გურული კურიოზები 01.12.2010

ა კიდო

გურული კურიოზები 01.12.2010

2010 დეკ 1 04:00:00

სიგნალიზაცია
ლანჩხუთელი სტომატოლოგ მამუკა ჟორდანიასთან პაციენტი მივიდა, რომელსაც კბილების უმეტესობაზე ოქრო ჰქონდა გადაკრული. დააფჩინა პირი, ჩახედა მამუკამ და ეუბნება:
_ შე ქალო, აქანე სიგნალიზაციას თუ დაგიმონტაჟებ, თუ არა ჩემი საქმე მეტი არაფერი არაა!

რევოლუცია
შეიქმნება რევკომი და გადაწყვეტენ რევოლუცია მოვახდინოთო. დაიწყებენ მომხრეების ძებნას. ჩავლენ სამეგრელოში:
_ დავიღალეთ, წიე, ამ რევოლუციებით, ამის დედა ვატირე, მაგალითად, დაგვანებეთ, პატენი, თავი... თანაც აი მთავრობა არაა წამსვლელი, ვერ ხედავთ?
ჩავლენ რაჭაში:
_ რა რევოლუცია, ბოშო, რის რევოლუცია, ქვე შენი ჭირიმე...
ჩავლენ კახეთში:
_ ჯოოო, რა დროს რევოლუციაა?! ღვინო დასაყენებელია, არაყია გამოსახდელი, მერე დასალევია, ვეჟო, მერე პახმელია, ისა, ესა, ჩვენ თავი დაგვანებეთ, ჯოოო...
ჩავლენ გურიაში, _ რევოლუცია გვინდა მოვაწყოთ, მთავრობა უნდა შევცვალოთო.
გურულები: _ როის ვიწყებთ, ძამა?!

შორიდან ვერ ესვრი
სოფელში ერთმანეთს გადაკიდებული მეზობლები _ ამბაკო და მართა სულ ჩხუბობდნენ. ერთხელაც იჩხუბეს და რა არ უძახეს ერთმანეთს.
შეყარა მეზობლები ვარდომ:
_ ბიჭიკომ ასე მითხრა, ბოზი ხარო.
_ ამ სიტყვას რავა ვეტყოდი _ კაცი მაგას ვერ მიეკარება და იმას შორიდან  ხომ ვერ ესვრი?! _ თავი იმართლა ბიჭიკომ.

მხეცაძე
ეს ამბავი ოზურგეთის სოფელ მელექედურში მოხდა: ზაფხულია, ლუდის სეზონი. "პივით" შეზარხოშებულმა გიორგიმ ტაქსით წასვლა გადაწყვიტა.
როცა სოფელში მივიდა, აღმოჩნდა, რომ ტაქსის მძღოლი ნაკვეთს ეძებდა სამოსახლოდ და გიორგის ეკითხება:
_ რა გვარები ცხოვრობთ აქანე, ძამა?
_ ჩვენ რომ გადმოვუხვიეთ, ძამა, იქინე ნადირაშვილი ცხოვრობს, მერე ლომაძე, მგელაძე და უბნის ბოლოში _ ცეცხლაძე.
_ ასეთ გვარებში რომ ცხოვრობ, არ გეშინია?
_ მე, ძამა, მხეცაძე ვარ!

კომპოტი
ეს ამბავი, თუ არ ვცდები, სოფელ ბუკისციხეში მოხდა: კაცმა ახლადმოდუღებული მურაბა ჭაში ჩაკიდა გასაცივებლად. გაწყდა ბაწარი და ჩავარდა მურაბიანი ქვაბი ჭაში.
მეორე დილას გვერდით მეზობელმა გადმოუტანა "ნერჟავეიკის" დიდი ნაჭერი და აძლევს: _ ამით, ძამა, შენი ჭაი მოხუფე და ზამთარში კომპოტი გექნება!

შენ არ დეიწყე?
გაგანია ომიანობის პერიოდში, თბილისელი კაცი ჩოჩხათის თაგვების მარათონად დარჩენილ მაღაზიაში შეეხეტა:
_ ხორცი გაქვთ?
ერთი გაშტერება კი გაშტერდა ნოქარი, მაგრამ მერე სხარტად უპასუხა:
_ რავა არა, რაის გინდა, ძამა _ ძროხის, ღორის, ხბოის თუ კამბეჩის?!
_ ყველიც ხომ არ გაქვთ?
_ უჰ, ყველის მეტი რა გვაქ! რომელი მოგიწონო _ მწუთხე, ჭყინტი, სულგუნი, შებოლილი თუ ჰოლანდიური?!
_ პური...
_ შავი, თეთრი, შოთის, ქარხნის...
_ მეკაიფები, შე ჩემა?!
_ შენ არ დეიწყე?!




 ახალი ამბები
  • გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ განამწესეს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მიქაუტაძესთან ერთად საქალაქოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ნიკოლოზ მარსაგიშვილი გაამწესეს. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2 ვაკანსიაზე 28 კანდიდატი ... ...
  • WHO : მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზეჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შედეგად, ქალაქებში კიდევ 2.5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. აღნიშნული ტენდენცია კი  ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზე, რომ ხელი შეეწყოს ჯანსაღ ცხოვრებას ქალაქში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, ხალხი ქალაქში საცხოვრებლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად გადადის. თუმცა, ურბანული ცხოვრება  საზოგადოების ჯანმრთელობის სფეროში ბევრ გამოწვევას ქმნის. მაგალითად, არის  ქალაქები, რომლებსაც არ აქვთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და ნარჩენების მართვისთვის ეფექტური სისტემები, სადაც შეგხვდებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა და დიარეა. ქალაქები ასევე დგანან დაბინძურებული ჰაერის, არაჯანსაღი კვების და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის წინაშე. გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოება და ძალადობა არის მუდმივი შეშფოთების საკითხი, ისევე როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელიც ცდება ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს მოიცავს ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ასევე დასაქმების, განათლებისა და საკვებ პროდუქტზე ხელმისაწვდომობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  უნდა შეიქმნას ქალაქები, რომლებიც მათი დიზაინით, პოლიტიკით და პროგრამებით ჯანმრთელობას ხელს შეუწყობენ.       ... ...
  • ევაკუაცია ყავლაშვილის ქუჩაზე_ ჩამონგრეულია სახლის ნაწილითბილისში, შოთა ყავლაშვილის ქუჩაზე 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მისვლისთანავე მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, ამავე შენობასა და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები.       ... ...
  • ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების მოთხოვნას _ ბახტაძეჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ორივე მხარეს, მისაღებ შედეგებზე დროულად ჩამოყალიბდნენ.„მე ვიცი, რომ ამავე დროს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მეტი ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოვყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, _ განაცხადა მამუკა ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24-27 მაისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა, 25-27 მაისს იქროლებს ძლიერი ქარი. 24-25 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31, ხოლო 26-27 მაისს +22, +27 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში, ძირითადად, ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება.     ... ...

არქივი

ზაფრანი

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...

შაოლინის მონასტრის დიეტა

დიეტით მხოლოდ ლამაზი ქალბატონები როდის...

როგორ ვებრძოლოთ სლოკინს

სლოკინთან დაკავშირებით შესაძლოა ბავშვობა და...

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...