გურული კურიოზები 27.11.2010

ა კიდო

გურული კურიოზები 27.11.2010

27 ნოე. 2010, 04:00:00

ტიალი
ლანჩხუთის სოფელში კანტორას ცეცხლი გაუჩნდა. სახანძრო მანქანის მძღოლი, გზაზე მომავალ გურულს ეკითხება _ მალე საიდან მივალ კანტორასან?
გურული ეუბნება: _ ა, დამაყურე, ძამა, ასე რომ წახვალ, იქ ორი "პავაროტის" მერე 2 კილომეტრია კიდო.
_ აუ, მაი შორია, _ თქვა მძღოლმა.
_ მაშინ აგერ აქიდან წაი, ძამა, მარა მაგარი ცუდი გზაია.
_ აუუ, არა, კაცო, მაქედან ვერ გავალ, _ შეიცხადა მძღოლმა.
_ აბა, მეორე სოფლიდან რო წახვიდე?
_ არა, _ ისევ იუარა მძღოლმა.
_ აბა, ძამა, ტიალში მე ვარ აგერ და მომასხი მაი წყალი! _ შეუძახა გამწარებულმა გურულმა.

მახარობელი
ჩემი მეგობარი ჩავიდა გურიის ერთ-ერთ სახელგანთქმულ სოფელში სტუმრად (თითონ გურული არაა, თორემ დიდად არ გაუკვირდებოდა აი ამბავი). მოხვდა "ტამპექსივით" (ხომ გაგიგონიათ _ კარგ ადგილას, მაგრამ ცუდ დროსო), ვის ოჯახშიც ჩავიდა, მისი ბიძაშვილი იმ დღეს გაპარულა. არის ერთი ქოთქოთი და ვაიუშველებელი... სად გაიპარა... ვის გაეკიდა...
ბოლოს გაარკვიეს  _ ვინცხას გაყოლია სოფელ X-შიო.
მოძებნეს ლოთი ლევანა, რომელსაც დედულეთი ჰქონია იქ და გაუშვეს სიტუაციის დასაზვერად... ქალი ნებით გაჰყვა? ძალით წეიყვანეს? საჩხუბრად წევიდეთ თუ სამოყვროდო?!
გავიდა 1 საათი, 2, 3...
ბოლოს მოისმა ადესით ატიპტიპებული ლევანას კრიმანჭული... ხალხი შორიდან დაამშვიდა _ ისეა, ჩემო იმანო საქმე, რაფერც თქვენ გაგიხარდებათ!
იქვე ფერმოსულ მამას კი ამაყად აცნობა _ შენი ციცა ხომ იყო "იმიზა" გადარეული, ხოდა, აი შენი სიძე თავიდან ბოლომდე "იგიაო".

ჩაცმული
ქორწილია ოზურგეთში, სოფელ ლიხაურში. ერთი მოგვარე მყავს, ბატონი ტარიელი, ენაკვიმატი კაცია, სამი ცოლი ჰყავს გამოცვლილი და მაინც გოგოებზე უჭირავს თვალი. ხოდა ამ ქორწილში იყო ნანიკო, ჩემი დაქალი და ნეფის ნათესავი. ძალიან გამომწვევად ეცვა, ხორცი უფრო მეტი უჩანდა, ვიდრე ტანსაცმლის ნაჭერი იყო  მთელ ტანზე. მოკლედ, ყველა თვალს აყოლებდა და ტარიელსაც, რაღა თქმა უნდა, არ დარჩა შეუმჩნეველი. გამაცანიო, მთხოვა კიდეც. გავაცანი ტარიელს ნანიკო და ისე გადახედა, მივხვდი ამას სადღაც მაინც აღნიშნავდა.
გავიდა რამდენიმე თვე. მე, ნანა და ტარიელი შევხვდით ერთმანეთს თბილისში. უკვე ზამთარია და ნანას ძალიან თბილად აცვია. მივესალმეთ მე და ტარიელი ერთმანეთს, მოვიკითხეთ იქით-აქეთ ამბები და შევმჩნიე, რომ ნანა ვერ იცნო.
_ ტარიელ ბიძია, ნანა ვერ იცანი, ქორწილში რომ გაგაცანი-მეთქი? _ ვკითხე.
ტარიელს გაახსენდა და განცვიფრებული ეუბნება, _ ბოდიში ბიძია, ჩაცმული ვერ გიცანიო.

