გაერო: ხმელთაშუა ზღვა სამაშველო ნავების გარეშე სისხლის ზღვად იქცევა

მსოფლიო

გაერო: ხმელთაშუა ზღვა სამაშველო ნავების გარეშე სისხლის ზღვად იქცევა

10 ივნ. 2019, 12:29:30

"ხმელთაშუა ზღვა სამაშველო ნავების გარეშე სისხლის ზღვად იქცევა",_აღნიშნულ განცხადებას The Guardian-ის ინფორმაციით გაეროში აკეთებენ.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ინფორმაციით, ათასობით ადამიანი ლიბიის დასატოვებლად მზადაა, რადგან ქვეყანა ომში გაეხვია და ძლიერი წვიმებისგან წყალდიდობებიც გახშირდა, მაგრამ სამაშველო კატარღების გარეშე ჩაძირული გემების რაოდენობა საგრძნობლად გაიზრდება.

სადამხმარებლო ჯგუფების ინფორმაციით, ლიბიის სანაპირო ბოლო დღეებში 700-მა ადამიანმა დატოვა, რომელთაგან 5% ლიბიის სანაპირო დაცვამ დაიჭირა, 40% მალტაში და 11% იტალიაში ჩავიდა, სხვებს რა შეემთხვათ უცნობია.

გაეროს მონაცემებით,  2019 წლის დასაწყისში ჩრდილოეთ აფრიკიდან იტალიაში 1940 ადამიანი ჩავიდა, 350 კი დაიღუპა.

საერთაშორისო  პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის ინფორმაციით, იანვრიდან აპრილამდე ზღვის გადაკვეთისას ყოველ 8 ადამიანში 1 იღუპებოდა.

როგორც ცნობილია, იტალიის მმართველო კოალიცია არასამთავრობო ორგანიზაციების სამაშველო ნავებს ტრეფიკინგში ადანაშაულებს და სადამხმარებლო ნავებისთვის იტალიის პორტები დახურა.

არასამთავრობო ორგანიზაციებიც იძულებულები გახდნენ ხმელთაშუა ზღვა თანდათან დატოვონ.

არასამთავრობო ორგანიზაციების 10 კატარღადან ხმელთაშუა ზღვაში მხოლოდ 1- გერმანული ორგანიზაცია SEAWATCH რჩება.

გაეროს ინფორმაციით, ლიბიაში 60 000 თავშესაფრის მაძიებელია. ბოლო 2 თვის განმავლობაში 90 500 ლიბიელი გახდა დევნილი კონფლიქტის გამო.

დახმარების ჯგუფების ინფორმაციით, ათასობით თავშესაფრის მაძიებელი დაკავების ცენტრებში არიან, რომლებიც ძალადობას და წამებას ექვემდებარება.




