გურული კურიოზები 07.05.2011

ა კიდო

გურული კურიოზები 07.05.2011

17 ნოე. 2011, 07:14:07

დიოგენა კანტია

რეიზა მინდა დეპუტატობა?

ბიჯო, გადამრევთ თქვენ მე! კაციშვილი არ მეკითხება რეიზა მინდა ჭადი, ლობიო, ტანზე ან ფეხზე... ერთი წამოგცდება კაცს, დეპუტატობა მინდაო და წაგესევა ქვეყანა. ვინც თლათ უტუხია, იგი პირდაპირ შეგასკდება პირში, დეპუტატობა რაში გჭირიაო? უფრო მორიდებულები კი ქე ტლიკინობენ ერთმანეთში _ ფულის შონა უნდაო; ცხენის კაჭკიდან "ემადინზე" გადაჯდებაო; შვილებს საზღვარგარეთ ასწავლისო; მამამისის დატიებულ გუუწყობელ სახლს ევრორემონტს ჩუუტარებსო და ა.შ... გლახაა მერე მაი?!

რავა, პაწე მეც არ უნდა გამევიხედო თვალში? მე შენ გეტყვი, სესიის დროს, მაგიდაზე თავჩამოდობილ ძილს ვერ შევძლებ თუ რაი?! იგი კი არა, რაც მე ყანაში თოხის ტარზე ნიკაპჩამოდობილს მიძინია, რბილ სკამზე რავა უნდა გამიჭირდეს?! თუ გავკუჭდები და შიმშილობაზე მიდგება საქმე, თლათ უკეთესი _ მაინც ტყულა ვშიმშილობ ამდენი ხანია და საქმეში ჩამეთვლება, თანაც, ამიზა ცაი და ქვეყანა შეწუხდება. ამომრჩეველი ან შენაპირები გადამცილდება გულზე და ასეა ალბათ საჭირო _ თქვენ მე ამირჩიეთ და არც გულმავიწყობას ვუჩივი, თუ დამჭირდა! მერე გამახსენდებით, როცა ამის დრო მოვა...

სხვაზე ნაკლები რაით ვარ?! არა, თქვენ ნამდვილად გადამრევთ _ დაგიჩემებიენ, მდიდარი კაცი ევირჩიოთ, ფული აქ და მოგვეხმარებაო. შე აბდალა, იმ კაცს თუ აქ რამე, შენდა იშონა თუ იცი?! ანდა, მდიდარს რაღა უნდა საკრებულოში, აგერ გაჭირვებულს შემაწიე ხმაი, თუ შეგიძლია!

მაინც არ გეყურება ქართული და ახლა ავტორიტეტებს დუუწყე ძებნა. გეიგონე _ ავტორიტეტები "კუტუზკაში" ზილარიან დღეს და მერე მეორეც _ ვინ შეგაწია, თუ ძმა ხარ, საკუთარი ავტორიტეტი? რავა, მის დროზე პაწე ამბავის დათენება შეეძლოთ თუ?!

მაინც თუ ვერ გაგაგებიე, რეიზა მინდა დეპუტატობა, უფრო დაწვრილებით მოგიყობი. დამაყურე აგერ და ჩაგიდობ თავში _ (მეტი არ აგიდგათ გვერდები, მარა მაინც) ხომ უნდა ამომიღამდეს თვალები თქვენზე ფიქრში?! ხომ უნდა მომენატროთ და ხომ უნდა განვიცადო, ოთხ წელიწადში ერთხელ თქვენთან შეხვედრის საამო ჟრუანტელი და სიხარული?! თუკი რამეს ვიშონი, ხალხს ხომ უნდა დარჩეს იგი, თქვენზე ზრუნვით განაწამები რომ დავეცემი ბრძოლის ველზე, საქართველოს მტრებთან უთანასწორო ბრძოლაში?! "მონტე კარლოში", ქინძმარში ჩაწყობილი ზუთხით, ასეტრინისა და სუკის მწვადებით გაწყობილ სუფრას რომ მივუჯდები, ხომ უნდა მომადგეს კურცხალი თვალზე გაჭირვებული კაცის დღეგრძელობისას?!

