აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი სტამბოლის ტერაქტებზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

მსოფლიო

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი სტამბოლის ტერაქტებზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

29 ივნ. 2016, 17:53:19

სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარ აფეთქებას, რომელსაც რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა. 

"ამერიკის შეერთებული შტატები გმობს სტამბოლის ათათურქის აეროპორტზე განხორციელებულ თავდასხმას. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ახლობლებსა და ოჯახის წევრებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ჩვენ გამოძიების მიმდინარეობისას თურქეთის ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირი გვქნება", _ აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში. 

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი ხაზს უსვამს, რომ მსგავსი თავდასხმები მხოლოდ აძლიერებს მათ სურვილს, დაეხმარონ რეგიონში მოქმედ ყველა იმ ძალას, რომელიც მშვიდობის დამყარებას ცდილობს.

"სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ნატოს წევრ ქვეყანას. სამწუხაროდ, ეს სისხლიანი თავდასხმა ერთ-ერთია იმ ტერორისტულ აქტებს შორის, რომელიც თურქეთის მოქალაქეების წინააღმდეგ იყო მიმართული. მსგავსი თავდასხმები მხოლოდ აძლიერებს ჩვენს სურვილს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თურქეთის ხელისუფლებასთან მჭიდროდ ვითანამშრომლოთ და დავეხმაროთ რეგიონში მოქმედ ყველა იმ ძალას, რომელიც მშვიდობის დამყარებას ცდილობს", _ ნათქვამია  განცხადებაში. 




