„ლაბორატორიები, სადაც საიდუმლო იარაღი იქმნება, შემოწმებას ჩვეულებრივ გადიან“

მსოფლიო

„ლაბორატორიები, სადაც საიდუმლო იარაღი იქმნება, შემოწმებას ჩვეულებრივ გადიან“

2018 მარ 13 17:20:36

დიდ ბრიტანეთში რუსეთის ყოფილი ჯაშუშის და მისი ქალიშვილის მოსაწამლად ნერვული აგენტი  „ნოვიჩოკი“ გამოიყენეს.

რისგან ამზადებენ ნერვულ აგენტებს, რას იწვევს „ნოვიჩოკის“ მცირე დოზით გამოყენება, არსებობს თუ არა ის რუსეთში და რას პასუხობს რუსეთის ქიმიური იარაღის მეცნიერებათა დოქტორი დიდი ბრიტანეთის ბრალდებას, რომ სკრიპალის მოკვლა რუსეთის ორგანიზებულია_ ამ კითხვებს THE DAILYMAIL-ის მიერ მომზადებული ვრცელი სტატია პასუხობს.

მაუწყებლის ინფორმაციით,  ნერვული აგენტების შექმნა არ კონტროლდება და მისი წარმოება სოფლის მეურნეობაში გამოყენებადი ქიმიკატებისგან ხდება. რის გამოც, იარაღის ინსპექტორები შიშობენ, რომ სხვა ქვეყნებს, მათ შორის სირიას და ჩრდილოეთ კორეას შესაძლებელია, საკუთარი მძლავრი ნერვული აგენტები ჰქონდეთ.

83 წლის ვილ მირზაიანოვი, რუსი ქიმიკოსი, რომელიც ქიმიური იარაღის შექმნაში მონაწილეობდა, ნერვული აგენტის გამოყენებას პუტინის თავხედურ თავდასხმას უწოდებს.

 „ეს თავხედური თავდასხმაა. პუტინი ფიქრობს, რომ შეუძლია ყველაფერი გამოიყენოს მტრის მოსაკლავად. ისინი არ არიან ტოლერანტები ოპონენტების მიმართ. ისინი უნდა დაისაჯონ. ეს რუსეთის ტერორიზმის ღია დემონსტრირებაა. რუსეთის მთავრობა იმ ადამიანებს, რომლებიც საიდუმლოებების გამოვლენის შესახებ ფიქრობენ, ეუბნება, რომ იგივე ბედს გაიზიარებენ“,_ამბობს მირზაიანოვი და ნერვული აგენტის მოხმარების შედეგად გამოწვეულ ეფექტს წამებას უწოდებს.

„იწვევს ადამიანის პარალიზებას, კრუნჩხვებს, სუნთქვის შეჩერებას და ამის შემდეგ სიკვდილს.ნამდვილი წამებაა, რომლის წარმოდგენაც შეუძლებელია. მცირე დოზის მიღების შემთხვევაშიც კი ტკივილი შეიძლება კვირეების განმავლობაში გაგრძელდეს“_ამბობს ის.

 „ნოვიჩოკის“ ტიპის ნერვის აგენტები 2 ათეულ წელზე მეტია რუსეთის დედაქალაქიდან 50 მილით მოშორებულ კვლევით დაწესებულაბაში იქმნება და ბევრად უფრო მძლავრია, ვიდრე სხვა ცნობილი ქიმიური იარაღები.

მარზაიანოვის თქმით, ლაბორატორიები, სადაც საიდუმლო იარაღი იქმნება შემოწმებას ჩვეულებრივ გადიან.

 „ლაბორატორიები არ არის მიწისქვეშ, ჩვეულებრივ გადიან შემოწმებას და ვითარდებიან. დასაქმებული დაახლოებით 1000 ადამიანია, რომლებიც ქიმიურ თვისებებს ცხოველებზე გამოცდის შედეგად სწავლობენ“,_ამბობს რუსი ქიმიკოსი.

ექსპერტები ნერვულ აგენტებს აღწერენ, როგორც მეორე ატომურ ბომბს, როგორც ყველაზე სასიკვდილო იარაღს. ისინი ამბობენ, რომ ინგრედიენტები იმდენად საერთოა, რომ შხამი იდეალურია მკვლელობისთვის, ისევე, როგორც მასობრივი განადგურების იარაღი.

