"უთვალავ საქმეთაგან, სახარების გადაწერაა შვება"

კარმიდამო ჩემი

"უთვალავ საქმეთაგან, სახარების გადაწერაა შვება"

2018 ივნ 8 12:01:04

ჩვენი სტატიის გმირი მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ტიპიური გურული, წარმოსადეგი, განათლებული და მრავალი პროფესიის მქონე მიხეილ კალანდაძეა. ისე წყნარად და უბრალოდ გვესაუბრება, გეჩვენება, რომ ამ თავმდაბლობის მიღმა, ბავშვური სამყაროს ნამდვილობაში დარჩენილი კაცი დგას. საკუთარ თავზე საუბარს აშკარად უფრთხის... მშობლიურ ჩოხატაურში შინაურები და მეგობრები მიხოს ეძახიან. მხატვარი, მონადირე, ხელოვნების რანგში აყვანილი სადურგლო ოსტატობის მცოდნე, სამეურნეო საქმიანობის ლიდერი, იუმორის დიდი გრძნობის მქონე _ ეს ყველაფერი მაღალი ხარისხით შეუზავებია ბუნებას მასში და საპირწონედ მისი თავმდაბლობა შეუშველებია.

მიხეილ კალანდაძეს საუბარი მოკრძალებული აქვს _ ყველაზე ძალიან თავს მშვიდად და ბედნიერად იმიტომ გრძნობს, რომ მაშინ, როცა სტიქაროსანი იყო, სამების ტაძრისთვის სახარების გადაწერა იტვირთა და შეასრულა კიდეც, რაც პატრიარქს ძალიან მოსწონებია.

_ ახლა ჩოხატაურის საკათედრო ტაძარში დევს და თავს ბედნიერად ვგრძნობ. ბევრი რამ მიკეთებია, მაგრამ ასეთი შრომატევადი და საპასუხისმგებლო სხვა არაფერი გამიკეთებია.  უთვალავ საქმეთაგან, სახარების გადაწერაა შვება. მთავარია, მე რაც მინდოდა, ის გავაკეთე. სულ არ მაინტერესებს, იცის თუ არა ეს ვინმემ. მე ამით ვარ ბედნიერი, _ გვეუბნება ის და საკუთარი შემოქმედებიდან მისივე შესრულებულ პატრიარქის სურათს გვაჩვენებს.

დარბაზში გამოფენილ ფოტოებს ოსტატის ორიგინალური ხელწერა ატყვია. ავტოპორტრეტი ახალგაზრდობის დროინდელია; როგორც თავად ამბობს, ზამთრის სურათი მისთვის ერთ-ერთი სულისმიერია; სხვადასხვა ნატურმორტი განწყობის მიხედვით არის შექმნილი. ამბობს, რომ პირველი სურათი 1986 წელს დახატა, როცა სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება სცადა. საკუთარ თავს მხატვარს არ უწოდებს _ ხატვის მხოლოდ ტექნიკა მაინტერესებდაო, ამბობს და აკადემიაში როცა ვერ მოხვდა, ხატვა მაინც გააგრძელა. ასამდე ხარისხიანი ნამუშევარი აქვს და ძალიან უფრთხილდება, განსაკუთრებით პატრიარქის სურათს.

მონადირე მიხეილ კალანდაძე უსაყვარლესი ძაღლების და სანადირო თოფების კოლექციის პატრონია.

უსაზღვროდ კანონმორჩილია _ თითოეული იარაღი აღრიცხული აქვს, სანადიროდ მხოლოდ სეზონზე მიდის და ხშირად ისე შერჩენია ბუნების იდუმალებას, შინ ხელცარიელი დაბრუნებულა. მეგობარი ძაღლები _ რიჩი და ბიანა, კიკი და ჯერი ოჯახის ისეთივე წევრები არიან, როგორც ადამიანები.

