გურული კურიოზები 23.06.2011

ა კიდო

გურული კურიოზები 23.06.2011

1970 იან 1 04:00:00
დიოგენა კანტია

ყანის პოლიტიკა

_ კიო ხომ არ ხარ, კირილე?! ერთი საათის უკან მიდიოდი ყანაში და დაამთავრე უკვე?! _ გავძახე შუკაში, მხარზე თოხგადადობილ კირილეს.

_ დამანებე, დიოგენა, თავი! დანა რომ გამომისვა კისერში, ერთი წვეთი სისხლი არ წამომივა, ისე მაქ გამშრალი! _ სულის მოსათქმელად ჩემს ჭიშკართან გადობილ მორზე ჩამოჯდა, თუთუნი გაახვია და იმხელა ნაფაზი დაარტყა, თვალები დაუელამდა.

რაღას ვიზამდი, დევიძარი მეც ჭიშკრისკენ:

_ ცივი წყალი ხომ არ გამოგიყოლიო?!

_ ცივი წყალი არა და სხვაი თუ გაქ რამე დასალევი, ქე წამეიღე, ისე მინდა გათიშვა, რომე დარიშხანსაც დავლევდი ახლა! _ ამეიხვნეშა კირილემ და ფიჟვა-მაგარაც ამოაყოლა.

სახლში ორწლიანი ძმრის მეტი არაფერი მეგულებოდა, ციხის ძმარს რომ უძახიან, იმფერი; იცოცხლე, ჭიქაში რომ გახედავდი, ჭიოდა მზესავით და თვალს მოგჭრიდა ფედოსიას გადგვიფინებული ქერქეტა რძალივით, მარა რად გინდა?! შხომპოლო იყო... ჰოდა, გადმოვუსხი ბოთლში და გავუტანე ჭიშკართან. დავუსხი და მივაწოდე. ერთი კი გამომხედა ეჭვით, მარა გულმა შემაწუხა და ვერ დავლევ,-მეთქი, _ შევაცოდე თავი. აბა იმას ხომ ვერ ვეტყოდი _ იმფერი სასირცხო ავადმყოფობა მჭირს არანაკლებ სასირცხო ადგილზე, აქანე არ ითქმებაო?!

_ ვინც გულიანი კაცია, იმას ტკივა გული, თვარა ყველა გოთვერანს უკანალი ტკივა... გაუმარჯოს გულიან კაცებს! _ რიხიანად თქვა კირილემ და ვიდრე მე გაბრაზება გადამივლიდა გადეიმხო ჩაის ჭიქა ყრონტში. ჯერ გალურჯდა, მერე გამწვანდა და პატარა სული რომ მეითქვა, რავარც იქნა, ამოიხროტინა:

_ მომკალი, ყაძახო?!

_ რა იყო, კირილე, აძმარებულა, ხომ?! დედა, მომკალით ვინცხამ, მეტი რომ არ მაქვს?! თუმცა, გადევირბენ, აგერ, ლევარსიასთან, სოდა ექნება და გამოვართმევ. უქენი ძმარს და დაუკარგავს გემოს, წახან დარიშხანის დალევას აპირებდი და მაგის ფონზე სოდიანი ძმარი შაქარყინულია!

არ ვიცი, მისი სახელი გეიგონა, არ ვიცი, ჩასაფრებული იყო და თავიდანვე გვიგდებდა ყურს, მარა დაფნებიდან ლევარსიამ გამოყო მისი ოღროჩოღრო თავი:

_ ჩემს ეზოშიც აღარ დამაყენოთ ახლა! რა სიკტილი გინდებლარიან?!

_ გაახაზირე დასალევი, დასაყოლებელი და გადმოი აგერ. რაცხა ფარცაკი ამბავია ამის თავს და შენისთანა ბრძენი კაცი თუ უსაშველებს! _ ისე ვუთხარი სასხვათაშორისოდ, იმედი არ მქონია მაინდამაინც, მარა, ეტყობა, ბრძენთან შედარება ესიამოვნა და ეგრევე გადმომაწოდა დაორთქლილი ჩარექა. გამოვართვი და მერეღა შევაპარე:

_ მისაყოლებელი?!

_ სარი წელზე! მეიცეთ პაწე და მუალ! _ სახლისკენ ქნა პირი ლევარსიამ. მალევე გამოჩნდა _ მჭადი, ყველი, პრასის მწნილი და სამი კეკალი ატამი ეჭირა ხელში.

