მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი და საქართველოს საფრთხეები

მსოფლიო

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი და საქართველოს საფრთხეები

6 ოქტ. 2020, 14:07:32

მთიანი ყარაბაღის ტერიტორიული და ეთნიკური კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ფართომაშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება  2020 წლის 27 სექტემბერს განახლდა, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში წარმოიშვა, როდესაც სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღის რეგიონი, იოსებ სტალინის გადაწყვეტილებით, საბჭოთა აზერბაიჯანში ავტონომიურ ოლქად გადააკეთა. რეგიონი ანკლავად იქცა აზერბაიჯანის შემადგენლობაში, რომელსაც სომხეთთან სახმელეთო საზღვარი არ ჰქონდა.  დღევანდღელი კონფლიქტი, 1988 წელს დაიწყო, როდესაც ყარაბაღის სომხებმა მოისურვეს, რომ ყარაბაღი საბჭოთა აზერბაიჯანიდან საბჭოთა სომხეთის შემადგენლობაში გადასულიყო. კონფლიქტი 1990-იან  წლებში სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა, შედეგად დაწყებული სამხედრო მოქმედებები 1994  წლამდე გაგრძელდა ,,ბიშკეკის პროტოკოლის“ ხელმოწერის შედეგად. რეგიონი კი,  ადგილობრივი სომხების კონტროლის ქვეშ გადავიდა.

კონფლიქტი ძირითადად გაყინული იყო, თუმცა მხარეებს შორის შეიარაღებული შეტაკებები მაინც გრძელდებოდა. ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის ყველაზე მნიშნელოვანი შემთხვევა 2016 წლის აპრილის დასაწყისში დაიწყო და 4 დღე გაგრძელდა, ეს ომი მნიშნელოვანი იყო იმით, რომ აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღის დე ფაქტო ხელისულფლების მიერ მართულ რამდენიმე სოფელსა და სტრატეგიულ სიმაღლეზე კონტროლი აღადგინა. შემდეგ მხარეებმა საზავო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი და გამოთქვეს მზაობა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის. 2016 წლის შემდეგ კონფლიქტი 2020 წლის ივლისშიც განახლდა, რომელიც 4 დღე გაგრძელდა.

რა ხდება დღეს?

წელს, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ყარაბაღის სადავო ტერიტორიაზე აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს დუპირისპირდებიან.  შეტაკებებს ივლისში 16 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის იყვნენ მშვიდობიანი მოქალაქეები და სამხედრო მაღალჩინოსნები.

ივლისის შემდეგ, ვითარება მთიან ყარაბაღში, 27 სექტემბერს დაიძაბა. თავდაპირველად სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ადგილობრივი დროით 09:10 საათზე აზერბაიჯანმა დასახლებულ პუნქტებზე, მათ შორის დედაქალაქ სტეპანაკერტზე, შეტევა დაიწყო.

მათი ცნობით, ამ თავდასხმის მოგერიებისას აზებაიჯანის სამხედროების ორი ვეტრფენი  და სამი დრონი ჩამოაგდეს და სამი ტანკი გაანადგურეს. ,,ჩვენი პასუხი პროპორციული იქნება“ -  ეწერა განცხადებაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით მხარეები ურთიერთ გამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებდნენ.

ყრაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტმა, არიკ ართუნიანმა, საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და 18 წელს გადაცილებული ყველა კაცის მობილიზაცია ბრძანა.  მან  აღნიშნა, რომ ყარბაღს ომი არ სურს, თუმცა ,,ჩვენ ვალდებულები ვართ, ჩვენი ოჯახები და სამშლობლო დავიცვათ“.

მალევე სომხეთის მთვარობამაც გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და საყოველთაო სამხედრო მობილიზაციის ბრძანება გასცა.

,,მოემზადეთ, დავიცვათ წმინდა სამშობლო“ - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ბაქო, თავის მხრივ, სომხეთი დაადანაშაულა ,,პროვოკაციაში“.

,,სომხეთის შეიარაღებულმა ძალება ფართომაშტაბიანი პროვოკაცია მოაწყვეს და აზერბაიჯანული ოზიციები და მიმდებარე დასახლებული პუქტები დაცხრილეს, რის შედეგადაც არიან დაღუპულები და დაჭრილები, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები“ - განაცხადეს ბაქოში.

რომლის შემდგმომ, აზერბაიჯანმა გამოაცხადა, ,,კონტრშეტევითი ოპერაცია სრულ ფრონტზე, რათა შეჩერებულ იქნას, სომხეთის სამხედრო ძალების საომარი მოქმედებები“.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მოწინააღმდეგის მხრიდან, სოფლის ინტესიურ დაბომბვას მოჰყვა, სერიოზული ინფრასტრუქტურული ზიანი.