ტირილი
ჩოხატაურში ერთი კარგი ქალბატონი ცხოვრობს. ერთ დღეს გამოეწყო და ტირილში წავიდა. როცა დაბრუნდა, მეზობლები ეკითხებიან რაფერი ტირილი იყო, რაფერი საზოგადოება...
 _ გადასარევი,  ქალებო, მომადგა ნაცნობი და მითხრა: ვიყურე, ვიყურე და შენფერი ქალი სულ არ არის ამ ტირილშიო!
ქმარმა გამოძახა: _ იქანე მართლა ტირილი ყოფილა, შენზე უკეთესი თუ ვერავინ დეინახესო!

"დალნი ფარები"
ირაკლი და დათო, ორივე ლანჩხუთელი გურულია წარმოშობით, ბათუმში ცხოვრობენ. დათოსთან ვიყავით ჯუმათში და მალევე ჩამოვედით, დრო გვაქვს და ვეუბნები _ წამოდით ჩემს სოფელს განახებთ, მეც კაი ხანია არ მინახავს-მეთქი. კარგიო, წავედით.
ჩემი სოფელია ბურნათი, ჩოხატაურის რაიონში, გზები არ ვარგოდა იმ დროს და ეს ჩემი მეგობარი (ირაკლი იჯდა საჭესთან, დათო _ მის გვერდით, მე _ უკან) წავიდა და გადაუხვია აცანიდან.... გადევიარეთ ორი მთა, სოფლები: აცანა, მამათი, ძიმითი და გავედით ოზურგეთი-ჩოხატაურის გზაზე; დათო ამბობს _ სადაა, აღარ მივედითო?
ჯერ ადრეა-მეთქი. ცაში თვითმფრინავი გამოჩნდა და დათო ამბობს:
_ რაცხა აი თვითმფრინავი ბათუმიდან სხვანაირად მოჩანს და აქ სხვანაირადო.
ირაკლი პასუხობს:
_ სხვანაირად გამოჩნდება აბა რა, ამ სიმაღლეზე ვართ და ვერ დეინახე "დალნი ფარები" აგვინთო _ გეიწიეთ, არ დამეტაკოთო!

დირექტორი
ჩოხატაურის სკოლაში დირექტორად ახალგაზრდა ბიჭი დანიშნეს. შესვენებაზე გამოვიდა კორიდორში და ხან ერთი ბავშვი დაეჯახება, ხან _ მეორე. ბოლოს დაიჭირა ერთი და ხმამაღლა ეუბნება: _ შენ იცი, ბიჭო, მე ვინ ვარ?
უყურა ბავშვმა: _ ა, აბდალა არაა ახლა აი? დირექტორია და კი არ იცის, მე მეკითხება ვინ ვარო!

ფუტი
ჩემი სოფლის ავტობუსში (გურიაში) ერთი კაცი გამწარებული ეწეოდა "ასტრას", დაგვახრჩო... ხოდა, მიუბრუნდა მოხუცი ქალი და ეუბნება:
_ ნენა, მაი ფუტი კაი რომ იყოს, ფეჩის ტრუბას გარეთ კი არ გააყოფიებდნენ თავს.

 