 ახალი ამბები
  • „თხილის ფასს არ ეხება ომი და წაბლისას აფარჩაკებს? “ : ოზურგეთული „გარჩევა“ ფასებზე დღეს, დილიდან, ოზურგეთში თხილის ფასის კიდევ ერთი ახალი  ფორმულაა ძალაში - ამჯერად ერთი კილოგრამი შვიდლარნახევარი ღირს,  სულერთია, „ბერძნულაა “ თუ „გულშიშველა“.  ოღონდ  ათი ცალი გატეხილი თხილიდან, რვა მაინც საღი უნდა იყოს _ ასეთია თხილის მიმღები  პუნქტების ოპერატორთა ლოგიკა. კითხვაზე, თუ  ერთ ცალ საღ გულში აპირებენ 80 თეთრის გადახდას, თან ზოგი ამბობს, რომ ათიდან, რვა რომ იყოს საღი, მაინც რვა ლარს გადავიხდითო, ეს რა ლოგიკაა? _ ვკითხეთ მათ. _ის ლოგიკაა, რომ მაგდენი საღი თხილი არცერთ ვარიანტში არ   გამოვა. ტყუილა იძახიან, _ თავ-თავის „ლოგიკას“  იშველიებენ ფასებზე და ერთმანეთზე   აღრენილი  თხილის მიმღები ოპერატორები. _არაფრით არ შეიძლება ათი ცალიდან ათივე საღი გამოვიდეს,    „ბერძნულა“   ნამეტურ. ამიტომ ნუ ამბობთ და ნუ წერთ რომ, ერთი კილოგრამი რვა ლარი  ღირს. მასეც რომ იყოს, მაინც არავინ გადაიხდის შვიდლარნახევარზე მეტს. რატომ,  იცით?   გარჩეული, მზა ნედლეული, ერთი კილოგრამი თხილი დღეს  ღირს 18 ლარი. ერთ კილოგრამ გარჩეულ თხილს 2,400 კგ გაუტეხავი თხილი სჭირდება. ახლა იანგარიშეთ, რამდენია? 19 ლარს აჭარბებს გარჩეული თხილის გულის ფასი, თუ გაუტეხავში 8 ლარს გადაიხდიან.  ვინმე წაგებაზე წავა? ამიტომ, ვინც იძახის, რომ ერთ  ცალში 80 თეთრს იხდის და შესაბამისად,  ერთ კილოგრამში 8 ლარს მიიღებთო, გატყუებთ, _ გვითხრეს თაყაიშვილის ქუჩაზე განლაგებულ ჯიხურებში. რაც შეეხება წაბლის ფასს, რომელიც  ერთი კვირაა, რაც ბაზარზე შემოვიდა, ერთ კილოგრამს 2 ლარად იბარებდნენ.  თუმცა,  დღეს  ერთი კილოგრამის  ფასი  ერთი ლარია. _თხილის  ფას კი მიფრინავს, ერთი ეს გვითხარით, წაბლი რომ ღირდა 2 ლარი, ახლა რატომ განახევრდა ფასი?  ეს საქმეა?  თან საკმაოდ კარგად  ასხია წელს,_   სვამდნენ კითხვებს წაბლით სავსე ჩანთებით მოსული სოფლის მცხოვრებლები. _ხომ გითხარით, აზერბაიჯანში გაჰქონდათ, ახლა ომიაო და ამიტომ შეჩერდა გატანა. აქით თურქეთიც ჩაკეტილია, ამიტომ დაეცა ფასი. თქვენზე უფრო გვინდა ჩვენ, მაღალი ფასი რომ ჰქონდეს _ განმარტებებს არ იშურებდნენ თხილის პუნქტებიდან. _ თხილის ფასს  არ ეხება ომი და  წაბლისას   აფარჩაკებს?  _ უპასუხოდ დარჩა იმ ქალბატონების კითხვა, რომლებაც  პირი იბრუნეს და ჩასაბარებლად წამოღებული წაბლი ისევ შინ ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ახმეტაში უალკოჰოლო ლუდის მინი საწარმო აშენდასაქართველოს ბანკი ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ახმეტაში, კერძოდ სოფელ ომალოში, უალკოჰოლო ლუდის მინი საწარმო აშენდა. კომპანია დღიურად 100 ლიტრ ლუდს აწარმოებს და მის რეალიზაციას ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე  ახდენს.  სამომავლოდ საწარმო ხილის გადამუშავებას და ახალი ასორტიმენტის შეთავაზებას აპირებს მომხმარებლისთვის. ისეთის როგორიცაა, ვაშლის ლუდი, კუნელის ლუდი და ასე შემდეგ. ამ ეტაპზე განხორციელებული ინვესტიციის ჯამური მოცულობა 100 000 ლარია, აქედან შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში საქართველოს ბანკის თანამონაწილეობა 40 000 ლარს შეადგენს. კომპანია აქტიურ რეჟიმში აწარმოებს უალკოჰოლო ლუდს და პროდუქციას ყიდის თბილისში, რუსთავში, მარნეულში, თელავსა და გურჯაანში.  კომპანია გაყიდვების ზრდას და შესაბამისად, კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმებას ელის. ამ ეტაპზე კომპანიაში 6 ადამიანია დასაქმებული. „საქართველოს ბანკი  ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით აქტიურად აგრძელებს  ახალი პროექტების წახალისებას. მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა შეგვეტანა წვლილი ადგილობრივი წარმოების, კერძოდ უალკოჰოლო ლუდის საწარმოს მშენებლობის განხორციელებაში. მიგვაჩნია, რომ მსგავსი პროექტები დაეხმარება რეგიონის ეკონომიკას და დადებით გავლენას მოახდენს ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ საწარმოს სამომავლო საქმიანობაში.“ - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა. ... ...
