ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მაღაზიებში იატაკი მორეცხა
2019 ნოე 10 11:42:32
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ მაღაზიებში მივიდა და იატაკები მორეცხა.
როგორც Sky News იუწყება, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი იმ მაღაზიაში მივიდა, სადაც სტიქიურმა უბედურებამ ქალი იმსხვერპლა.
მისი განცხადებით ხელისუფლება წყალდიდობებისგან თავდასაცავად მილიარდობით სტერლინგს გამოყოფს.