ხანძარმა კალიფორნიაში საცხოვრებელი სახლები გაანადგურა

მსოფლიო

ხანძარმა კალიფორნიაში საცხოვრებელი სახლები გაანადგურა

4 ივნ. 2020, 17:37:12

ხანძარმა კალიფორნიაში საცხოვრებელი სახლები გაანადგურა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მაუწყებლის ინფორმაციით, კალიფორნიის სახანძრო განყოფილება Suisun City-ის ველურ სამყაროს ცენტრთან ებრძვის 4 ხანძარს.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივმა მოსახლეობამ ცხოველების გადარჩენა საკუთარი ძალებით სცადა.

როგორც ცნობილია, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამ დროისთვის ხანძრის შედეგად განადგურებულია 7 საცხოვრებელი სახლი, საფრთხე სხვა საცხოვრებელ სახლებსაც ემუქრება.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, ხანძრის მქრობ სამუშაოებში ჩართულია თვითმფრინავებიც. 




 ახალი ამბები
  • რა რეგულაციებით დაიწყება საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბრიდანსასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბერს განახლდება. ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგულაციების გათვალისწინებით, სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. რეკომენდაციების შესახებ დღეს მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ისაუბრეს. პირბადის ტარება სავალდებულო იქნება ყველასთვის – მოსწავლეების გარდა, ხოლო სავალდებულო რეკომენდაციაა ერთმეტრიანი დისტანციის დაცვა. ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციები ითვალისწინებს შემდეგ საკითხებს: 1. მოსწავლეებს შორის 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა; 2. შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის პირბადის სავალდებულო ტარება, გარდა მოსწავლისა; 3. შენობაში ნებისმიერი პირის დეზობარიერის გავლით, თერმოსკრინინგისა და ხელის დეზინფიცირების შემდეგ შესვლა; 4. პირბადეების რეზერვის სკოლებში არსებობა; 5. სველი წერტილების სანიტარული დამუშავება ყოველი დასვენების შემდეგ; 6. ცვლებს შორის ნახევარსაათიანი შესვენება, საკლასო ოთახებისა და სკოლის საერთო სარგებლობის ფართების სანიტარული დასუფთავება და განიავება; 7. სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე მოსწავლეებისთვის დროებითი საიზოლაციო ოთახის გამოყოფა; 8. ოთახების განიავება გაკვეთილებს შორის დასვენებებზე; 9. ხშირად შესახები ზედაპირების სანიტარული დამუშავება; 10. სკოლის საერთო სარგებლობის სივრცეებში (მათ შორის, დერეფანი, კიბის უჯრედი, სამასწავლებლო და ა.შ.) ყოფნისა და გადაადგილებისას ყველა პირს (გარდა მოსწავლეებისა) უნდა ეკეთოს პირბადე, მათ შორის დასვენებების პერიოდში და სხვა. ზემოაღნიშნულ რეგულაციებზე დაყრდნობით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, თითოეული სკოლის სპეციფიკისა და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლებიც ყველა სკოლას საშუალებას მისცემს, ინდივიდუალური შესაძლებლობების, მოსწავლეთა რაოდენობისა და სასკოლო ფართს შორის თანაფარდობის გათვალისწინებით, დაგეგმოს სასწავლო პროცესი. სკოლებს სასწავლო პროცესის დაგეგმვის დროს, შესაძლებლობა ექნებათ: თავად განსაზღვრონ გაკვეთილის ხანგრძლივობა (მინ. 30-წუთიანი გაკვეთილები); განსაზღვრონ საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო საფეხურების/კლასების მიხედვით (08:30 სთ; 08:45 სთ; 09:00 სთ); განსაზღვრონ და მოქნილად დააორგანიზონ ცვლები; საჭიროების შემთხვევაში ერთცვლიანი სკოლები გადავიდნენ რამდენიმეცვლიან მოდელზე და სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებმა იარონ ცვლების მიხედვით; სკოლებმა მოსწავლეების უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით შეუძლია დანერგონ შერეული (ე.წ. ჰიბრიდული მოდელი, რაც გულისხმობს სწავლას როგორც საკლასო ოთახებში, ასევე დისტანციურად) სწავლების საკუთარი მოდელი; სასწავლო პროცესის დაგეგმვისას, სკოლის ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე და სკოლების განტვირთვის მიზნით, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია სასწავლო დღედ გამოყენებული იქნას შაბათი დღე; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გაკვეთილების ჩატარება I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო სივრცეში სავალდებულოდ განსაზღვრა.  სკოლის ადმინისტრაციის მიერ, საჭიროების შემთხვევაში, შერეული მოდელის დანერგვისას, V-VI კლასებში დისტანციური სწავლება შესაძლებელი იქნება კვირაში მაქსიმუმ 1 დღე, VII – XI კლასებში მაქსიმუმ 2 დღე, ხოლო XII კლასში – მაქსიმუმ 3 დღე. შერეული სწავლების მოდელი შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრთან. როგორც განათლების სამინისტრო განმარტავს, აღნიშნული რეკომენდაციების შემუშავებისას გაზიარებულია სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა, რაც გულისხმობს როგორც თითოეული მოსწავლის ჯანმრთელობაზე ზრუნვას, ასევე აკადემიური სტანდარტის დაცვას. ... ...