  • სტოლტენბერგი: საქართველო ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია"მე ძალიან ვაფასებ იმ ძლიერ და მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც საქართველოს ნატოსთან აკავშირებს, საქართველო  ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია", - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, საქართველო უნდა ამაყობდეს იმ წვლილის გამო, რომელიც შეაქვს ნატოს უსაფრთხოებაში და ნატოს მისიების წარმატებაში. „ძალიან ვაფასებ იმ ძლიერ და მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც საქართველოს ნატოსთან აკავშირებს. ჩემთვის დიდი სიამოვნებაა, რომ მივესალმები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოს სათაო დაწესებულებაში. ეს იმას ადასტურებს, რომ პოლიტიკურად მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობა თქვენთვის და ჩვენთვის. საქართველო  ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ უსაფრთხოების სფეროში და ბევრი სხვა მიმართულებით ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, მათ შორის, სწავლებებში, ავღანეთის მისიაში. ჩვენ ყველას შეგვიძლია ვიამაყოთ ერთად და თქვენც შეგიძლიათ ამაყობდეთ იმ წვლილის გამო, რომელიც შეგაქვთ ნატოს უსაფრთხოებაში და ნატოს მისიების წარმატებაში", - განაცხადა იენს ... ...
  • "ევროპულმა საქართველომ" საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიის სია წარადგინა"ევროპულმა საქართველომ" საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიის სია წარადგინა. სია წარადგინა ევროპული საქართველოს ახალგაზრდა სპიკერმა, თათია ვახტანგაძემ. ვახტანგაძის თქმით, სია არ არის რიგითობით და შეადგენს და როგორც წარდგენაზე განაცხადეს, ეს იმ გუნდის სიაა, რომელიც ქვეყანას მოუტანს გარდამტეხ ცვლილებებს. სია შემდეგნაირია: გიგი უგულავა,   ტარიელ ლონდარიძე, ლევან თარხნიშვილი, გოჩა გურგუჩიანი, არსენ კარაპეტიანი,  ზურაბ ჩილინგარაშვილი,  ირინე აფხაზავა, აჰმედ იმამკულიევი, ზურაბ ჭიაბერაშვილი,  გიორგი კანდელაკი,გიორგი ღვინიაშვილი, მაია კაციტაძე, ელენე ოზაშვილი, სერგო რატიანი, ირაკლი კიკნაველიძე,  მალხაზ პატარაია, ოთარ კახიძე, მარიამ რამინაშვილი, ლელა ქებურია, ირაკლი აბესაძე, აკაკი ბობოხიძე,  გიგა ბოკერია, ზაზა კედელაშვილი, ნინო გოგუაძე, ირმა ნადირაშვილი, ზურაბ ბუცხრიკიძე, სერგი კაპანაძე,  გიგი წერეთელი, ტარიელ ნაკაიძე,  ხათუნა გოგორიშვილი, ელენე ხოშტარია, არმაზ ახვლედიანი, დავით ბაქრაძე,  შალვა შავგულიძე.  შიდა კონკურენციის შედეგად დეპუტატი გახდება ის, ვისაც გადაწყვეტს „ევროპული საქართველოს“ აქტივი და ამომრჩეველი.​ ჯერჯერობით თანმიმდევრობას და არც პრემიერობის კანდიდატს არ ... ...
  • საქართველოს ბანკი 4B-ის წევრ მცირე და საშუალო ბიზნესებებს ახალ პროექტს სთავაზობსსაქართველოს ბანკი, როგორც საიმედო პარტნიორი ბიზნესების არამხოლოდ ფინანსურ მხარდაჭერაზე, არამედ მათ სამომავლო განვითარებაზე ზრუნავს.  ბანკმა სპეციალურად 4B-ის წევრი მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების მიზნით შექმნა სივრცე, სადაც მათ მათთვის საჭირო და საინტერესო მომსახურებაზე სპეციალური შეთავაზებების ნახვა და ექსკლუზიურად მათთვის განკუთვნილი უფასო საკონსულტაციო სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ. ბანკმა მის პარტნიორ  კომპანიებთან ერთად მცირე და საშუალო ბიზნესების წინსვლისა და განვითარებისთვის სპეციალური შეთავაზებები შემდეგ სფეროებსა და მიმართულებებზე გააკეთა: • ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურება • საბუღალტრო მომსახურება • საგადასახადო კონსულტაციები • მარკეტინგული კამპანიები • იურიდიული მომსახურება • შრომის უსაფრთხოება • ბიზნეს ტრენინგები • IT მომსახურება • კვლევა • თიმბილდინგი „საქართველოს ბანკისთვის ბიზნესების მხარდაჭერა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენ ვზრუნავთ მცირე და საშუალო ბიზნესებს დავუდგეთ გვერდით არამხოლოდ ფინანსურად ან ინტელექტუალურად, იმ ტრენინგების ორგანიზებით, რომელსაც მათი სამომავლო განვითარების მიზნით ვახორციელებთ, არამედ მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნითაც. ამჯერად გვსურდა 4B-ის წევრი ბიზნესების გაძლიერების პროცესში ჩაგვერთო ჩვენი პარტნიორი კომპანიები, რომლებიც შეძლებდნენ კონსულტაციის გაწევითა და ექსკლუზიური შეთავაზებებით მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანათ ბიზნესების  წინსვლასა და სამომავლო  განვითარებაში. ვფიქრობთ, ამ ინიციატივით ბიზნესებს მივცემთ დიდ სტიმულს კიდევ უფრო გაძლიერდნენ და გახდნენ ეკონომიკურად სტაბილურები“,- განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა. 4B-ის წევრი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებსაც სურთ საქართველოს ბანკის მიერ მათთვის შექმნილი შესაძლებლობებით ისარგებლონ, ინფორმაციის მისაღებად უნდა ეწვიონ ბმულს: https://bankofgeorgia.ge/ka/business/business-services/4b#offers, სადაც ისინი შეძლებენ მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებულ სპეციალურ შეთავაზებებს გაეცნონ.   დაინტერესებულმა კომპანიებმა კი, რომლებსაც სურთ საკუთარი კომპეტენციით დაეხმარონ მცირე და საშუალო ბიზნესს გაუმკლავდნენ კრიზისს, მოახდინონ პროცესების ოპტიმიზაცია და განაგრძონ ზრდა - განვითარება, უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ბმული  ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls