თავდასხმა პარიზში _ დანით შეიარაღებულმა პირმა 7 ადამიანი დაჭრა

მსოფლიო

თავდასხმა პარიზში _ დანით შეიარაღებულმა პირმა 7 ადამიანი დაჭრა

2018 სექ 10 11:11:31

დანით შეიარაღებულმა პირმა 7 ადამიანი დაჭრა. BBC-ის ინფორმაციით, შემთხვევა პარიხში მოხდა.

მაუწყებლის ინფორმაციით, დაჭრილებიდან 2 ბრიტანეთის მოქალაქეა.

გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელი სამართალდამცველებმა დააკავეს.

პოლიციის განცხადებით, არ არის ნიშნები, რომ მომხდარი შესაძლოა ტერორისტული თავდასხმა იყოს.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.




 ახალი ამბები
  • „მნიშვნელოვნად მოქმედებს ბავშვთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე“ _ UNESCOუსაფრთხო, პოზიტიური სკოლა და საკლასო გარემო, ეფექტური მონიტორინგის სისტემები, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პროგრამები და ინტერვენციები, მასწავლებელთა მომზადება და მხარდაჭერა, დაზარალებული მოსწავლეების მხარდაჭერა და  რეფერაცია, მოსწავლეების გაძლიერება და მონაწილეობა, უკეთესი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ძლიერი სამართლებრივი და პოლიტიკური ჩარჩოები_ეს ის რეკომენდაციებია, რასაც UNESCO სასწავლო გარემოს გაუმჯობესებისთვის და სკოლებში ბულინგის შესამცირებლად იძლევა. UNESCO სკოლებს მოუწოდებს, რომ იყოს უსაფრთხო და ინკლუზიური ყველა ბავშვისთვის. როგორც ბულინგის შესახებ ანგარიშშია ნათქვამი, რეგიონებში დიდ პრობლემას ფიზიკური ბულინგი წარმოადგენს, მაგრამ ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში ყველაზე მეტად გავრცელებული ფსიქოლოგიური ბულინგია, რასაც სქესთან დაკავშირებული ბულინგი მოჰყვება. ასევე გაზრდილია ონლაინ და სმარტფონ  ბულინგი. ანგარიშის მიხედვით ფიზიკური ბულინგი ბიჭებს შორის არის უფრო გავრცელებული, ხოლო ფსიქოლოგიური გოგოებს შორის. UNESCO-ს თქმით, ბულინგი აუცილებლად უნდა აღმოიფხვრას, რადგან ის მნიშვნელოვნად მოქმედებს ბავშვთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ცხოვრების ხარისხზე და აკადემიურ ... ...
  • „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის გაპრემიერების შემთხვევაში გადარჩება“_ ვახტანგ ძაბირაძე „თუკი  ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე არ დაბრუნდება, 2020 წლისთვის ქვეყანაში საშინელი მდგომარეობა შეიქმნება და  სამოქალაქო დაპირისპირებამდეც მივალთ“,_ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტოლოგმა და კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ძაბირაძემ.  ძაბირაძე მიიჩნევს, რომ  ბიძინა ივანიშვილის გაპრემიერება სახელმწიფო სისტემის კანონზომიერად მართვასაც გამოიწვევს.   „ქვეყანაში პრობლემები დღითიდღე ყველა სფეროში ჩნდება, მოსახლეობა კატასტროფულად ღატაკდება, მცირე ჯგუფი კი მდიდრდება. ამ დროს, ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფოს სამართავად მისთვის კომფორტულ ადგილზეა მოკალათებული. მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის გაპრემიერების შემთხვევაში გაჩნდება შანსი იმისა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდეს, თუმცა  არ გეგონოთ, რომ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის გაპრემიერებაა საკმარისი, ქვეყანაში აუცილებელია ეფექტური რეფორმების გატარება. სახელმწიფო სისტემის მართვას საკუთარი კანონზომიერება აქვს და როდემდე უნდა ირღვეოდეს მართვის სისტემის სადავეები?! თუ „ქართულ ოცნებას“ გადარჩენა სურს, ბიძინა ივანიშვილის გაპრემიერების შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას“, _ აღნიშნა ძაბირაძემ. ... ...