ასევე მინისტრმა აღნიშნა, რომ ერთი ფეტრფენი დაკარგეს, თუმცა ეკიპაჟი, სომხეთის მიერ აღწერილი სხვა დანაკარგი კი, უარყო და განაცხადა, რომ, აზერბაიჯანულმა სამხედრო ძალებმა სომხეთის დაცვის სისტემის 12 ობიექტი განადგურებულია

2ოქტომბერს კი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი,  ერევნის თავზე, აზერბაიჯანული 4 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოგდების შესახებ აკეთებს განაცხადებას,  მისივე თქმით თურქეთმა, სომხური მოიერიშე თვითფრინავი ჩამოაგდეს და  თურქეთი აზერბაიჯანისთვის პირდაპირი სამხედრო დახმარების გაწევაში დაადანაშაულა. ფაშინიანმა ნატოს მოუწოდა განემარტა, რატომ ერევა ალიანსის წევრი,  თურქეთი კონფლიტქში, რომლებიც მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ. აღნიშნული ინფორმაცია კი თურქეთმა უარყო.

ასევე, ოფიციალური ერევანი აცხადებს, რომ  თურქეთმა აზერბაიჯანის დასახმარებლად გაგზავნა სირიელი და ალბანელი ტერორისტები. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია, ასევე გაავრცელა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა სომხეთს

 ,,მთიან ყარაბაღში რთული მდგომარებაა, ჩვენ მოვიპოვეთ სანდო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ჯიჰადისტური დაჯგუფებების არაერთმა წევრმა სირია დატოვა და მთიან ყარაბაღის რეგიონში მინდინარე საომარი მოქმედებებს  შეუერთდა“ - განაცხადა მაკრონმა

ამ ინფორმაციას ანკარაში უარყოფენ  და აცხადებენ, რომ აზერბაიჯანი და თურქეთი ერთი ხალხია, ორი სხვადასხვა სახელმწიფოში, ისინი ჩაგრულების მხარეს არიან და თურქეთი აზერბაიჯანს ყველანაირ დხმარებას გაუწევს, მათ შორის სამხედრო დხმარებასაც თუ ამას აერბაიჯანი მოინდომებს. თურქეთის პრეზიდეტნმა სომხეთს ტერორისტები, ბანდიტები  და ოკუპანტები უწოდა და უკუპირებული ტერიტორიების დატოვებისკენ მოუწოდა.

საპასუხოდ, ნიკოლაი ფაშინიანმა განაცხადა, რომ 100 წლის შემდეგ თურქეთი, სამხრეთ კავკასიაში, სომეხთა გენოციდის გასაგრძელებლად დაბრუნდა და მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, რო, შეააჩერონ თურქეთის სამხედრო ჩარევა კონფლიქტში.

,,თუ მსოფლიო შექმნილ ვითარებას მკაფიო შეფასებას არ მისცემს, ევროპა ვენასთან თურქეთს უნდა ელოდოს“ - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

4 ოქტომბერს, აზერბაიჯანმა ყარაბაღის დედაქალაქი სტეპანაკერტი დაბომბა, რომლის შემდეგ გაავრცელა ინფორმაცია, რომ არ აღიარებული ყარაბაღის პრეზიდენტი არაიკ არუთუნიანის, მძიმედ დაჭრის შესახებ, თუმცა პრეზიდენტის თანაშემწემ ეს ინფორმაცია უარყო. საპასუხოდ სომხეთმა დაბომბა აზერბაიჯანის ქალაქი განჯა, ასევე გავრცელებული ინფორმაციით აფეთქებების ხმები ისმოდა მინგეჩაურში,  სადაც კავკასიაში, ყველაზე დიდი ჰიდროელექტრო სადგური მდებარეობს. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწის თქმათ ჰაჯიევის განცხადებით, განჯისა და მინგეჩაურის შემდეგ სომხეთის მიერ დაიბომბა ბაქოს სიახლოვეს მდებარე აბშერონის რაიონი და ქ. ხიზი.

5 ოქტომბერს კი, კონფლიქტი ყარაბაღის გეოგრაფიულ საზღვრებს, ისევ გასცდა - დაბომბილია აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქი განჯა - ყარაბაღის რეგიონის ხელისუფლების განცხადებით, სამიზნე იყო განჯის სამხედრო ბაზა.

აზერბაიჯანული მხარე ამტკიცებს, რომ სარაკეტო თავდასხმები მოხდა მინგაჩაურის  წყალსაცვთან, ასევე ტერტერთან და აღჯაბადთან. ბაქოს მტკიცებით, სარაკეტო თავდასხმა მოხდა აფშერერნის ნახევარ კუნძულზე, რომლიც ბაქოდან 80 კმ-ით არის დაშორებული, კონფლიქტის ზონიდან კი 380 კმ-ით. თუმცა სომხეთის ხელისუფლება, აზებაიჯანის ტერიტორიების დაბომბვას კატეგორიულად უარყოფს.

აქვე აღსანიშნავია, რომ მინგეჩაურის წყალსაცავი, რომლსაც ივლისშიც ემუქრებოდა ყარაბაღის ხელისუფლება, ამის პასუხად კი აზერბაიჯანში გაკეთდა მინიშნება, იმის შესახებ, რომ  სომხეთსი ტერიტორიაზე არის მეწამორის ატომური ელექტრო სადგური. თუმცა აქ გასათვალისწინებელია, ის რომ სომხეთს კოლექტიური  თავდცვის ხელშეკრულება აკავშირებს რუსეთან და კრემლის მოკავშირეებთამ.  მოკლედ ვითარება ნამდვილად უკიდურესად დაძაბულია, რომლის განმუხტვა სამწუხაროდ ვერ ხერხდება, შესაძლებელია კონფლიქტი, ისევ  გაიყინოს გარკვეული პერიოდი, მაგრმ როგორც პარაქტიკა აჩვენებს, ისევ განახლდება, აღნიშნულ კონფლიქტს დეესაკალაციას პირი არ უჩანს და ძნელია წარმოასადგენია, რომ მხარეები მშვიბიან მოლაპარაკებას დათანხმდენ, ამის შესახებ უკვე ალიევმაც კი განაცხადა, რომელმაც აღნიშნა რომ მოლაპრაკებას აზრი აქვს, რადგან მხოლოდ სამხედრო ძალიათ არის შესაძლებელი კონფლიქტის მოგვარება. იგივე განცხადება გააკეთა ყარაბაღის პრეზიდენტმაც.