გავშალეთ სუფრა და ის იყო საუბარი უნდა დაგვეწყო, რომ ფედოსიას რძალმა ამოიარა. ხო, ხო, ხო, ხო! მოქონდა ცაი და მიწა იმ ოჯახაშენებულს. კირილე მის მოშიშვლებულ ჭიპს მიშტერებოდა და ისე დაელამებოდა თვალები, რავარც წეღან, ღრმა ნაფაზი რომ დაარტყა. კიდო კაი, დროზე ჩეიარა და არ გამოგვლაპარაკებია, თვარა გადუურეველს არ დაგვტიებდა არც ერთს.

_ რაიო, რა მჭირსო ამ ცალტვინამ?! _ მე შემეკითხა ლევარსიე, პაწე აზრზე რომ მევიდა მერე.

_ ვკითხე და არ ჩივა! ჟდანა ასე დაელამებული და მოთქვამს, დანა რომ დამარტყა, სისხლი არ გამომივაო, დარიშხანს დავლევ და რა ვიცი, ათას უბედურობას კიდოო!

_ რა მჭირს და დევიღალე _ ნაკვდავი ვენახი ფილოქსერამ შემიჭამა; კარტოფილი _ კოლორადოს ხოჭომ; ვაშლის და მსხალის ხეი _ ამერიკულმა პეპელამ... ახლა ვითომ ხვატარი არ ეყოფოდა, ჩემს სისხლ და ოფლჩანაქცევ ყანაში ბალახი მიეძალა სიმინდს. შრომას აღარ ვჩივი, უშველებელი ხარჯი მაქ ნაქნარი და შემეცოდა მისატიებლად, გადევიტყავე ხელები თოხის ნაცემი, ვთოხნე და ვთოხნე, მარა მაინც გადაასწრო ბალახმა სიმინდს. სასუქი უნდა ყანას. წევედი დღეს და ერთი "პაჭკა" 45 ლარიო! მე ოთხი "პაჭკა" მჭირია და მაგის ფასს რას მევიწევ?! აგია...

_ ჰატ, მთავრობაზე არ დაგცდეს რამე გლახად! _ დაშტიმა თვალები ლევარსიამ.

კირილე დამუნჯდა და პრასის მწნილი ჩაღეჭა ჯავრიანად...

ახლა უკანა გზაზე ამეიარა ფედოსიას მოკლეკაბიანმა, ჭიპ და მკერდმოშიშვლებულმა რძალმა, ქვეშ-ქვეშაც გამოაპარა მზერა, მარა რაი? აფერი! კირილეს პრასის მწნილით ჰქონდა პირი ამოვსებული, ვერც ღეჭავდა, ვერც ყლაპავდა და ქი იყო ასე; ლევარსიე გაბრაზებული იჯგიმებოდა და მე ფარა არ მქონდა; რომც მქონოდა, ვის ეცალა, თუ ძმა ხარ ფედოსიას გადგვიფინებული რძალიზა?! კაცს, აგერ, ნაკვდავი ყანა ეღუპებოდა და სასუქის ყიდვაში უნდოდა მიხმარება.

 

დავით გოქაძე

ბანკში მომხდარი კურიოზები

"სექსი"

კაცი ავსებდა რაღაც განაცხადს. გრაფაში, სადაც წერია "სქესი", წაუკითხავს _ "სექსი" და მიუწერია კოხტად: "კვირაში ხუთჯერ".

ოპერატორ გოგონას არ დაუხედია განაცხადისთვის და როგორც წესია, მაინც გაუფრთხილებია, რომ არასწორი რამე თუ ჩაწერეთ, არ შეიძლება და არ განიხილავენ განაცხადსო.

გამოურთმევია ამ კაცს უკან განაცხადი და გადაუსწორებია _ "კვირაში 2-ჯერ".

 

2 დოლარი

ჩემი მეგობარი სალაროში მუშაობდა. მოვიდა კლიენტი და დოლარის დაზიანებული კუპიურა მიაწოდა. ამ ჩემს მეგობარს უთქვამს: _ ბატონო, დაზიანებული გაქვთ და ორი დოლარისას მოგაჭრითო.

 

"ასო"

კლიენტი შემოვიდა ბანკში, რაღაც ოპერაციას აკეთებს და აღმოჩნდა რომ საბუთში მითითებულ გვარში ასოა გამოტოვებული. ოპერატორი რეკავს ჯგუფის უფროსთან და ეკითხება:

_ ბატონია მოსული, ასო აქვს ამოგდებული და მივცე?

 

ბანკომატი

შემოვარდა ერთხელ საოპერაციოში გაბრაზებული კლიენტი და ოპერატორ გოგონას უყვირის: _ რა არის ეს, რა ბანკია, ამდენი ხანია ვდგავარ, ვუდებ, ვუდებ და არ მაძლევსო.

დაიბნა ეს გოგოც, წამოხტა და ეუბნება: _ დამშვიდდით, ბატონო, წამობრძანდით, ერთად შევუდოთ და ვნახოთ, რას იზამსო. (ალბათ, მიხვდით, რომ საუბარი ბანკომატიდან თანხის გატანაზე იყო).