  • ქუჩაში მოძრავი გაუმართავი ავტომობილები, ტექინსპექტირების გავლის მიუხედავად დაჯარიმდებიან და ქულებიც დააკლდებათ ქუჩაში მოძრავი გაუმართავი ავტომობილები, ტექინსპექტირების გავლის მიუხედავად დაჯარიმდებიან და ქულებიც დააკლდებათ“. ამის შესახებ, ავტომობილების ტექინსპექტირების ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელმა ვაჟა იორდანიშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, ინსპექტირება ერთჯერადია და ის ავტომობილს წელიწადში ერთხელ უწევს, თუმცა, მძღოლებისთვის საკუთარი ავტომობილის მონიტორინგი მუდმივად უცილებელია. „თუ გზაზე გამოვლინდა ისეთი ავტომობილი, რომელსაც გარკვეული აშკარა დაზიანებები შეენიშნება, პატრულის ეკიპაჟს შეუძლია გააჩეროს და გაუმართაობის გამო დააჯარიმოს, მიუხედავად იმისა, ტექნიკური ინსპექტირება დადებითად აქვთ თუ არა გავლილი. ინსპექტირება ავტომობილს წელიწადში ერთხელ უწევს, თუმცა, შესაძლოა, ავტოსატრანსპორტო საშუალება ინსპექტირების გავლის შემდეგ დაზიანდეს და ისე გადაადგილდებოდეს გზაზე. მაგალითად, მაშუქი ფარი არ უნთებდეს; საქარე მინა ჰქონდეს გაბზარული, გამონაბოლქვი იყოს შესამჩნევი და ა.შ. აქედან გამომდნარე, საპატრულო ეკიპაჟს შეუძლია ასეთი ავტომობილი დააჯარიმოს და ქულებიც დააკლოს,“_აღნიშნა იორდანიშვილმა. ამასთან, მან დაჯარიმების მექანიზმზე ისაუბრა და განმარტა თუ როგორ ხდება ჭკვიანი კამერების მიერ ინსპექტირება გაუვლელი ავტომობილის გამოვლენა/დაჯარიმება. „პატრულის ეკიპაჟის გარდა, ჭკვიანი კამერების მიერაც ხდება ტექინსპექტირება გაუვლელი ავტომობილების დაჯარიმება. არსებობს ელექტრონული ბაზა, სადაც არის მონაცემები ავტომობილების ინსპექტირების ვადებსა და მათ დარღვევასთან დაკავშირებით. შესაბამისად, გადარჩევის შედეგად, ავტომობილი, რომელიც მოხვდება ჭკვიანი კამერის ობიექტივში, გადამოწმდება და ამის მიხედვით გაეგზავნებათ დაჯარიმება. თუმცა, იყო დაახლოებით, 1%, რომელთაც ჯარიმა არასწორად გამოეწერათ. შს სამინისტროში სპეციალური სამსახური მოქმედებს და ასეთი ჯარიმების დროს მძღოლებმა ამ სამსახურს უნდა მიმართონ და ასეთი ჯარიმა გაუუქმდებათ,“ _ განაცხადა იორდანიშვილმა. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ე.წ ჭკვიანი კამერები ტექდათვალიერების არგავლის გამო ავტომობილებს აჯარიმებენ, პერიოდული ინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობა დაახლოებით, 5-ჯერ გაიზარდა და მხოლოდ 4 დღეში 6 654 ჯარიმა გამოიწერა. შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 14 იანვრიდან ე.წ „ჭკვიანი კამერების“ მიერ ავტომატურ რეჟიმში ხდება იმ ავტომობილების დაჯარიმება, რომლებსაც კანონის შესაბამისად, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ გაუვლიათ. ... ...