საერთაშორისო საზოგადოება სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს, რაზეც მხარეები არ თანხმდებიან, ასევე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სომხეთსა და აზერბაიჯანს მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებებისაგან თავის შეკავების ვალდებულება  დააკისრა. მიუხედავად ამისა ცხელ წერტილში შეტაკებები მაინც გრძელდება. თუმცა სომხეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ სომხეთი მოლაპარაკებებს მხოლოდ მაშინ დაუბრუნდება, როდესაც თურქული არმია აზერბაიჯანს დატოვებს

აქვე აღსანიშნავია, რომ 5 ოქტომებერს ანკარას ნატოს გენარეალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ანკარას ეწვია, საიდანაც მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა და ყაბაღის კონფლიქტის დაკავშირებით, მოლაპარაკებები თურქეთის თავდაცვის მინისტრთან გამართა.

თურქეთის როლი კონფლიქტში

90-იანებში, მიუხედავად თურქეთში აზერბაიჯანის სასარგებლო განწყობილი საზოგადოებრივი აზრისა და ულტრამემარჯვენე და პანთურქული ჯგუფების მცდელობებისა, რომ თურქეთის აქტიური მხარდაჭერა  გაეწია აზებაიჯანისთვის. ასეთი მხარდაჭერა არ განხორციელებულა. მაშინდელი ხელისუფლებას არ გააჩნდა არც შესაძლებლობა და არც სურვილი, რუსეთის ინტერესებს დაპირისპირებოდა. დღეს, თურქეთის შიდა პოლიტიკიდან გამომდინარე, თურქეთი აქტიურად იცავს საკუთარ ინტერესებს ყარაბაღის კონფლიქტში.

იმის გათვალისწინებით, რომ თურქი ამომრჩეველი, გადაწვეტილების მიღების დროს, მათ შორის, ეკონომიკას აქცევს ყურადღებას, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი, ისევე როგორც სირიისა და ლიბიაში ინტერვენციები და ხმელთშუაზღვიური კრიზისი, არის მათი ყურადღების გადატანის მცდელობა ეკონომიკური საკითხებიდან  სამეზობლო პოლიტიკაზე. სირიასა და ლიბიაში რუსული ჩართულობისა და ხმელთაშუა ზღვის თურქეთის მოქმედებებზე  ევროპელების უარყოფითი რეაქციების გამო, თურქეთმა მოახერხა პატარა გამარჯვებული ომის გათამაშება, რომელიც თურქული ნაციონალიზმის საფუძველზე ხალხის მხარდაჭერას უზურნველყოფდა მმართველი გუნდის მიმართ. შესაბამისად, იმავე პოლიტიკის გატარების მცდელობაა ამ შემთხვევაშიც -ერდოღანს სჭირდება ომებში გამარჯვება.

რუსეთის როლი და გეგმები ყარაბაღის კონფლიქტში

საბრძოლო იარაღი, რომლითაც კავკასიის ორი ქვეყანა ერთმანეთს უპირისპირდება, მათთვის დიდწილად რუსეთის მიერ არის მიწოდებული. ანალიტიკოსების აზრით, სომხეთის სტრატეგიული მოკავშირე რუსეთი ამას შეგნებულად აკეთებს. კავკასიაში ფეთქებადსაშიში ვითარების შექმნისა და შემდეგ უკვე, საჭირო დროს გამოყენების მიზნით.

ამ ეტაპისთვის რუსეთი კონფლიქტში არ ერევა, თუმცა დუმილი, რომელსაც კრემლი ინარჩუნებს ნებისმიერ ქმედებაზე მეტყველია. ახლა რუსეთი საკმაოდ კომფორტულად გრძნობს თავს, მისთვის  სულერთია, სად გაივლის ყარაბაღში, კონფლიქტის ახალი გამყოფი ზოლი. მისი მიზანია მაქსიმალური თავისუფლება მისცეს მხარეებს და შემდეგ საკუთარი სამშვიდობო ძალები შეიყვანოს რეგიონში, ეს იდიალური ვარიანტია კრემლისთვის რადგან ეს იქნება ახალი სამხედრო ბაზა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

რუსეთს არ ჭირდება ფართომაშტაბიანი ომი კავკასიაში. მას აწყობს არეულობა რეგიონში. რუსეთს ძალიან არ მოსწონს ფაშინიანი. მას სურს სომხეთის პრემიერ-მინისტრის დისკრედიტაცია, რადგან ფაშინიანი რუსეთისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს, რომელიც, როგორც ლიდერი მშვიდობიან რევოლუციას გაუძღვა.