_ თოფების კოლექციის შეგროვება, ბოლო ორი წელია, რაც დავიწყე. ნადირობა და გარემოში სიარული, ჩემთვის უფრო სპორტული ჟინია და არა კონკრეტულად ნადირ-ფრინველების ხოცვა. ისე, დათვს რომ მოკლავ, ისეთი თოფიც მაქვს, _ გვეუბნება და გვაჩვენებს კიდეც.

რომანტიკული ბუნების კაცი, აშკარაა, ძალზე პრაგმატული და თავისთავადია სამეურნეო და სადურგლო საქმიანობაში. ყველა საქმე, ლამის, ხელოვნების რანგში აქვს აყვანილი.

ინდმეწარმის ტიტულს 15 წელია ფლობს და სხვადასხვა ავეჯის დამზადებაში, როგორც კარგ პროფესიონალს, სახელიც შორს აქვს გავარდნილი და სხვადასხვა რეგიონებიდანაც ხშირად აწუხებენ.

_ ეს საქმე, დიდი ხნის წინ დავიწყე. პარალელურად ეკლესიაშიც დავდიოდი და ჩემში სულიერების და შემოქმედებითი საქმიანობის რაღაცნაირი ტანდემი შეიქმნა. პოლიტიკა არასდროს მიყვარდა, არასდროს არ ვყოფილვარ რომელიმე პოლიტიკოსის მოტრფიალე. სულ საკუთარი საქმიანობით, მეგობრებით და ოჯახით ვიყავი დაკავებული. მტკიცედ მჯერა ერთი რამ _ ადამიანმა ყველაფერი სასიკეთოდ და მაქსიმალურად უნდა აკეთო _ უფალი აუცილებლად დაგიფასებს. ღმერთი ხელს უწყობს გულწრფელ და მშრომელ ადამიანს. მე სასწაულებისაც მჯერა ამ მხრივ. ბოლო 15 წელია, ავეჯის დამზადებაზე სტაბილურად ვმუშაობ. ამით მილიონერი ვერ გახდები, მაგრამ ხომ გაგიგონიათ, "კაცი უნდა ეყოს ჯამაგირსო" და მეც ასე ვარ. არ ვემდური ჩემს ხელობას, _ ამბობს ბატონი მიხეილი.

ყველაზე შრომატევადი სამეურნეო საქმიანობა კალანდაძეებში მებოცვრეობაა. კურდღლების ფერმა, რომელიც საკმაოდ დიდია, ოჯახისთვის საიმედო მცირე ბიზნესია. როგორც მიხეილი ამბობს, ამ საქმეს მამიდა განაგებს.

_ ქალბატონი რუსუდან კალანდაძე, მამიდაჩემი, რომელიც ჩვენთან ცხოვრობს, ბოცვრების სული და გულია. ბოცვერს ძალზე ბალანსირებული კვება და სისუფთავე სჭირდება. მშვენიერი ბიზნესია. თუ მოზრდილი რაოდენობით გყავს, კარგია. რა თქმა უნდა, ყველა ვართ ჩართული საოჯახო საქმიანობაში, თუმცა, მთავარი მამიდაა, _ ასე გაგვაცნო მან მშრომელი ქალბატონი, რომელიც სათუთად მოვლილ და დასუფთავებულ გალიების გასწვრივ მიგვიძღვება და ბაჭიებზე გვესაუბრება. ბავშვივით მზრუნველობა სჭირდება ამ კურდღლებსაც. ძალიან მიყვარს სამეურნეო საქმიანობა. ჩემი მიხო ქვეყნიერებას მირჩევნია და მისთვის შეუძლებელს შევძლებო, ამბობს.

