგეთში, შუა აზიის მრავალ ქვეყანაში.

უნაბის ჯიშები:

ტა იან ცზაო ჩინური წარმოშობისაა. მსხვილნაყოფა საუკეთესო ჯიშია, ნაყოფი დიდი ზომისაა, ოვალური ან მსხლისებრი ფორმის. ხე საშუალო ზრდისაა, ადრე შედის მსხმოიარობაში. მას მოჭარბებული უარყოფითი თვისებები ახასიათებს _ ნაყოფის ადვილად ზიანდება ბუზისგან; მყნობით გამრავლებისას ახლავს სიძნელე.

ლი ჩინური წარმოშობის ჯიშია. ხე საკმაოდ ძლიერ მზარდია _ 9 მეტრამდე სიმაღლის, ადრე შედის მსხმოიარობაში. მცენარის ვეგეტატიური თაობა დარგვიდან მე-2, მე-3 წელს იწყებს მსხმოიარობას, ყვავილობს ივნისის ბოლოს, მსხმოიარობს რეგულარულად.

საქართველოში უნაბი უძველესი დროიდან ხარობდა, თუმცა, მსხვილნაყოფა უნაბის ჯიშები 1930 წელს პირველად შემოიტანეს კალიფორნიიდან გაგრაში და შემდგომ დარგეს თბილისის დენდროლოგიურ პარკში.

უნაბი ხარობს და მსხმოიარობს ყველა ტიპის _ როგორც სილიან, ისე მძიმე თიხა და მლაშე ნიადაგებზე. იგი კარგად იტანს მაღალ ტემპერატურას და ხანგრძლივ გვალვებს, ამავე დროს, შეუძლია გაუძლოს მინუს 28 გრადუსამდე ყინვას.

უნაბი მრავლდება თესლის თესვით, მყნობით, ამონაყრებით. თესლით გამრავლებისას უმეტეს შემთხვევაში ადგილი აქვს დათიშვას. ამიტომ პრაქტიკაში ძირითადად გამოყენებულია უნაბის ვეგეტატიური გზით: ფესვის ამონაყრებით, ტოტების გადაწვენით, დაკალმებით და მყნობით გამრავლება. აღნიშნული წესებიდან საუკეთესოა მყნობით გამრავლება.

საძირეების მისაღებად უნაბის თესლის ნაჭუჭს ხელოვნურად აზიანებენ, რომ დროულად აღმოცენდეს. ჩვენი პირობებისთვის თესვის საუკეთესო ვადას ოქტომბრის მეორე ნახევარი ან გაზაფხულზე, მარტის დასაწყისი წარმოადგენს. წინასწარ მომზადებულ კვლებზე თესლი ითესება ღია მწკრივში 15-20 სმ-ის დაშორებით, ხოლო მწკრივებს შორის მანძილი უმჯობესია იყოს 90-100 სმ, ჩათესვის სიღრმე _ 4-5 სმ. სასურველია, ნათესი ზოლი დაიფაროს რაიმე მულჩმასალით.

სტანდარტული საძირეების მიღების დაჩქარების მიზნით, საჭიროა აღმონაცენების სარეველებისგან გათავისუფლება, გამოკვება, მორწყვა. საძირედ ვარგისია ორი ან სამწლიანი თესლნერგები, ხოლო სანამყენედ სასურველია წინასწარ შერჩეული მსხვილნაყოფა უნაბის ხეებიდან მიმდინარე ან გასული წლის ნაზარდებზე აჭრილი კალმების გამოყენება. კარგ შედეგს იძლევა როგორც ერთი, ისე ორკვირტიანი კალმის მყნობა საძირის კანქვეშ ჩაშვებით.

მყნობა შესაძლებელია ჩატარდეს გაზაფხულზე აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში. ნამყენის გახარება 60-65%-ია. მყნობა, ასევე, შესაძლებელია ჩატარდეს ფესვის ამონაყრებზე, თუკი იგი იკმაყოფილებს საძირისადმი წაყენებულ მოთხოვნებს. რაც შეეხება უნაბის კალმებით დაფესვიანებას, ის გაცილებით რთული პროცესია, თუმცა, ბიოსტიმულატორების გამოყენების ფონზე აქაც შესაძლებელია საკუთარ-ფესვიანი სარგავი მასალის წარმოება.

აღნიშნულ საკითხზე ყურადღების გამახვილება საინტერესო იქნება ნერგების მწარმოებელი ფერმერებისთვის, რამდენადაც ამ კულტურით ფართოდ დაინტერესების შემთხვევაში, მოთხოვნილება სარგავ მასალაზე ყოველწლიურად გაიზრდება.