  • გიგი უგულავა: კალაძეს ვურჩევდი, რომ გამოვიდეს ჩემი ჩრდილიდან, ნუ მეზომება, ნუ მეტოლება"კახა კალაძე თუ რამეს კარგს გააკეთებს, გამიხარდება. უბრალოდ, რასაც აკეთებს, თბილისის მერისთვის შეუფერებელია", – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თბილისის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ განაცხადა. „კახა კალაძე, რიჟა (გიორგი კაპანაძე) არიან ერთი თავის ორი ფეხი. ისინი დღეს საზოგადოებას ატყუებენ. ერთმანეთის გამომრიცხავ რაღაცას ამბობენ. ჯერ ამბობენ, რა ვქნათ, სასამართლოს გადაწყვეტილებაა, მერე ამბობენ, რომ არ აშენდება. ალბათ ხვალ ისევ იტყვიან, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაა. ვიმეორებ, სამართლებრივად სწორი რომ იყო ეს გადაწყვეტილება , იცის კალაძემაც და ეს დაადასტურა სასამართლომაც“, – აღნიშნა გიგი უგულავამ. გიგი უგულავას თქმით, კახა კალაძეს აქვს სრული და ლეგალური შესაძლებლობა, არ განაახლოს ვაკის პარკში მშენებლობა, დაჯდეს ინვესტორთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან და გამონახოს საერთო ენა. „მას აქვს ბევრი არგუმენტი, მათ შორის ახალი გენგეგმა, რომელსაც თვითონვე ლობირებს. ამიტომ, ყველა ეს საუბარი მისი მხრიდან არის თავის დაძვრენის მცდელობა. იმის ნაცვლად, გადადოს ყოველგვარი კინკლაობა და ვიფიქროთ გამოსავალზე, ზეპარტიული ფონდის ჩამოყალიბებაზე, რომელში ჩართვის საშუალება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიეცემა, მეც, მასაც. ვიმუშაოთ, ფული შევაგროვოთ. აქ ცალკე ესაუბროს ინვესტორს. ამის ნაცვლად, შანტაჟის ენით გვესაუბრება. არავის მივცემ უფლებასო, ძაან მეცინება მე. ეს არის, რაც ცხრა წლად მონათლეს. ამიტომ სასაცილოა. მე კალაძეს ვურჩევდი, რომ გამოვიდეს ჩემი ჩრდილიდან, ნუ მეზომება, ნუ მეტოლება. თუ რამეს კარგს გააკეთებს, გამიხარდება. უბრალოდ, რასაც აკეთებს, თბილისის მერისთვის შეუფერებელია. კალაძე რომ კორუფციაზე დაიწყებს ლაპარაკს, უბრალოდ სირცხვილია“, – განაცხადა გიგი უგულავამ. თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს განაცხადა, რომ სასტუმროს მშენებლობაზე გიგი უგულავას მიერ გაცემული ნებართვა არის ძალიან დიდი დანაშაული თბილისისა და თბილისელების წინაშე. ამასთან, კალაძის თქმით, „კორუმპირებული გიგი უგულავა ნათელი მაგალითია, როგორი არ უნდა იყოს ქალაქის მერი“. ... ...
  • ისტორიული გადაწყვეტილება _ ვის და როგორ შეუძლია გახდეს ბახმაროს მცხოვრებიგასულ კვირას, კურორტ ბახმაროს, მთავრობის გადაწყვეტილებით დაბის სტატუსი მიენიჭა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სწორედ სტატუსის არქონა ზღუდავდა კურორტის განვითარებას და იქ ინვესტიციების ჩადებას. „მას უკვე აქვს სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ ექნება თვითმმართველობის სტრუქტურები  და წვდომა საერთაშორისო დაფინანსებაზე”, _ აღნიშნა ცქიტიშვილმა. მინისტრის თქმით, ბახმაროსთან დაკავშირებით მთავრობას დიდი გეგმები აქვს, უკვე შემუშავებულია სივრცითი განითარების გეგმა და  ბახმაროს ეკონომიკური განვითარების გეგმაზეც დაწყებულია მუშაობა. „შარშან დავიწყეთ და უკვე 5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციაა ჩადებული ელექტრომომრაგების პროექტში, რაც ბახმაროს დიდი ხნის პრობლემაა. წელს ეს პროექტი დასრულდება და 2 400 კომლს ექნება მუდმივი ელექტრომომარაგება. ასევე, ვგეგმავთ ცენტრალური სკვერის მოწყობას და  სხვა საინტერესო პროექტებს, რაც გაახარებს როგორც ადგილობრივებს, ისე _ დამსვენებლებს“, _ განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის, ირაკლი კუჭავას თქმით, ბახმაროსთვის დაბის სტატუსის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა:  „სამთავრობო უწყებებთან, თუ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან შეხვედრებზე, შესაბამისი არგუმენტებით, ყოველთვის ვსაუბრობდით ბახმაროსთვის სტატუსის მინიჭების აუცილებლობაზე. 