სტამბოლში ავტობუსის მძღოლი ავარიის შემდეგ მგზავრებს თავს დაესხა
სტამბოლში ავტობუსის მძღოლი ავარიის შემდეგ მგზავრებს თავს დაესხა.
როგორც Anadolu იუწყება, საქალაქო ავტობუსი მგზავრთა მოსაცდელს შეეჯახა, რის შემდეგაც, მძღოლი დანით თავს დაესხა მგზავრებს, მოკლა 1 და დაჭრა 12 ადამიანი, რომლებიც მას შემთხვევის ადგილიდან მიმალვის საშუალებას არ აძლევდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი ამ დროისთვის დაკავებულია. ის პოლიციამ ზღვაში გადახტომის შემდეგ დააკავა.
ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.