ლანჩხუთის გამგებელმა კბილის ექიმს ლექსი მიუძღვნა

ა კიდო

ლანჩხუთის გამგებელმა კბილის ექიმს ლექსი მიუძღვნა

2015 მარ 20 12:18:44

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაზა ურუშაძემ, მეგობარ კბილის ექიმს ლექსი 2009 წელს მიუძღვნა:

"ამ ლექს ვუძღვნი ჩემს მეგობარს, რომელიც მართლაც სანდო და კარგი კბილის ექიმია, მაგრამ დროის უკმარისობია და ტექნიკოსის მოუცლელობის გამო ხშირად პაცინეტებისთვის მიცემულ დროში ვერ ეტევა. ჩემი კბილების მკურნალობის დროსაც ასე მოხდა.

ტექნიკოსმა კბილის დამზადებას რამდენიმე თვე მოანდომა. მას (ტექნიკოსს) ჩვევად ჰქონია, რომ სახლში არავის არ უშვებს. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოიქცა, ფანჯრიდან გადმოიხედა და ისე დაადგინა კბილის ფერი. ალბათ მიხვდებით _ ფანჯრიდან, თანაც ღამის თორმეტ საათზე, როგორ დაადგენდა კბილის ფერს.

ამიტომაც კბილის ექიმს ხანგრძლივად უხდებოდა ავადმყოფების მკურნალობა", _ ასეთ წინასიტყვაობას უკეთებს ზაზა ურუშაძე ლექსს სახელწოდებით "არ მთავრდება, რომელიც მის მიერ 2010 წელს გამოშვებულ წიგნში "გურიაში გურულად" დაიბეჭდა და რომელსაც "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

მე არ მინდა რომ გეწყინოს,

იცი, მე მაქ შენი რიდი,

როცა ამ ლექს წაიკითხავ

მინდა იყო ძაან მშვიდი.

კბილის ჩასმა მოვინდომე,

ტექნიკს ქვია გერონტი,

ერთი წელი ისე გადის

არ მთავრდება რემონტი.

ვერც დაპლომბვა დავამთავრე

მოსაცდელში გელოდი,

როდის იყო, გრიგოლ ასე

შენ ავადმყოფს შველოდი?

ერთხელ ტექნიკს შეეკითხე:

მითხარ, ბიჭო, რა მოგდის,

მე მგონია ფერის დასმა

კბილზე შენ არ გამოგდის.

ხან წითელი, ხან ყვითელი

ხან კი ალვის ფერია

ამ კბილების გათეთრება,

ვატყოფ, ძაან ძნელია.

კბილი კბილზე არ ედება

დაჭიმული გრძელია,

უკან მისი გამოღება

შენ ამბობ რომ ძნელია.

ერთხელ ტექნიკს მივაკითხეთ,

მან კარი არ გავიღო,

ფანჯრებიდან გადმოხედვით

ფერი ასე გაიგო.

გამოსავლის ძიებაში

მოიგონე პურის კბილი,

ჩასმის დროს კი დაიჩივლე:

სერი იყო ნეტე ფქვილი?

წითელ-ყვითელ-ალვისფერი,

დაემატა ახლა სერი,

ხომ არ ჯობდა, პლომბვის ნაცვლად

შენ გაგეხსნა კრასკის ქსელი.

მომლოდინე ბევრი ნახე

ზოგი ჩხუბობს, ზოგი ტირის,

ერთი ცრემლებს აღვარღვარებს:

პროტეზი აქ ჩემი შვილის.

ეს ტექნიკი სად იპოვე

ან ვინ გითხრა მისი ბინა

შენ უკბილოდ რომ გამოჩნდი

ამოუშვა ხალხმა ქშინვა.

მალე ხალხი დაამშვიდე

და მიეცი მათ შენ რჩევა

უთხარი, რომ ამ ლოდინში

აგეწევათ თქვენ აქ წნევა.

მე კი თვალი ჩამიკარი

ხომ დაუგე ამ ხალხს მახე,

მაგ ტექნიკის შემხედვარე

ცუდად წავა შენი საქმე.

გირჩევ დროზე გაეცალო

მინდა მოგცე ძმური რჩევა,

მან კარები გადაკეტა

ფანჯრიდან კი სხვა ვერ შევა.

როცა ლექსი წაიკითხე,

მითხარ, თუ ხარ ეხლა მშვიდი,

არ გეწყინოს, არ გაბრაზდე

იცი მე მაქ შენი რიდი.

ზაზ ურუშაძე, 2009 წელი.




 ახალი ამბები
  • ჩოხატაურელი მომღერალი ჯემალ ნაკაშიძე გარდაიცვალაცოტა ხნის წინ, ჩოხატაურელი მომღერალი ჯემალ ნაკაშიძე გარდაიცვალა. ბატონი ჯემალის გარდაცვალების მიზეზად ინსულტი სახელდება. იგი წლების განმავლობაში ანსამბლ "გურიაში" მღეროდა. ჯემალ ნაკაშიძე 79 წლის იყო. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია ანსამბლისთვის და მისი მშობლიური ჩოხატაურისთვის. "გურია ნიუსის" რედაქცია მწუხარებას გამოხატავს ბატონი ჯემალის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს და ... ...
  • საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 238 ფაქტი გამოავლინესშინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. პოლიცია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებს. სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 238 ახალი ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 21 მოქალაქე დააჯარიმა. 1 იურიდიული და 1 ფიზიკური პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე. ქვეყანაში ასევე დაფიქსირდა, ე.წ. კომენდანტის საათის, თვითიზოლაციის და  მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესების დარღვევის ფაქტები. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ... ...
  • რამდენი პირი დააჯარიმეს ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვისმგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე, 31 მარტიდან დღემდე 960 მოქალაქეა დაჯარიმებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ  გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო 24  საათში,  სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 90 პირი დააჯარიმეს. 4 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 163 პირი დააჯარიმეს. როგორც უწყების მიერ 3 აპრილს გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 280 პირი დააჯარიმეს. 2 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით,  სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 415 პირი დააჯარიმეს. 1 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით კი,  სამართალდამცველებმა 12 პირი დააჯარიმეს მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე. ქვეყანაში 31 მარტს ამოქმედდა საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები. საკარანტინო პირობების შემოღების ფარგლებში ავტომობილით 3 ადამიანზე მეტის გადაადგილება ... ...
  • თვითიზოლაციის წესების დარღვევის 12 ახალი ფაქტი გამოვლინდაშინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 12 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს ... ...
  • კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე 113 მოქალაქე დააჯარიმესსამართალდამცველებმა 4 აპრილის 21 საათიდან 5 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 113 მოქალაქე დააჯარიმეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. პოლიცია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებს. კომენდანტის საათი ქვეყანაში 31 მარტის 21 საათიდან ამოქმედდა. მოქალაქეებს საღამოს 21 საათიდან დილის 6 საათამდე ქუჩაში გადაადგილება ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...