რას წერს Eurasianet კონგრესმენების თხოვნაზე პომპეოსთან საქართველოს შესახებ

მსოფლიო

რას წერს Eurasianet კონგრესმენების თხოვნაზე პომპეოსთან საქართველოს შესახებ

19 მაი. 2020, 11:30:21

„ამერიკელი კანონმდებლები საქართველოს მთავრობის რუსეთთან კავშირების გამოძიებას ითხოვენ“, – ამ სათაურით სტატიას Eurasianet აქვეყნებს.

როგორც სტატიაშია ნათქვამი,  „ბრალდებები, რომელთაც, საქართველოს ოპოზიციის გარდა,  სერიოზულობით არავინ აღიქვამს, კვლავ აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც თბილისმა შეწყვიტა კონტრაქტი ერთ-ერთ ამერიკულ ენერგეტიკულ კომპანიასთან.“

„მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ გაიმარჯვა საერთაშორისო საარბიტრაჟო საქმეში, ამერიკული ნავთობკომპანიის წინააღმდეგ, კონგრესში კომპანიის მხარდამჭერებმა თბილიში მმართველი პარტია დაადანაშაულეს რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებაში...

კონგრესის ოთხმა წევრმა, მათ შორის სენატორმა ტედ კრუზმა, 15 მაისს დაწერა წერილი, რომელშიც სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს და ხაზინას მდივანს სტივენ მნუჩინს სთხოვდნენ გამოიძიონ ”ქართული კავშირები ამერიკის მტრულ მეტოქეებსა და მტრებთან.”

წერილის თანახმად, [საქართველოს] მთავრობას ბრალი ედება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების არასათანადო სიმკაცრით გატარებაში, ხოლო „ქართული ოცნების“ მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს – რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირებში“.

საქართველოს მთავრობის ოპონენტებს სჯერავთ ბრალდებების ივანიშვილზე რუსეთის გავლენის  შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ იქნა დასაბუთებული.

„ქართული ოცნების“ მთავრობა, რომელმაც 2012 წელს მოიპოვა ხელისუფლება, არ იყო ისეთი დემონსტრაციულად ანტირუსული, როგორც მისი წინამორბედი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ამის მიუხედავად, გაძლიერდა საქართველოს კავშირები ამერიკასთან – გაფართოვდა სამხედრო სფეროში თანამშრომლობა, ხოლო ქვეყნის კონსტიტუციაში ოფიციალურად აისახა საქართველოს მისწრაფებები ნატო-სა და ევროკავშირთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, რუსეთის მარიონეტობის შეთქმულების თეორიებმა კვლავ წამოყო თავი ვაშინგტონში მას შემდეგ, რაც თბილისმა გადაწყვიტა, სარჩელი შეეტანა ენერგეტიკული კომპანიის Frontera Resources წინააღმდეგ, რომელიც საქართველოში 90-იანი წლებიდან ფუნქციონირებს.

დეკემბერში გაირკვა, რომ საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო არბიტრაჟში სარჩელი შეიტანა „ფრონტერას“ წინააღმდეგ, ამ უკანასკნელის მხრიდან ხელშეკრულების ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.

აპრილში მთავრობამ განაცხადა, რომ არბიტრაჟით დავა მის სასარგებლოდ გადაწყდა და გაწყვიტა კონტრაქტი „ფრონტერასთან“.  „ფრონტერამ“ გაასაჩივრა არბიტრაჟის გადაწყვეტილების მთავრობისეული ინტერპრეტაცია. ამ პერიოდის განმავლობაში „ფრონტერა“ თვეობით  თავის თანამშრომლებს ხელფასს არ უხდიდა. ფრონტერას მხარდამჭერმა კონგრესმენებმა  დაადანაშაულეს თბილისი კომპანიის წინააღმდეგ მოქმედებაში უბრალოდ იმიტომ, რომ „ფრონტერა“ ამერიკული ფირმაა.

იანვარში პიტ ოლსონმა, წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა წევრმა ტეხასის შტატიდან,  ივანიშვილს „რუსეთის მარიონეტი“ უწოდა და ცნობილი სატელევიზიო სერიალის (Sesame Street) ერთ-ერთ პერსონაჟს (Oscar the Grouch) შეადარა, რადგან „ორივე მარიონეტია და ორივე ნაგავს ახვავებს საკუთარ სახლში“.   „ფრონტერამ“ გულუხვად დააფინანსა ოლსონის კამპანია, რის გამოც, საინფორმაციო ვებგვერდმა Texas Monthly ოლსონი იმავე სერიალის კიდევ ერთ პერსონაჟს (Big Bird) შეადარა, რადგან „ორივემ იცის, ვის უნდა უკმიოს გუნდრუკი“. ხსენებული წერილის ოთხი ავტორიდან სამმა ასევე მიიღო კამპანიის დაფინანსება „ფრონტერასგან“.