_ მებოცვრეობა ექვსი წლის წინ დავიწყეთ. თავიდან შვიდი ცალი შევიძინე. მერე ნელ-ნელა ბინაც მოვუწყვე. მოზრდილი შენობის გაკეთება აუცილებელი იყო ფერმისთვის. დავიწყე გალიების დამზადება. საამისოდ წვრილი მავთულბადეები შევიძინე. გამზადებული გალიების ყიდვა საკმაოდ ხარჯიანი იქნებოდა და ასე ამიტომ გადავწყვიტე. ყველა გალია ჩემი ხელითაა გაკეთებული. როცა საქმე დაიძრა, ორი წელი დამჭირდა, რომ ამომეღო ის, რაც დავხარჯე. კილოგრამს 14-15 ლარად იბარებენ. ბაზარზე მოთხოვნა არის. ისე კი ვურჩევ ყველას, დაინტერესდნენ და ამ საქმეს მოკიდონ ხელი. მე როცა დავიწყე, ძნელი იყო _ ირგვლივ არავინ მყავდა, რომ მეკითხა მოვლის წესების შესახებ. ბევრი ისეთია, რომც იცოდეს, არ გასწავლის. მე მზად ვარ, ბოცვრის მოშენების ყველა მსურველს დავეხმარო, _ გვირჩევს ჩვენი მეურნე მკითხველებისთვის მიხეილ კალანდაძე.

 ბოცვრების ფერმაში საუკეთესო ჯიშების წარმომადგენლები ნაბავენ თვალებს: "თეთრი გოლიათი", "კალიფორნიული", "პეპელა", "ჩვეულებრივი ჩვენებური შინშილა."

ჩვენი მასპინძელი ყურადღებას ამახვილებს ბოცვრების კვებაზე, რომლის რაციონიდან საერთოდ ამოიღო ბალახი. ყიდულობს საკვებ მასალას და თავად აკეთებს გრანულს: "რაც მთავარია, ბოცვერს სუფთად კვება და ყოფნა უყვარს. დაავადება იშვიათად ემართება. ის ძალზე სწრაფად მრავლდება. გასაღება მაშინ არის ძნელი, თუ ცოტა გყავს. 80-100 ცალის ჩაბარებას თუ შეძლებ, მყიდველი სულ იქნება", _ გვიამბობს ის საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე.

მიხეილ კალანდაძის მეუღლე, ირმა ჯიბუტი ჩოხატაურის სასულიერო გიმნაზიის ხელმძღვანელია. ახალგაზრდობისას ერთმანეთი ეკლესიაში გაიცნეს. საკარმიდამოს "ირმას ბაღი" ამშვენებს. შვილი, რაფაელ კალანდაძე სტუდენტია და მამას კვალში უდგას _ უყვარს სპორტი, ნადირობა, მოგზაურობა და რა თქმა უნდა შრომა, რის თაყვანისცემაც ოჯახში პატარაობიდან ახსოვს.

მშობლები არნოლდ კალანდაძე და პელაგია სიხარულიძე ხშირად ასეირნებენ ძაღლებს, რომელთაც ნადირობისთვის მზადყოფნა, როგორც წესი, სულ უნდა გააჩნდეთ.

_ მამაჩემია ჩემი მონადირე ძაღლების "სალამურა". მიჰყავს, ასეირნებს და მერე მოჰყავს. დანარჩენ დროს თავის სპეციალურ სადგომში არიან. ეზოში არ ვუშვებ, _ გვეუბნება ის.

_ სალამურა ახსენეთ და ხომ არ უკრავთ და მღერით? _ დამშვიდობებისას უნებლიედ ვკითხე. კი, გიტარაზე ვუკრავ და ვმღერიო, თითქოს, სხვათა შორის თქვა...

გასაკვირი არაა, ერთი ხუმრობის არ იყოს, გიტარასავით აწყობილი საქმეების კაცი, მღეროდეს.

ჯანმრთელობას, და კვლავ მრავალმხრივ წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებთ ჩვენს სამაგალითო მასპინძელს!




