გურული კურიოზები 14.12.2010

ა კიდო

გურული კურიოზები 14.12.2010

2010 იან 1 04:00:00

რევაზ ხოფერია, თბილისში მოღვაწე გურული ბიზნესმენი

ჯორკო
ჩემი სიმამრი მამუკა ჟორდანია ლანჩხუთში მეტად ცნობილი სტომატოლოგია, თუმცა, იუმორის გრძნობითაც საკმაოდ არის დაჯილოებული.
ერთხელ მამუკას მოუვიდა ორი პაციენტი ქალბატონი, დასვა სავარძელზე ერთ-ერთი და დაიწყო სტომატოლოგიური პროცედურები, მაგრამ ამ ქალბატონს ძალიან პატარა პირი ჰქონდა და მამუკა ძალიან გაწვალდა. როგორღაც დაამთავრა ამ ქალბატონის "კბილების რემონტი" და ახლა მეორეს დაუძახა, რომელმაც ისე ფართოდ დააფჩინა პირი, რომ მამუკას გაუხარდა და იძახის: _ ა, აია პირი _ ჩადგი ჯორკო შით და იმუშავე!

გინეკოლოგი რომ ვიყო
მამუკა ჟორდანია ლანჩხუთის ბაზარში წავიდა საყიდლებზე. ვინაიდან სტომატოლოგია, მოვაჭრე ქალბატონებმა, რომლებიც ვერ ახერხებდნენ მამუკასთან ვიზიტს უდროობის გამო, გადაწყვიტეს, იქვე ბაზარში მიეღოთ კონსულტაცია და დაუკრიჭეს კბილები მამუკას: მე აი მაწუხებს და მე იგიო.
გადაირია მამუკა და ეუბნება ამ ქალბატონებს: _ გინეკოლოგი რომ ვიყო, ქალებო, ამ შუაგულ ბაზარში ფეხებს გადამიშლიდით?!

შენს "რაზმერზე"
სუფსაში ერთი ქალი ალაგეზე გადადიოდა, ფეხი დაუცდა და სასქესო ორგანოთი ჩამოეცვა სარზე. გააქანეს ლანჩხუთის საავადმყოფოში
მისი ქმარი მოდის საღამოს ყანიდან მშვიდად სტვენა-სტვენით. ბირჟაზე რომ ჩამოიარა, თანასოფლელები ეუბნებიან:
_ წაი, ძამა, ლანჩხუთში, ეგება მიუსწრო ცოლს, შენს "რაზმერზე" რო გაკერონ!

25 000 მანეთის ადესა
სკოლას რომ ვამთავრებდი, სამედიცინოზე ჩასაბარებლად ვემზადებოდი, მაგრამ იქ ჩაბარება დიდი ფულის გარეშე წარმოუდგენელი იყო. მე და ჩემმა ოჯახმა დავიწყეთ ალტერნატიული გზების ძებნა და მივაგენით: ოზურგეთში იყო სამედიცინო ტექნიკუმი, რომლის ფრიადზე დამთავრების შემთხვევაში, სამედიცინოზე ერთი გამოცდით ხვდებოდი.
გადავწყვიტეთ, გაგვეგო პირობები და ტექნიკუმში მივედით. იქ, ტექნიკუმის ერთმა თანამშრომელმა ასეთი ამბავი მოგვიყვა:
სამედიცინო ტექნიკუმის დირექტორთან მაღალმთიანი გურიიდან მისულა შორეული ნათესავი, მხცოვანი ქალბატონი, თან ახლდა შვილიშვილი.
ქალბატონი ეუბნება დირექტორს:
_ ნენა, აგი ბაღანა მომიწყვე შენთან და კაი ადესა ჩემზე იყოსო.
დირექტორი პასუხობს:
_ რას ამბობ, ქალო, 25 000-ის ადესას რა დალევსო?
ასე ჩამეშალა სამედიცინოზე მოხვედრის ოცნება.

სააამი რეეეეისიიი
ლანჩხუთში ცხოვრობდა დიდი იუმორის მქონე კაცი _ რენო კვაჭაძე, რომელიც ნამეტნავად უკიდებდა ენას.
ერთ დღეს რენოს ოჯახის წევრები სადღაც წავიდნენ და რენო შინ დატოვეს _ კრუხს და წიწილებს მიხედე, ქორისგან დაცავიო. რომ დაბრუნდნენ. ეზოში მარტო კრუხი დახვდათ.
_ რაია, რენო, აგი, ყველა წიწილა ქორიზა გაგიტანებია!
რენო პასუხობს:
_საააანამ ქოორს ჰააააააუ, შეეევუძახე, სააააამი რეეეეეეისი გააააკეთა!

ტუალეტი
90-იან წლებში, ლანჩხუთის სადგურში ველოდებით მატარებელს მე და ჩემი ბიძაშვილი. სოსო ბუნებრივმა მოთხოვნილებამ შეაწუხა და ჩქარი ნაბიჯით გაეშურა სადგურის ტუალეტისკენ, მაგრამ კართან მივიდა თუ არა, ელდანაკრავივით უკან მობრუნდა და იგინება:
_ რა მოხდა, სოსო, რა გჭირს? _ ვეკითხები.
_ ისეთი სიბინძურეა, ხელზე თუ იზამს კაცი და გარედან შეაგდებს!