ა, ამიზა მინდა დეპუტატობა და იმ დღეს, ფარდაჩამოფარებულ შემოდოშნილში რომ შეხვალ, არ დამებნე, ჩემი ძამია თუ ხარ! კარგად გაშალე და ნამეტარი ინტერესით წეიკითხე საარჩევნო ბიულეტენი. თუ ვიქენი ჩამონათვალში ხომ კაი, კი ვიცი არ დამაღალატებ და ბიულეტენიზა ტელეფონით სურათის გადაღებას აღარ გთხოვ. ვინიცობაა, არ დარჩა ჩემი სახელი და გვარი სიაში, მაშინ ქე შემოხაზე, ვინცხა გულმა გითხრას იგი...

თვარა, ჩემი იღბალის ამბავი რომ ვიცი, ანტისაარჩევნო აგიტაცია დამბრალდება და იქეთ მექნება არჩევანი გასაკეთებელი _ სახელმწიფო ხარჯით ევიყვანო ადვოკატი თუ ვინცხა კერძო ვექილს ვეღრიჭო, პაწა იაფად დამიცავი,-თქვა!!!

 

მაყარი

ჭიქა ღვინოზე ყვება გივია თავის თავგადასავალს: _ სად არ ვყოფილვარ, ბიძია, რა არ გადამხდენია თავს, მაგრამ იმისთანა გასაჭირი არ მქონია, სამეგრელოში სტუმრობისას რომ დამემართა. ჩემდა სიკვდილად, მეზობელი შემომიჩნდა, გოგო გავათხოვე აბაშაში და მაყრად გამომყევიო. გავყევი. ქალები ცალკე ისხდნენ "სეფაში", კაცები _ ცალკე. თამადა პირდაპირ ჩემთან, როგორც პირველ მაყართან გადმოდიოდა ალავერდს და სამი თვალებდაქაჩული მეგრელი მადგა თავზე, ღვინო რომ არ მომეპარა. ბოლოს, თამადა რომ წაასვენეს, ხონჩის წამოსაღებად უშველებელ ყანწს წავეპოტინე, მარა დავლიე თუ ვერა, მაგი აღარ მახსოვს...

პატარა აზრზე რომ მოვედი, მასპინძლის მეზობლისას ვიწექი, იმფერ გაკრახმალებულ ქვეშაგებელში, რომ ჩიხოლზე კინაღამ წავახიე ნიკაპი. ღამეა ჯერ კიდევ, გათენებას არ აპირებს. ნაღვინევზე, უკაცრავად პასუხია და გარეთ მინდა გასვლა. შემაწუხა ნამეტარი ამდენმა სითხემ...

აუჰ, გლახათაა საქმე _ ვწრიალობ, ვბრუნავ და ვერაფრისდიდებით ლოგინიდან ვერ ჩამოვდივარ. რომელ მხარესაც არ მივადექი, ფეხი ვერ ჩამოვდგი ძირს. სად წევიდე ახლა, სირცხვილს ხომ არ ვჭამ?! ცივი ოფლი მასხამს და კაი ჩარლსტონის მოცეკვავესავით ვასვარსვალებ ფეხებს. რაი მერე?! ვერ გადმოვდივარ ლოგინიდან...

ასე წამებაში გავათენე იგი ღამე და რავარც იქნა გათენდა... გათენდა და რა ნახა ჩემმა თვალებმა _ "პოლზე" გოუშლიათ ლოგინი და ძირს რაფერ ჩამევიდოდი?!

 

ტელევიზორების მოხელე

თავსხმა წვიმაა. ზუსტად ისეთი, ჩვენში რომ იცის ოქტომბრის მიწურულს და ძაღლი არ გეიგდება გარეთ. ამ წვიმამ თუ დააკავა ზაზა გოგუაძე შინ, თუ არა, კაი ამინდში რავა გაჩერდება სახლში. ზაზა კია სახლში, მარა კარპეზომ დაიძახა ჭიშკართან. ნერვებმოშლილი იყო _ ტელევიზორი გამიფუჭდა და ამ ამინდში რა გინდა რომ ქნაო?!

გოგუაძე რაცხა მაკვარანცხია, ყველამ იცის. ჰოდა, ღელეს გაღმა, ოთარა კერესელიძესთან გაუშვა კარპეზო _ არ ამჟღავნებს თუ არა, მაგისთანა ტელევიზორის მოხელე მეორე არ დადის გურიაში. მე რომ მიგასწავლე ნუ ეტყვი და უარით არ გამოგიშვებსო. გაუხარდა კარპეზოს, "კურტკა" წამოიხურა თავზე და წავიდა...