ფარმაკოლოგიის ექსპერტის, გარი სტეფენსის თქმით, ნერვულ აგენტში შემავალი ინგრედიენტების მოხმარება აკრძალული არ არის, რის შედეგადაც ქიმიური იარაღის შექმნა მარტივია.

პროფესორ რობერტ სტოკმანის თქმით, ნერვული აგენტების კვალი არ ქრება.

მისი თქმით, ნერვული აგენტები რეაქციაში შედიან წყალთან და ტენიან ჰაერთან, რის გამოც, დიდ ბრიტანეთში ძალიან შეზღუდული დრო აქვს სამოქმედოდ. ამიტომ მორწყეს შემთხვევის შემდეგ სალისბარის ქუჩა, რომ ნივთიერება განადგურებულიყო.

მაუწყებლის ინფორმაციით, მოსკოვის ქიმიური იარაღის ექსპერტი, კოვალიაოვი,  ბრალდებას ეხმაურება და ამბობს, რომ ნერვის აგენტი „ნოვიჩოკი“ არ არსებობს.

მისივე თქმით, სალისბურის ახლოს მდებარეობს ლაბორატორია და ბრიტანეთს მოუწოდებს, სწორედ იმ ლაბორატორიაში შეამოწმოს, რამემ ხომ არ გაჟონა.

ამავდროულად, ქიმიური იარაღის მეცნიერებათა დოქტორი, ანტონ უტკინი, გაეროს ყოფილი ინსპექტორი ერაყში, ნოვიჩოკის არსებობას უარყოფს და ამბობს, რომ შესაძლოა მოწამვლაზე პასუხისმგებელი ბრიტანეთი იყოს.

„რუსული ქიმიური იარაღის აღმოფხვრაზე ოპერაციას ვატარებდი და  შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთში ამ დასახელების იარაღი არ გვქონდა. ძალიან უცნაურია, რომ ბრიტანელმა ექსპერტებმა აღმოაჩინეს სუპერ საიდუმლო შხამის ფორმულა, რომელიც  არავინ იცის. არ არის ნათელი, როგორ განსაზღვრეს, რომ ის რუსეთში წარმოიქმნა. ეს ამბავი უფრო მეტ კითხვას იწვევს“,_ამბობს ის.

„დიდი ბრიტანეთში მკვლელობა ნეიროპარალიზური ნივთიერებით და ეს ხდება რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე და მსოფლიო თასამდე. ბრიტანელი, რომ ვიყო რუსეთს არ დავადანაშაულებდი, არამედ ჩემს უსაფრთხოების სისტემას შევამოწმებდი. იქ, რაღაც უცნაური ხდება_ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დამნაშავეები ქვეყნის მასშტაბით მაღალი ტოქსიკური ნივთიერებებით გადაადგილდებიან საიდუმლო სამსახურმა კი ამის შესახებ არაფერი იცის“,_ამბობს უტკინი.

მაუწყებლის ინფორმაციით, უტკინი მუშაობდა ორგანული ქიმიისა და ტექნოლოგიის სახელმწიფო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტში მუშაობდა, რომელიც ეჭვმიტანილია 1973 წლიდან „ნოვიჩოკის“ განვითარებაში.

კოვალიოვმა ასევე განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბრალდებები რუსეთის წინააღმდეგ პროვოკაციაა.

„სკრიპალი რუსეთისთვის საშიში არ იყო. მას შეეძლო 20 წლის წინანდელი მეთოდების შესახებ საუბარი. ინციდენტი დროულად მოხდა, რომ არჩევნებზე პუტინი დააზარალოს“_ამბობს ის და დასძენს_“სკრიპალი ცხოვრობდა პატარა ქალაქში, კარგი სამუშაოს და სათანადო საცხოვრებელი პირობების გარეშე. მის გარშემო ისეთი ვითარება იყო, რომ შესაშური არაფერი ჰქონდა.

იმის წარმოდგენა, რომ რუსეთის ჯაშუშების ჯგუფი დადის ინგლისში ფეხით და მოღალატეებს წამლავს, სასაცილოა“.