ფაშინიანის ფაქტორი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ერთ-ერთი წამყვანია, მააგრამ ერთად ერთი არა, კრემლის პროპაგანდა, სომხეთის ლიდერს, სოროსელს უწოდებს და ღიად გამოხატავს უკმაყოფილებას ფაშიანიანის დამოკიდებულებით რუსული ბიზნესის და ძველი პოლიტიკური ელიტის მიმართ.

აშკარაა, რომ რუსეთი, მთიანი ყარაბაღის სექტემბრის ესაკალციის შედეგად კიდევ უფრო მოძლიერდება რეგიონში, ყველაზე ცუდი ცენარის მიხედვით, ის სამშვიდობო ძალებს მთიანიყარაბაღის ტერიტორიაზე ჩააყენებს, ალბათ ისეთს, როგორც 2008 წელს საქართველოს ოკუპანტებად გადაიქცენ, ამით კი აზერბაიჯანის სუვერენიტეტს დაემუქრება. სომხეთში კი ზედმეტად თამამ, ხალხის მიერ არჩეულ ფაშინიანს მოიცილებს, შემდეგ საქართველოში სიტუაციის დასალაგებლად დაბრუნდება. რაც ძალიან ცუდი სცენარია მთელი რეგიონისთვის.

საქართველოს როლი და საფრთხეები

საქართველოდან რამდენიმე ასეულ კილომეტრში ნამდვილი ომია გაჩაღებული, ამის აღქმაში ხელს გვიშლის ჩვენს საშინაო პრობლემებზე და არჩევნებზე ფოკუსირება. ყოველდღე ვიღებთ ინფორმაციას ბრძოლის ველიდან, რომლის გადამოწმება შეუძლებელია, აზერბაიჯანის და სომხეთის მიერ ინფორმაციაზე  დაწესებული ცენზურის გამო.

საქართველოს, როგორც ამ კონფლიქტის შეჩერებაში სასიცოცხლოდ დაინტერესებულ მხარეს, ყველაზე მეტად სიფრთხილე და ვითარების ყველაზე სწორი ანალიზი მართებს.

ამ დროსითვის საქართველოს ხელისუფლებას, შეძლებისდაგვარად ნეიტრალურ პოზიციას  იკავებს, ისე არაერთხელ აქვს დეკლარირებული ქართულ ხელისუფლებებს, რომ მხარს უჭერს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას. ამასთან, ხელისუფლება მხარეებს მშვიდობისკენ მოუწოდებს და სტაბილურობაზე აკეთებს აქცენტს.

კონფლიქტის, კიდევ უფრო გამწვავების შემთხვევაში, საქართველოსთვის,  რამოდენიმე საფრთხე არსებობს:

საფრთხე 1 - ეს საფრთხე მაშინ წამოიქმნება, თუ კი წითელი ხიდის რაიონში, სადაც ერთდება სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის სახელმწიფო საზღვარი, აზებაიჯანელი და სომეხი სამხედროები საბრძოლო მოქმედებებს წაიწყებენ. კოსმოსიდან გადაღებულ ფოტოებზეც კარგად ჩანს, რომ ორივე დაპირისპირებული მხარის მიერ გათხრილი სანგრები გადმოდის საქართველოს ტერიტორიაზე(თუმცა ამის დოკუმენტურად დამტკიცება ძნელია, რადგან საქართველოს ამ მეზობელ ქვეყნებთან სახელმწიფო საზღვრის სრული დემილიტაცია და დემარკაცია დაწესებული არ აქვს).

ქართველ მესაზღვრეებს მოუწევთ მეტი დაკვირვება და სიფრთხილის გამოჩენა თუ კი, გამოიკვეთება სასაზღვრო მონაკვეთში საბრძოლო მოქმედებების გადმოტანის საშიშრობა.

საფრთხე 2 - სომხეთ-აზერბაიჯანის შეარაღებული დაპირისპირების ესკალაციის შემთხვევაში არ არის გამორიცხული მათ ,,ქალაქების ომიც“  დაიწყონ, ანუ ერთმანეთის სტრატეგიული მნიშვენელობის ობიექტების, მათ შორის ქალაქებისა და სხვა დასახლებული პუნქტების მიმართულებით ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების რაკეტები გაუშვან.

ბრძოლის დროს, არაერთხელ მომხდარა, რომ მიზანს აცილებული რაკეტა და ჭურვი მეზობელ ქვეყნის ტერიტორიაზე ჩავარდნილია და იქ დატრიალებულა ტრაგედია. ასე მოხდა, მაგალითად 1999 წელს, როდესც ნატოს მიერ გაშვებული ფრთოსანა რაკეტა სერბეთის ნაცვლად ბულგარეთის საზღვრისპირა ქალაქში აფეთქდა, შორს რომ არ წავიდეთ, ორი დღის წინ ყარაბაღთან გამართული საარტილერიო დუელის დროს რამდენიმე ჭურვი ირანის სოფელთან დაეცა. საქართველოს საზღვართან, რაც უფრო ახლოს გაიმართება დაპირისპირება, მით უფრო იზრდება იმის შანსი, რომ სამინზნედაკარგული რაკეტა ჩვენს ტერიტორიაზე ჩამოვარდეს.