ალბათ, ოთარას ეხვეწებოდა უკვე, ტელევიზორი გამიკეთეო, ზაზას ჭიშკართან გია იმედაიშვილმა რომ დაიძახა. სახლში შევიდა თუ არა, დაიწუწუნა _ ტელევიზორი გამიფუჭდაო...

ამისთანა შანსს გაუშვებდა ზაზა ხელიდან?! _ ეგერ არაა ოთარა კერესელიძე, ჩემდა ნათქვამად ნუ იტყვი და ტელევიზორების მამააო! _ დამოძღვრა გია.

ოთარიდან წამოსული კარპეზო და ოთარისთან მიმავალი გია გზაში შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ ისე წვიმდა, გაჩერება, მინიმუმ, ფილტვების ანთებას უდრიდა, ამიტომაც მონდურავებივით გამოულაპარაკებლად აუარეს ერთმანეთს გვერდი.

ოთარიმ კარპეზო ძლივს დააჯერა, რომ ტელევიზორის არაფერი გაეგებოდა და გაისტუმრა. "ვადალაზივით" დასველდა, ის იყო ტანსაცმელი გამოიცვალა და გიამაც დაიძახა ჭიშკართან. ისევ გავიდა წვიმაში ოთარი.

_ ოთარი ბიძია, არ გამაწბილო და ტელევიზორი უნდა გამიკეთო... _ შეხვეწებით კი შეეხვეწა გია, მარა მერე პირდაფჩენილი უყურებდა ოთარის გადელებას და თქრიალით ჩადიოდა წვიმის წყალი ხახაში...

მიხვდა ოთარიც, თუ ვისი გაგზავნილი იყო კლიენტები, საკუთარი "ბალკონიდან" დაუძახა და ღელის გაღმიდან კარგად "მოიკითხა" გოგუაძე...

 

გურამ კუკულაძე

კუკურა!

სინიორ რობიზონს მის წასაყვანად მისული გემის დანახვა არ გაუხარდებოდა ისე, როგორც ქუჩებში გამოფენილმა პროვინციელებმა გაიხარეს ყველა ფეხის ნაბიჯზე აწებებული აფიშების ხილვით _ მაცდურად გაფორმებული ფერადი აფიშები იუწყებოდნენ, რომ ათი დღის შემდეგ ქალაქში დაიწყებოდა ცნობილი ზოოლოგიური ცირკის გასტროლები. ასეთ სიამოვნებას დანატრებულმა ხალხმა თავიდანვე დაიჭირა თადარიგი. გამოჩნდნენ ენთუზიასტებიც, რომლებმაც ცირკისთვის საჭირო მოედნის მოწყობა ითავეს. იმის შიშით, რომ ვაითუ მშობლებმა ცირკში არ წაგვიყვანონო, ბავშვებმა სწავლას და ბეჯითობას უმატეს.

საზრუნავი და საფიქრალი მოემატა კუკურას, შვიდი შვილიშვილის ბაბუას. არა, დროისა და ფინანსების პრობლემა ნამდვილად არ აწუხებს, მისთვის ყოველდღე ცირკში სიარულია პრობლემა. იცის შვილიშვილების ზნე და იმიტომ. ხანდახან მეუღლეც შემენაცვლებაო, ფიქრობს კუკურა, მაგრამ ასეც რომ არ იყოს, შვილიშვილების ხათრით ყოველდღე კი არა, დღეში ორჯერ ივლის ცირკში, იმათ შემოევლოს მზრუნველი ბაბუა. არადა, ზოოლოგიური ცირკი რას ნიშნავს, ეს ვერ გაურკვევია ბევრის მომსწრე კუკურას. თუმცა, ამას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია ბავშვებმა გაიხარონ.

აუარება ხალხი მიაწყდა სახელდახელოდ მოწყობილ, ე.წ. ცირკს. უკვირდა კუკურას, ამდენი ხალხი თუ ცხოვრობდა ამ პატარა ქალაქში, ვერც წარმოედგინა. სამ დღეს გაუძლო ბავშვების კაპრიზებს, მეოთხე დღეს კი სამსახურში წასვლა მოიმიზეზა და ონავრები მეუღლეს გადაულოცა.

ხალხი თავიდანვე მიხვდა, რომ ლამაზად გაფორმებული აფიშები სატყუარა იყო და ეშმაკმა საქმოსნებმა ცირკის ნაცვლად ჩვეულებრივი ზოოპარკი ჩამოიყვანეს. სანახაობას მოწყურებული ბავშვებისათვის ესეც დიდი საქმე იყო და სეანსზე კუკურას მოუსვლელობას ცირკის შემოსავლისთვის არავითარი ზიანი არ მიუყენებია.