ამავე თემაზე:

„ყველანაირ გაგებას ცდება“_ ვინ და რას უკავშირებს ყოფილი რუსი ჯაშუშის მოწამვლას




 ახალი ამბები
  • ალაფიშვილი: ზურაბიშვილმა სალომემ მსოფლიო რეკორდი დაამყარა _ კონსტიტუცია უკვე დაარღვია"სალომე ზურაბიშვილმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა _ აამოქმედა კონსტიტუცია და პირველი დამრღვევიც თვითონაა", _ ამბობს სამართალმცოდნე ლევან ალაფიშვილი. მისივე თქმით, ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს: "პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა, მთაწმინდის მაჟორიტარის მანდატი აქვს და ახალი კონსტიტუციით ეს არ შეიძლება.  აამოქმედა და პირველივე თვითონ გახდა დამრღვევი პირველივე წამიდან. ესეთი რამ ისტორიას არ ახსოვს _ მსოფლიო რეკორდია", _ აღნიშნა გურია ნიუსთან საუბრისას ლევან ... ...
  • სალომე ზურაბიშვილმა ფიცი დადოსაქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, თელავში, ერეკლე მეფის სასახლეში სახელმწიფო ფიცი დადო. ამის შემდეგ სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა. ასევე გაისროლეს ქვემეხები.  ცერემონიას 1500 სტუმარი ესწრება. მათ შორის არიან მაღალი რანგის სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან, მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები. საქართველოს ისტორიაში პირველად ახალი პრეზიდენტის ფიცის დადებას მისი წინამორბედი ესწრება. დღეიდან ამოქმედდება საქართველოს კონსტიტუციის ახალი ... ...
  • ომბუდსმენი შსს-ს აქციის მონაწილეების კონსტიტუციურ უფლებას ახსენებს და აქციის ორგანიზატორებსაც მიმართავსსაქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს მომიტინგეთა შესაძლებლობა, გადაადგილდნენ თავისუფლად თელავის მიმართულებით, მანიფესტაციის გამართვის მიზნით, _აღნიშნულია ნინო ლომჯარიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ლომჯარიას თქმით, "აღნიშნული წარმოადგენს მათ კონსტიტუციურ უფლებას, რომელიც არ შეიძლება შეიზღუდოს კანონით გაუთვალისწინებელი მიზნებით". "საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აკვირდება მიმდინარე მოვლენებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის შეკრებისა და მანიფესტაციის შეზღუდვის კანონიერების საკითხს. ამავდროულად, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და მოქალაქეებს, არ დაარღვიონ კანონმდებლობა, რათა შეკრება და მანიფესტაცია კონსტიტუციურ ფარგლებში წარიმართოს,"_ წერია განცხადებაში. გურჯაანში მიმდინარე ნაციონალური მოძრაობის აქციაზე დაძაბული ვითარებაა. ნაციონალები პოლიციის კორდონის გარღვევასა და თელავის მიმართულებით გზის გაგრძელებას ცდილობენ. გურჯაანში სამართალდამცველებმა რამდენიმე ადგილას გადაკეტეს გზა ავტობუსებით და საპატრულო პოლიციის მანქანებით. ისინი აქციის მონაწილეებს თელავისკენ გზის გაგრძელების საშუალება არ აძლევდნენ და სხვა მიმართულებით გადაადგილებისკენ მოუწოდებდნენ. თუმცა, ოპოზიცია ალტერნატიულ გზაზე უარს ამბობს. თელავში, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია ერეკლე მეფის სასახლის ეზოში დღეს, 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთს ... ...
  • შსს: აქციის მონაწილეების მიზანი იყო პროვოკაციების მოწყობა, რადგან მათ ხელოვნურად გაამწვავეს პროცესი შინაგან საქმეთა სამინისტრო თელავის მიმართულებით გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი, მამუკა ჭელიძე აცხადებს, რომ უწყებამ გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით დილით გაავრცელა ინფორმაცია. "თელავში, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად ქვეყანაში ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრებისა და დელეგაციების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო შესაბამისი ზომები. თელავის მიმართულებით გადაადგილებისას გარკვეულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჯერ კიდევ დილით გაავრცელა განცხადება. კახეთის მიმართულებთ, სატრანსპორტო საშუალებების მრავალრიცხოვანი ნაკადიდან გამომდინარე, საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს შეთავაზებული ჰქონდათ თელავის მიმართულებით მოძრაობის ალტერნატიული, უსაფრთხო მარშრუტი, რომლითაც ისინი ველისციხის გადასახვევიდან ყვარლის გავლით მშვიდობის ქუჩით შეძლებდნენ თელავში მოხვედრას. მიუხედავად გაფრთხილებისა, ალტერნატიული მარშრუტისა და ტრანსპორტის შეთავაზებისა, საპროტესტო აქციების მონაწილეები არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, გადაუხვიეს შეთავაზებულ მარშრუტს, დაიწყეს ღია დაპირისპირება და ძალადობა პოლიციასთან. აშკარაა რომ აქციის მონაწილეების მიზანი იყო პროვოკაციების მოწყობა, რადგან მათ ხელოვნურად გაამწვავეს პროცესი და დააზიანეს საპოლიციო ტრანსპორტი და ტექნიკა. პოლიციის მიერ შესწავლილი იქნება თითოეული ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები, ასევე გამოიკითხებიან მოწმეები, რის შემდგომაც მოხდება ინციდენტების სამართლებრივი შეფასება და შესაბამისი რეაგირება. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციების ორგანიზატორებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი" _ განაცხადა მამუკა ... ...
  • "ნაციონალური მოძრაობის" აქციის მონაწილეები "იმედის“ გადამღებ ჯგუფს მუშაობის საშუალებას არ აძლევენგურჯაანში, ველისციხესთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის მონაწილეები ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფს მუშაობის საშუალებას არ აძლევენ. აქციის მონაწილეები „იმედის“ გადამღები ჯგუფის მიმართ აგრესიით გამოირჩევიან. „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე მხარდამჭერი პირდაპირი ეთერის დროს „იმედის“ კამერას ხელით შეეხო. მათ ტელეკომპანიის ოპერატორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დასარტყმელად გაიწიეს. აქციის მონაწილეების დამშვიდება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ნადირაძემ სცადა. როგორც მან მომხდარის შეფასებისას განაცხადა, მათ აქციაზე სუს-ის აგენტები არიან შეგზავნილი და პროვოკაციას ისინი ... ...

