რა გავლენას იქონიებს საქართველოზე სომხეთში მიმდინარე პროცესები

მსოფლიო

რა გავლენას იქონიებს საქართველოზე სომხეთში მიმდინარე პროცესები

2018 მაი 3 16:13:56

სომხეთი ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევის მოლოდინშია, სავარაუდოდ, ქვეყნის მეთაური ოპოზიციის ლიდერი და საპროტესტო აქციის ორგანიზატორი ნიკოლ ფაშინიანი  გახდება, რადგან სახელისუფლებო პარტიამ, საკუთარი კანდიდატის წარდგენაზე უარი თქვა და  თანხმობა განაცხადა, პარლამენტის 1/3-ის მიერ წარდგენილი კანდიდატურისთვის მხარდაჭერაზე. ფაშინიანმა მმართველი პარტიის განცხადების შემდგომ, მომიტინგეებს მოუწონა დროებით შეეწყვიტათ სამოქალაქო დაუმორჩილება. სახელმწიფო მეთაურის არჩევის მეორე  ტური კი  8 მაის გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ სომხეთში, 13 აპრილიდან რადიკალური ოპოზიცია მასობრივ აქციებს მართავს. საპროტესტო აქციის მონაწილეები ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგისიანის  კანდიდატურის  წარდგენას აპროტესტებდნენ. მიუხედავად ამისა, სომხეთის პარლამენტმა 17 აპრილს სერჟ  სარგსიანი  პრემიერ-მინისტრად აირჩია. რის გამოც,  ოპოზიციის ლიდერმა და აქციის ორგანიზატორმა ნიკოლ ფაშინიანმა  ,,ხავერდოვანი რევოლუციის“ დაწყების შესახებ განაცხადა და მოსახლეობას სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა.

პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგისიანი 23 აპრილს მასობრივი სახალხო პროტესტის გამო თანამდებობიდან გადადგა. თუმცა, სომხეთის თითქმის ყველა ქალაქსა და სოფელში, მოსახლეობა პროტესტს მაინც აგრძელებს და მთავრობის გადადგომასა და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვს.

სომხეთის პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციის ,,ელქ“ ხელმძღვანელის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სერჟი სარგისიანის წასვლა არაფერს ნიშნავს, რესპუბლიკური პარტიასაც უნდა ჩამოერთვას ძალაუფლება, რადგან სარგისიანმა არ განაგრძოს ქვეყნის ფაქტობრივი მართვა კულისებიდან მმართველი პარტიის ლიდერის სტატუსით. მისი აზრით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხალხის კანდიდატი უნდა დაინიშნოს,  რომლის შემდეგ მოხდება დროებითი მთავრობის ფორმირება, შემდგომ კი შესაძლებელია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

„გურია ნიუსი“ სომხეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კონფლიქტოლოგ გიორგი კანაშვილის ესაუბრა.

გიორგი კანაშვილის შეფასებით, სომხეთში ხელისუფლების ცვლილება არ გამოიწვევს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ცვლილებას, რადგან რუსეთი არის ყარაბახში სტატუსკოს შენარჩუნების ერთადერთი გარანტი, საქართველოსთან  მიმართებაში კი შესაძლებელია, სხვადასხვა კუთხით  კიდევ უფრო დალაგდეს  ურთიერთობები.

_ სომხეთში განვითარებული მოვლენები  დაკავშირებულია, დაგროვილ სოციალურ-ეკონომიკურ-პოლიტიკურ პრობლემებთან, რომელიც იყო წლების განმავლობაში და იგნორირებული იყო მმართველი ძალის მიერ.  ფაქტობრივად, ს იყო სოციალური ბუნტი, რაც არავის ეგონა, რომ  მივიდოდა ამ შედეგებამდე _ მოხდებოდა მმართველი ელიტის, ამ ეტაპზე პრემიერ-მინისტრის  შეცვლა. როგორც ჩანს, ჩემის აზრით,  შეიცვლება მთლიანად სისტემა.  ამგვარ განვითარებას არავინ ელოდა.

_ ამ პროცესებში რამდენად იქნება რუსეთის გავლენა და რისი მანიშნებელია  რუსეთის ასეთი სიმშვიდე, ხომ არ თმობს ის სომხეთზე პოლიტიკურ გავლენას?