საფრთხე 3 - კონფლიქტის დროში გახანგრძლივების შემთხვევაში, ორივე მხარეს დასჭირდება საბრძოლო მარაგის შევსება ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების გასახანგრძლივებლად. ორივე ქვეყანამდე ტვირთების ტრანზიტის ძირითად მარშუტი სწორედ საქართველოზე გადის.

მართალია საქართველოს ხელისუფლების წამომადგენლები ირწმუნებიან, რომ არ დაუშვებენ სამხედრო ტრანზიტს აზერბაიჯანისა და სომხეთში, ჯერ არავინ იცის სიტუაცია სადამდე დაიძაბება და საქართველოზე რა დონის ზეწოლები შეიძლება განხორციელდეს იმისათვის, რომ რუსეთმა სომხეთს, ხოლო თურქეთმა კი აზერბაიჯანს სამხედრო დანიშნულების  ტვირთები სრული გარანტიით მიაწოდოს.

საფრთხე 4 -საქართველოში კომპაქტურად მაცხოვრებელი სომეხი და აზერბაიჯანელი ეროვნების საქართველოს მოქალაქეები გულგრილი არ დარჩებიან იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება მათ ისტორიულ სამშობლოში. ისინი ეცდებიან, უფრო სწორად უკვე ცდილობენ, რაიმე სახით დაეხმარონ თანამემამულეებს. 

ასეთი დახმარება შეიძლება იყოს მატერიალური სახით ან მოხალისეების გაგზავნით ფრონტის ხაზზე, რაც ორივე ქვეყნისთვის მიუღებელი იქნება, რომ საქართველოს მოქალაქეებმა იბძოლონ, რომელიმე მხარეს.

საფრთხე 5 - ერთია, როდესაც საქართველოს მოქალაქეების მქონე ეთნიკურად სომხები და აზერბაიჯანელები ყარაბაღის ტყებში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და სულ სხვა არის, თუ კი, ისინი დაპირისპირებას ქართულ მიწაზე გადმოიტანენ. ამის საშიროება რეალურია.

საფრთხე 6-საბრძოლო მოქმედებებში წარმატება-წარუმატებლობიდან გამომდინარე დაპირისპირებულმა მხარეებმა შეიძლება უკიდურესი გადაწყვეტილებაც კი მიიღონ და ისეთი ნაბიჯები გადადგან, რაც მთლიანად სამხრეთ კავკასიას და მათ შორის საქართველოსაც დაემუქროს.

მაგალითად, სომხეთმა შეიძლება სარაკეტო დარტყმა მიაყენოს, როგორც მინგეჩაურის წყალსაცავს, ისე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს, საპასუხოდ კი აზერბაიჯანმა, სომხეთის ატომური ელექტროსადგურისკენ გაუშვას რაკეტები...

მინგეჩაურის წყალსაცავის და სტარტეგიული ნავთობსადენის მწყობრიდან გამოსვლა დიდ ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს სამხრეთ კავკასიაში, რომ აღარაფერი ვთქვათ  მეწამორის ატომურ ელექტროსადგურის მეორე ,,ჩერნობილად“ გადაქცევის საშინელ პერსპექტივაზე..

საფრთხე 7 - კორონავირუსის პანდემიის და სხვა ფაქტორების  გამო, ჩამოქცეულია ქვეყნის ეკონომიკა და გაუფასურებულია ეროვნული ვალუტა ,,ლარი“. ამის ფონზე ქართული ეკონომიკისთვის, ქვეყნის სამეზობლოში ომის ტვირთი და იქიდან მომდინარე საფრთხეების დამატება სერიოზულად აისახება სავაჭრო და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე.

აქვე აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების საკითხითც, რომლებიც კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში გამორიცხული არ არის, რომ სამიზნედ იქცნენ.(მხარეები აღნიშნავენ, რომ საბრძოლო მოქმედებები უკვე უშუალოდ სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფოს საზღვრის ჩრდილოეთ ნაწილში, თოვუზის რაიონშიც, დაიწყო, სადაც,  გადის ყველა ზემოხსენებული პროექტის ხაზები). ეს კი დამატებით რისკს და საფრთხეებს უქმნის მთელი რეგიონის და მათ შორის საქართველოს ეკონომიკას.

რაც შეეხება საქართველოს  ,,ქართული ოცნების“  ხელისუფლებას, მას 7 დღე დაჭირდა, რომ უსაფრთხოების საბჭო მოეწვია და ის აუცილებელი განცხადებები გააკეთებინა, რომელიც სომხეთ აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის განახლების პირველსავე დღეს უნდა თქმულიყო.

