ობამა: რუსეთის პოლიტიკა შეერთებული შტატებისთვის საფრთხეს ისევ წარმოადგენს
აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რუსეთისთვის სანქციების დაწესების ბრძანება, რომელიც 2014 წლის მარტში მიიღეს, კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა.
„ რუსეთის პოლიტიკა შეერთებული შტატების ნაციონალური უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკისათვის, ისევ უჩვეულო და საგანგებო საფრთხეს წარმოადგენს. ამიტომაც, ბრძანება #13660 ით გამოცხადებულ საგანგებო რეჟიმს (სანქციებთან დაკავშირებით)კიდევ ერთი წლით ვახანგრძლივებ“ - ბარაკ ობამას ეს განცხადება, თეთრი სახლის ოფიციალური საიტზე გამოქვეყნებულ დოკუმენტშია მოყვანილი.