_ რუსეთი არაფერს თმობს და არც დათმობს. ფაშინიანი არ ამბობს, რომ სომხეთის ხელისუფლების მოსვლის შემთხვევაში, რამე შეიცვლებოდა ფუნდამენტურად  რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებში. შესაბამისად,  ის სიმშვიდე, რომელიც ჩანს რუსეთის მხრიდან, განპირობებულია  იმით, რომ  მათ აქვს მყარი რწმენა იმისა, რომ სომხეთი არ გადაუხვევს მის საგარეო ორიენტაციას. მათ საკმარისზე მეტი  გარანტიები აქვთ. მთავარი გარანტია ის, რომ დღევანდელი ურთიერთობა აზერბაიჯანთან და ყარაბახის კონფლიქტი, რომლის სტატუსკოს გარანტირებას, ფაქტობრივად,  რუსეთი ახდენს.  არ ჩანს ჰორიზონტზე სხვა არცერთი, ისეთი გარე მოთამაშე, რომელიც დაეხმარებოდა სომხეთს სტატუსკოს შენარჩუნებაში. არის უსაფრთხოების პრობლემატიკა, რომლის გამო, სომხეთის, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ვერ გადაუხვევს დღეს არჩეულ საგარეო ორიენტაციას. ამიტომ რუსეთი მაინცდამაინც არ ნერვიულობს, ამ ფაქტთან დაკავშირებით.

_ თუმცა,  ოპოზიციის ლიდერის  ნიკოლ ფაშინიანის განცხადება კარგად გვახსოვს, რომელიც რუსეთის პოლიტიკას მკაცრად აკრიტიკებდა, ფაშინიანი კი სომხეთში პროდასავლურ პოლიტიკოსად ითვლება...

_ ფაშინიანის განცხადებები, გაკეთებულია თვეების და წლების  წინ, როდესაც ის იყო ოპოზიციაში  და ა.შ. ადამიანები, რომლებიც  ხელისუფლებაში გადადიან,  ხშირად საკუთარ პოზიციებს  უგულებელყოფენ. რაც ეს პროცესები დაიწყო, მას საერთოდ არ გაუჟღერებია არც ევროკავშირი,  არც საგარეო ურთიერთობები. ის მუდმივად ხაზს უსვამდა შიდასახელმწიფოებრივ განზომილებას და  ის, თითქმის, საერთოდ არ ახსენებდა სხვა საკითხებს, საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით.

_ სომხეთში მიმდინარე პროცესები, ხომ არ გამოიწვევს ყარაბახში სიტუაციის დაძაბვას?

_ ყარაბახში, რამდენიმე დღეა, რაც  უკვე დაიძაბა სიტუაცია. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, იქ აქტიურად შეინიშნება აზერბაიჯანული ტექნიკის  მობილიზაცია. ზოგადად, ასეთ დროს, სამწუხაროდ, ხდება ხოლმე პროცესების ესკალაცია. ამგვარი სიტუაცია იყო 2009 წელს, როდესაც სომხეთში მიტინგი დაარბიეს და შიდა არეულობა იყო. მაშინაც გააქტიურდა  კონფლიქტის ზონაში სიტუაცია. არ არის გამორიცხული , რომ ამგვარი პროცესები ახლაც განმეორდეს. ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან სამწუხარო და ალბათ, იქონიებს მხოლოდ და მხოლოდ იმ ეფექტს, რომ კიდევ ერთხელ  დაარწმუნებს სომხეთს, რომ რუსეთის გარდა  მას სხვა ოპცია არ გააჩნია.  ეს კი გამოიწვევს შიდა  სომხურ კონსოლიდაციას ამ საკითხთან,   კონფლიქტთან მიმართებით.

 _ სომხეთში განვითარებულმა მოვლენებმა, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს საქართველოზე?

_ გააჩნია, ეს პროცესები როგორ განვითარდება. რა თქმა უნდა, ჩვენთვის და ზოგადად, რეგიონისთვის, ვფიქრობ, რაც მეტი დემოკრატია იქნება, მით უკეთესი საქართველოსთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონში დემოკრატია ყოველ წელს უფრო და უფრო მცირდება. რუსეთი კარგა ხანია აღარ არის დემოკრატიული, აზერბაიჯანი, ფაქტობრივად, აღმოსავლური ტიპის სახელმწიფოდ ყალიბდება, სადაც დემოკრატიაზე საუბარი ამ ეტაპზე ზედმეტია, თურქეთში  სულ უფრო და უფრო ნაკლებია დემოკრატია, მეტია ავტორიტარიზმი. შესაბამისად, რეგიონში, ფაქტობრივად, საქართველო არის დარჩენილი, სადაც მიუხედავად პრობლემებისა, შეუდარებლად  მაღალია დემოკრატიის ხარისხი, ვიდრე სამეზობლოში _ პოსტსაბჭოთა ქვეყნების უმრავლესობაში. აქედან გამომდინარე, თუ სომხეთი დაადგება დემოკრატიზაციის  გზას, ალბათ, ეს  გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლებელია გარდაისახოს, თუნდაც, საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის იქნება მხოლოდ და მხოლოდ კარგი.

