ციხის ეზოში კონტრაბანდით დატვირთული დრონი ჩამოვარდა

მსოფლიო

ციხის ეზოში კონტრაბანდით დატვირთული დრონი ჩამოვარდა

2017 ივლ 26 11:52:39

ვაშინგტონის ციხეში დრონი ჩამოვარდა, რომელსაც მობილური ტელეფონი, თამბაქო და მარიხუანა გადაჰქონდა.  აღნიშნულ ინფორმაციას AJC  სასჯელაღსრულების დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

მაუწყებლის ინფორმაციით, დრონი პატიმრებისთვის კონტრაბანდის მიღების ახალ საშუალებად იქცა, რასაც პატიმრები ერთმანეთს სადგებლის ნახვის მიზნით ჰყიდიან.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპიკერის, ჯოან ჰეითის თქმით, დრონი ციხის ტერიტორიაზე ორშაბათს დაეშვა.

მაუწყებლის ცნობით, სპიკერმა ვერ შეძლო იმის თქმა თუ რამდენი მობილური ტელეფონი ან რა რაოდენობის თამბაქო და მარიხუანა ამოიღეს დრონიდან.

AJC -ის ინფორმაციით, სახელმწიფო ციხის სისტემა ათწლეულების მანძილზე იბრძოდა პატიმრებისთვის კონტრაბანდის მიწოდების შესაწყვეტად, მაგრამ ისინი აღიარებენ, რომ პატიმრები ნებისმიერი სისტემის გასარღვევად მუდმივად ახალ გზებს იკვლევენ.

როგორც ცნობილია, ჯორჯიის ციხეებში პატიმრებისთვის თამბაქოს მოხმარება ნებადართული არ არის, რის გამოც, ისინი თამბაქოს  ერთმანეთს მნიშვნელოვან ფასად ჰყიდიან.

გავრცელებული ცნობით, ციხეებში ასევე მოთხოვნაა ტელეფონებზე, რომ პატიმრებმა დანაშაულებრივი ქმედების გაგრძელება შეძლონ, მიუხედავად იმისა, რომ ჩაკეტილები არიან.

გავრცელებული ცნობით, გასულ წელს,  ჯორჯიას სასჯეაღსრულების 67 დაწესებულებიდან, პატიმრებს და ასევე მათ მნახველებს 22 326 ტელეფონი ჩამოართვეს.

როგორც ცნობილია, უპილოტო თვითმფრინავი შედარებიტ ახალი მეთოდია, ხოლო პატიმრები აკრძალული ნივტების მისაღებად გამოსასწორებელი დაწესებულების ოფიცრებს უხდიან, ან მათი მეგობრები და ნათესავები ციხის ღობეებიდან ისვრიან პაკეტებს.

უმეტესწილად ციხის ადმინისტრატორებმა მხოლოდ ის იციან, რომ დრონი მოვიდა და წავიდა, ხოლო ჩამოგდებული პაკეტები ციხის ეზოებში და ღობეებთან ჩნდება.

როგორც ცნობილია, 2013 წელს სამხრეთ ჯორჯიაში, მორგანში, კალნუნის ციხის ეზოში 4 ადამიანი დააკავეს, როდესაც ისინი თამბაქოს, მობილურ ტელეფონს  და ბინოკლს იყენებდნენ.