 ახალი ამბები
  • პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება და იძულებითი სექსი - თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დააკავესპირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება და იძულებითი სექსუალური კავშირის დამყარების იძულებისთვის ბრალდებულს, 4 წლით თავისუფლების აღკვეტა მიესაჯა, _ აღნიშნულის შესახებ "გურია ნიუსს" თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს. "თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სექსუალური ხასიათის იძულებასა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფაში ბრალდებული ლ.ც. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წელს ლ.ც.-მ უკანონოდ მოიპოვა ი.ყ.-ს პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა და დაზარალებულის მეგობრებს გადაუგზავნა. ლ.ც. ასევე დაზარალებულს აღნიშნული მასალის სოციალურ ქსელში გავრცელებისა და ოჯახის წევრებთან გადაგზავნის მუქარით, მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა. სამართალდამცველებმა ლ.ც. 2019 წლის 7 მარტს ქ.თბილისში დააკავეს. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის იძულება) და 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა, ე.ი. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება) წარუდგინა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ლ.ც. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა" - აღნიშნულია პროკურატურის ... ...
  • დავით მჟავანაძე: “თავი ჩამიდეს და ტანი ჩამიდეს“ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით მჟავანაძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ყველა დაკავებული გათავისუფლებულია, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, მოსამართლე რა განაჩენს გამოიტანს. “ამ წუთებში მივდივარ სასამართლოში. სავარაუდოდ, ადმინისტრაციულ ჯარიმას დაგვაკისრებს მოსამართლე, თუმცა, მისგან არც ისაა გასაკვირი, რომ დაგვაკავონ. სამარცხვინო ვიდეო წარმოადგინეს სასამართლო პროცესზე _ ფაქტობრივად, თავი ჩამიდეს და ტანი ჩამიდეს ვიდეოში. ის ადამიანი მე არ ვარ, რომელზედაც იძახიან, ეს დავით მჟავანაძეაო. ვნახოთ, რა მოხდება. არაფრის გამო დამაკავეს _ არანაირო მტკიცებულება არ აქვთ სამართალდამცავებს“, _ გვითხრა დავით მჟავანაძემ. დავით მჟავანაძეს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას ... ...
  • გრიგოლ ვაშაძე: "ვაიძულეთ ეს მოძალადე ხელისუფლებას, დავერბიეთ! ბევრი გვყავს ქალი““ორი ღამე გავათიეთ და ვაიძულეთ ეს მოძალადე ხელისუფლება, დავერბიეთ. ბევრი გვყავს ქალი! ჩვენ იმდენი არ ვართ, რომ ამათ წინააღმდეგობა გავუწიოთ, ყველა ვჯდებით შემოსავლელთან სათითაოდ!“ _ ეს განცხადება გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტის შენობის წი ნ გამართულ აქციაზე გააკეთა. “ხელით აგვიყვანონ, როგორც მათ მასწავლებელ პუტინს სჩვევია ისე გაგვიტანონ სათითაოდ”, _ თქვა გრიგოლ ვაშაძემ. ... ...
  • ბუბა კიკაბიძე: "ყველა ნორმალური ადამიანი იტყვის, რომ ესენი უნდა წავიდნენ"მომღერალი ბუბა კიკაბიძე გაზეთ “რეზონანსთან“ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს აფასებს და ხელისუფლებას აკრიტიკებს. მისი კრიტიკის მთავარი ობიექტი ბიძინა ივანიშვილია. „ამან ისეთი რამ გააკეთა, რომ მთელი მსოფლიო გაგიჟდა. კაცი პირს რომ გააღებს და იტყვის, უნდა შეასრულოს. მაშინ არ უნდა ეთქვა. ისინი („ოცნება") რასაც გააკეთებენ, იმის საწინააღმდეგოს გააკეთებენ ესენი (ოპოზიცია). ვინმე ელოდა, რომ 20 ივნისს ესენი სროლას დაიწყებდნენ და თვალებს დათხრიდნენ ბავშვებს? მე არ მეგონა. ყველა ნორმალური ადამიანი იტყვის, რომ ესენი უნდა წავიდნენ. ჩვენ რომ ვილაპარაკოთ, რატომ უნდა წავიდნენ, ამას ათი დღე დასჭირდება. ოპოზიცია მოიგებს, ხალხი მოიგებს... ესენი („ქართული ოცნება") უბრალოდ შერცხვებიან", _ ამბობს კიკაბიძე.   ... ...
  • თბილისში ცნობილ ექიმს სცემესთბი­ლის­ში ცნობილ ექიმს სცემეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დაწერა.  "გამწარებული ვარ. მთელი საზოგადოება ვაჟა გაფრინდაშვილის ბედზე წუხს და ამ დროს აგერ თბილისში, ცნობილ კლინიკაში დამსახურებულ ექიმს, ათასობით ადამიანის გადამრჩენს და განმკურნებელს ცემს ვიღაც ველური. დამნაშავე სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს! P.S. ჟურნალისტებო, ნუ დამირეკავთ. თავად გაასაჯაროებს დაზარალებული ამ ამბავს. მან პოლიციას ჩვენება უკვე მისცა", - დაწერა ჭიაბერაშვილმა. გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებული ნეიროქირურგი გი­ორ­გი (გოგი) მა­ღა­ლაშ­ვილია. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდა­რი მისი პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. შსს-მ გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. 120-ე მუხლი განზრახ მსუბუქ დაზიანებას ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?