 ახალი ამბები
  • ეროვნული გამოცდები: მღელვარე აბიტურიენტები და გულშემატკივართა სიჭრელე ოზურგეთის საგამოცდო ცენტრთანდღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. გურიაში საგამოცდო ცენტრი ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლაშია განთავსებული. რეგისტრაციის დაწყებამდე აქ  თავი მოიყარეს აბიტურიენტებმა  გურიის სამივე მუნიციპალიტეტიდან. ღელავენ  მათი მშობლები. ბევრ აბიტურიენტს ის თანაკლასელები გულშემტკივრობენ, ვისაც დღეს არ აქვს გამოცდა. ზოგს მამიდა ახლავს, ზოგს კიდევ _ მეზობელი.  უგულშემატკივროდ  მოსული აბიტურიენტი  ვერ ვნახეთ. საგამოცდო ცენტრის წინ ასევე, მრავლად არიან მიუსაფარი ძაღლები, რომლებსაც დრო და დრო აბიტურიენები  ეფერებიან, რაო, თქვენც ჩვენი გულშემატკივრები ხართო? ლიკა კვაჭანტირაძე, აბიტურიენტი, რომელმაც ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლა დაამთავრა:  _ პირველი გამოცდა ქართულ  ენასა და ლიტერატურაში მაქვს. სტომატოლოგობას ვირჩევ.  _ რატომ? _ შემოსავლიანი პროფესიაა, ამავე დროს თეთრ ხალათზე  ვარ ძალიან  შეყვარებული.  ახლა , მარტო შემოსავლზე რომ ვფიქრობდე, ისე არ გამიგოთ. რა თქმა უნდა, მიყვარს ეს  პროფესია, თან _ გამორჩეულად, _ ღიმილით დაასრულა   მან თავისი   ორიგინალური პასუხი. მირანდა ქილიფთარი, აბიტურიენტი:   ცხემლისხიდის  საჯარო  სკოლა დავამთავრე.  ეკონომიურზე  ვაბარებ. არ ვღელავ. პირიქით. საკმაოდ ენერგიული და მშვიდი განწყობით ვარ მოსული. ანა დოლიძე, თამარ ყაზაიშვილი, თამარ თავართქილაძე, აბიტურიენტები: დღეს  ჩვენ არ გვაქვს გამოცდა. ვგულშემატკივრობთ კლასელებს. ჩვენ 9 ივლისს გვექნება პირველი გამოცდა და მაშინ უფრო ვინერვიულებთ.  სამაგიეროდ, სხვები გვიგულშემატკივრებენ, _ თქვეს მათ. _ აუუ, ვისაც ვიცნობ, ყველას ვგულშემტკივრობ. ამიტომ მოვედი და აქ ვიქნები მთელი დღე. მე მათემატიკურზე ვაბარებ და პირველი გამოცდა 9 ივლისს მაქვს, _ გვითხრა ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ლუკა ცხომელიძემ. ნინო ცქვიტინიძე, მშობელი: ჩემი ვაჟი აბარებს. ეკონომისტობა სურს. პროფესია თავისით აირჩია. არ ჩავრეულვართ. გაგვაცნო ოჯახში თავისი მიზნები და რა თქმა უნდა, მოვუწონეთ. ეროვნული გამოცდების  დაწყებისას,  თავის პოზიტიურ განწყობას გვიზიარებს, მეორე საჯარო სკოლის დირექტორი, ფატი სიორიძე: _ ყველაფერი არის ძალიან კარგად. ორ ბავშვს ემოციის ფონზე ჰქონდა სიცხე. ახლა კარგად არიან.  სიგრილე მაქსიმალურად არის.  განწყობა საუცხოოა, - გვითხრა ქალბატონმა ფატიმ. ახლახან დასრულდა  რეგისტრაცია მეორე საჯარო  სკოლაში განთავსებულ ცენტრში და პირველი გამოცდაც დაიწყო. ვრცლად  გურიაში ეროვნული  გამოცდების დაწყების შესახებ, საგაზეთო სტატიაში ... ...
  • ვინ ჩაირიცხებიან უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდების გარეშესაქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან მათ მიერ შერჩეულ უმაღლეს სასწავლებლებში. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკემა განაცხადა. მინისტრის განცხადებითვე, სახელმწიფო მათი სწავლის საფასურს სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობით სრულად დააფინანსებს. იგივე პირობებით ისარგებლებენ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულე აბიტურიენტები. „მინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან მათ მიერ შერჩეულ უმაღლეს სასწავლებლებში და სახელმწიფო მათი სწავლის საფასურს სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობით სრულად დააფინანსებს. იგივე პირობებით ისარგებლებენ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულე აბიტურიენტები. მსურს წარმატებები ვუსურვო ყველა აბიტურიენტს ცხოვრების მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღეების დასაწყისში. მჯერა, რომ ცხოვრების გზა, რომელსაც ეს ახალგაზრდები დღეს დაიწყებენ, ახალი სასწავლო წლიდან უნივერისტეტებში გაგრძელდება და შემეცნებისა და პროფესიული სრულყოფისკენ სწრაფვა მათ ღირსეულ ადგილს დაუმკვიდრებთ საზოგადოებაში”,_ განაცხადა ... ...
  • ხანძარი მესტიის მუნიციპალიტეტშიხანძარია მესტიის მუნიციპალიტეტში. სოფელ ხაიშთან ცეცხლი ტყის მასივზეა გავრცელებული. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან, ტყის მასივში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება. ტყის ხანძარზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა საგანგებო სიტუაციების სამსახურმა. ადგილზე გამოცხადა ცოცხალი ძალა ჯვრის, წალენჯიხის და მესტიის განყოფილებებიდან, 20 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. სიტუაციის შეფასების შემდეგ, გადაწყდა ხანძრის ქრობის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა. პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი გავრცელებულია შერეული ტყის მასივზე. ამ დროისთვის ხანძრის ქრობის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს”,_ ამბობენ ... ...
  • "გავრცელდა ცრუ ინფორმაცია“ - ირაკლი ლომაძის დედა მედიასთან კომენტარს აკეთებსდაკავებული ირაკლი ლომაძის დედა, თამარ მორჩილაძე, მედიის წარმომადგენლებთან საუბრის დროს არ ადასტურებს, რომ მისმა შვილებმა მეგობრებთან ერთად ადამიანი გაიტაცეს. "გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს მიტოვებულ სახლში მიიყვანეს ეს ბიჭი და აწამეს და ახლა საავადმყოფოში წევს. ეს არის სიცრუე, რადგან ვიცი ის არ წევს საავადმყოფოში. სინამდვილეში, მიტოვებულ სახლში არ მიუყვანიათ. მიიყვანეს იმ ოჯახში, ვისაც შეურაცხყოფა მიაყენა. შემდეგ ამ ბიჭს ტაქსი გამოუძახეს და გაუშვეს. დღემდე ფეხით დადის, არანაირი საავადმყოფო და ნაწამები არაა,"- თქვა ჟურნალისტებთან საუბრის დროს თამარ ... ...
  • ქობულეთში მაშველმა 21 წლის მამაკაცი დახრჩობას გადაარჩინაცოტა ხნის წინ, ქობულეთში 21 წლის მამაკაცი მაშველმა დახრჩობას გადაარჩინა. როგორც  ადგილიდან ჩვენი კორესპონდენტი იტყობინება, მამაკაცმა  ზღვაში შორს შეცურა, დაიღალა და შველას ითხოვდა. მაშველმა  მას პირველადი დახმარება ადგილზევე გაუწია, შემდეგ კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...