 ახალი ამბები
  • როგორია პარლამენტის გაურკვეველი ნივთიერების შემდეგ იქ მყოფი ადამიანების მდგომარეობასასაწრაფო დახმარების ბრიგადამ დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი ერთ-ერთ კაბინეტში შეიყვანა დახმარების აღმოსაჩენად. შეგახსენებთ, რომ პარლამენტში სხდომაზე სპეციფიკური სუნის მქონე ნივთიერება გაუშვეს. სოფო კილაძის ინფოტმაციით 2 დეპუტატი და 3 აპარატის თანამშრომელი გახდა ცუდად, რომლის მდგომარეობა მძიმეა. ყველაზე მძიმედაა სვეტლანა კუდბა. ჯერჯერობით უცნობია რა სახის ნივთირების გაშვება ... ...
  • გურიას უყვარხარ, ზაზა! სიონის ტაძარში ქართველ კინორეჟისორ ზაზა ურუშაძეს ვემშვიდობებით. კინორეჟისორს, რომელმაც არაერთი წარმატება და სიხარული მოუტანა ქართველ მაყურებელს, განსაკუთრებული გულისტკივილით ემშვიდობება გურია. მისთვისაც ეს მხარე სითბოს, სიყვარულის  და საუკეთესო მოგონებების სამყარო იყო. “ოსკარის“ ცერემონიალზე, გამარჯვების შემთხვევაში, ზაზა აპირებდა, რომ ქართულად, გურული კილოკავით გამოსულიყო. და  მიუხედავად იმისა, რომ ეს გამოსვლა ვერ შედგა, არა ერთგზის შედგა მისი ნიჭით, ღირსებით, სიყვარულით მონიჭებული სიამაყე გურიისთვის, საქართველოსთვის... მიუხედავად არაერთი გულისტკენისა, ყოველთვის კეთილი, თავმდაბალი და ადამიანური სითბოთი სავსე - გარდა ნიჭიერი პროფესიონალისა, ასეთია ზაზა ურუშაძე მათთვის, ვისაც მასთან ურთიერთობის ბედნიერება ერგო ბავშვობაში, დიდობაში, საქმეში... 2015 წელს, როცა საქართველოში “ოქროს გლობუსის“ 5 ფინალისტ ფილმს შორის “მანდარინების“ გამარჯვებას ზედმეტი ემოციით ელოდა საზოგადოება, ზაზა ურუშაძე გულშემატკივრების ემოციებზე დარდობდა და მოთმინებით ხსნიდა - 5 საუკეთესო ფილმს შორის, ყველაზე პრესტიჟულ კინოფორუმზე მოხვედრა უკვე დიდი გამარჯვება და საქართველოში ზეიმის მიზეზი უნდა ყოფილიყო... სწორედ იმ დღეებში, ლოს ანჯელესში მყოფმა კინორეჟისორმა “ამერიკის ხმის“ ჟურნალისტთან მაია ქვარცხავასთან ინტერვიუში, სამომავლო გეგმებზე საუბრისას თქვა: “...თითქოს გვინდა ახალი პროექტის დაწყება და სცენარიც მომცეს, მაგრამ სიმართლე გითხრა, ვერ შევძელი. საერთოდ ძალიან სწრაფად ვწერ, მაგრამ ამ შემთხვევაში რაღაც მობილიზება არ გამომდის. ამერიკაშიც მაქვს შემოთავაზებები, დღესაც იყო შეხვედრა და მოლაპარაკება. სერიოზული ჩანს, მაგრამ ამაზე საუბრის არც უფლება მაქვს და თან ჯერ არ გადამიწყვეტია. დაველოდოთ, ვნახოთ. შეიძლება „მანდარინების“ ირგვლივ შექმნილმა სიტუაციამ იმოქმედა და ვერ გამოვდივარ ამ ფილმის გავლენიდან. ძალიან ცუდია რეჟისორისთვის, როცა ეს ყველაფერი ერთგვარ ტკბობაში გადადის. არ ვიქნები გულწრფელი და ტყუილს ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემზე არ მოქმედებს. საოცრებაა, მართლა. არაჩვეულებრივია ეს ნომინაციები, პრიზები და რეჟისორზე ეს ყველაფერი ძალიან დიდ გავლენას ახდენს. უცებ ჰოლივუდის საერთაშორისო კინოკრიტიკოსთა ასოციაცია რომ დაგასახელებს მსოფლიოს 5 საუკეთესო ფილმში, ეს დიდ გავლენას ახდენს შენზე, რაზეა ლაპარაკი. მაგრამ ამით ტკბობა დამღუპველი ჩანს და განვითარების, ახლის შექმნის საშუალებას არ იძლევა. ალბათ უნდა დასრულდეს ეს ციკლი, დავივიწყო, გამოვიდე ფსიქოლოგიურად ამ მდგომარეობიდან. უნდა გავთავისუფლდე „მანდარინებისგან“ და შემდეგ უფრო ჩავერთვები ახალ პროექტში და შევუდგები საქმეს, იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს, ყველაზე მთავარი ბედნიერება მაინც კეთებაში, ფილმის შექმნის პროცესშია“... ზაზა ურუშაძის და ჭეშმარიტი ხელოვნების მრევლის - ზაზას ახალი ფილმების შექმნის ბედნიერება, სამწუხაროდ, აღარ გვერგება, მაგრამ, იქნებ, როგორმე მისმა წასვლამ ბედნიერების ფასი გვასწავლოს?! “გურია ნიუსი“ ღრმა მოწიწებით პატივს მიაგებს მის ხსოვნას, მის შემოქმედებას და ის გულისტკივილი, რაც ამ დღეებში გურიაში სუფევს, გვინდა ერთი წინადადებით გითხრათ: გურიას უყვარხარ, ... ...