 

ხორცი

"მონოს" და "ლაი-ლაის" ისე ხშირად მეკითხებოდნენ (თან უარს რომ ვეტყოდი, გაბრაზებულები გადიოდნენ, ამხელა ბანკში მონო არ უნდა იყოსო?!), ერთხელ გამწარებულმა ვუთხარი: _ მონო არა, მაგრამ ახალი ხორცი გვაქვს მიღებული,-მეთქი.

 

"გადაფხიკვა"

ოპერატორი ეუბნება კლიენტს: _ პლასტიკურ ბარათზე ხელი აქ უნდა მოაწეროთ.

_ გადავფხიკო? _ კითხულობს კლიენტი.

 

დახასიათება

ქალს, რომელსაც სამომხმარებლო სესხი უნდოდა, დავუბარე, თქვენი უფროსის დახასიათება მომიტანეთ,-მეთქი. ადგა უფროსი დაახასიათა თვითონ, ხელი მოაწერა და მოიტანა. საკრედიტოში რა ხდებოდა, უნდა გენახათ.

 

ციფრები

კლიენტს ვავსებინებ ანგარიშის გახსნის განაცხადს. ყველა ველის გასწვრივ არის დაბეჭდილი, რა უნდა ჩაიწეროს, თუმცა, მაინც მეკითხება. მეც დიდი მოთმინებითა და ღიმილით ვპასუხობ (აღარ მიკვირს მასეთი კლიენტები):

_ აქ რა დავწერო?..

_ თქვენი დაბადების თარიღი....

_ ციფრებით თუ სიტყვიერად?..

_ როგორც თქვენ გნებავთ...

_ აქ რას ვწერ?..

_ აქ თქვენი სახელი და გვარი...

_ სიტყვიერად???

კინაღამ ვუთხარი, ციფრებით,-მეთქი, მაგრამ იქ აღარ ვიდექი _ მეორე ოთახში ძლივს გავასწარი ჩაბჟირებულმა.

 

სამუშაო ადგილი

ერთ ტაქსის მძღოლს დაზღვევა უნდოდა და განაცხადს ავსებდა. განაცხადში არის შემდეგი შეკითხვები: "სამუშაო ადგილი" და "სამუშაო ადგილის მისამართი".

ტაქსისტმა ეს გრაფები ასე შეავსო:

სამუშაო ადგილი _ ტაქსის მძღოლი;

სამუშაო ადგილის მისამართი _ ვმოძრაობ ქალაქში.

 

გადაუცდა

საოპერაციოდან მესმის _ კლიენტი გოგო სასოწარკვეთილი ხმით ხმამაღლა ეძახის მოლარე-ოპერატორს, 1 თვე გადამიცდა უკვე და რა ვქნაო.

 

აღარ მიჩანს

რეკავენ ბანკში: _ დილას მიჩანდა და ეხლა აღარ მიჩანს!

 

ბოლო ექვსი

კლიენტი რეკავს და აინტერესებს ინფორმაცია ბარათის შესახებ.

ოპერატორი: _ მითხარით ბოლო ექვსი ციფრი

კლიენტი: _ ბოლო ექვსი ციფრი.

 

ვინაა მაყურებელი?!

ქუთაისში ბანკომატმა ბარათი ჩაუყლაპა კლიენტს. შევარდნილა ეს კაცი ბანკში და ყვირის: _ აქანე, სიმონ, ბანკომატის მაყურებელი ვინაა?!

 

თამაზი

მოლარე-ოპერატორი უხსნის ხანში შესულ ქალს: _ მე გზავნილის სახელი გკითხეთ, ქალბატონო, და თქვენ თამაზიო, მიპასუხეთ...

 

ასლი

ოპერატორი: _ თქვენს პირადობის მოწმობას ვადა აქვს გასული და სანამ არ გამოცვლით, ვერაფრით დაგეხმარებით.

მომხმარებელი: _ იცით, ახლა გამახსენდა, სახლში მაქვს პირადობის მოწმობის ასლი, რომელიც მანამდე გადავიღე, სანამ ვადა გაუვიდოდა და არ გამოდგება?

 

ვიზა გოლდი

ბანკში შედის შუახნის მამაკაცი და ოპერატორს ეუბნება: _ ვიზა გოლდი მჭირდება და ოქრო მე მოგიტანოთ თუ საკუთარი გაქვთ?