_ არის თუ არა შესაძლებელი სომხურ-ქართულ ურთიერთობებში რამე შეიცვალოს?

_ არა მგონია, პირდაპირი რაიმე ასახვა მოხდეს სომხურ-ქართულ ურთიერთობებში. ზოგადად, ისედაც თბილისსა და ერევანს შორის, საკმაოდ ნორმალური, კონსტრუქციული, მეგობრული და პრობლემურ მომენტებში საკმაოდ კარგი ურთიერთობებია. ეს ჩვენ მოვახერხეთ,  25 წლის განმავლობაში, რაც ამგვარი ურთიერთობები  შენარჩუნებულია. მე ვფიქრობ, რომ ჩვენს ურთიერთობებს არაფერი ემუქრება, პირიქით, შეიძლება, რაღაც მიმართულებით კიდევ უფრო დალაგდეს ურთიერთობები.




 ახალი ამბები
  • დაგვეხმარეთ მაუწყებლის გადარჩენაში - ჟურნალისტების ნაწილი დიპლომატიურ კორპუსს მიმართავსაჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ. ისინი ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის - მაია მერკვილაძის შტატის გაუქმება სარედაქციო პოლიტიკაზე პირდაპირი თავდასხმად მიიჩნევენ და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ. "საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას ახალი ამბების სამსახურის თანამშრომლები სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვად მივიჩნევთ. ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის - მაია მერკვილაძის შტატის გაუქმება სარედაქციო პოლიტიკაზე პირდაპირი თავდასხმაა. დღეს მრჩეველთა საბჭომ და მაუწყებლის დირექტორმა არხის თანამშრომლების მოთხოვნა, - საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით მისი განხილვა გადადებულიყო, არ გაითვალისწინა. გაუგებარია, რატომ არის პროცესი ფორსირებული, როდესაც დირექტორს ისედაც აქვს გაცხადებული, რომ რეორგანიზაციას გეგმავს. ამასთან, დაწყებულია დისციპლინური დევნა ახალი ამბების სამსახურის უფროსის - შორენა ღლონტის წინააღმდეგ, რაც კიდევ უფრო მეტად გვიღრმავებს ეჭვებს, რომ მენეჯმენტისთვის სასურველი ახალი კადრების შემოსაყვანად პოზიციები თავისუფლდება. გვაქვს მოლოდინი, რომ მაია მერკვილაძის შემდეგ, სარედაქციო პოლიტიკას ჩამოაშორებენ ახალი ამბების ხელმძღვანელს - შორენა ღლონტს. მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში შექმნილი ვითარება საარჩევნო წელს ემსახურება არასასურველი კადრების, განსაკუთრებით კი - კრიტიკული ჟურნალისტების ჩამოშორებას. მივმართავთ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს - ჩაერთონ პროცესში და დაგვეხმარონ მაუწყებლის გადარჩენაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაზარალდებიან არა მხოლოდ ჟურნალისტები, არამედ დაზიანდება საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა, რაც კიდევ უფრო დააზარალებს მედიაგარემოს, პლურალიზმსა და დემოკრატიულ პროცესებს ქვეყანაში. დირექტორის მიერ დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებები შეეხო სხვა სამსახურებსაც. მაგალითად: საავტორო - შემოქმედებითი გადაცემების სამსახურის უფროსის მოადგილეს შემოქმედებითი მიმართულებით - გიორგი მურვანიძეს, ამავე სამსახურის მოადგილეს საორგანიზაციო მიმართულებით - ბესო დუმბაძეს და ფინანსური სამსახურის უფროსის მოადგილეს მაია შაშიკაძეს. ასევე სხვა მოადგილეების შტატებს, რომლებიც ვაკანტური იყო. მაუწყებელში დღეს განვითარებული მოვლენები ლოგიკური გაგრძელებაა იმ პროცესებისა, რომელიც დაიწყო 2019 წლის აპრილში ნათია კაპანაძის იმპიჩმენტით, გაგრძელდა მაუწყებლიდან ნათია ზოიძის იძულებით წასვლით და ნათია შავაძესთან შრომითი ხელშეკრულების ამოწურვით."_ ნათქვამია ... ...