განსაკუთრებული არაფერი უნდა ეთქვა, უბრალოდ, რომ თბილისი მზად არის შუამავლობისთვის, რომ საქართველო საკუთარ ტერიტორიაზე სამხედრო ტვირთს არ გაატარებს და ჩვენი ინტერესია მშვიდობა კავკასიაში. ან სულა გამოეყენებინათ ტექსტი, რომელიც პრეზიდენტმა გამსახურდიამ აზერბაიჯანსა და სომხეთს გაუგზავნა, რომელმცა მშვიდობიანი მოლაპარაკებისთვის შეხვედრის ადგილად თბილისი შესთავაზა. ხელისუფლებისგან დაგვიანებული განცხადებების გაკეთება აღარ გვიკვირს, მაგრამ რა დიდი მიხვედრილობა ჭირდება იმას, რომ სოლიდარობა გამოგვეხატა ორივე სახელმწიფოსადმი და სიმბოლურად თითო სატვირთო მანქანა  ჰუმანიტარული დახმარება გაგვეგზავნა. მთავრობას საკუთარ თავზე უნდა აეღო სოლიდარობის გამომხატველი აქტივობები, იმის დასტურად, რომ ამ ქვეყანაში სომხები და აზერბაიჯანელები მშვიდობიანად და მეგობრულად ცხოვრობენ, სწორედ ეს უნდა იყოს მაგალითი კავკასიისთვის. ამით კი, მაქსიმალურად შევამცირებდით ქვეყნის შიგნით ამ ორ ეთინიკურ ჯგუფს შორის დაპირისპირების ალბათობას, მეორეს მხრივ საფუძველს გამოვაცლიდით იმ კამპანიას, რომელიც სოციალური ქსელებით აქტიურად მიმდინარეობს. თითქოს, რომ საქართველო აზერბაიჯანს ემხრობა ან სომხეთს. თან იმ ფონზე, როცა საქართველოში არმენო და აზერო ფობიური განწყობები უცხო არ არის.

სწორედ სახელმწიფოს პასუხიმგებლობაა პროაქტიურად იმოქმედოს ქვეყნის შიგნით შესაძლო საფრთხეების ასაცილებლად, რის ნაცვლად ოცნების ხელისუფლების უმოქმედობას ვხედავთ არა მარტო სომხეთ-აზერბაიჯანს  დაპირისპირების შედეგად გამოწვეულ საფრთხეების მიმართ.