 ახალი ამბები
  • გიორგი გახარია: მხარდამჭერი აქტი ადასტურებს, რომ ჩვენი პარტნიორობა დემოკრატიის საერთო ფასეულობებს ეფუძნებასაქართველოს მხარდამჭერი აქტის გამოცემით წარმომადგენელთა პალატამ ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოსადმი ძლიერ ორპარტიულ მხარდაჭერას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში" საკუთარ გვერდზე წერს. მთავრობის მეთაურის შეფასებით, საკანონმდებლო აქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო-აშშ-ის პარტნიორობა თავისუფლებისა და დემოკრატიის საერთო ფასეულობებს ეფუძნება. „საქართველოს მხარდამჭერი აქტის გამოცემით წარმომადგენელთა პალატამ ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოსადმი ძლიერ ორპარტიულ მხარდაჭერას. ჩვენი პარტნიორობა ეფუძნება თავისუფლებისა და დემოკრატიის ზიარ და საერთო ფასეულობებს", - წერს გიორგი გახარია ... ...
  • მალხაზ მაჩალიკაშვილი: სპეცრაზმელმა, რომელმაც თემირლანს ესროლა, თავი მოიკლაპანკისში დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ ამ სპეცოპერაციაში მონაწილე პირთა უმრავლესობამ საქართველო დატოვა, ხოლო იმ სპეცრაზმელმა კი, რომელმაც უშუალოდ ესროლა თემირლან მაჩალიკაშვილს, სიცოცხელ თვითმკვლელობით დაასრულა. მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ეს ინფორმაცია სანდო წყაროებისგან მიიღო. გენერალურ პროკურატურაში კი ამ საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური, მისი ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი და სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიმაკაძე დაიკითხნენ. თავდაპირველად აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა.    რატომ არ დაიკითხნენ საქმის ირგვლივ აღნიშნული პირები ამ ხნის განმავლობაში და რა ახალი გარემოეებები შეიძლება გამოძიების დროს მათი დაკითხვის შემდეგ გამოიკვეთოს? აღიარებს თუ არა სახელმწიფო დანაშაულს მაჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტზე? ერთი წელი და ათი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც პანკისში სპეცოპერაციის  დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა და შემდეგ გარდაიცვალა. თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი „რეზონანსთან“ მაღალჩინოსნების დაკითხვას სტრასბურგის სასამართლოს უკავშირებს. მაჩალიკაშვილი გვიდასტურებს, რომ მათი დაკიხვა, სავარაუდოდ, ორშაბათს მოხდა და მან ამის შესახებ წაინასწარ უკვე ერთი კვირის წინ იცოდა.  მალხაზ მაჩალიკაშვილი  აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ევროპულმა სასამართლომ რამდენიმე კვირა მისცა იმისთვის, რომ ამ საქმის ირგვლივ კონკერტული მტკიცებულებები შეგროვდეს და გამოძიება წარიმართოს. მისივე განცხადებით, ეს არის ტყუილების ახალი სერია, რომელსაც ახლა საქართველოს პროკურატურა მიმართავს.  გენერალურ პროკურატურაში ადასტურებენ, რომ მოქმედი მაღალჩინოსნების დაკითხვა მოხდა, თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დაკონკრეტებისგან თავს იკავებენ. მათი თქმით, საქმის ირგვლივ ჭეშმარიტების დასადგენად ყველა საჭირო პირის დაკითხვა მოხდება, ვინც გამოძიებისთვის საინტერესო იქნება.   სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი გენერალურ პროკურატურაში მის დაკითხვასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში გოგაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გამოძიება მალე დასრულდება და ყველაფერს ნათელი მოეფინება. „გიდასტურებთ, რომ დავიკითხე პანკისის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დაახლოებით ორი თვის წინ. იმედი მინდა გამოვთქვა, რომ მალე დასრულდება აღნიშნული გამოძიება“, - განაცხადა გოგაშვილმა.      მალხაზ მაჩალიკაშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ მაღალჩინოსნების დაკითხვა კიდევ ერთი სპექტაკლია, რომელსაც ახლა პროკურატურა სტრასბურგის სასამართლოს მოსაჩვენებლად თამაშობს. ევროპულმა სასამართლომ  მაჩალიკაშვილის ასქმე წარმოებაში მიიღო და მისი თქმით, სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც საქმის ირგვლივ საქართველოს ხელისუფლება გააქტიურდა.  მისივე  ინფორმაციით, მაღალჩინოსნებთან მიმდინარეობდა მოლაპრაკაება, თუ როგორ  და რა ფორმით უნდა მომხდარიყო მათი დაკითხვა.  „ეს არის ტყულების კიდევ ერთი სერია. რეალურად არაფერი ამ საქმის ირგვლივ არ შეიცვლება. ახლა ამათი გააქტიურება სტრასბურგის სასამართლოს გამო დაიწყო. იქიდან მიიღეს უკვე დავალება, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში საქმის ირგვლივ გარკვეული სიახლე უნდა იყოს და შეშინებულებმა ფაცხა-ფუცხი დაიწყეს.  „ჩემი სანდო წყაროები მეუბნებიან, რომ სპეცრაზმის უფროსი, რომელიც ამ ოპერაციას ხელმძღვანელობდა და სხვა კიდევ მკვლელობის შემსწრე პირები საქართველოდან წავიდნენ. მათ ქვეყანა ფარულად დაატოვებინეს. ერთმა, რომელმაც თემირლანს ესროლა, არ ვიცი რამდენად მართალია, მაგრამ მითხრეს, რომ თავი მოიკლა. „თემირლანის ოთახში სამი სპეცრაზმელი შევიდა. სწორედ ამ სამმა იცოდა რეალურად რა და როგორ მოხდა. ცოცხალი თავით არ ამბობენ, რომ თემირლანს ყურსასმენები ეკეთა და ისე მოკლეს. მერე ხელყუმბარა უკვე მაღალჩინოსნებმა მიიტანეს. რა ფარსიც არ უნდა დადგან, ამ ასქმეს მაინც ბოლომდე მივიყვან“, - აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი „რეზონანსთან“.  მისივე თქმით, ყველა ღონეს გამოიყენებს, წლებიც რომ დასჭირდეს, რათა  ამ საქმეზე სახელმწიფომ დანაშაული აღიაროს. აღიაროს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი ტერორისტი არ ყოფილა და უდანაშაულო ადამიანი მოკლეს.  მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ წელიწადი და ათი თვეა რაც ხელისუფლებას იმედი ჰქონდა თემირლან მაჩალიკაშვილის დანაშაულის დამტკიცების, თუმცა ეს ვერ შეძლო, რადგანაც ის დამნაშავე არ არის. ეს კი რაც დრო გადის, უფრო მტკიცდება. გამოძიების ინფორმაციით კი, თამირლან მაჩალიკაშვილი, ამ საქმეზე დაკავებულ რუსლან ალდამოვთან, ბადურ ჩოფანაშვილთან და რამაზ მარგოშვილთან ერთად, უშუალოდ ხელმძღვანელობდა ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წევრების საქართველოში შემოყვანას, მათ დაბინავებას, საცხოვრებელი ბინით, საკვებით, მობილური ტელეფონებით და სხვა საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოფას. თემირლან მაჩალიკაშვილს 331-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული ბრალდება ჰქონდა წაყენებული, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას, ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. ეს მუხლი სასჯელის ზომად 17 დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ... ...
  • გიორგი გახარია: საქართველოს 41-ე ადგილი უკავია და მას რეგიონის ქვეყნები ბევრად ჩამორჩებიანსაქართველოს საერთო წინსვლა აყალიბებს ინვესტიციებისადმი კეთილგანწყობილ გარემოს, რაც ჯეროვნად ითარგმნება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საინვესტიციო ფორუმზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო 5 წლის განმავლობაში ინვესტიციების შემოდინება საქართველოს ეკონომიკაში 8 მილიარდ დოლარს გასცდა. „დღეს, საქართველო გარე სამყაროს სთავაზობს ლიბერალურ საგადასახადო სისტემას, გადასახადების მცირე რაოდენობასა და დაბალ საგადასახადო განაკვეთებს. ჩვენს საგადასახადო სისტემაში ნულოვანი განაკვეთით იბეგრება რეინვესტირებული მოგება. არ არსებობს აქტივების ფასის ნაზარდზე კაპიტალის გადასახადი და არც კაპიტალის რეპატრიაცია იზღუდება. აი ეს ინიციატივა გარდაქმნიდა ჩვენს ქვეყანას ღია საბაზრო ეკონომიკის წყობად და სავაჭრო პოლიტიკად, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ლიბერალურია", - განაცხადა გიორგი გახარიამ. პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროკავშირთან და ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების გარდა, საქართვლო თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით სარგებლობს თურქეთთან, დსთ-სთან, თავისუფალი ვაჭრობის ევროპულ ასოციაციასთან: „პრეფერენციების საერთო სისტემა გაგვაჩნია აშშ, კანადასა და იაპონიასთან. ასევე, მოლაპარაკებებს ვიწყებთ ინდოეთთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებაზე, ხოლო ისრაელთან თითქმის დასრულებულია ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებაზე. ამ შეთანხმებების არსებული ქსელი საქართველოში მოქმედ სამეწარმეო-ეკონომიკურ სუბიექტებს საშუალებას აძლევს გავიდნენ 2.3 მილიარდი მომხმარებლის მქონე სარეალიზაციო ბაზრებზე", - განაცხადა გიორგი გახარიამ. პრემიერის თქმით, ძლიერი სავაჭრო ქსელის გარდა, საქართველო ინვესტიციებს