არქივი

ზაფრანი

10 რეალური მოსალოდნელი კატაკლიზმა დედამიწაზე

ახალი ოკეანე აფარის სამკუთხედი (იგივე...

საბედისწერო რიცხვი და ასტროლოგია

მაინც რატომ ეშინიათ ადამიანებს ასე...

როგორ ვიშოვნოთ ფული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ადამიანების უმრავლესობა ოდითგანვე დაეძებდა გზებს...

ანტარქტიდაზე ოდესღაც პალმები და ბაობაბებიც ხარობდნენ

ანტარქტიდაზე ოდესღაც პალმები და ბაობაბებიც...

სკოლაში მალე რობოტებიც ივლიან

ავსტრალიაში სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილებზე მალე...

ნივთიერებები, რომლებიც ოქროზე ძვირი ღირს

ალბათ  ვერ დაასახელებთ მეტალ კალიფორნიუმ-252-ის...
კარმიდამო ჩემი

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...

ბროწეული _ გახდომის საუკეთესო საშუალება

ბროწეული, არა მარტო დეპრესიისა და...

შეიძლება თუ არა ცხოველის წლოვანების ზუსტად დადგენა

იშვიათია, ალბათ, ადამიანი, რომელიც ვერ...

მანჭკვალას გამოყენება ძველებური და განახლებული მეთოდით

როგორც ვიცით, სოკოები უმდაბლესი უქლოროფილო...

როგორ დავამზადოთ კივისა და ფეიჰოას ჩირი შინაურ პირობებში

ზოგადად, ჩირის დამზადება ჩვენში ხალხური...

ნიადაგში სასუქების შეტანის სამი წესით უნდა ვიმოქმედოთ

სხვადასხვა აგრარული კულტურების მოსავლიანობა საგრძნობლად...

დეკორატიული მანდარინი _ ოფისებისა და საოჯახო სივრცეების სეზონური მშვენება

დეკორატიულ ციტრუსოვნებშიც არსებობს სხვადასხვა ფორმისა...

მოვამზადოთ "ნარჩენების ჭრელი მჟავე"

უამრავი სახეობის მჟავეულებთან შედარებით, ჩვენ...

მექსიკური ტორტილია და ბურიტო

მექსიკური სამზარეულოს ძირითადი ელემენტები _...

ფრანგული სალათა

საჭირო მასალა: ორი ცალი მოხარშული...