გურიაში უკვე არა ერთი ფერმერი თუ რიგითი მოქალაქე დაინტერესდა უნაბის დარგვით, მოშენებით, ზოგადად მისი გამოყვანით და ეს პროცესი მისასალმებელია.

გასული საუკუნის 50-60-იან წლებში, უნაბის კულტურა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებზე ფართოდ შეინიშნებოდა. მეტიც, ამ კულტურის ფართოდ გავრცელების მიზნით სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები ტარდებოდა ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ცენტრსა და მის ფილიალებში. ცდის შედეგებით უნაბის კულტურა ყველაზე კარგად ხარობდა და მსხმოიარობდა კოლხეთის დაბლობის მშრალ და თბილ რაიონებში. რაც შეეხება აჭარა-გურიის და სამეგრელოს ტენიან რეგიონებს, აქ ეს კულტურა, მიუხედავად ნაყოფებში შაქრების დაბალი შემცველობისა, მაინც დიდი ინტერესით სარგებლობდა. ამას ადასტურებს ჩვენს მიერ ანასეულში ჩატარებული სამეცნიერო კვლევის შედეგებიც. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქ ეს კულტურა ზრდა-განვითარებისა და ნაყოფების ხარისხის მიხედვით ყველაზე საუკეთესოა.

ჩვენ ვურჩევთ ჩვენს გლეხებს და საერთოდ, მოსახლეობას, დაინტერესდნენ ამ კულტურით და რჩევების სახით ვთავაზობთ გაშენებისა და მოვლის ძირითად წესებს:

უნაბი შესაძლებელია გავაშენოთ როგორც პლანტაციის სახით, ასევე, ქარსაფარ ზოლებში და ეზოებში ცალკეული ნარგაობის სახით. ნიადაგის წინასწარი მომზადებისა და განოყიერების ფონზე, აღმოსავლეთ საქართველოში მცენარეები, შესაძლებელია, დაირგოს 2-2 ან 3-3 მეტრზე, ხოლო დასავლეთ საქართველოში 3-3 ან 4-4 მეტრზე. უნაბი ნელა მოზარდი მცენარეა, მისი ვარჯის ფორმირება ხშირად ჩარევას არ საჭიროებს. ნარგაობის განოყიერება და შემდგომი მოვლა ტარდება იმავე წესით, როგორც სხვა ხეხილოვნებში.

უნაბი მსხმოიარობას იწყებს მესამე-მეოთხე წელს. ყვავილობს მაისში, ნაყოფები მწიფდება ნოემბერ-დეკემბერში. კარგად მოვლილი სრულმოსავლიანი ხიდან შეიძლება მივიღოთ 10-15კგ. ნაყოფი.

უნაბის ნაყოფები გამოიყენება დასაკონსერვებლად. ამიტომ ის უნდა დაიკრიფოს სიმწიფის დასაწყისში, როდესაც კანი მოწითალომოვარდისფროდ შეიფერება. თუ ნაყოფი შესანახად გინდათ, მაშინ იგი ხეზე დიდხანს უნდა დარჩეს, შეჭკნობამდე. საქართველოში სოფლად არსებული მძიმე ეკონომიკური და სოციალური პირობების ფონზე, რთულია არჩევანი გააკეთო რომელიმე დარგზე ან კულტურაზე, თუმცა, თხილის, ციტრუსების, ჩაის, ფეიჰოას, აქტინიდიის, ვაზის და სხვა კულტურების გვერდით, უნაბმაც აუცილებლად უნდა დაიმკვიდროს თავისი ადგილი, როგორც ქართული გენოფონდის უმნიშვნელოვანესმა წარმომადგენელმა.

 

