გურული კურიოზები 26.11.2010

ა კიდო

გურული კურიოზები 26.11.2010

2010 ნოე 27 04:00:00

ჰოლანდიელი ქმარი
ჩემი ქმარი პირველად ჩევიყვანე გურიაში და ატყა ალიაქოთი, არიქა, ჰოლანდიელი სიძე გვესტუმრა და არ შევრცხვეთო! იყო ერთი ამბავი, გადაპატიჟებ-გადმოპატიჟება, კეცის ხაჭაპურები და შემწვარი ვარიები, არც ჭაჭა, ადესა და სანთლის არაყი დაიშურეს. ჩემს ქმარს ჭაჭა მოეწონა განსაკუთრებით, ჰოდა, ერთ დღეს, კაი ხნის დაქვრივებული ბიცოლაჩემმა გაუხვია გაზეთში ერთი ბოთლი ჭაჭა და გადასცა სიძეს. მოდის ჩემი ქმარი და მოაქვს ჩახუტებული ჭაჭა. ჩვენს სახლთან მეზობლები “აბირჟავებდნენ” და რომ დაინახეს დასაჩუქრებული მოვიდა, ჰკითხეს _ რაია მაი, რუსიკომ რა გამოგატანაო. ჩემი ქმარი, მართალია, მოხიბლული იყო ჭაჭით, მაგრამ სახელის დამახსოვრება გაუჭირდა და “ჭუჭუო”, უპასუხა მეზობლებს.
ერთ-ერთმა მეზობელემა ეშმაკურად ჩაიქირქილა: _ კაი ახლა, ბიძია, ნუ იგონებ რაცხას! რუსიკოს მაი მიზდა ენატრება და თუ სამე მეიძია, შენდა რავა გეიმეტებდა?!

მეზობლის ატამი
კაკოს ეზოს ბოლოში ბლომად ატმის ხეები აქვს დარგული. ის პერიოდია, დამწიფებულია ეს ატმები. ერთ დღეს ჩავიდა კაკო და ხედავს _ ერთ ხესთან ნაკვალევია და ხეზეც ბლომად შეკრეფილია ატამი. კაკომ უზარმაზარ კვალს დახედა, რომელიც 47 ზომა იყო. მაგ ზომის ფეხსაცმელს მთელ სოფელში ერთი კაცი ატარებს და ეს კაციც კაკოს მეზობელია.
_ თამაზ! _ დაუძახა კაკომ მეზობელს.
_ მობრძანდი!
_ თამაზ, ვინმე ხომ არ დაგინახია ჩემს ეზოში ატმებთან ჩამოპარული? _ ჰკითხა კაკომ.
_ ვინცხეის ბაღნებს კი მოვკარი თვალი წეღან, ძროხას რომ ვაბალახებდი, _ ალიბი გაიკეთა მეზობელმა.
_ მაშინ იგი მითხარი, ჩექმა რომელს ათხოვე, _ გასძახა კაკომ.

საქურდლად ბელთან ერთად
მეორე ისტორიაც ამ ორ მეზობელს და ისევ ატამს უკავშირდება. თამაზს უყვარდა კაკოს ბაღში გასეირნება და ატმით პირის ჩატკბარუნება. ადრე მარტო ჩადიოდა ხოლმე და მერე თავისი ხუთი წლის ბიჭიც ჩაყავდა. კაკო ყველაფერ ხვდებოდა, მაგრამ რას იზამდა?!
ერთ დღეს კაკო მორიგ შემოვლაზე იყო და ნახა, გუშინ რომ ხე დახუნძლული იყო, იმ ხეზე ორი ნამეტნავად შეუხედავი ატამია დარჩენილი.
_ თამაზ! _ ისევ გასძახა მეზობელს, _ ვინცხა შემომეჩვია და რა ვქნა, არ ვიცი. წესით, კაცი ვერ უნდა მორეოდა ამდენს, _ ჩაურტყა კაკომ.
_ დათვი იყო, ალბათ, _ უთხრა თამაზამ.
_ ხო, დათვია, ადრე მარტო იცოდა მოსვლა და ამ ბოლოს ბელიც დაყვება, _ არ შეარჩინა კაკომ.