 ახალი ამბები
  • ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე 2 000 კვმ მიწის ფართი, შსს-ს უსასყიდლოდ გადაეცემაოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელიც 27 ნოემბერს, 12 საათისთვის იყო დანიშნული, თითქმის, ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო. განცალკევებით მდგარი საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია კარგა ხანს ურეკავდა დეპუტატებს, რომ სხდომაზე მოსულიყვნენ. მალე დეპუტატთა რიგებს შემოემატნენ ლეიბორისტი დავით მამალაძე, " ქართული ოცნების" საკრებულოს წევრი დეპუტატები _ დავით მდინარაძე და დავით ჭაკნელიძე, რის შემდეგაც სხდომა დაიწყო. _ მეგობრებო, ყველამ კარგად ვიცით, როგორი მდგომარეობაა. ვიცი, რომ ზოგი ტესტირებაზე იყო, ზოგიც ავად არის, თუმცა, უნდა გავაკეთოთ მაქსიმალური მობილიზება, სიფრთხილის დაცვა და ასე მუშაობაა საჭირო. ბიუჯეტი მისაღებია. დიდი მადლობა ყველას, რომ შეძელით მოსვლა, _ ასე მიმართა დავით დარჩიამ საკრებულოს წევრებს და მათ დღის წესრიგით გათვალისწინებული 15 საკითხი გააცნო. საკრებულოს წევრებმა, ცალკეული საკითხების ირგვლივ განკარგულებები, რომლებიც კომისიების სხდომებზე იყო განხილული და აღარ საჭიროებდა კვლავ განხილვას, მსჯელობის გარეშე მიიღეს. ამასთანავე, საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხებიც განიხილეს, რომელთაგან ზოგს ტაშიც კი დაუკრეს. მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა, ალეკო მამეშვილმა წარმოადგინა საკითხი "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის შესახებ" _ ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე აღნიშნული 2 000 კვ.მ. მიწის ფართი, სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უსასყიდლოდ გადაეცემა. დეპუტატმა გოჩა კილაძემ განმარტა, რომ ეს საკითხი განიხილეს კომისიაზე და მიზანშეწონილად ცნეს სამინისტროსთვის აღნიშნული ფართის გადაცემა. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, როგორც სხდომაზე დასმული კითხვების პასუხებიდან გახდა ცნობილი, საპატრულო პოლიციისთვის მოეწყობა სადგომი, სადაც საჯარიმოდ გადატანილ ავტომანქანებს განათავსებენ. საკითხი _ "მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ", იურიდიული სამსახურის უფროსმა ლაშა თავაძემ წარმოადგინა. საკითხის ირგვლივ საუბრისას მან განმარტა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შეიქმნება ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის მომსახურების განყოფილება. ახალ განყოფილებაში ხუთი თანამშრომელი იმუშავებს. დარბაზიდან გაისმა საკრებულოს წევრთა კითხვები კადრების შერჩევასთან დაკავშირებით. კერძოდ, ადგილზე მოხდება შერჩევა თუ ცალკეული პირები კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას. _ შესაძლოა, გამოცხადდეს შიდა კონკურსი, რათა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ადგილობრივი რესურსი, _ განაცხადა ლაშა თავაძემ. იმ შემთხვევაში, თუ შიდა კონკურსი ჩატარდება და გამარჯვებულები დაიკავებენ ბავშვთა მომსახურების განყოფილების თანამშრომელთა ადგილებს, მერიაში გათავისუფლებულ საშტატო ერთეულებზე სამომავლოდ გამოცხადდება კონკურსი ახალი თანამშრომლების დასანიშნად. თავაძემ განმარტა, რომ მერიის რომელიმე თანამშრომელი თუ ბავშვთა განყოფილებაში გადავა სამუშაოდ შიდა კონკურსის საფუძველზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ორ ადგილზე იმუშავებს და ასე კითხვა არც უნდა დაისვას. საკრებულოს წევრმა დავით მდინარაძემ, რომელიც პროფესიით პედიატრია და საბავშვო კლინიკას ხელმძღვანელობს, გამოთქვა თვალსაზრისი, რომ კადრების შერჩევას სერიოზულად უნდა მიუდგნენ: _ სერიოზული სფეროა და ძალზე გულისხმიერი მიდგომა სჭირდება. აუცილებელია კადრების  სწორად შერჩევა, _ თქვა მან. ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის მომსახურების განყოფილებაში დასაქმებულ ხუთ თანამშრომელს, სხვადასხვა პოზიციაზე, ხელფასი განესაზღვრებათ შემდეგი ოდენობით: განყოფილების უფროსი _ 1 400 ლარი; უფროსი სპეციალისტი, ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი _ 1 100 ლარი; ბავშვის ფსიქოლოგი _ 1 000 ლარი; უფროსი სპეციალისტი ბავშვის ჯანმრთელობის მართვის საკითხებში _ 900 ლარი და უფროსი სპეციალისტი, ბავშვის სამართლებრივი დახმარების სპეციალისტი _ 900 ლარი. სხვადასხვა თვალსაზრისის გამოთქმის შემდეგ, საკრებულოს დეპუტატებმა დადგენილება მიიღეს. საკრებულომ მოისმინა მერის მიერ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, 2020-2021 წლებში, საქართველოს რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან, დასაფინანსებელი პროექტების და ა(ა)იპ "სოციალური პროექტების განვითარების ფონდის" მიერ წარმოდგენილი წინადადებები _ დეპუტატებმა შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღებას უყარეს კენჭი, მომხსენებელმა ალეკო მამეშვილმა ისაუბრა პროექტების ჩამონათვალის ირგვლივ: _ ეს იქნება ციხისფერდი-გურიანთის შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია. ასევე, სოფელ ხვარბეთში და ძიმითში სასოფლო გზების რეაბილიტაცია, ლიხაურში ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზის მოასფალტება, სოფელ შრომაში საბავშვო ბაღის მოწყობა, საბაგირო გზის მოწყობა მთისპირი-ბახმაროს მიმართულებით და სხვა, _ თქვა მამეშვილმა. _ სულ ცოტა, ამ პროექტების გახორციელების შემთხვევაში, ოზურგეთს მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ასიგნებებს თანხა დაერიცხება და ეს იქნება ძალიან კარგი. მაინტერესებს, ეს სააგენტო ხომ არ ითხოვს ე. წ. განზრახვათა წერილს. როგორც ვიცი, იყო შეხვედრები მერთან. და ხომ არ მომზადებულა ასეთი წერილი? _ იკითხა დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ, რაზეც მამეშვილმა უპასუხა, რომ ჯერ არ ყოფილა ასეთი მოთხოვნა. საკრებულოს წევრმა, სოფელ ნატანების დეპუტატმა თამაზ ტუღუშმა უკმაყოფილება გამოთქვა ნატანებში მუსიკალური სკოლისთვის რემონტის დაგვიანების გამო. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, თემურ გიორგაძემ მას უპასუხა, რომ მომავალ წელს მოხერხდება ამის გაკეთება: _ ახლა სკოლები დისტანციურ რეჟიმში მუშაობენ. ამიტომ, ჯერ სხვა პროექტებს მივხედოთ და შემდეგ _ მუსიკალურ სკოლას, _ თქვა გიორგაძემ და მიანიშნა, რომ ჯერ რეგფონდის და სოციალური პროექტების განვითარების ფონდის წარმოდგენილ პროექტებს სჭირდება მხარდაჭერა: _ კარგია ერთი პროექტი ნატანებშიც თუ გახორციელდება. მერე ერთ თეთრს არ მოვითხოვ ბიუჯეტიდან, _ იუმორით დაასრულა თავის გამოსვლა თამაზ ტუღუშმა. სხდომაზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი იყო "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, სანებართვო პირობების და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცება", რაც ადმინისტრაციულ წარმოებაში მიიღეს. როგორც მომხსენებელმა, მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელმა, თემურ მურვანიძემ განმარტა, ცალკეულ ტრანსპორტის მარშრუტებზე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და ქალაქ ოზურგეთშიც გამოცხადდება კონკურსი: _ მასში მონაწილეობის უფლება ექნებათ როგორც ორგანიზაციებს, ისე _ ფიზიკურ პირებს. ვინც კონკურსში გაიმარჯვებს, მიიღებს ნებართვას უშუალოდ მუნიციპალიტეტის მერისგან. მსგავსი კონკურსი 2000 წელს მხოლოდ თვითმმართველ ქალაქებში ჩატარდა. ახლა ჩატარდება კონკურსი ტრანსპორტის კანონში ცვლილების საფუძველზე, რის შემდეგაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამართულად დარეგულირდება შიდა გზებზე მგზავრთა გადაყვანა, _ თქვა ... ...
  • ავარიას სუფსაში ერთი ადამიანი ემსხვერპლაროგორც ვიუწყებოდით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ერთმანეთს მიკროავტობუსი და სატვირთო ავტომაქანა დაეჯახა. შემთხვევა სუფსაში საღამოს, დაახლოებით 7 საათზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხევას ერთი ადამიანი იმსხვერპლა. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეექვსე ნაწილით. ამავე თემაზე; ავტოსაგზაო შემთხვევა სუფსაში - არის ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა სუფსაში - არის მსხვერპლიჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, არის მსხვერპლი. “გურია ნიუსი“ დამატებით ინფორმაციას რამდენიმე წუთში ... ...
  • ჯანმომ პირბადის ტარებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები განაახლაჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ პანდემიის პირობებში, იმ შემთხვევაში, თუ სულ მცირე ერთი მეტრის დისტანციის დაცვა შეუძლებელია, პირბადე როგორც შენობის შიგნით, ასევე შენობის გარეთ უნდა ვატაროთ. გარდა ამისა, ორგანიზაცია რეკომენდაციით გამოდის, რომ მოქალაქეებმა პირბადე დისტანციის დაცვის შესაძლებლობის მიუხედავად ატარონ, თუ შენობაში სათანადო ვენტილაცია არ არსებობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განახლებული რეკომენდაციები, როგორც ზრდასრულებს, ასევე 12 წლიდან ბავშვებს ეხებათ. რეკომენდაციებში ასევე ნათქვამია, რომ ხუთ წლამდე ბავშვებმა პირბადე არ უნდა ატარონ, ხოლო 6-დან 11 წლამდე ბავშვებს რაც შეეხებათ, მათ პირბადე კონკრეტული გარემოს ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით უნდა ... ...
  • "გულგრილობის ვირუსი კლავს" _ გაეროს ქალთა ორგანიზაციის ონლაინკამპანია "გულგრილობის ვირუსი კლავს" — გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ონლაინკამპანია მიმდინარეობს. კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური აქტივიზმის ნაწილია. მის ფარგლებში, ცნობიერების ასამაღლებელ ვიზუალურ მასალებთან ერთად, შეიქმნა 4 აუდიოპიესა, რომელთა ავტორებიც ქართველი მწერლები ნესტან ნენე კვინიკაძე და ლაშა ბუღაძე არიან. პიესებში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სხვადასხვა ფორმა რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული სცენებითა და სიტუაციებითაა აღწერილი. გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქსტატის ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის (2017 წელი) თანახმად, საქართველოში 7-დან ერთ ქალს მეუღლის ან პარტნიორის მხრიდან ძალადობა გამოუცდია, მოსახლეობის 41% ფიქრობს, რომ ოჯახში ძალადობა ოჯახის საქმეა. აუდიოპიესებიცა და კამპანიაც, ცნობიერების ამაღლების გარდა, ერთ-ერთ მთავარ აქცენტს საზოგადოებაზე აკეთებს, რადგან მის სწორ რეაგირებას ხშირად ქალების სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. მით უფრო ახლა, როდესაც COVID-19-ით გამოწვეულმა შეზღუდვებმა და იზოლაციამ ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის საფრთხე კიდევ უფრო გაზარდა. ამ სიტუაციაში განსაკუთრებული როლი ეკისრება საზოგადოებას, რომელმაც გულგრილად არ უნდა დატოვოს ძალადობის შემთხვევები, რომლებიც მაგალითად, მეზობლის, მეგობრის, თუ უბრალოდ ნაცნობის სახლის კარს მიღმა ხდება. კამპანია პროექტის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში“ ნაწილია, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია გაეროს მოსახლეობის ფონდთან ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და მასზე რეაგირებისთვის საჭირო პოლიტიკისა და კანონმდებლობის გამართვას, ასევე, შესაბამისი ინსტიტუციების შესაძლებლობების გაზრდას ემსახურება. ამავდროულად, პროექტის მიზანი საზოგადოებაში არსებული ნეგატიური გენდერული სტერეოტიპების, სოციალური ნორმებისა და დამოკიდებულებების შეცვლა, ქალთა უფლებების მხარდაჭერა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაა. გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანია 1990-იანი წლების დასაწყისიდან აღინიშნება. იგი მიზნად საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრირებას ისახავს. წელს კამპანია მთავარ აქცენტს იმ „ჩრდილოვან პანდემიაზე“ აკეთებს, რომელიც COVID-19-ის გავრცელებას მოჰყვა: გადაადგილების შეზღუდვისა და იზოლაციის დაწყებისთანავე ქალებისა და გოგოების მიმართ ყველა სახის ძალადობის, განსაკუთრებით, კი ოჯახში ძალადობის შესახებ შეტყობინებების რაოდენობ აგაიზარდა. გაეროს ქალთა ორგანიზაცია უერთდება ძალადობა გამოვლილ ადამიანებს, აქტივისტებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, გაეროს სისტემასა და ყველა სოციალური ფენის წარმომადგენლებს, რათა უფრო ცხადად გამოკვეთოს, თუ რაოდენ საჭიროა დაფინანსება, აუცილებელი მომსახურებები, პრევენცია და მონაცემები, რომელთა მეშვეობით, ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობაზე მეტად ინფორმირებული რეაგირება ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...