კონგრესმენების წერილი, რომელშიც ასახულია უპრეცედენტო სიმძიმის გეოპოლიტიკური ბრალდებები „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, წონას მატებს მის ხელმომწერთა შორის 2016 წლის არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატის, ტედ კრუზის ყოფნა, ასევე ამ პროცესში პომპეოს და მნუჩინის ჩართვის მცდელობა.

წერილის ავტორები ცდილობენ, ერთმანეთს დაუკავშირონ საქართველოში მიმდინარე სხვა მოვლენებიც – მაგალითად, შარშან გაუქმებული ხელშეკრულება ანაკლიის მასშტაბური შავიზღვისპირა პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით.  სავარძლის გეოპოლიტიკოსები შეეცადნენ ეს ეპიზოდი დაეკავშირებინათ რუსეთის გავლენასთან, ასევე - პორტთან, რომელიც თუ  განხორციელდებოდა, შეეძლო შექმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო მარშრუტების რუსეთის გვერდის ავლით - მაგრამ ხელშეკრულების გაუქმება საქართველოს შიდა მეტოქეობასთან უფრო კავშირშია, ვიდრე ნებისმიერ გეოპოლიტიკურ მაქინაციასთან.

პომპეომ მაინც გამოთქვა შეშფოთება ანაკლიის გარშემო მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენების გამო. გასულ წელს მან განაცხადა, რომ ეს პროექტი „გააღრმავებს საქართველოს ურთიერთობებს თავისუფალ ეკონომიკებთან და გადაარჩენს ქვეყანას რუსეთსა თუ ჩინეთზე ეკონომიკური დამოკიდებულებისგან“.

კანონმდებლები აგრეთვე ირწმუნებიან ირანულ საქმიანობას საქართველოში, სავარაუდოდ, პომპეოს ინტერესის მოსაპოვებლად, რომელიც ირანზე კიდევ უფრო გაბოროტებულია, ვიდრე ის რუსეთზე.

ყველაზე მძიმე ბრალდებები მაინც რუსეთს ეხება. წერილის ავტორები მოუწოდებენ ადმინისტრაციას, წარუდგინოს კონგრესს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენადაა „ჩართული „ქართული ოცნება“ ლეგიტიმური ამერიკული ბიზნესის გაძევების მცდელობებში“, ასევე „რუსეთის მთავრობასთან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის კავშირების შესახებ“ და „ამერიკული კომპანიების მიზანმიმართული გარიყვის შესახებ პორტის მშენებლობის პროცესიდან, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას“.

 

 

ჯერ არ არის ცნობილი,  როგორ იმოქმედებენ პომპეო და მნუჩინი თხოვნაზე.

 ბრალდებები დიდი სანდოობით არ გამოირჩევა. მეორეც,  აშშ-ს მთავრობა ცდილობდა შეენარჩუნებინა სამართლიანი შუამავლის როლი საქართველოს მძიმედ გაყოფილ შიდა პოლიტიკაში და ამ გამოძიების ხაზის გატარება შეაფერხებდა ამ ძალისხმევას. შესაბამისად, ამის ალბათობა ამერიკის სტანდარტებით მცირე კომპანიის გამო, ძალიან დაბალია“, – წერს გამოცემა.