  • ჩოხატაურელი ნორჩი მხატვრების წარმატება "ზამთრის ვერნისაჟზე"მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში გურიის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების მეცხრე გამოფენა-კონკურსი _ „ზამთრის ვერნისაჟი“ მოეწყო. გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს ჩოხატაურის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც სხვადასხვა ნომინაციაში, ოზურგეთის მერიისა და საკრებულოს მიერ მიერ დაჯილდოვდნენ სიგელებით, ფულადი ჯილდოთი და ფასიანი საჩუქრებით. ნომინაციაში ,,საუკეთესო ფერწერა'' დაჯილდოვდა პაპუნა ჯინჭარაძე (მე- 5 კლასი), ნომინაციაში ,,საუკეთესო კომპოზიცია'' _ ლუკა ფუტკარაძე (მე-3 კლასი); ნომინაციაში ,,საუკეთესო ნახატი’’ _ ნანა კვინტრაძე (მე-6 კლასი); ნომინაციაში ,,მნახველის სიმპათია’’ _ ანასტასია კობიძე (მე-4 კლასი). ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების სამხატვრო სკოლის ყველა მონაწილე ცენტრის მიერ დაჯილდოვდა სიგელებით გამოფენაზე ... ...
  • ხანძარი ზუგდიდში, სოფელ ზედა ეწერშიხანძარი იყო ცოტა ხნის ზუგდიდში, სოფელ ზედა ეწერში. როგორც ადგილიდან "გურია ნიუსის" ჟურნალისტი იტყობინება, ცეცხლი ეკალ-ბარდებს ეკიდა. ხანძარი ამდროისთვის ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სამი სახანძრო მუშაობდა. ჯერჯერობით, უცნობია, რამდენი ჰექტარი დაიწვა. ასევე, უცნობია ხანძრის გამომწვევი ... ...
  • „ვითხოვთ სამართალს“ _ აქცია ავტობანის მშენებლობაზე ლანჩხუთში, სუფსის მოსახლეობამ ავტობანთან დაკავშირებით აქცია გამართა. ისინი ამბობენ, რომ თანხა, რომელიც სახელმწიფომ მათ კუთვნილი მიწების დათმობის სანაცვლოდ გადაუხადა მიზერულია და საკითხით დაინტერესებას პრემიერ მინისტრს თხოვენ. სუფსის ადმინისტრაციის მოსახლეობის ნაწილის საპროტესტო მუხტი იმ ფართობების კომპენსირების თანხაზე, სადაც ავტომაგისტრალმა უნდა გაიაროს, არახალია _ მათთვის კატეგორიულად მიუღებელია სახელმწიფოს მიერ ერთ კვ/მეტრზე შეთავაზებული ფასი. ისინი ხელისუფლებას მოსახლეობის აბუჩად აგდებაში დებენ ბრალს და გაცილებით მეტი თანხის გადახდას ითხოვენ. საქმე სუფსის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იმ ნაკვეთებს ეხება, რომლებიც "ფოთი-გრიგოლეთის" 14-კილომეტრიანი მონაკვეთის საზღვრებში ავტობანის მშენებლობის პროექტში მოხვდა. აქედან, "გრიგოლეთი-ქობულეთის ზოლი 10 კილომეტრია. „ჩვენი კერძო საკუთრება (მიწის ნაკვეთები) მიზერულ ფასებად მუქარითა და იძულებაში ჩაყენებით დაგვათმობინეს. დღემდე ვითხოვთ სამართალს, გენპროკურატურასაც მივმართეთ საქმის ჯეროვანი გამოძიების მოთხოვნით, მაგრამ 11 თვეა იძიებენ და ახლა ირკვევა, რომ საქმე შესასწავლად სუფსის პოლიციისთვის გადმოუგზავნიათ. დიდი ალბათობით თანამდებობის პირებმა მიითვისეს ჩვენი კუთვნილი სოლიდური თანხები და ამიტომაც ეტყობა საქმის ჩაფარცხვის სურვილი აქვთ“-ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ხათუნა გუჯაბიძე. ხათუნა გუჯაბიძის თქმით, ფართობების კომპენსირების თანხის თაობაზე სუფსის მოსახლეობის მხრიდან ინფორმირებულია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც. „ჩვენ ინფორმაცია საკითხთან დაკავშირებით მივაწოდეთ გია ვოლსკისა და თეა წულუკიანს, დაგვპირდნენ საკითხით დავინტერესდებითო, მაგრამ საქმე ამის იქეთ არ წასულა. წულუკიანი მაშინ  დაგვპირდა, რომ საქმეს გენპროკურატურისგან გამოითხოვდა და პასუხს ადგილობრივი ხელმძღვანელობის მეშვეობით შეგვატყობინებდა, ბევრჯერ მოვიკითხეთ მერიაში მინისტრისგან გამოგზავნილი პასუხი, მაგრამ დღემდე არააფერი ჩანს“-  ამბობს ხათუნა გუჯაბიძე. მიწის იმ მესაკუთრეები,  რომელთა ნაკვეთებიც მოექცა გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის პროექტში, საკუთარ პრეტენზიებს „გურია ნიუსთან“ საუბარში აფიქსირებენ: -"მონაკვეთის საზღვრები იწყება ზღვის სანაპირო ზოლიდან 700 მეტრის დაშორებით. ნაკვეთებს მარჯვენა მხრიდან ესაზღვრება საგზაო-სატრანსპორტო მაგისტრალი, მარცხენა მხრიდან კი _ მდინარე სუფსა. არის ვაკე ადგილი და თავისი მდებარეობის მიხედვით პრესტიჟულია ნებისმიერი ბიზნესსაქმიანობისთვის. მოსახლეობას გვქონდა დიდი მოლოდინი, რომ ამ ნაკვეთებში სახელმწიფო სოლიდურ თანხას გადაგვიხდიდა და ღირსეულად მოგვექცეოდა, მაგრამ მოხდა პირიქით. სუფსის საზღვრებში განლაგებული მიწის ნაკვეთები (ე. წ. "ნაოჩვანი"), რომლებიც წარმოადგენს 32 ოჯახის კერძო საკუთრებას, მდებარეობს პრესტიჟულ ადგილზე, დანიშნულებით _ სასოფლო-სამეურნეო, მოხვდა ავტობანის მშენებლობის პროექტში. ამ შემთხვევაში მიწის მესაკუთრეებთან მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციების და არც გზის დეპარტამენტის მხრიდან არანაირ შეხვედრას, შემოთავაზებას და კონსულტაციას ადგილი არ ჰქონია. დეპარტამენტის წარმომადგენლები გვაძალებდნენ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას და ჩვენი საკუთრების დათმობას ასეთ მიზერულ ფასად და მოსახლეობაში ავრცელებდნენ ხმებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მესაკუთრეს სახელმწიფო ჩამოართმევდა საკუთრებას _ პროექტის განხორციელების ხელის შეშლასთან დაკავშირებით. ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულებამ ისე შეაშინა და პანიკაში ჩააგდო სოფლის მოსახლეობა საკუთრების ჩამორთმევასთან დაკავშირებით, რომ მათმა ერთმა ნაწილმა, რომლებიც ბანკის ვალებში იხრჩობოდნენ, ამ უსამართლო და ძალით თავსმოხვეულ "ხელშეკრულებას" ხელი მოაწერა.  ჩვენ გვქონდა სიტყვიერი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ იმ მონაკვეთში, ე.წ. "ლოტში", რომელიც, დაახლოებით, 10-კილომეტრიან ზოლს მოიცავს, ჩვენი ნაკვეთების შემდეგ განლაგებულ ნაკვეთებში (რომელიც შედის, ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზღვრებში), მესაკუთრეებს გადაუხადეს გაცილებით სოლიდური თანხები 1კვ. მეტრში. ზოგან 25-60 ლარი ერთ კვ, მეტრში, ზოგან კი 40-დან 120 ლარამდე“, _ ამბობს მიღებული კომპენსაციით უკმაყოფილო მოსახლეობა და ხელისუფლებას საკითხით დაინტერესებას ... ...
  • საზარელი ტრაგედია ვანში - 26 წლის მამაკაცმა სანადირო თოფით თავი მოიკლავანში, სოფელ მუქედეში 26 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ინფორმაცია "გურია ნიუსს"მერის წარმომადგენელმა დაუდასტურა. ავთანდილ გუბერიძის განცხადებით,სუიციდის ფაქტი 16 თებერვალს მოხდა.  ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცმა თავი სანადირო თოფით მოიკლა. რა გახდა თვითმკვლელობის მიზიზეზი, უცნობია.  შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...