  • "ვრეკავ იმისთვის, ვინც მიყვარს": 1820 წელს დამზადებული ზარი ბაილეთის სკოლაშილიხაურის საჯარო სკოლის პედაგოგი, ირმა გორდელაძე ფეისბუქგვერდზე ბაილეთის საჯარო სკოლაში უძველესი ზარის აღმოჩენის შესახებ იუწყება. როგორც მან „გურია ნიუსთან " განაცხადა, ახლახან აღმოაჩინა  ეკლესიის ზარი, რომელსაც აქვს წარწერა „ვრეკავ იმისთვის, ვინც მიყვარს"  და  1820 წლითაა დათარიღებული. _აღნიშნულ სკოლაში მუშაობა  დავიწყე და აქ შემთხვევით აღმოვაჩინე. ეს ზარი ყოფილი ხის ეკლესიიდანაა, როგორც აქ მითხრეს  და  მოსწავლეებისთვის რეკს, უშუქობის დროს. მერე სხვა საინტერესო  მასალაც მოვიძიე  ამ ზარის შესახებ და მალე მოგაწვდით,  _გვითხრა  ირმა ... ...
  • პარლამენტში სასწრაფო სამედიცინო დახმარების კიდევ ერთი ბრიგადა მივიდაპარლამენტში სასწრაფო სამედიცინო დახმარების კიდევ ერთი ბრიგადა მივიდა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სპეციფიკური სუნი დადგა, რის გამოც  შესვენება გამოცხადდა. პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს მოუწოდა, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სხდომათა დარბაზი დაეტოვებინათ. უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ კი  განაცხადა, რომ დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენელი შევიდა, რომელმაც გაურკვეველი ნივთიერება დაასხა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტიდან ერთი ადამიანი საავადმყოფოში უკვე ... ...
  • მდინარაძე: ამას არც ბავშვობა ჰქვია, არც თამაში ჰქვია, არც პერფორმანსი"საქმე გვაქვს ყველაზე მდაბიო საქციელთან, თუკი რამე შეიძლება მოიფიქროს ადამიანის გონებამ. იმდენად მდაბიო და სასაცილო საქციელი ჩაიდინეს, რომ დამთავრდნენ.მას არც ბავშვობა ჰქვია, არც თამაში ჰქვია, არც პერფორმანსი ამას ჰქვია ცუდად მოფიქრებული დესტრუქცია. მე შემიძლია წინაწარ ვერსია გითხრათ, „ევროპული საქართველოს“ ორი ქალი წარმომადგენელი შემოსული, ერთ-ერთი გადახვეული შარფით ხელში, ამას ყველაფერს დაადგენენ. კაცებიც არ ჰყავთ, რომ შემოვიდნენ, ქალებს უშვებენ, რაღაც გოიმური პერფორმანსების დასადგმელად, სირცხვილი სინამდვილეში ეს არის.  როდესაც ალერგიულია ადამიანი, მაგალითად ენძელა მაჭავარიანი, ახალ ნაოპერაციებია და ცუდადაა, ამაზეც აიღებს პასუხისმგებლობას ის ვიღაც „სირცხვილია“ თუ „ნაცმოძრაობის“ დამატება?,“- განაცხადა ... ...

არქივი

ზაფრანი

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...

2020 წლის ჩინური ჰოროსკოპი

ჩინური ჰოროსკოპი ცხოველთა 12 ნიშანს...

იცით თუ არა, რომ...

ადამიანები, რომლებიც დიდი რაოდენობით ტესტოსტერონს...

რა გავლენას ახდენს მოწევა ტვინზე

მოწევა არა მხოლოდ ფილტვებს, არამედ...

რატომ უნდა მიირთვათ ვაშლი ყოველდღე

ვაშლი დაბერებას აფერხებს; ვაშლი უჯრედისით...

შეიძლება თუ არა სველი თმით დაძინება

სახლში სამსახურიდან დაქანცული ბრუნდებით, აბაზანას...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...