 ახალი ამბები
  • რა რისკებს შეიცავს პანდემიის დროს ზღვაზე დასვენება _ თენგიზ ცერცვაძის განმარტებაზღვის სეზონი წელს ცოტა მოდიფიცირებულად უნდა ჩავატაროთ. ანუ არ უნდა იყოს თავისუფლება, _ ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კორონავირუსი წყლით არ გადადების კვლევებით დამტკიცებული არ არის, ამიტომ დამსვენებლებს მაქსიმალური სიფრთხილე მართებთ. „ვარაუდობენ, რომ წყლით ეს ვირუსი არ გადადის. მაგრამ ვინაიდან გამოცდილება მცირეა, ამის გარანტიას ვერავინ მოგვცემს. უბრალოდ არის ინფორმაცია, რომ წყლით გადასვლის რისკი ძალიან დაბალია. იქაც, იმ ტურისტული სეზონის და ზღვაზე დასასვენებლად გასვლის დროს წამყვან რისკ-ფაქტორად დარჩება მაინც საზოგადოებრივი თავშეყრები“, - აღნიშნა ცერცვაძემ. მისი თქმით, რისკებს ივლისიდან უცხოელი ტურისტების შემოსვლაც ზრდის, ამიტომ დამსვენებლებმა სოციალური დისტანცია უნდა დაიცვან და საჯარო სივრცეებში პირბადე ატარონ. საქართველო უცხოელი ტურისტების მიღებას 1-ლი ივლისიდან დაიწყებს, შიდა ტურიზმი კი ქვეყანაში 15 ივნისიდან ... ...
  • სფფ-ის მაღალჩინოსნები გვიმბალაურში იმყოფებოდნენსფფ-ის მაღალჩინოსნებმა ლანჩხუთში, სოფელ გვიმბალაურში გურიის საფეხბურთო აკადემიის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, ვიცე-პრეზიდენტებმა კახა ჭუმბურიძემ და ნიკოლოზ ჯღარკავამ ლანჩხუთის მერთან, ალექსანდრე სარიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესა და ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატ ნინო წილოსანთან ერთად გურიის ფეხბურთის აკადემიის მშენებლობა დაათვალიერეს, რომელიც უკვე დასკვნით ეტაპზეა. გურიის საფეხბურთო აკადემიის შესახებ სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ისაუბრა: "საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აგრძელებს რეგიონებში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარებას, კერძოდ ბავშვთა ფეხბურთის მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე რეგიონში უკვე გვაქვს აკადემია.მოკლე პერიოდში მათ რიცხვს ეს აკადემიაც შეემატება, რომელიც გურიისა და აჭარის რეგიონს მოიცავს. 13-დან 14 წლამდე მოზარდებს საშუალება ექნებათ ივარჯონ და ისწავლონ. ჩვენ მათ ყველა პირობას შევუქმნით იმისთვის, რომ განვითარდნენ" - განაცხადა კახა ჭუმბურიძემ. "ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა. აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს სამუშაოები. დაწყებულია ეზოს კეთილმოწყობა და გარეგანათების პროექტის განხორციელება. მიხარია, რომ ბევრი ბავშვისთვის ეს მოტივაციას გაზრდის. სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება" - აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა. პროექტის ფარგლებში, ადგილზე მოეწყობა ადმინისტრაციული საცხოვრებელი შენობა და სტანდარტული ზომის საფეხბურთო მოედანი განათებით. მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება. აკადემიის გუნდებთან ერთად საფეხბურთო ინფრასტრუქტურით საფეხბურთო სკოლები და სამოყვარულო ფეხბურთის გუნდები ისარგებლებენ. წყარო: "გურია ... ...
  • „სავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური" _ კალაძე სამოქალაქო აქტივისტის ბრალდებაზესავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვარკეთილში გუშინდელ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთ პირთან დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც თქვა, რომ კალაძემ მას მაისური შემოახია. კალაძის თქმით, ორ ადამიანს სურდა არეულობის შეტანა და თუმცა ეს არ გამოუვიდათ. „არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, როგორც გუშინ ვთქვი. ძალიან კარგად ვიცი, რა ჩანს კადრებში, თქვენც და მეც მაქვს ორი თვალი, შესაბამისად, ყველანი ძალიან კარგად ვხედავთ, არანაირ ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი. იყო ორი პროვოკატორი, რომელსაც ჰქონდა მცდელობა, არეულობა შემოეტანა და ჩაეშალა მნიშვნელოვანი ღონისძიება, რაც იყო ახალი სარეკრეაციო ზონის პროექტის დასრულება, თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ. მათ არ მიეცათ პროვოკაციის მოწყობის შესაძლებლობა და ეს ადამიანები გაიყვანეს ტერიტორიიდან“. კალაძის განცხადებით, თუ შსს-ს ჩათვლის რომ იყო ძალადობრივი ქმედება, გამოძიება უნდა დაიწყოს. „შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ ჩათვლის, რომ იქ იყო რაიმე ძალადობრივი ქმედება ან ვინმეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა დაიწყოს, თუმცა მსგავსი ფაქტი არ ყოფილა. სავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური, არ გამოუვიდა პროვოკაცია და მინდა, საჩუქრად გადავცე ამ პიროვნებას მაისური, რომელიც გამოადგება. აი, ეს არის მაისური, საკმაოდ საინტერესოა. ორი გვაქვს ასეთი - ერთს „მთავარ არხს” გადავცემთ და მეორეს - მაგ პიროვნებას”, - განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ ვარკეთილში, თბილისის მერსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება გუშინ მოხდა. დედაქალაქის მერი ვარკეთილში ახლად რეაბილიტირებული სკვერის გახსნაზე თბილისის საკრებულოს წევრებთან ერთად მივიდა. სკვერში მისულ კახა კალაძეს ადგილზე "ანას ბაღის" დამცველები და მოძრაობა "შეცვალეს" წევრები დახვდნენ. მათი განცხადებით, დედაქალაქის მერისთვის დიღმის ჭალებთან დაკავშირებით შეკითხვის დასმა სურდათ, თუმცა კალაძემ მათ ხელი დაარტყა. ერთ-ერთი აქტივისტის მტკიცებით, „კალაძემ მაისურიც ... ...
  • საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებასრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარე, შეიხი მირტაგი ასადოვი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ სუს-ში ადასტურებენ. უწყებაში განმარტავენ, რომ ასადოვის გამოკითხვა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს. 30 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.  „ეს პირები ნეგატიურ კონტექსტში აქტიურად იყენებენ წლების მანძილზე დაგროვებულ ისეთ საკითხებს, რომელთა არასწორი, თითქოსდა პატრიოტული მოტივებით გახმოვანების და რომელიმე ეთნიკური ჯგუფის მიმართ მიზანმიმართული საჯარო მოწოდებების გაკეთების შემთხვევაში, ქვეყნის იმ რეგიონებში, რომლებიც მჭიდროდ არის დასახლებული ეთნიკური აზერბაიჯანელებით, აშკარა საფრთხეს უქმნის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობასთან მათ მშვიდობიან თანაცხოვრებას. კერძოდ, ზემოაღნიშნული პირები, იჭრებიან რა სახელმწიფოს და ხელისუფლების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში, ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში, წამოჭრილი საკითხების გამოყენებას ეროვნული მტრობის ჩამოგდების მიზნით. პირთა ჯგუფი ამ მიმართულებით არასწორი და აგრესიული მოწოდებების გავრცელების გზით, ცდილობს რეგიონის ეთნიკურად ქართველ და აზერბაიჯანელ საქართველოს მოქალაქეებს შორის შეიტანოს განხეთქილება, რასაც ორივე მხრიდან მოყვება ეროვნული პატივისა და ღირსების შემლახავი განცხადებები და ქმედებები, ხოლო ეროვნული შუღლის ჩამოგდების გზით, პირთა ჯგუფი იმედოვნებს, რომ განხორციელდება ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების უკანონოდ ხელყოფა. პირთა ჯგუფი ცდილობს თავის საჯარო განცხადებებსა თუ იდეოლოგიაში სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, თითქოსდა ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას სხვა საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში ენიჭებათ უპირატესობა, რაც უფრო ზრდის ეროვნული კონფლიქტის წარმოშობის რისკებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი გამოძიებას აწარმოებს რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე, რაც გულისხმობს ქმედებას, ჩადენილს ეროვნული მტრობის და განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე ეროვნული და ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების პირდაპირ ან არაპირდაპირ შეზღუდვას ანდა იმავე ნიშნით ადამიანისათვის უპირატესობის მინიჭებას, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება, ჩადენილს პირთა ჯგუფის მიერ. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1421-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“, - აღნიშნულია სუს-ს ... ...
  • თენგიზ ცერცვაძე: ტურიზმის აღდგენა ძალიან დიდი გამოცდა იქნებატურიზმის აღდგენა საქართველოსთვის დიდი გამოცდა იქნება, _ ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, საქართველომ წარმატებით გაიარა შეზღუდვების მოხსნის ეტაპი, ამიტომ ახლა მთავარ გამოცდას ქვეყნისთვის ტურისტული სეზონის განახლება წარმოადგენს. „ეს იქნება ძალიან დიდი გამოცდა, იმიტომ რომ შეზღუდვების მოხსნის პირობებში საზოგადოებამ მაინც შეინარჩუნა ის ჩვევები და ქართველებმა გამოავლინეს მათთვის არადამახასიათებელი მობილიზება და პასუხისმგებლობის გრძნობა და ამიტომ შეზღუდვების მოხსნა კარგად გადაიტანეს. ჯერ ზღვაზე გასვლის მასობრივი სეზონი და შემდეგ უკვე საერთაშორისო ტურიზმის გახსნა იქნება ძალიან დიდი გამოცდა“, - აღნიშნა ცერცვაძემ. მისი თქმით, ყველაზე დიდ გამოწვევას სწორედ საერთაშორისო ტურიზმის აღდგენას წარმოადგენს და სახელმწიფომ უნდა მოახერხოს ოქროს შუალედის პოვნა ისე, რომ ტურისტებს ქვეყანაში შემოსვლის სურვილი არ დაუკარგოს და ამავდროულად საკმარისი ზომები მიიღოს იმისთვის, რომ ქვეყანაში ვირუსის შემთხვევების იმპორტირების საფრთხე მინიმუმამდე დაიყვანოს. „თუ ჩვენ ამასაც დავძლევთ, მაშინ ეს უნიკალური შემთხვევა იქნება პანდემიის ისტორიაში. მაშინ გამოვა, რომ საერთოდ დავძლიეთ პანდემია“, - განაცხადა ცერცვაძემ. შიდა ტურიზმი საქართველოში 15 ივნისიდან აღდგება, 1-ლი ივლისიდან კი ქვეყანა უცხოელი ტურისტების მიღებას ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

გურული კერძი ხობოკვერა _ “გამორჩეული მარგალიტი“

სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და გიდი...

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...