 ახალი ამბები
  • „აუცილებლად მოვიკრებთ ძალას“_ ხვალ უმრავლესობის სხდომა გაიმართებასაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ ოფისში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე  უმრავლესობის უკვე ყოფილი  წევრების მიერ პარტიის დატოვების საკითხს გამოეხმაურა. „ვწუხვარ, რომ არაერთმა ჩვენმა თანაგუნდელმა მიიღო გადაწყვეტილება კენჭისყრის შემდეგ უმრავლესობის დატოვებასთან დაკავშირებით. მე პატივს ვცემ მათ გადაწყვეტილებას, თუმცა, ხვალ 11 საათზე გვექნება უმრავლესობის სხდომა, აუცილებლად მოვიკრებთ ძალას და ავიღებთ მომავალზეც პასუხისმგებლობას“,_ განაცხადა თალაკვაძემ. შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდი, არჩევნების პროპორციული სისტემით 2020 წელს ჩატარების შესახებ პარლამენტში კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ, რამდენიმე დეპუტატმა დატოვა. თალაკვაძემ კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა. მან პოლიტიკოსებს მოუწოდა აჟიოტაჟის ხელოვნურად შექმნის მცდელობის ნაცვლად საფუძვლიანად მოემზადონ კონსტრუქციული პოლიტიკური პროცესისთვის და აღნიშნა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებთან მიმდინარეობს კონსულტაციები ეუთოს რეკომენდაციების გათვალისწინებით საარჩევნო რეფორმის ბოლომდე ... ...
  • ცვლილება ოზურგეთის 2019 წლის ბიუჯეტში _ თანხა 7 648 426 ლარს შეადგენსდღეს,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხომაზე,  2019 წლის ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებზე საფინანსო სამსახურის უფროსმა, გია მამაკაიშვილმა ისაუბრა.  როგორც მან განაცხადა, ამ წლის ბიუჯეტში  ბევრი ცვლილება არ მომხდარა. სულ ორი ცვლილება გახორციელდა. დღეის მდგომარეობით, პროექტის მიხედვით, შემოსავლების და გადასახდელების ნაწილში  ბიუჯეტი 7 648 428, 55 ლარით იზრდება. შემოსავლების ნაწილში საკუთარი შემოსავლები 851 300 ლარით,  საქართველოს მთავრობის განკარგულებებით გამოყოფილი თანხით იზრდება. სულ, 2019 წლის მესამე კვარტლის განმავლობაში დამტკიცებულ ბიუჯეტში განხორციელდა 2 ცვლილება. ცვლილება შეეხო სოციალური პროგრამებიდან დახმარებების გაცემის წესს, აგრეთვე მეორე ცვლილებით ბიუჯეტი, სულ შემოსავლებისა და გადასახდელების ნაწილში, გაიზარდა 16 154 702,43 ლარით. აღნიშნულ ცვლილებებს კომისიები და ფრაქციები განიხილავენ, რასაც შემდეგ, როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ განაცხადა, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ... ...
  • ,,საზღვარი ვიცი ფსოუზე და როკის გვირაბთანო“ - ტყვეობაში მყოფი ქართველი ექიმის პასუხი ოკუპანტებსვაჟა გაფრინდაშვილი უკვე რამდენიმე დღეა რუსი ოკუპანტების ტყვეობაშია. 9 ნოემბერს საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ე.წ საზღვრის გადაკვეთას ედავებიან, კვლავ რჩება პატიმრობაში. ოჯახმა იცოდა, რომ ის საქმეებზე მიდიოდა, მაგრამ სახლიდან წასულმა ვაჟა გაფრინდაშვილმა რამდენიმე საათში მეუღლესთან დარეკა და მხოლოდ იმის თქმა მოასწრო, რომ აკავებდნენ. ცნობილი ექიმის დაკავების დეტალებს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ლაშა ბერულავა ავრცელებს. ,,როცა ვაჟა გაფრინდაშვილი(ექიმი) ოკუპანტებმა დააკავეს და ჰკითხეს სახელმწიფო საზღვარი რატომ დაარღვიეო?მან უპასუხა:რა საზღვარი?რის სახელმწიფო?სახელმწიფო საზღვარი ვიცი მე ფსოუზე და როკის გვირაბთანო! მაგათი კანონით, თუ პირი შეგნებულად არღვევს ე.წ.საზღვარს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ექვემდებარება. ჰო,თარჯმანი მოითხოვა კიდევ,ჩემს ქვეყანაში სახელმწიფო ენა ქართულია,რუსულად არ დაგელაპარაკებითო!აი ასეთ მოქალაქეებზე დგას ქვეყანა”, - წერს ლაშა ბერულავა ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. წყარო: რადიო ... ...
  • ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში უფასო გამოკვლევები ჩატარდადღეს “მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრს კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკუი ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმები სტუმრობდნენ. ცენტრმა უფასო გამოკვლევები ჩაუტარა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს. ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორის დავით მდინარაძის თქმით, წელს კომპანია “ავერსს“ დაარსებიდან 25 წელი შეუსრულდა და მსგავსი ტიპის ღონისძიებები კიდევ იქნება. “ეს აქციის ფარგლებში ჩატარდა უფასო გამოკვლევა პაციენტების და ასევე მედიკამენტების დარიგება უფასოდ. მსგავსი აქციები პერიოდიულად კიდევ გაიმართება. მთელი დღის განმავლობაში არაერთ ადამიანს გაეწია დახმარება და ასე გაგრძელდება მომავალშიც.“ - გვითხრა დავით მდინარაძემ. ქირურგიის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თეა გამეზარდაშვილის თქმით, მსგავსი აქციები მოსახლეობისთვის აუცილებელი და საჭიროა. “მსგავსი სახის აქციები მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება და დღეს ვიყავით ოზურგეთში. გვინდა, რომ მეტ ადამიანს დავეხმაროთ და ჩავუტაროთ კვლევები. ჩვენ თვეში ერთხელ საქართველოს რეგიონებში ვატარებთ უფასო გამოკვლევებს და ასევე პაციენტებს საჭიროების შემთხვევაში გადავცემთ მედიკამენტს. უფასო მედიკამენტები ჩვენ მოვოპოვებული გვაქვს “ავერსის“ საქველმოქმედო ფონდიდან.“ - თქვა “გურია ნიუსთან“ საუბრისას თეა ... ...
  • თქვენ ხართ თავხედი _ დაპირისპირება ლანჩხუთში წილოსანსა და აქციის მონაწილეებს შორისცხარე სიტყვიერი დაპირისპირება და ეპითეტებით ბრძოლა გაიმართა დღეს ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტრ დეპუტატ ნინო წილოსანსა და ოპოზიციის გურულ წარმომადგენლებს შორის, რომლებმაც დღეს დეპუტატის ბიუროსთან აქცია გამართეს. მათ დეპუტატის მიერ 14 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლითაც მან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა. „თქვენ გადააგდეთ დასავლეთი, გადააგდეთ ქართველი ხალხი. თქვენ ჩვეულებრივი მატყუარა ხართ.“ „არ შეგრცხვათ გურულების?“ „თქვენ გგონიათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გადააგდეთ ან „ევროპული საქართველო“ „რა უნდა ველაპარაკო ახლა ამას?“ „ჩოხატაურის მოსახლეობას რატომ არ ხვდებით?“ „გამორიცხულია, თქვენ ეს პიჯაკიც კი ჩაიცვათ ივანიშვილის თანხმობის გარეშე“ – ისმოდა შეძახილები აქციაზე მყოფთა მხრიდან. „თქვენ ხართ თავხედი. მთელი საქართველო დაინახავს ამ თქვენს საქციელს“, _ ამ სიტყვებით იგერიებდა წილოსანი ოპონენტთა ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...
ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?