 ახალი ამბები
  • ორი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული - ძლიერი ავარია ხობშიორი ადამიანი გარდაიცვალა და ერთი მძიმედ დაშავდა ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. თვითმხილველების ინფორმაციით, მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლმა,სავარაუდოდ,საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. რაც შეეხება დაშავებულს,იგი ამ დროისთვის ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს"მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს. მისი ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ის 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაიბარეს. საძაგლიშვილი ასევე აცხადებს, რომ გვარამია 17 საათზე დაიბარეს, თუმცა ის უწყებაში არ მივა. ადვოკატი განმარტავს, რომ გვარამია მზად არის მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვას დათანხმდეს. 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება უკვე 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ. წყარო: რადიო ... ...
  • ავარია ქვაბღასთან _ როგორია დაშავებულების მდგომარეობაბახმაროსკენ მიმავალ გზაზე, ქვაბღასთან, ავტომობილი, რომლითაც 6 ადამიანი, მათ შორის 8 თვის ბავშვი მგზავრობდა, ხიდიდან გადავარდა. დაშავებულები ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრებში გადაანაწილეს, რომელთაგან 1-მა კლინიკა ამ დროისთვის უკვე დატოვა, 1 დაშავებული კი ქუთაისში გადაიყვანეს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თანაშემწის ნაბეღლავის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნოდარ ირემაძის ინფორმაციით, დაშავებულები ჩოხატაურელები არიან. „ავტოკატასტროფა მოხდა ღამით. მოხდა სწრაფი რეაგირება. შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა სამაშველო სამსახური. სასწრაფომ დაშავებულები გადაიყვანა საავადმყოფოებში. ცალკე წაიღეს ავტომობილი.   ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჩოხატაურელები დაშავდნენ“,_ ამბობს ირემაძე. ჩვენს კითხვაზე, ხშირია თუ არა ავტოსაგზაო შემთხვევები გზის ამ მონაკვეთზე, ნოდარ ირემაძე გვპასუხობს, რომ გზა აღნიშნულ მონაკვეთზე კარგია და არც ავარიები ხდება ხშირად. „წელს ეს პირველი ავტოსაგზაო შემთხვევაა ამ ტერიტორიაზე. გზა ძალიან კარგია. მთავარია, მძღოლი იყოს ყურადღებით. რას უკავშირდება მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა, არ ვიცი“,_ გვპასუხობს ირემაძე. 6 დაშავებულიდან 2 _ მამაკაცი და ქალი "ჯანმრთელობის სახლ გურიაში“ გადაიყვანეს. კლინიკის მთავარი ექიმი თემურ კოროშინაძე: „ჩვენთან შემოიყვანეს 2 დაშავებული პიროვნება 1 მამაკაცი და 1 ქალი. მამაკაცს ჰქონდა ყბის ძვლის მოტეხილობა და გადაგზავნილი იქნა ქუთაისში ქირურგიული ჩარევისთვის. ქალს ტვინის შერყევა და ნეკნის მოტეხილობა აღენიშნება“,_ გვითხრა კოროშინაძემ. 4 დაშავებული, მათ შორის 8 თვის ბავშვი ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრ "მედალფაში" შეიყვანეს. „მედალფას“ დირექტორის, ანტონ ხუნდაძის თქმით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 1 პაციენტი უკვე გაწერეს და 2 დღეში დანარჩენებიც დატოვებენ კლინიკას. „4 დაშავებული შემოიყვანეს ჩვენს კლინიკაში, 1 _ უკვე გავწერეთ და 3 _ რჩება. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჩვენთან დაკვირების ქვეშ არის 8 თვის ბავშვიც. სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება და 2 დღეში მასაც გავწერთ“, _ ამბობს ... ...
  • ნაპირზე ტანსაცმელი იპოვეს- რიონში დასაბანად შესულ 72 წლის კაცს ეძებენსამტრედიის შესასვლელში, აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარედ, მდინარე რიონის ნაპირზე 72 წლის როლანდ თვალაბეიშვილის ტანსაცმელი იპოვეს. მისი შვილის, ჯონი თვალაბეიშვილის განცხადებით, მამა გუშინ, დაახლოებით 16:00 საათზე გავიდა სახლიდან მდინარე რიონზე, დასაბანად. დღეს დილიდან უკვე მიმდინარეობს მდ. რიონზე საძიებო ღონისძიებები. ადგილზეა სამტრედიის და ქუთაისის როგორც ქვეითი, ასევე სამაშველო ჯგუფები საფრენი აპარატი დრონით და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მყვინთავთა ჯგუფი, წყალზე საძიებო სკანერი "ექოლოტით" აღჭურვილი გასაბერი და მოტორიანი ნავებით. ადგილზე იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ... ...
  • შაქარაშვილის საქმე- დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის დასკვნის შემდგომ უკვე არსებულ კლასიფიკაციას  დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი მცხეთაში, დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე წავიდა, შემდეგ კი გაუჩინარდა. მაშველებმა მის ცხედარს რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ მდინარეში მიაგნეს. "ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს“, - ნათქვამია პროკურატურის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...