  • ტემპერატურის კლება და მატება _ როგორი ამინდია მოსალოდნელიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 აგვისტომდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში 14-17 აგვისტოს +24, +29 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 18 აგვისტოს +27, +32 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში 14-15 აგვისტოს +26, +31 გრადუსი იქნება, 16-17 აგვისტოს შედარებით აგრილდება და ტემპერატურა +22, +27 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო 18 აგვისტოდან ისევ +26, +31 გრადუსამდე დათბება. თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 14-15 აგვისტოს +30, +32 გრადუსი იქნება, 16-17 აგვისტოს +25, +27 გრადუსამდე დაიკლებს, 18 აგვისტოს კი +29, +31 გრადუსამდე ... ...
  • 28 წელი აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან (R)აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 28 წელი გავიდა. ამ ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ გმირთა მოედანზე მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. " ეს იყო ძმათა მკვლელი ომი, სადაც მესამე ქვეყანა იყო ჩარეული. მესამე ქვეყანა რომ არ ჩარეულიყო, ეს ომი არ მოხდებოდა და აფხაზეთი დღესაც ჩვენი იქნებოდა. ახლა მთავარია მოლაპარაკების დაწყება თვითონ აფხაზებთან." - განაცხადა ვლადიმერ იმნაძემ. შეიარაღებული დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. პირველი შეტაკებები კი ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში მოხდა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. შედეგად ორივე მხარეს ათასობით მებრძოლი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 300 ათასამდე ქართველი კი დევნილად იქცა. ... ...
  • ოზურგეთში მომხდარი ავტოავარიის დეტალები: „ტყემლის ხემ ორი სიცოცხლე იხსნა“13 აგვისტოს, ოზურგეთში მუნიციპალიტეტის სოფლების ოზურგეთისა და ნასაკირალის საზღვარზე მომხდარი ავტოავარიის დროს, რის შესახებაც უკვე ვწერდით, ერთ-ერთ უბანში მსუბუქი ავტომანქანა, ამოყირავების შემდეგ,  იქვე მცხოვრები მოქალაქის ეზოში  გადავარდა. _ამ ტყემლის ხემ ორი ახალგაზრა ბიჭის სიცოცხლე იხსნა. ტყემალი ძლიერი მერქანის მქონე მცენარეა და ადვილად არ ტყდება. ღმერთმა დაიფარა, _  გვითხრეს აქ მცხოვრებლებმა, როცა ადგილზე მივედით. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო ოზურგეთის პოლიციის და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. გვითხრეს, რომ  ავტომანქანა ხის ვარჯსა  და ტოტებში  ისე იყო გაჭედილი, შიგ მყოფი ბიჭების ამოყვანა გაჭირვებით მოხერხდა. უფრო უარესი, ფატალური შედეგი შეიძლებოდა დამდგარიყო, თუ ხე მოტყდებოდა_ სამიოდე მეტრში, დაბლა,  ოჯახის  პატარა ტბაა, რომელიც, ეტყობა,  პატრონს  საგანგებოდ აქვს მოწყობილი. _იმ წყალში რომ ასე ცხვირით ჩარჭობილიყო ეს მანქანა, ხომ დაიხრჩობოდნენ.  ეს რა უბედურებას გადავრჩით. მანქანას ვინ დაეძებს - ღელავდნენ ადგილობრივები. როგორც შემდეგ დავაზუსტეთ, ახალგაზრდებს სასწრაფო დახმარების  მანქანით საავადმყოფოში გადაყვანა არ დასჭირდათ.  თუ როგორია დღეისთვის ორი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა,   ახლობლები ამბობენ, რომ მათ მოტეხილობები არ აქვთ, მცირე დაზიანების გარდა,  არ დასჭირდათ საავადმყოფოში გადაყვანა და სასწრაფო დახმარების მანქანა უკან წავიდა. შსს  პრესსამსახურიდან, მომხდარის შესახებ,  „გურია ნიუსთან“ ასეთი  კომენტარი  გააკეთეს: „ამ ავარიის დროს მძიმედ არავინ დაშავებულა და არც საავადმყოფოშია ვინმე გადაყვანილი.  გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლის მეორე ... ...
  • ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯარუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვაში ბრალდებული  ნ.ა. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 04 თებერვალს, ნ.ა. გარდაბნის რაიონში, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 25-ე კილომეტრზე, უკანონოდ ინახავდა, ასევე უკანონოდ შეძენილ განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 154,4242 გრ. ნარკოტიკულ საშუალება  „ჰეროინს". სამართალდამცავებმა ნ.ა. 2020 წლის 4 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. რუსთავის საქალაქო სასამართლომ ნ.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...