სამაგიეროდ, კუკურას მიადგა ზიანი ცირკის ჩამოსვლიდან სწორედ იმ ავადსახსენებელ მეოთხე დღეს _ თანამშრომლებთან ლაზღანდარობდა, როცა მის ჭიშკარს ბარბაცით მიადგა უახლოესი მეგობარი კოწია. იგი მთელ ქალაქში ცნობილი იყო თავისი ყიამყრალობით, ხოლო მთვრალი კოწიას ატანა მხოლოდ კუკურას შეეძლო.

_ კუკურა! კუკურა! _ ჩახლეჩილი ხმით დაიძახა სტუმარმა.

ხმა არავინ გასცა. კოწია იქვე ქვაზე ჩამოჯდა, ხანგამოშვებით თუ დაიძახებდა, მაგრამ უშედეგოდ. მოწყინდა ამდენი ლოდინი. ბოლოს იფიქრა, ერთს კიდევ დავუძახებო, წამოდგა, ღობეს მიეყრდნო და დაიძახა:

_ კუკურა! კუკურა! შენი... _ და განაწყენებული, გინებ-გინებით გაბრუნდა უკან.

სულ არ ჩქარობდა კუკურა სახლში დაბრუნებას. არც იჩქარებდა, შიმშილს რომ არ შეეწუხებინა. ლუკმა გადაყლაპულიც არ ჰქონდა, ჭიშკრის მხრიდან ძახილი რომ შემოესმა:

_ კუკურა! კუკურა!

რა დროს სტუმარიაო, გაიფიქრა და უხალისოდ გაიხედა ღია ფანჯრისკენ. ჭიშკართან არავინ არ იყო. ალბათ, მომესმა, _ დაიმშვიდა გული კუკურამ და სადილს მიუბრუნდა.

ძახილი ყოველ ხუთ წუთში მეორდებოდა. კუკურას ნერვები დაეჭიმა: _ რა მემართება? ჭკუიდან ხომ არ გადავდივარ? ასე არ შეიძლება. ხვალ ექიმთან უნდა წავიდე და ჩემს თავს მივხედო, თუ არა გიჟი კუკურა ვის უნდა?! _ თავის ჯანმრთელობაში ეჭვი შეეპარა. სადილი უგემურად ჩაათავა და სუფრის ალაგებას შეუდგა...

_ კუკურა! კუკურა! შენი...

ახლა შიშმა შეიპყრო კუკურა, თოფს ხელი მოავლო და თავისი ეზოს ყოველი კუნჭული გულმოდგინედ დაათვალიერა. საეჭვო ვერაფერი შენიშნა. სახლისკენ გაბრუნდა. ალვის ხის კენწეროზე უცხო ფრინველი დაიანახა. მონადირის მიძინებულმა სულმა გაიღვიძა, დაუმიზნა და... სროლის ხმაზე უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი, მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხალი ფრინველის ვინაობა და სადაურობა უცნობი დარჩა.

მთელი ღამე ფიქრში გაატარა კუკურამ. ცოტათი დამშვიდდა. არც ეს ნერვებისმომშლელი ძახილი ჩაესმის, მაგრამ ექიმს მაინც უნდა ეჩვენოს. მართალია, მის თვალებს ძილი არ გაკარებია, მაგრამ ლოგინიდან ადგომას მაინც არ ჩქარობდა. ბოლოს, როგორც იქნა წამოდგა, თავისი თავი წესრიგში მოიყვანა და ის იყო ექიმთან უნდა წასულიყო, რომ მეუღლემ წყევლა-წყევლით ააფარა თვალებზე სასამართლოს გადაწყვეტილება: "ზოოლოგიურ ცირკზე მიყენებული ზარალისთვის, მოქალაქე კუკური თოფაძე დაჯარიმებულია 300 (სამასი) მანეთით".

უცხო ფრინველი, ზოოლოგიური ცირკის წამყვანი "მსახიობი", მოლაპარაკე თუთუყუში აღმოჩნდა.

კუკურამ შვებით ამოისუნთქა.