ახორციელებს ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარებაში, რათა დაკავშირებადობის ხარისხი გაძლიერდეს. „მიზნად გვაქვს დასახული საქართველო ვაქციოთ რეგიონალურ სატრანსპორტო და ლოგისტიკის ცენტრად. ამასთანავე, საქართველოს წინსვლა დადებითად წარმოჩინდება სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში და შეფასებაში. მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების ინდექსი ცხადყოფს, რომ საქართველო მსოფლიოში მე-6 ქვეყანაა ბიზნესის კეთების სიმარტივით. Heritage Foundation-ის თანახმად, 180 ქვეყანას შორის მე-16 ადგილზე ვართ ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით. Transparency International-ის კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს 41-ე ადგილი უკავია და მას რეგიონის ქვეყნები ბევრად ჩამორჩებიან. სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო და სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმები აისახება ბოლო წლების გაუმჯობესებულ საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგებში. იმედი მაქვს ყოველივე ეს გვეხმარება საქართველოს ეკონომიკური ხედვა და საინვესტიციო მიმზიდველობა ერთიან კონტექსტში წარმოვაჩინოთ. სწორედ ამიტომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ახალი აბრეშუმის გზის საინვესტიციო პოტენციალის რეალიზება საქართველოს ჩათვლით მისი ყველა მონაწილე ქვეყნისთვის. ოდითგანვე აბრეშუმის გზაზე შემდგარი მოგზაურები საქართველოში შემოდიოდნენ და ახალ სამყაროს აღმოაჩენდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფორუმი დაგეხმარებათ ახლებურად გაიაზროთ ეს რეგიონი და ეს ქვეყანა", - განაცხადა გიორგი ... ...
  • აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღოამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი ერთსულოვნად დაამტკიცა. კანონპროექტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს მიმართ ამერიკის ორპარტიულ მტკიცე მხადრაჭერას, გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის. წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტის HR 598 სპონსორები, რომლის მოკლე სახელი “საქართველოს მხარდაჭერის აქტია,” დემოკრატმა კონგრესმენმა გერი კონოლიმ და რესპუბლიკელმა ადამ კინზინგერმა წარუდგინეს კონგრესს. მისი მიზანი “საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის” მხარდაჭერაა. კანონპროექტის თანახმად, შეერთებული შტატების პოლიტიკა საქართველოში “დემოკრატიული ღირებულებების განვითარების მხარდაჭერაა, რაშიც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, საჯარო სექტორის გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, კანონის უზენაესობა და ანტიკორუფციული ძალისხმევა შედის.” ის ასევე ხაზს უსვამს, რომ ამერიკა აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და საქართველოს უფლებას თვითონ განსაზღვროს საკუთარი მომავალი. კონგრესი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ და ევროპულ მისწრაფებებს. კანონპროექტი აცხადებს, რომ ამერიკის პოლიტიკაა “არ აღიაროს რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის გამოყენებით ტერიტორიული ცვლილება, მათ შორის, არაკანონიერი შეჭრა და საქართველოს რეგიონების, აფხაზეთის და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონის ოკუპაცია.” ორპატიული კანონპროექტი ასევე აცხადებს, რომ ამერიკის პოლიტიკაა “დაგმოს მიმდინარე დაკავებები, გატაცებები და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევები, რომელიც ჩადენილია საქართველოს რეგიონების, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის [ტერიტორიაზე], რომლებიც ძალისმიერადაა ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ, მათ შორის, ბოლო პერიოდში საქართველოს მოქალაქეების არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის მკვლელობები.” კანონპროექტი აცხადებს, რომ მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და რუსეთის მთავრობას მოუწოდებს სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. შეერთებული შტატების კონგრესმა 2018 წელს საქართველოს 37,200,000 მილიონი დოლარი გამოუყო უსაფრთხოების მიმართულებით. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო ნატოს ასპირანტი წევრია და რომ მსოფლიოს უსაფრთხოებაში ნატოს მხარდამხარ საკუთარი წვლილი შეაქვს, კანონპროექტი საქართველოს მიმართ ამერიკის დახმარების გაზრდას ითხოვს. “ამერიკის პოლიტიკა იქნება საქართველოსთან კონსულტაციით, გააძლიეროს საქართველოს შეკავების, გამძლეობის და თავდაცვის უნარები, მათ შორის, შესაბამისი დახმარებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესებით,” ნათქვამია კანონპროექტში. ის ამერიკის სახელმწიფო მდივანს 180 დღის განმალვონაში საქართველოს დახმარების პაკეტის წარდგენას სთხოვს. კანონპროექტი საქართველოს კიბერ-უსაფრთხოების მიმართულებით დახმარებასაც მოიცავს, რაშიც სახელმწიფო კომპიუტერული ქსელების უსაფრთხოების უზრუნველყოფაც შედის. საქართველოს მხარდაჭერის აქტი აცხადებს, რომ ამერიკის პოლიტიკა საქართველოსთვის რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებაც იქნება, რაც პრესის თავისუფლების გაძლიერებასაც მოიცავს. კანონპროექტი აცხადებს, რომ კონგრესს სურს საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებებში პროგრესი იხილოს. საქართველოს მხარდაჭერის აქტი ამერიკის პრეზიდენტს ავალდებულებს სანქციები დაუწესოს ყველას, ვინც რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების დარღვევებში და საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფაში მონაწილეობს. კანონპროექტი ახლა შეერთებული შტატების სენატს გაეგზავნება. სენატის მიერ მისი დამტკიცების შემთხვევაში კანონპროექტს ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს, რის შემდეგაც ის კანონად იქცევა. ... ...
  • გახარია: მიზნად გვაქვს საქართველო ვაქციოთ რეგიონალურ სატრანსპორტო და ლოგისტიკის ცენტრადსაქართველო რეგიონის კარიბჭეა, ჩვენი მიზანია, ინტეგრაცია მოვახდინოთ არა მხოლოდ აღმოსავლეთთან და დასავლეთთან, არამედ ჩრდილოეთთან და სამხრეთთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ მეორე დღეს, ღონისძიების გახსნისას განაცხადა. საქართველოს პრემიერმა მისასალმებელ სიტყვაში ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „დღევანდელზე უფრო მნიშვნელოვანი დრო ისტორიაში არ არსებულა, რადგან ხალხი საერთო მიზნის ირგვლივ ზიარი სიკეთისთვის გაგაერთიანეთ. სწორედ ამიტომ, ძალიან მსიამოვნებს, რომ თბილისის აბრეშუმის გზის მესამე ფორუმზე მოგესალმებით. ჩვენ შევიკრიბეთ აბრეშუმის გზისადმი ჩვენი ისტორიული ვალდებულების და შესაძლებლობების ხაზგასასმელად, რადგან ოდეს გავერთიანდით კაპიტალდაბანდებისთვის, ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური ზრდისა და განვითარებისთვის, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის. აი, ეს გახლავთ თანამედროვე აბრეშუმის გზის ინიციატივა. ყველამ ვიცით, რომ ეს რეგიონი მნიშვნელოვან საინვესტიციო პოტენციალს ფლობს და ის მზარდია, რადგან ვიყენებთ ერთიან პოლიტიკას, ვამცირებთ სავაჭრო ბარიერებს და ვაუმჯობესებთ დაკავშირებადობას. ნება მიბოძეთ აქცენტი გავაკეთო საქართველოზე, რადგან ყველამ სრულად გავაცნობიეროთ, რამდენად თავსებადია ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივასთან ჩვენი ფართომასშტაბიან ეკონომიკურ პროგრამასთან. ჩვენი მთავრობის მთავარი მიზნებია მეტი სამუშაო ადგილის შექმნა, ძლიერი საშუალო კლასის შენება, მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა. უსაფრთხოებისთვის ძალისხმევის გაერთიანება სჭირდება ძლიერ ეკონომიკას. და აქ ჩვენ გთავაზობთ კაპიტალდაბანდების, ვაჭრობისა და ინოვაციების უნიკალურ შესაძლებლობას, რაც ჩვენს გეოგრაფიულ ადგილმდებარეობასა და ბიზნესისადმი კეთილგანწყობილ გარემოს ეფუძნება. საქართველო ამ რეგიონის კარიბჭეა. ჩვენი მიზანია ინტეგრაცია მოვახდინოთ არა მხოლოდ აღმოსავლეთთან და დასავლეთთან, არამედ ჩრდილოეთთან და სამხრეთთან“, – განაცხადა გახარიამ. მისივე თქმით, საქართველო დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს იმისათვის, რომ ძლიერი ეკონომიკური ურთიერთობები იქონიოს ყველა პარტნიორთან რეგიონში და მის ფარგლებს მიღმა. „ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველომ სიღრმისეული გარდაქმნა განიცადა და ყოველივე ამის შედეგად ჩამოყალიბდა ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც დემოკრატიის დასავლურ პრინციპებს, სამართლის უზენაესობასა და თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას ეფუძნება. ბიზნესისადმი კეთილგანწყობილი პოლიტიკა, ძლიერი სავაჭრო ურთიერთობები და ხელსაყრელი ადგილმდებარეობა განაპირობებდა ქვეყნის გარდაქმნას ახალ რეგიონალურ ცენტრად საინვესტიციო შესაძლებლობების ასათვისებლად. დღეს, საქართველო გარე სამყაროს სთავაზობს ლიბერალურ საგადასახადო სისტემას, გადასახადების მცირე რაოდენობასა და დაბალ საგადასახადო განაკვეთებს. ჩვენს საგადასახადო სისტემაში ნულოვანი განაკვეთით იბეგრება რეინვესტირებული მოგება. არ არსებობს აქტივების ფასის ნაზარდზე კაპიტალის გადასახადი და არც კაპიტალის რეპატრიაცია იზღუდება. აი ეს ინიციატივა გარდაქმნიდა ჩვენს ქვეყანას ღია საბაზრო ეკონომიკის წყობად და სავაჭრო პოლიტიკად, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ლიბერალურია. ევროკავშირთან და ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების გარდა, საქართველო თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით სარგებლობს თურქეთთან, დსთ, თავისუფალი ვაჭრობის ევროპულ ასოციაციასთან; პრეფერენციების საერთო სისტემა გაგვაჩნია აშშ, კანადასა და იაპონიასთან. ასევე, მოლაპარაკებებს ვიწყებთ ინდოეთთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებაზე, ხოლო ისრაელთან თითქმის დასრულებულია ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებაზე. ამ შეთანხმებების არსებული ქსელი საქართველოში მოქმედ სამეწარმეო-ეკონომიკურ სუბიექტებს საშუალებას აძლევს გავიდნენ 2.3 მილიარდი მომხმარებლის მქონე სარეალიზაციო ბაზრებზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. მისი თქმით, ძლიერი სავაჭრო ქსელის გარდა, საქართველო ინვესტიციებს ახორციელებს ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარებაში, რათა დაკავშირებადობის ხარისხი გაძლიერდეს. „მიზნად გვაქვს დასახული საქართველო ვაქციოთ რეგიონალურ სატრანსპორტო და ლოგისტიკის ცენტრად. საქათველოს საერთო წინსვლა აყალიბებს ინვესტიციებისადმი კეთილგანწყობილ გარემოს, რაც ჯეროვნად ითარგმნება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში. ბოლო 5 წლის განმავლობაში მისი შემოდინება საქართველოს ეკონომიკაში 8 მილიარდ დოლარს გასცდა. ამასთანავე, საქართველოს წინსვლა დადებითად წარმოჩინდება სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში და შეფასებაში. მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების ინდექსი ცხადყოფს, რომ საქართველო მსოფლიოში მე-6 ქვეყანაა ბიზნესის კეთების სიმარტივით. Heritage Foundation-ის თანახმად, 180 ქვეყანას შორის მე-16 ადგილზე ვართ ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით. Transparency International-ის კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს 41-ე ადგილი უკავია და მას რეგიონის ქვეყნები ბევრად ჩამორჩებიან. სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო და სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმები აისახება ბოლო წლების გაუმჯობესებულ საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგებში. იმედი მაქვს, ყოველივე ეს გვეხმარება საქართველოს ეკონომიკური ხედვა და საინვესტიციო მიმზიდველობა ერთიან კონტექსტში წარმოვაჩინოთ. სწორედ ამიტომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ახალი აბრეშუმის გზის საინვესტიციო პოტენციალის რეალიზება საქართველოს ჩათვლით მისი ყველა მონაწილე ქვეყნისთვის. ოდითგანვე აბრეშუმის გზაზე შემდგარი მოგზაურები საქართველოში შემოდიოდნენ და ახალ სამყაროს აღმოაჩენდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფორუმი დაგეხმარებათ ახლებურად გაიაზროთ ეს რეგიონი და ეს ქვეყანა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. ... ...

არქივი

ზაფრანი

რა მოხდება მაშინ, თუ ყოველდღე ორ ბანანს მივირთმევთ

ბანანი მნიშვნელოვნად არეგულირებს არტერიულ წნევას,...

არ მიირთვათ ხილი ჭამის შემდეგ

ხილი მიირთვით საჭმლის მიღებამდე, რადგან...

რამდენიმე რჩევა ბავშვის მოვლის შესახებ

როგორ დაიჭიროთ ბავშვი ხშირად მშობელს...

როგორ მოვიშოროთ ნეგატიური ენერგია?

სალბი ( სამკურნალო მცენარე) შორეულ...

ჰოლივუდელების საყვარელი წიგნები

ბრიუს უილისის რჩეული წიგნია, ჰეროდოტეს...

ყველაზე მომხიბლავი ქერა მსახიობები

ქერა თუ შავთმიანი? სხვადასხვა გამოკვლევებით...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...