2017 წელს, კურორტის მიწათსარგებლობისა და სივრცითი მოწყობის გენერალური გეგმის დამტკიცების შემდეგ, ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა. გასულ წელს, ბახმაროში, ფერისცვალების დღესასწაულზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის სტუმრობის დროს, კიდევ ერთხელ დავაყენეთ ეს პრობლემა. პრემიერისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის აქტიურმა პოზიციამ ახალი იმპულსი შესძინა ამ საკითხის მოგვარებას.  სამინისტროსთან ერთად მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ  კანონით განსაზღვრული პროცედურები დავიწყეთ. კურორტ ბახმაროში დასახლების შექმნის საკითხის ინიცირება, შესაბამისი მოტივაციითა და დასაბუთებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოახდინა კურორტ ბახმაროში უძრავი ქონების 5 მესაკუთრემ. საკრებულოს მიერ მოწონებული იქნა წინადადება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის, დასახლების შექმნის თაობაზე. დასახლების შექმნის თაობაზე  წინადადების მოწონებისა და შესაბამისი განკარგულების მიღების შემდეგ მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ დასახლების სახელდების თაობაზე, მიმართა გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიას, საიდანაც მიღებული დასკვნის შემდეგ, მუნიციპალიტეტმა კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო დოკუმენტაცია და შუამდგომლობა წარუდგინა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომელმაც, თავის მხრივ,  დოკუმენტაცია და შუამდგომლობა წარუდგინა საქართველოს მთავრობას. მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით ბახმაროს დასახლებას დაბის სტატუსი მიენიჭა. ეს არის ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ისტორიული გადაწყვეტილება. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ გადაწყვეტილების მიღებას ხელი შეუწყო“, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას კუჭავამ. ჯერჯერობით, უცნობია კონკრეტული პროექტები, რომლის გახორციელებასაც ხელისუფლება კურორტზე აპირებს. კურორტზე, რომლის უნიკალურ თვისებებზე და განსაკუთრებულობაზე წლებია ყველა საუბრობს, თუმცა,  რეალობა საკმაოდ მძიმეა. ჩოხატაურის მერი ამბობს, რომ დაბის სტატუსი ხელს შეუწყობს ბახმაროს განვითარების მიზნით ინვესტიციების ჩადებას და აჩენს საერთაშორისო დაფინანსებაზე წვდომის შესაძლებლობას, რაც კურორტის  განვითარების წინაპირობაა: „ადგილობრივ მოსახლეობას ან დამსვენებლებს ექმნებათ შესაძლებლობა, ეფექტურად მიაწოდონ ინფორმაცია გადასაჭრელ საკითხებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას ადგილობრივი სტრუქტურის მეშვეობით, ანუ ადგილობრივად გადაწყდეს რიგი საკითხები. კერძოდ, შემდგომში დაბა ბახმაროს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი უზრუნველყოფს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე  მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას; ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი აქტებისა და ცნობის გაცემისთვის საჭირო დოკუმენტაციის საფუძველზე გასცემს შესაბამის ცნობას; გასცემს შუამდგომლობებს; ადასტურებს ფაქტობრივ მდგომარეობას ოჯახის შემადგენლობასა და საცხოვრებელი ადგილისა და ქონების ფაქტობრივი მოვლა-პატრონობის შესახებ; გასცემს ცნობებს საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის დადგენილების შესაბამისად.  ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ეფექტურად გახორციელდება სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთების ადგილზე დათვალიერების ოქმის შედგენა, შესაბამისი სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაციასთან იდენტურობის დადგენის მიზნით,“ _ აღნიშნავს ჩოხატაურის მერი. ამ დროისთვის დაბა ბახმაროს მცხოვრები არ ჰყავს. თუმცა, ნებისმიერ ადამიანს, რომელიც იქ სახლს ფლობს, შესაძლებლობა აქვს დაბაში ჩაეწეროს და ამისთვის მხოლოდ საჯარო რეესტრში მისვლაა საჭირო. ხაზგასასმელია კიდევ ერთი დეტალი _ როგორც წესი, არჩევნები ჩვენს ქვეყანაში გვიან შემოდგომაზეა. ამ დროს ბახმაროში უმეტესად თოვლია, რამაც  შესაძლოა პრობლემები შემქნას. თუმცა, ასე არ ფიქრობს ჩოხატაურის მერი. ირაკლი კუჭავას თქმით, ტექნიკურად ეს პრობლემას არ შექმნის: „საარჩევნო უბანი იქმნება არანაკლებ 20 და არაუმეტეს 1 500 ამომრჩევლისთვის. საარჩევნო უბნებს ქმნის, მათ საზღვრებსა და ნომრებს ადგენს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია. ინფორმაცია ახალი ადმინისტრაციული ერთეულის  შექმნის შესახებ საარჩევნო ადმინისტრაციას მიეწოდება მუნიციპალიტეტის მიერ. ტექნიკურად ეს პრობლემა არ იარსებებს _ ბახმაროში გვიან შემოდგომაზე ათობით ტურისტია და ყველა ის მოქალაქე, რომელიც რეგისტრაციის ადგილად ბახმაროს აირჩევს, შეძლებს არჩევნებში მონაწილეობას“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრისას ირაკლი კუჭავამ. და კიდევ ერთი დეტალი _ ამ დრომდე ბახმაროში არსებულ სიტუაციაზე ა(ა)იპ „კურორტი ბახმარო“ იყო პასუხისმგებელი, დაბის სტატუსის მინიჭების შემდეგ კი იქ მერის წარმომადგენელი და მისი თანაშემწეები დაინიშნებიან, როგორც ირაკლი კუჭავა ამბობს, კონკურსის წესით. რაც შეეხება ა(ა)იპ-ს, ჩოხატაურის პირველი პირი მის გაუქმებას არ გეგმავს, თუმცა რეორგანიზაციას არ გამორიცხავს: „როგორც გითხარით, დაბა ბახმაროში კონკურსის წესით დაინიშნება მერის წარმომადგენელი. რაც შეეხება ა(ა)იპ-ს, იგი არ გაუქმდება, რადგან, დაბა ბახმაროს ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო  საკითხების მოგვარებას შესაბამისი სტრუქტურა ესაჭიროება, თუმცა, შესაძლებელია გარკვეული რეორგანიზაცია განიცადოს“, _ გვითხრა კუჭავამა, რომლის განმარტებით, კურორტისთვის დაბის სტატუსის მინიჭება მუნიციპალიტეტის ხარჯებს მნიშვნელოვნად არ გაზრდის: „ხარჯები უმნიშვნელოდ გაგვეზრდება _ მერის წარმომადგენლის და მისი მოადგილის ხელფასი დაემატება, სანაცვლოდ კი ეფექტი გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება“, _ ამბობს ირაკლი ... ...

არქივი

ზაფრანი

8 ფაქტი ადამიანის კანის შესახებ

კანი ჩვენი სხეულის ყველაზე დიდი...

მეცნიერებმა სამუშაო დღის დაწყების დრო დაადგინეს

სამუშაო დღის დაწყება 10 საათამდე,...

რატომ ვანიჭებთ უპირატესობას ბრენდულ პროდუქციას?

ბრენდინგი არის ცნობილი მარკეტინგული სტრატეგია,...

30 ფაქტი ტყუილზე, რომლის შესახებაც უნდა იცოდეთ

"ყველა იტყუება" – ამტკიცებდა ექიმი...

ყველაზე ძვირფასი ღვინო

საფრანგეთში არსებული მამულის, რომელსაც სახელად...

ის, რაც გურმანებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ

მდოგვი ასტიმულირებს საკვების მონელებას. მას...
კარმიდამო ჩემი

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...