ჯეიმს აპატურაი - მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს

მსოფლიო

ჯეიმს აპატურაი - მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს

23 თებ. 2021, 14:20:49

,,მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს”, _ ასე გამოეხმაურა ,,facebook” -ზე  NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ნიკა მელიას დაკავებას.

აპატურაის განცხადებით, NATO ელოდება, რომ საქართველომ, როგორც ახლო პარტნიორმა და ასპირანტმა ქვეყანამ შეინარჩუნოს ევროატლანტიკური და დემოკრატიული სტანდარტები.

"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს. ნატო ელოდება, რომ საქართველომ, როგორც ახლო პარტნიორმა და ასპირანტმა, შეინარჩუნოს ევროატლანტიკური დემოკრატიული სტანდარტები, რომელთა მიღწევისა და შენარჩუნებისთვის ბევრი იმუშავა. ეს მოიცავს პოლიტიკური უთანხმოებების მოგვარებას დიალოგის გზით და პარალიზების გამომწვევი რიტორიკისა და ქმედებების თავიდან აცილებას", _ წერს ჯეიმს აპატურაი.




 ახალი ამბები
  • "ჩვენი არჩეული არიან და ჩვენ გვერდით უნდა დადგნენ" _ აქცია ჩოხატაურშიამ წუთებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიასთან მიმდინარე აქციაზე აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მიმართავენ. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას, მერს და გუბერნატორს მოუწოდებენ, რომ ჰესის აშენებას მათთან ერთად შეეწინააღმდეგონ და მოსახლეობის გვერდით დადგნენ. ისინი, ასევე, აღნიშნავენ, რომ მართალია, აქცია მერიასთან ტარდება, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლების საწინააღმდეგო არაფერი აქვთ და მოითხოვენ, მათი არჩეული ხელისუფლება, მათ გვერდში დადგეს. "ჩვენი არჩეული არიან და ჩვენ გვერდით უნდა დადგნენ", _ ამბობენ ... ...
  • "იცოდეთ, ხეობაში ჰესი არ აშენდება" _ აქცია ჩოხატაურის მერიასთან ამ წუთებში ჩოხატაურის მერიასთან სურების მოსახლეობა აქციას მართავს. ისინი სუფსის ხეობაში ჰესის აშენებას აპროტესტებენ. ვრცლად „გურია ნიუსი“ მასალას ცოტა ხანში ... ...
  • ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება - რა ხდება პარლამენტთანპოლიტიკური დიალოგის განახლების მიუხედავად, ოპოზიცია პიკეტირებასა და აქციებს მაინც აპირებს. საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე პიკეტირებისას, მას შემდეგ, რაც ერთერთმა აქტივისტმა გზის გადაკეტვა სცადა, ის სამართალდამცველებმა დააკავეს. "ხელი გამიშვით, თქვენ პოლიცია არ უნდა გერქვათ, თქვენ ხართ ოდეპე, ივანიშვილის რეჟიმი კი მაინც დაემხობა", - დაიყვირა აქტივისტმა, ენმ-ის წევრმა ცესიკ გაზდელიანმა, სანამ მანქანაში ჩასვამდნენ. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ წუთებში კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს, რასაც წინ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, პროტესტი მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ძირითადი მოთხოვნები არ ... ...
  • შარლ მიშელი 2 კვირიან ვადას ასახელებს შარლ მიშელი 2 კვირიან ვადას ასახელებს, როდესაც ბრიუსელში ასოცირების საბჭოზე მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ანგარიშს ჩაიბარებს, თუ რა შედეგი მოჰყვება ოპოზიციისა და  ხელისუფლების დიალოგს. "ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია გადაიჭრას პოლიტიკური კრიზისი. პოლიტიკური პარტიებსა და მთავრობას შორის უნდა გაიმართოს მოლაპარაკებები და ყველა მონაწილემ უნდა იზრუნოს დიალოგის გაძლიერებაზე. ჩვენ განვაგრძობთ მხარდაჭერას ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტისთვის, რომ ეს დიალოგი დარჩეს ძალაში. მოლაპარაკებებს არ აქვს ალტერნატივა", _ ამბობს შარლ ... ...
  • ვადა დაახლოებით 2 კვირა დაინიშნა - ხაზარაძე "მთავარია, პროცესი დაიძრა და ამ პროცესს კონკრეტული ვადები ახლავს. ვადა დაახლოებით 2 კვირა დაინიშნა. 2 კვირაში არის შეხვედრა ბრიუსელში და იმ დღისთვის, ჩვენ უნდა მოვახერხოთ რომ ეს შეთანხმებები ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ გადაწყდეს. საუბარი ყველა საკითხზე იყო, გაიცვალა აზრები დ შევთანხმდით რომ წარსულზე არ უნდა იყოს საუბარი. პროცესი სხვა კატეგორიაში გადავიდა და იმედი მაქვს, რომ თუ ხელისუფლება იქნება გონივრული და მოქნილი, გამოსავალს ვნახავთ,"- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას შეხვედრის დასრულების შემდეგ „ლელოს" ლიდერმა მამუკა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...

გავიხსენოთ "ძველებური" ნამცხვრები

ბოლო დროს, სოციალურ ქსელში, არაერთხელ...

თებერვლის ძირითადი სამუშაოები საკარმიდამო ნაკვეთებში

თებერვლიდან, საკარმიდამო ნაკვეთებში, ხეხილოვანთა ბაღებში,...

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...