 

ნამდვილი ამბები

თანამშრომლის დაბადების დღეზე ვიყავით მიწვეულები. მაგიდას მივუჯექით, ერთმა სტუმარმა მჭადის ნატეხი გადმოიღო, მაგრამ ვეღარ შეჭამა, რადგან მასში თმის მოზრდილი ღერი შენიშნა. შეამჩნია ოჯახის დიასახლისმა და უთხრა: _ არ შეგეზიზღოს ძამია, თავი სუფთა მაქვს, წუხელი დევიბანეო.

მეზობლის ქალს აქვს წისქვილი და ყველა მეზობელს საფქვავი მასთან მიგვაქვს. მეზობელმა მამაკაცმა მიიტანა საფქვავი, რომელიც დანესტილი ყოფილა და წისქვილი გაიჭედა. მან ქალს საყვედური უთხრა: ფეხი თუ აუწიეო (იგულისხმა წისქვილის ფეხი). ფეხის აწევას ვერავინ მასწავლის მეო, მიუგო მეწისქვილე ქალმა.




 ახალი ამბები
  • დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებსქვეყნის მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტი დღეიდან შაბათ-კვირასაც იმუშავებს. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე დღის წინ მიიღო. მუნიციპალურ ტრანსპორტზე შაბათ-კვირას დაწესებული შეზღუდვები იხსნება დედაქალაქშიც. თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები 27 თებერვლიდან მგზავრებს ყოველდღე, ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან. „უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად ტარდება. დეზინფექცია უტარდება, როგორც თბილისის მეტროსადგურებს, ასევე, მოძრავ შემადგენლობებსა და მუნიციპალურ ავტობუსებს“, – აცხადებენ მერიაში. რაც შეეხება მგზავრებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს, კვლავ ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების აუცილებლობა. პირბადის გარეშე მგზავრობის შემთხვევაში, მძღოლი ვალდებულია, არ დაძრას ავტობუსი. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან ასევე, თბილისის მეტროსადგურებში. ავტობუსებში კვლავ აკრძალული იქნება გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა. გამომდინარე იქიდან, რომ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ძალაში რჩება, თბილისის მეტრო და ავტობუსები 21:00 საათამდე ... ...
  • ვიდრე არ იქნება ავიაბილეთის თარიღი, აღარ დავასახელებ - გაბუნია ვაქცინის შემოტანაზეჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ ქვეყანაში ვაქცინის ჩამოტანის თარიღს იქამდე აღარ დაასახელებს, ვიდრე ავიაბილეთის თარიღი არ იქნება ცნობილი. "როდის იქნება კონკრეტული თარიღი, ამასთან დაკავშირებით მიდის ისევ კონსულტაციები, მე დღეს ამას აღარ დავასახელებ, ვიდრე არ იქნება კონკრეტულად ავიაბილეთის კონკრეტული თარიღი, რითიც ჩამოვა ეს ტვირთი აქ, უკვე ძალიან რთულია და მე მესმის დაბნეულობასაც იწვევს საზოგადოებისთვის ეს გადავადებების დააანონსება", _ თქვა გაბუნიამ რუსთავი2-ის ეთერში საუბრისას. საქართველოში ვაქცინის ჩამოტანის თარიღმა რამდენჯერმე გადაიწია და ისევ უცნობია როდის და რა ვაქცინას ... ...
  • დღეიდან საქართველოში სარკინიგზო მიმოსვლა აღდგებასაქართველოს რკინიგზა სამთვიანი პაუზის შემდეგ სამგზავრო გადაყვანებს განაახლებს. მატარებლები მაგისტრალურ მიმართულებებზე 27 თებერვლიდან იმოძრავებენ. კომპანია მოძრაობას თბილისი-ბათუმი-თბილისი; თბილისი-ზუგდიდი-თბილისი; თბილისი-ოზურგეთი-თბილისი; თბილისი-ფოთი-თბილისი და თბილისი-ქუთაისი-თბილისის მიმართულებებით აღადგენს. რაც შეეხება კოვიდ-19-თან დაკავშირებულ რეკომენდაციებს: გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის ... ...
  • როდიდან დათბება საქართველოში _ უახლესი ცნობები გარემოს ეროვნული სააგენტოდანგარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ  ცნობებს აქვეყნებს. სააგენტოს ინფორმაციით, სინოპტიკოსები 27 თებერვალს ქუთაისში მზიან, უღრუბლო ამინდს პროგნოზირებენ. დღისით +15 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ასევე მზიანი დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში, სადაც დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +11 გრადუსს და მზიან ამინდის პროგნოზირებენ, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება და მოსალოდნელია წვიმა. ფოთში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, +11 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი ამინდია ზუგდიდშიც, ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 იქნება. სოხუმშიც მზიანი დღეა ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. მესტიაში დღისით მზიანი ამინდი იქნება, ღამით კი მოთოვს. დღისით ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება, ღამით -7 გრადუსი დაფიქსირდება. უღრუბლო ამინდია მოსალოდნელი ამბროლაურში, სადაც +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაიწევს. მზიანი ამინდია ჭიათურაშიც. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +9 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში +5 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაიწევს. ბორჯომში დღისით ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში -1 გრადუსი დაფიქსირდება, მოსალოდნელია ქარი. ბაკურიანში +0 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -7 გრადუსი იქნება, მოსალოდნელია თოვა. გორში დღისით +8 გრადუსი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +1 გრადუსი დაფიქსირდება. უღრუბლო ამინდია ცხინვალშიც. დღისით ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. გუდაურში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. +2 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -7 გრადუსი იქნება. მზიანი დღეა ომალოშიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +1 გრადუსი იქნება, ღამე კი -8 გრადუსამდე დაიწევს. ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +8 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. მზიან, უღრუბლო ამინდს პროგნოზირებენ თელავში, სადაც დღის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. +10 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსამდე დაიწევს. რუსთავში მზიანი, უღრუბლო ამინდია მოსალოდნელი. დღისით +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი. თბილისში მზიანი დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი ... ...
  • Reuters: ქართველები ოპოზიციონერი ლიდერის დაკავების გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოვიდნენთბილისში მიმდინარე საპროტესტო აქცია საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ობიექტივში მოხვდა. გთავაზობთ საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თარგმანს: „ასობით ადამიანი  გამოვიდა საქართველოს დედაქალაქის თბილისის ქუჩებში ოპოზიციის ლიდერის ნიკა მელიას განთავისუფლების მოთხოვნით, მას შემდეგ, რაც მისი დაკავება ემუქრებოდა პოლიტიკური კრიზისის გააქტიურებას, რამაც გამოიწვია პრემიერ- მინისტრის გადადგომა გასულ კვირას. ქართული დროშების ფრიალით დემონსტრანტებმა ქალაქის ცენტრში გაიარეს და პარლამენტის წინ შეიკრიბნენ, რათა პროტესტი გამოხატონ მელიას დაკავების წინააღმდეგ და მოითხოვონ ახალი საპარლამენტო არჩევნები სამხრეთ კავკასიის ქვეყანაში სადავო კენჭისყრის შემდეგ. სამშაბათს პოლიციამ დააკავა ოპოზიციური პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მელია, შეტაკება მოხდა მის მხარდამჭერებთან და დაარბიეს ოფისი. მელიას ბრალად ედება 2019 წლის ივნისში ქუჩის საპროტესტო აქციებზე ძალადობა. მელია ბრალდებას უარყოფს და  პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ამ საქმემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა აიძულა და მელიას დაკავებამ შეიძლება გააძლიეროს პოლიტიკური განხეთქილება 3,7 მილიონიან ქვეყანაში. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დასავლეთის სხვა ქვეყნებმა გამოხატეს შეშფოთება მელიას დაკავების გამო და განაცხადეს, რომ ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის დიალოგის პერსპექტივას. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჩარლზ მიშელი მომავალ კვირას ეწვევა საქართველოს. ის ასევე  მოლდოვასა და უკრაინაში ჩავა. მიშელი შეხვდება ოფიციალურ პირებს, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ- მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პარლამენტმა აირჩია ორშაბათს გახარიას ნაცვლად, და ასევე ოპოზიციის წევრებს. "ქართულმა ოცნებამ" მოიგო საპარლამენტო არჩევნები გასული წლის ოქტომბერში, მაგრამ ოპოზიციამ განაცხადა, რომ ხმები გაყალბდა და საარჩევნო პროცესი  დარღვევებით დასრულდა. იმ დროს მელიამ თქვა, რომ მისმა პარტიამ არ ცნო  შედეგი და ხელახალი არჩევნების ჩატარება ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...

გავიხსენოთ "ძველებური" ნამცხვრები

ბოლო დროს, სოციალურ ქსელში, არაერთხელ...

თებერვლის ძირითადი სამუშაოები საკარმიდამო ნაკვეთებში

თებერვლიდან, საკარმიდამო ნაკვეთებში, ხეხილოვანთა ბაღებში,...

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...