რაც შარვალში დამრჩა
15-16 წლისანი ვართ. ღვინის სმას თანდათანობით ვეჩვევით. ერთი ჩემი კლასელი არ სვამდა საერთოდ. ჰოდა, ამ ჩვენმა არამსმელმა მეგობარმა დაგვპატიჟა თავის დაბადების დღეზე. ჩვენ პირობა წავუყენეთ: მივიდოდით იმ შემთხვევაში, თუ ღვინოს დალევდა და თან თამადაც თვითონ იქნებოდა. სხვა რა გზა ჰქონდა, დაგვთანხმდა, თუმცა, მანამდე გადაწყვიტა, თავის უფროს ძმასთან გაევლო კონსულტაცია თამადობასთან დაკავშირებით. ძმაც არ დაზარდა და დააწერინა “შპარგალკა”, რომელშიც ჩამოწერილი იყო სადღეგრძელოების დასახელებები და მათი თანმიმდევრობა. მოვიდა დაბადების დღე. იუბილარი თამადობდა. ჩუმად შარვლის ჯიბიდან ამოიღებს “შპარგალკას”, ნახავს, შემდეგ დგება და ამბობს სადღეგრძელოს.
თანდათანობით დავთვერით, განსაკუთრებით _ იუბილარი. უკვე ისეთ დღეშია, ძლივსღა ლაპარაკობს. ჩვენ შევუძახეთ: “გაშრა ყელი, დაგვალევინე რამე”, მაგრამ ისეთი მთვრალია, რომ “შპარგალკას” შარვლის ჯიბიდან ვეღარ იღებს.
შესაბამისად, არ იცის, რა სადღეგრძელო უნდა თქვას. ჩვენც აღარ ვეშვებით, სხვა რა გზა ჰქონდა, ადგა ფეხზე, რამდენიმე წამი არაფერი თქვა. უცებ სახე გაუნათდა და მოიფიქრა, რა უნდა ეთქვა და დიდი სიხარულით წარმოთქვა:
_ ბიჭებო, მოდით, ამ ჭიქით იმას გაუმარჯოს, რაც შარვალში დამრჩა!

 




 ახალი ამბები
  • პოლიციამ მოქალაქე დროებით დააკავაპოლიციამ ერთერთი მოქალაქე დააკავა, თუმცა, იგი შემდგომ გაუშვეს. აღნიშნული მოქალაქე ასვლას ცდილობდა სცენაზე სადაც ოპოზიონერი ლიდერები სიტყვით ... ...
  • "ვართ მის გვერდში და ვიქნებით მის გვერდში უღალატო ხალხი" _ აქციის მონაწილეები ჩოხატაურიდანდღეს თბილისში პატრიოტთა ალიანსმა საპროტესტო აქცია გამართა, რომელსაც სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მოქალაქეები, მათ შორის გურიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. როგორც ჩოხატაურის ერთ- ერთმა მაცხოვრებელმა, ვანო მახარაძემ უთხრა, გურულები პატრიოტთა ალიანსის გვერდზე არიან. "ვართ მის გვერდში და ვიქნებით მის გვერდში უღალატო ხალხი", _  გვითხრა მახარაძემ. კითხვაზე კი მოხდება თუ არა გურიაში პატრიოტთა მობილიზება, მახარაძე გვპასუხობს,  რომ გურიაში მობილიზება უკვე ... ...
  • “ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ შეძლებს მუშაობას, სანამ არ გადადგება მთავრობა _ უგულავა“ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ შეძლებს მუშაობას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მანამდე ვერ შეძლონ მუშაობა, სანამ არ გადადგება მთავრობა და პარლამენტი განიხილავს ერთადერთ საკითხს, და ეს საკითხი იქნება უმოკლეს ვადაში პროპორციულზე გადასვლა. ჩვენ ივანიშვილის აღარ გვჯერა, ისევე, როგორც საქართველოს აბსოლუტურ უმრავლესობას. არსებობს ძალიან მოკლე გზა, იმისთვის, რომ ეს განიხილონ, ორ კვირაში არის შესაძლებელი. სხვა შემთხვევაში, ასეთი პროტესტი გავრცელდება კანცელარიაზეც, მერიაზეც, სხვა ქალაქებში და რაიონებში. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ქართული ოცნების პოლიტიკოსები, ვერ შეძლებენ ასე მართვას“, - აცხადებს გიგი ... ...
  • გიორგი ვაშაძე : ჩვენ მოვახდინეთ შესავლელის პიკეტირება, ეს არ არის კანონდარღვევა!ჩვენმა აქციამ შედეგი გამოიღო, ჩვენ მოვახდინეთ შესავლელის პიკეტირება, ეს არ არის კანონდარღვევა, ამის უფლება ჩვენ კონსტიტუციით ... ...
  • დავით თარხან-მოურავმა ფეხის ტრავმა მიიღოდავით თარხან-მოურავმა ფეხის ტრავმა მიიღო, _ ამის შესახებ ინფორმაციას “პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ავრცელებს.   “მან ფეხის ტრავმა მიიღო, რის გამოც გადახვევა დასჭირდა.“- თქვა ირმა ინაშვილმა. დავით თარხან-მოურავი ახლა თავს კარგად გრძნობს და მან აქციის მონაწილეებს სიტყვით ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?