ზაურ გაბრიჩიძე





 ახალი ამბები
  • NCDC: იმ პირებისთვის, ვინც „ფაიზერის“ პირველი დოზა მიიღო, ვაქცინის მეორე დოზა დარეზერვებულია „ფაიზერის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია წარმატებით გაიარა 8000-ზე მეტმა ადამიანმა, რომელთაც ამ ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიღებული აქვს“,_ ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გარკვეული ტექნიკური შეზღუდვები დაკავშირებულია 30.04-3.05-ის პერიოდში ვაქცინაციის შეჩერებასთან, სააღდგომო არდადეგების გამო. ყველა იმ პირისთვის, ვინც მიიღო პფაიზერის ვაქცინის პირველი დოზა, დარეზერვებულია ვაქცინის მეორე ... ...
  • "მთელი სოფელი გლოვობს" _ 17 წლის გოგო ქამრით ჩამომხრჩვალი იპოვესსაზარელი ტრაგედია მოხდა გორში, სოფელ მეჯვრისხევში. ადგილობრივების ინფორმაციით, 17 წლის გოგო ქამრით ჩამომხრჩვალი, საკუთარ სახლში ნახეს. "მთელი სოფელი გლოვობს. უპატიოსნესი გოგო იყო. რა მოხდა, არ ვიცით", _ აცხადებენ ადგილობრივები. სუიციდის ფაქტს ადასტურებს "გურია ნიუსთან" მერის წარმომადგენელი მეჯვრისხევში _ გიორგი ნარიკაშვილის თქმით, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა: "უცნობია მიზეზი. მიმდინარეობს გამოძიება", _  ამბობს ... ...
  • როდის აღდგება წყლის მიწოდება ხიდისთავშიჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ხიდისთავის თემს წყალი უკვე რამდენიმე დღეა არ მიეწოდება. „სარემონტო სამუშაობია, გადართვები მიმდინარეობს.  ამიტომ დავცალეთ ცენტრალური მილი. დღეს გავავსებთ ბასეინს და ხვალ დილიდან იქნება წყალი“,_ გვითხრა მერის წარმომადგენელმა ხიდისთავის თემში, ზურა მათითაიშვილმა. ამავე თემაზე: რატომ არ მიეწოდება წყალი ... ...
  • ვარლამ გოლეთიანი კერძო საკუთრების წინააღმდეგ?„მიწის საკითხი არის ჩვენთვის წითელი ხაზი. მიწასთან დაკავშირებით პრობლემა გვაქვს რამდენიმე მიმართულებით. 381 ჰექტარი სამუდამო მფლობელობაშია თურქული კომპანიისთვის და აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია ჩვენი კოლექტიური რესურსის ასე გასხვისება კერძო პირზე“ - „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანის ამ პოზიციამ საზოგადოების სხვადასხვა წრეებში აზრთასხვადასხვაობა გამოიწვია. როგორც გოლეთიანი ამბობს, მიუღებელია, როდესაც  ისეთი დიდი ტერიტორია, როგორიცაა მაგალითად, ხეობა კერძო პირის ხელში გადადის. გოლეთიანი უკვე მერამდენედ და ხაზგასმით ამბობს, რომ მისი ეს პოზიცია უშუალოდ თურქულ კომპანიას არ ეხებას: „ქართველი კერძო პირიც რომ იყოს, იგივენაირად პრობლემა გვაქვს ამაზე. არ შეიძლება, როდესაც გეოგრაფიული არეალი დიდი ტერიტორია, ხეობა გადადის რომელიმე კერძო პირის ხელში, ეს არის მიუღებელი“, – ამბობს გოლეთიანი. გოლეთიანის თქმით, სტრატეგიული ობიექტები თუკი აშენდება ქვეყანაში,  სახელმწიფომ უნდა ააშენოს და მფლობელი იყოს ქართული საზოგადოება. კიდევ ერთი საინტერესო გზავნილი რომელიც ვარლამ გოლეთიანს ეკუთვნის და რომელიც მან ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემის ეთერში განაცხადა ჰესის მშენებლობის პირობებს ეხება. „თუკი ამ პირობებით, როგორც არის სხვაგან, განვითარებად ქვეყნებში, მოხდებოდა გადაცემა, მაგალითად, 30-წლიანი სარგებლობის უფლებით ააშენებდა კომპანია „ენკა“ ნამახვანში პირობითად რომ ვთქვათ, ჰიდროელექტროსადგურს და შემდეგ დაუბრუნებდა ჰიდროელექტოსადგურს სახელმწიფოს, ბუნებრივია, ამ ნაწილში კითხვა აღარ გვექნებოდა“, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა. ... ...
  • რას განიხილავენ ოპოზიციის ლიდერები "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ცოტა ხნის წინ "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში, ოპოზიციის ერთობლივი შეხვედრა დაიწყო. როგორც ოპოზიციის ლიდერებმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს,  შეხვედრაზე განიხილავენ 15 მაისს დაგეგმილ აქციასა და სამოქმედო გეგმას. განსახილველი თემა აქციის გარდა, ასევე არის „ქართული ოცნების“ ნაბიჯი - კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებული წინადადების ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

კარმიდამო ჩემი

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...

ბადრიჯნის უხორცო ჩანახი

ერთი კილოგრამი (ან რამდენიც გსურთ)...

უნაბი _ ძვირფასი ხეხილოვანი და სამკურნალო მცენარე

უნაბის ნაყოფი გემოთი და გარეგნობით...

მუშმულა _ საუკეთესო მცენარე, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს

 მუშმულა (იაპონური ზღმარტლი) განთქმულია ნაყოფის...

ჩავატაროთ თხილის "ცისფერი წამლობა"

ჩვენი მკითხველები აქტიურად გვეხმაურებიან და...

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...